მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ორშაბათი, 25.09.2017, 09:01
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 148

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 2 » ქარაგმა - (მორის ფოცხიშვილი)
18:16
ქარაგმა - (მორის ფოცხიშვილი)
წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,
როგორც დილეგს
და ფილტვებს აივსებს აისით, _
აისის
კვალდაკვალ
ივლის და
ირბენს
თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, 
ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით
ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს
ვერცხლისწყლის წვეთებად
ეფანტება ჩემი ფიქრები, _
ისევ ველოდები უებარ წამლებს
და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...
შენ, სულო ჩემო, წიწილასავით
მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
_ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელე
და თავქვე მიდენის ბატებივით
ფარფატა ნისლებს,
მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,
რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.

რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზას
ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ
ქარაგმებს,
ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 604 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017