მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
შაბათი, 20.04.2024, 08:00
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » გურია - (ეგნატე ნინოშვილი)
22:31
გურია - (ეგნატე ნინოშვილი)
აგერ რამდენიმე წელია მას აქეთ, რაც ლანჩხუთელებმა განიზრახეს ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება. იმ ხელად, ღვთის წინაშე, უნდა ვსთქვა, ძალიან კაგად დაიწყეს საქმე. კლასებისთვის კარგი, სუფთა ოთახებიანი სახლი უნდა აეგოთ და კარგი მასწავლებელი უნდა მოეწვიათ.ასე გასინჯეთ,სასწავლებლის მოსამსახურე ბიჭებიც კი რჩეულნი უნდა ჰყოლოდათ.ასე იყო იმთავითველანჩხუთის რჩეულთა აზრი და ვინ ენაყბდი გაჰბედავდა მაშინ იმის თქმას, რომ ეს განზრახვა ლანჩხუთელებისა აუსრულებელი დარჩებაო. ყველანი სიხარულით მოველოდით--აი ლანჩხუთელები გაჰმართავენ ორკლასიან სასწავლებელს, გაჩაღდება სწავლა და ლანჩხუთელ მოსწავლეებთან ერთად, იქნება, გარეშე სოფლელების ბავშვებსაც ხვდეს ერთი-ორი მონაგარდი სკამიო. მზად ვიყავითლანჩხუთის ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებლები, რომ, როცა ლანჩხუთელები სკოლის საქმეს შეუდგებოდნენ,ჩვენც ჩვენისმხრით, რაც შეგველო, შემჭეობა გაგვეწია იმათთვის.
გავიდა რამდენიმე წელი. ლანჩხუთელებმა ამ ხნის განმავლობაში ბევრი სასაფლაო გადათხარეს--კვნესა ისმის სასაფლაოდან და უეჭველად, მიცვალებულებს ბატონები დაემართებოდათო,--ბევრი \"პრიგოვორები\" შეადგინეს \"მარხვის მჭამელებისა\" და \"პარასკევის გამტეხლების\" დასასჯელად,ბევრი დედაბრების წინასწარმეტყველება ქადაგება ისმინეს, ბევრი, ბევრი ამისთანები მოიმოქმედეს, მაგრამ ორკლასიანი სასწავლებელი კი არსად არის!!! რატომ? რამ შეუშალათ ხელი? ნუთუ \"პრიგოვორების წერასა და სასაფლაოების თხრას ეგ კეთილი განზრახვა შეესრულებინათ, ის არ სჯობდაო? იკითხავს მკითხველი, დიაღ სჯობდა. ამაზე თვითონ ლანჩხუთელებიც დაგეთანხმებიან, მაგრამ რა ვუყოთ? ლანჩხუთელებმა ორკლასიანი სასწავლებლის დაარსების შესახებ იმდენი იფი჻რეს, რომ აზრი დაივიწყეს და ორკლასიანი სასწავლებლის მაგიერ კაცებმა ვერცხლის ქამრები გაიკეთეს, ქალებმა--ტურნურები და ამით დასრულდა საქმე.
ღმერთმა ქნას, რომ ამ გვარობას აშორებოდნენ სოფ. ბახვისა ბასილეთის (ოზურგეთის მაზრაში) მცხოვრებლები, რომლებსაც განუზრახავთ ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება.[...]

1889 წ
კატეგორია: ესე | ნანახია: 1018 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024