მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 12.12.2017, 05:20
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 149

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 28 » გაზაფხული - (აკაკი წერეთელი)
12:13
გაზაფხული - (აკაკი წერეთელი)
დღეს მერცხალი შემოფრინდა, -

ჭიკჭიკითა გადმომძახა:

"გაზაფხული! გაზაფხული!”

გულს იმედი დამესახა.


მივდექ სარკმელს, გადვიხედე,

არემარე მესხვაფერა! -

სასოებამ ფრთა გაშალა,

გულსა მკრა და ამიძგერა!


სუნი მეცა გაზაფხულის,

უცნაური ვიგრძენ ძალი...

ვსთქვი, თუ: "გულსა რაღად ვიტეხ?

ახლოს არის მომავალი!


"მოვესწრები, რაც მინდოდა

ზამთრისაგან დაჩაგრულსა:

ვნახავ ქორწილს ბუნებისას,

გავიგონებ მის მაყრულსა.


"დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას

და ბულბულიც გამაგონებს

მისებურად "ტია, ტიას!”


1881 წ.

კატეგორია: ლექსი | ნანახია: 473 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017