მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ოთხშაბათი, 24.04.2024, 07:04
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » გაზაფხულია - (გალაქტიონ ტაბიძე)
22:07
გაზაფხულია - (გალაქტიონ ტაბიძე)

გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.

ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.

ამ მშვენიერ დღეს, ამ სისხამ დილას

ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.


კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს

სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს,

საკმარისია შეეხო ტოტებს,

და ნამი თავით კოჭამდე გივლის


შორით კი ხვამლი მოჩანს ცისფერი,

როსმე ის ჩემი იყო ზმანება.

გაივლის თვალწინ იგი სიზმარი.

და რაღაც მწარედ დამენანება.


ხე ფოთოლს ისხამს, ხე ფოთოლს ისხამს

ქალაქის ბაღის და სოფლის ზვარის.

ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს

მაცოცხლებელი ეცემა ცვარი!


კატეგორია: ლექსი | ნანახია: 1330 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024