მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 20.10.2017, 04:17
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 148

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » ჩაღატარ - (ტიციან ტაბიძე)
15:45
ჩაღატარ - (ტიციან ტაბიძე)
რაც უნდა ვიყო მართლა მორჩილი,

ერთი ხმა მეც მაქვს - მომეცით სიტყვა;

არ მინდა ვიყო მე მონოზანი,

თუ მოგონება სირცხვილით მირტყამს.

ჩემო ტფილისო, როცა ვიგონებ,

რომ გალეწიეს ბავშვების კალო,

მეც მინდა ტანჯვა გავიზიარო,

მეც მინდა ცემით რომ დავიღალო.

მსურს სიკვდილამდე რომ ვინმემ მირტყას,

ჩემი საწილო მომეცით სიტყვა!...

სულ რაღაც ათი გავიდა წელი,

სულ რამდენჯერმე მობრუნდა მთვარე

რაც დასტიროდა მტკვარს ალექსანდრე

და მთებს შამილის სული მშფოთვარე.

ვიღაცა დადის ხმალამოწვდილი,

ვიღაც დაჰყეფავს ცოფით დარიალს.

კელაპტარივით დგას მთა მყინვარის,

მტკვარი ქაჯების ისმენს დაირას.

ვიცი, არ მაქვს ხმა მრისხანე ლომის,

ვიცი, არ მაქვს ხმა მწივან არწივის,

დასაკლავ ხბოს ხმით მინდა ვიბღავლო,

რომ ეშაფოტზე მეც დამარწიეს.

და ხდება სული აღა-მაჰმად-ხანს,

ტფილისს რომ სცემდა მრისხანე ტორებს.

მეც გამაყოლეთ კრწანისის გმირებს,

მარაბდის ვაჟკაც გლადიატორებს.

რა შეედრება პოეტის სახელს?

გმირის სახელი უფრო მეტია,

მიყვარს ქართული მიწა მართალი

რაც ვაჟკაცებით მინახვეტია...

ამ საშინელ და უიღბლო ღამეს

მე მრჩება მხოლოდ ერთი ანდერძი:

რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი

ბატონიშვილის ალექსანდრესი.

და როგორც ერთი ურჩი მჲურიდი,

ვფიცავ საყვარელ ვაჟკაცთა წვერებს,

შამილის ფაფარს და თეთრ ჭაღარას,

ალექსანდრეს წვერს დროშათ ნაკერებს,

რომ მე დავტოვებ პოეტის სახელს,

თუ ვაჟკაცობას შენთვის ვერ ვამხელ...


1946 წ. ნოემბერი,
კატეგორია: პოემა | ნანახია: 481 | დაამატა: kela | ტეგები: ჩაღატარ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017