მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 23.04.2024, 10:04
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » მე რომ შემეძლოს - (გიორგი ბოგველი)
14:37
მე რომ შემეძლოს - (გიორგი ბოგველი)

მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო,
რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს
და მონატრებისგან ატირებულები
დილის მინდორივით იცვარებოდნენ.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის უნაკლო.
ერთადერთი წუნი – უჩემობა…
და ამ სამყაროს მე ნაფერი ალერსი მინდა…
საუბრით ყველაფერზე.
ერთადერთი თემა – უთემობა…
მე გამოვიმეტებ შენთვის
ყველაზე თბილ ფერს
ჩემი თვალებით
და დაგანახებ მზის თეთრ სხივებს
ფერისცვალებით…
მხოლოდ მაშინ მიხვდები რა მშვენიერია ეს სამყარო -
მრავალფეროვანი.
რა ბედნიერია შენი სახის ყველა ნაკვთი -
ათასფეროვანი.
გარდა სიმორცხვის ფერისა,
რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაირბინა შენი ლოყები,
როცა ჩამხედე თვალებში.
სწორედ მაშინ დაიწვა,
სულ რამოდენი წამის წინ დაბადებული, მონატრების ყველა ეშელონი
გრძნობააფეთქებულ ალებში.
და ახლა
სანატრელი გაგვიხდება არა წარსული,
არამედ ხვალინდელი დღე.
და მოგვენატრება ყველა დრო – უჩვენობით წასული.
მე შენთვის არაფერი მემეტება -
ყველაფრის გარდა.
მე ჩემთვის არაფერი მინდა -
შენს გარდა,
არა! – გატყუებ.
ჩემთვის ხომ ყველაფერი მხოლოდ შენ ხარ…
ყველაფერი მდომებია…
არადა მეგონა ეგოისტი არ ვიყავი..
არადა მეგონა შენ ყოველთვის აქ იყავი,
ჩემს გვერდით
და თურმე მე ვყოფილვარ შენთან.
ახლა კი
გზააბნეული წრეებს ვარტყავ შენს ერთადერთ ოთახს,
ვერა და ვერ მივაგენი გამოსასვლელს.
ვერც კარებს…
არადა შემოვედი,
მახსოვს შემოვედი…
არადა შემომიშვი,
მახსოვს შემომიშვი…
მახსოვს…
და სწორედ მაშინ გავიგე შენი ხმა:
- დარჩი!..

ავტორი: გიორგი ბოგველი

კატეგორია: ლექსი | ნანახია: 1274 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024