მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 16.04.2024, 23:12
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 18 » მწვანე კარი - (ოۥჰენრი)
15:42
მწვანე კარი - (ოۥჰენრი)

წარმოიდგინეთ, რომ სადილის შემდეგ ათი წუთით გაისეირნეთ ბროდვეიზე სიგარის მოსაწევად. სეირნობისას ფიქრობთ ცხოვრებაში მომხდარ ტრაგიკომიკურ ამბებზე, ან უფრო სერიოზულ ამბებზე ვოდევილის ჟანრში და უცებ თქვენს მხარეს ეხება ვიღაცის ხელი. მოტრიალდით და ხედავთ, რომ თქვენს წინაა სიასამურის ქურქში გამოწყობილი, ბრილიანტის თვლებიანი სამკაულებით მორთული ლამაზი ქალი. იგი სასწრაფოდ გჩრით ხელში უზომოდ ცხელ კარაქწასმულ პურის ნაჭერს, პაწაწკინტელა მაკრატლით სწრაფად გაჭრით პალტოს მეორე ღილს, მრავალმნიშვნელოვნად წამოიძახებს ერთადერთ სიტყვას ,,პარალელოგრამი”, შემდეგ კი გარბიშ და თან შეშინებული უკან იყურება.

აი, ეს იქნებოდა ნამდვილი თავგადასავალი. ჩათვლიდით ამ ამბავს ჩვეულებრივ მოვლენად? მე მგონი, არა. თუ თქვენ არ ეკუთვნით იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს, რომლებშიც ჯერ არ ჩამკვდარა თავგადასავალთა მაძიებლის სული, აღშფოთებისა და დაბნეულობისაგან წამოწითლდებოდით, მორცხვად გადააგდებდით პურის ნაჭერს და აწყვეტილი ღილის ადგილზე ხელის ფათურით განაგრძობდით ბროდვეიზე სეირნობას.

თავგადასავლების მაძიებელთა რიცხვი არასდროს ყოფილა დიდი. პრესაში გახმაურებულ ასეთ ადამიანთა უმრავლესობა საქმიანი ადმიანები იყვნენ, რომლებიც მოქმედებდნენ ახლად გამოგონილი მეთოდებით. ისინი არ ჩერდებოდნენ სახლში და დაეძებდნენ ოქროს საწმისს, გრალის ფიალას, ქალის სიყვარულს, განძს, გვირგვინს, დიდებას. ჭეშმარიტი თავგადასავალთა მაძიებელი ხშირად გარკვეული მიზნის გარეშე მოქმედებს და ანგარიშმიუცემლად მიილტვის რაღაც გამოუცნობისაკენ. ასეთი თავგადასავალთა მაძიებლის საუკეთესო მაგალითია ძე შეცთომილი, რომელმაც ბოლოს სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.

ფსევდოთავგადასავალთა მაძიებლები, ხშირად მამაცი და ნიჭიერი ადამიანები, მრავლად იყვნენ კაცობრიობის ისტორიაში. ასეთმა თავგადასავალთა მაძიებლებმა, ჯვაროსნებიდან დაწყებული სხვადასხვა ჯურის დამპყრობლებით დამთავრებული, გაამდიდრეს ისტორია და ლიტერატურა და აგრეთვე საისტორიო და მხატვრული ლიტერატურის გამომცემლები. ყველა მათგანს თავიდანვე ჰქონდა კონკრეტული მიზანი: ჯილდოს მოპოვება, თავის გამოჩენა ბრძოლაში ან სპორტულ პაექრობაში, მტრის დამარცხება, გამდიდრება და ა. შ. ამიტომ ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ ჭეშმარიტ თავგადასავალთა მაძიებლად.

რომანტიკა და თავგადასავლებისადმი სიყვარული ყოველთვის პოულობს თავის ღირსეულ თაყვანისცემლებს დიდ ქალაქებში. როდესაც ქუჩებში ვხეტიალობთ, ისინი ჩუმჩუმად თვალყურს გვადევნებენ და ნიღაბაფარებულნი ცდილობენ ჩაგვითრიონ სხვადასხვა ოინებში. ხშირად უნებურად თვალს შევავლებთ ხოლმე უცხო ფანჯარას, რომ დავინახოთ იქ მყოფი ადამიანი, რომელიც ხშირად ძალიან ახლობლად გვეჩვენება; მთვლემარე მაგისტრალურ ქუჩებში გვესმის ხოლმე ცარიელი და დაკეტილი ოთახებიდან მომავალი შეშინებული და გატანჯული ადამიანების განწირული ხმები; ნაცვლად იმისა, რომ მეეტლემ ეტლი ნაცნობ ტროტუართან გაგიჩეროთ, იგი აჩერებს ეტლს ჩვენთვის უცნობ კართან, რომელიც თავაზინად იღება და გაიწვევთ შეხვიდეთ ოთახში; გისოსიან ”ბედის ფანჯრიდან” თქვენს ფეხებში ეცემა რაღაც წარწერით დაფარული ქარალდის ნაგლეჯი; ქუჩაში მიმავალი ხალხის თვალებში ვკითხულობთ სიძულვილს, სიყვარულს, შიშს; მოულოდნელად მოდის წვიმის თქეში და იქნება თქვენი ქოლგა გადაეფაროს სავსე მთვარის ქალიშვილს ან ვარსკვლავთა სისტემის ბიძაშვილს; ქუჩის კუთხეში ვიღაც ხელში გვჩრის იდუმალს, სახიფათოს, არაჩვეულებრივად მიმზიდველ და აღტაცების მომგვრელ ძაფებს, რომლებიც თავგადასავლისაკენ გვეწევიან, მაგრამ ცოტას თუ აქვს სურვილი მიჰყვეს ამ ძაფებს, რადგან შებოჭილი ქცევის ნორმებით. გვერდს ვუვლით ამ ძაფებს. ერთხელაც იქნება მივალთ ჩვენი მოსაწყენი ცხოვრების დასასრულამდე და მაშინ ჩვენს თავს შევეკითხებით: რა იყო რომანტიკული ჩემს ცხოვრებაში? ვუპასუხებთ: ბევრი არაფერი, მხოლოდ ქორწინება, რკინის კარადაში შენახული ვარდის ფორმის წახნაგებიანი ბრილიანტი, ერთქლის რადიატორის მოქესრიგება და სხვა ასეთები.

რუდოლფ სტეინერი ჭეშმარიტი თავგადასავალთა მაძიებელიიყო. თითქმის ყველა საღამოს ის თავისი იაფფასიანი ერთოთახიანი ბინიდან გადიოდა გარეთ მოულოდნელი და სახიფათო ამბების საძიებლად. მას მიაჩნდა, რომ საინტერესო ამბების საძიებლად. მას მაიაჩნდა, რომ საინტერესო ამბების საძიებლად შორს წასვლა არ იყო საჭირო, ის შეიძლებოდა გეპოვნათ იქვე ახლოს, მეზობელ კუთხეში. ზოგჯერ მისი სწრაფვა თავგადასავლებისადმი უცნაურსა და მოულოდნელ მდგომარეობაში აყენებდა. ორჯერ მოუხვდა ღამის გათევა სადგურის მოსაცდელ დარბაზში. ბევრჯერ აღმოჩნდა გამოცდილი მატყუარების მსხვერპლი; მისი საათი და ფული ბევრს ხიბლავდა და იზიდავდა. მაგრამ ის შეუნელებელი ენთუზიაზმით ღებულობდა თავშესაქცევი თავგადასავალების ყოველ გამოწვევას.

ერთ საღამოს რუდოლფი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრელურ ქუჩაზე სეირნობდა. ხალხის ნაკადი ორ გრძელ ზოლად გასდევდა ტროტუარებს. ზოგი სახლში მიჩქაროდა, ზოგნი კი, უმთავრესად მოუსვენარი ადამიანები, სახლიდან იყვნენ გამოსულები და ნათურებით გაჩახჩახებული რესტორნების ტაბლდოტებისკენ* მიიჩქაროდნენ. ახალგაზრდა თავგადასავალთა მაძიებელი სასიამოვნო გარეგნობისა იყო. იგი მშვიდად მიაბიჯებდა და ყველაფერს აკვირდებოდა. დღისით გამყვიდელად მუშაობდა ფორტეპიანოების მაღაზიაში. მას ჰალსტუხი საკინძით კი არ ჰქონდა დამაგრებული, როგორც ეს ჩვეულებრივაა მიღებული, შეფსკვნილი ჰქონდა ტოპაზის რგოლით. ერთხელ ერთ-ერთ ჟურნალის რედაქტორს მისწერა, რომ მის მიერ წაკითხულ წიგნთა შორის მის ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მისს ლიბის** რომანმა ”ჯუინის სიყვარულის გამოცდა”. ქუჩაზე სეირნობისას უეცრად მისი ყურადღება მიიპყრო საშინელამა (რამაც იგი შეაძრწუნა). თავდაპირველად ეგონა, რომ იგი რესტორნის წინ დადგმული ვიტრინიდან გამოდიოდა, მაგრამ შემდეგ ივე, გვერდით მდებარე კარს ზემოთ შეამჩნია ელექტრონით განათებული ასოებით შესრულებული წარწერა, რომელიც იუწყებოდა, რომ იქ იყო სტომატოლოგის კაბინეტი. იქვე ახლოს იდგა უცნაურად შემოსული გოლიათური აღნაგობის ზანგი. მას წითელი ნაქარგით დამშვენებული პალტო ეცვა, თავზე კი ჯარისკაცის ქუდი ეხურა. იგი მოხერხებულად სჩრიდა ხელში გამვლელებს რაღაც ბარათებს.

სტომატოლოგიური მომსახურების რეკლამირების ასეთი წესი ჩვეულებრივი მოვლენა იყო და რუდოლფს ბევრჯერ ჰქონდა იგი ნანახი. ის ჩვეულებრივი გვერდს უვლიდა ხოლმე ბარათების გამავრცელებელს ისე, რომ სვლას არ ანელებდა. მაგრამ ამჯერად ზანგმა მაინც მოახერხა ხელში ჩაეჩარა ბარათი ისე ოსტატურად, რომ რუდოლფმა ღიმილისაგან თავი ვერ შეიკავა.

რამდენიმე იარდის გავლის სემდეგ რუდოლფმა ყოველი შემთხვევისთვის თვალი შეავლო ბარათს. გაოცებულმა გადმოაბრუნა და შეხედა მის უკან მხარეს. ბარათს ერთი მხარე ცარიელი იყო, ხოლო მეორეზე მელნით ეწერა ”მწვანე კარი”. შემდეგ დაინახა, რომ მის წინ სამი ნაბიჯის დაშორებით მიმავალმა ერთ-ერთმა გამომვლელმა ძირს დაგდო ბარათი, რომელიც, ისევე როგორც მას, ხელში ჩაშჩარა ზანგმა. რუდოლფმა აიღო ეს ბარათი. მასზე დაბეჭდილი იყო სტომატოლოგის გვარი, მისამართი და სტომატოლოგიური მომსახურების სახეები: ”პროტეზის დამზადება”, ”ხიდის დამზადება”, ”გვირგვინი”, ”კბილის უმტკინვეულოდ ამოღება”.

თავგადასავალთა მოყვარული - ფორტეპიანოების გამყიდველი ქუჩის კუთხეში შეჩერდა და დაფიქრდა. შემდეგ ქუჩა გადაკვეთა და ერთი კვარტალი გაიარა. მერე კვლავ გადმოვიდა იმავე მხარეს და ხალხის ნაკადს შეერია. ზანგს რომ გაუსწორდა, ზანგამ, ეტყობა, ვერ დაიმახსოვრა მისი სახე და კვლავ ჩასჩარა ხელში ბარათი. რუდოლფმა რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ წაიკითხა ეს ბარათი. ისევე როგორც პავლეს, მასაც ეწერა ”მწვანე კარი”.რამდენიმე ფეხით მოსიარულემ, რუდოლფის მახლობლად რომ მოაბიჯებდნენ, ძირს დააგდო ზანგის მიერ მიწოდებული ბარათჳ. ბარათები ძირს დაეცნენ ღია, შეუვსებელი მხარებით ზემოთ. რუდოლფმა აკრიფა ისინი. ყველა ამობეჭდილი იყო მონაცემები სტომატოლოგისა და მისი სალონის შესახებ.

იშვიათი იყო შემთხვევა, რომ წმინდა წყლის ავანტიურას ორჯერ გამოეწვია მისი ჭეშმარიტი მიმდევარი - რუდოლფი, მაგრამ ამჯერად ეს გაკეთა და სტეინერმაც მიიღო ეს გამოწვევა.

რუდოლფი წყნარად გაემართა უკან, სადაც გოლიათი ზანგი იდგა - ”მოხრჭიალე კბილების ვიტრინასთან”. ზანგს ამჯერად აღარ მიუწოდებია მისთვის ბარათი. მიუხედავად სასაცილო და უცნაური ჩაცმულობისა, ზანგ ღირსეულად ეჭირა თავი და თავაძიანად აწვდიდა ბარათს ზოგიერთ გამვლელს, ზოგს კი არ აწუხებდა და საშუალებას აძლევდა მშვიდად განეგრძო გზა. ყოველ ნახევარ წუთში მონოტონურად იმეორებდა რაღაც უხეშ და გაუგებარ ფრაზას, რომელიც ავტობუსის კონდუქტორის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ან საოპერო სპეკტაკლში შესრულებულ რეჩიტატივს მოგაგონებდათ. რუდოლფს მოეჩვენა, რომ ამჯერად ზანგმა არა მხოლოდ არ მიაწოდა ბარათი, ართგვარი ზიზღნარევი გამომეტყველებითაც შეხედა.

ამ შემოხედვამ გააღიზიანა თავგადასავალთა მაძიებელი. ზანგის შეხედვაში მან ამოიკითხა საყვედური - ”შენ უკვე იპვე, რაც გსურს”. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ბარათზე დაწერილი იდუმალი სიტყვები, როგორც პიროვნება, რომელსაც არ გაჩნია არც საკმარისი გონებამახვილობა და არც სურვილი ჩაებას ამოცანის ამოხსნაში.

ახალგაზრდა კაცი გამოეთიშა ხალხის ნაკადს, თვალი შეავლო იმ შენობას, სადაც მისი აზრით თავგადასავლის საიდუმლოება იმალებოდა და დაიწყო მისი შესწავლა. სახლი ხუთსართულიანი იყო. მის სარდაფში განთავსებული იყო რესტორანი. პირველი სართული ქალის ქუდებისა და ბეწვეულის მაღაზიას ეჭირა, რომელიც ამჟამად დაკეტილი იყო. მეორე სართული, მოციმციმე ელექტრონათურების ასოებით რომ იყო განათებული, სტომატოლოგს ეკუთვნოდა. ამის ზემოთ სხვადასხვა ენებზე შესრულებული ფრნიშები გვაუწყებდნენ, რომ იქ იყო მკითხველების, მკერავების, მუსიკოსებისა და ექიმების ადგილსამყოფელი. და მხოლოდ ამ სართულის ზემოთ ფარდები და ფანჯრის რაფაზე დადგმული რძის ბოთლები მოწმობდა, რომ იქ ადამიანთა საცხოვრისი იყო.

მას შემდეგ, რაც სახლის დათვალიერება დაასრულა, რუდოლფმა სწრაფად აირბინა შესასვლელის ქვის საფეხურები, შემდეგ კი ხალიჩით დაფარული კიბეებით - ორი სართული. აქ იგი შეჩერდა. დერერეფანი მკრთალი, მოციმციმე სინათლით იყო განათებული. სინათლის წყარო იყო ორი გაზის ნათურა. ერთი მათგანი მისგან მარჯვნივ, ოდნავ მოშორებით იყო დადგმული, მეორე კი უფრო ახლოს, მის მარცხნივ. რუდოლფმა გაიხედა მარცხნივ და დაინახა მწვანე კარი. ერთხანს იგი მერყეობდა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა ბარათების დამრიგებელი ზანგის დამცინავი სახე, მივიდა კართან და დააკაკუნა.

ყველა წამი იმ პერიოდისა, ვიდრე კაკუნს უპასუხებდნე, იყო სუნთქვა ჭეშმარიტი თავგადასავლის მოლოდინისა. რა არ შეიძლება იმალებოდეს ამ მწვანე მწვანე კარს მიღმა! ბანქოს თამაში; გაქნილი თაღლითების მიერ ოსტატურად დაგებული მახე იმ მიზნით, რომ მასში გაბმულიყო ლამაზი ქალი, რომელიც გულის სწორის - ვაჟკაცის სიყვარულს ეძებდა. ხიფათი, სიკვდილი, სიყვარული, იმედგაცრუება, აბუჩად აგდება - აი, რა შეიძლება მოყვეს შედეგად ამ განუსჯელ დაკაკუნებას მწვანე კარზე.

კაკუნის პასუხად შიგნიდან მოისმა სუსტი ხმა და კარი ნელა გაიღო. გაღებული კარში რუდოლფმა დაინახა გაფითრებული ქალიშვილი, რომელიც ჯერ ოცი წლისაც არ იქნებოდა. იგი ფეხზე ძლივს იდგა, კარის სახელური დაეკარგა და ხელის ცეცებით წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა. რუდოლფმა იაყვანა იგი და დააწვინა კედელთან მდგარ ტახტზე. დახურა კარი და თვალი მოავლო გაზის ნათურით განათებულ ოთახს. ოთახი სუფთა იყო, მაგრამ უკიდერესი სიღატაკე სუფევდა იქ.

ქალიშვილი წყნარად იწვა, თითქოს გონება დაეკარგა. რუდოლფი ცდილობდა თავისი ქუდის დანიავებით მოესულიერებინა იგი. ამან შემდეგ გამოიღო - როდესაც ქუდის კიდე შემთხვევით შეეხო მის ცხვირს, ქალმა თვალები გაახილო. ახალგაზრდა კაცმა დაინახა, რომ ამ ქალის თვალები და სახე იყო სწორედ ის, რაც მისი გულის ინტიმური სახეების გალერიას აკლდა. რუდოლფმა იგრძნო, რომ გულუბრყვილო გამომეტყველების მონაცრისფრო თვალები, პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, მუხუდოს ულვაშის მსგავსად დახუჭუჭებული წაბლისფერი თმა წარმოადგენდა სამართლიან დასასრულს მისი საოცარი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებისა და ჯილდოს, რომლითაც იგი ღმერთმა დააჯილდოვა. მაგრამ ქალს სახე საოცრად გამხდარი და გაფიტრებული ჰქონდა.

ქალმა წყნარად შეხედა რუდოლფს და შემდეგ გაუღიმა.

- გრძნობა მქონდა დაკარგული, არა? - იკითხა მან სუსტი ხმით, - ვის არ დაემართება ასე, ეცადეთ იყოთ სამი დღის მშიერი და ნახავთ!

- ღმერთო! - წამოიძახა რუდოლფმა და ზეზე წამოიჭრა, - დამელოდეთ, მალე დავბრუნდები!

იგი გავარდა გარეთ და სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები. ოცი წუთის შემდეგ დაბრუნდა, შევიდა ოთახში და ფეხის ტერფითმოხურა კარი,რომელიც ღია დარჩებოდა. ორივე იღლიაში ამოჩრილი ჰქონდა გასტრონომსა და რესტორანში ნაყიდი საჭმელი. რუდოლფმა მაგიდაზე დაალაგა - პური, კარაქი, ცივად მოხარშული ხორცი, ნამცხვრები, ღვეზელები,კიტრის წნილი, ხამანწკა, შემწვარი ქათამი, რძითა და ცხელი ჩაით სავსე ბოთლები.

- როგორ შეიძლება შიმშილობა! - თქვა მან ხმამაღლა, - ეს არ უნდა ინებოთ. ვახშამი მზადაა.

რუდოლფი მოეხმარა ქალს მაგიდასთან მდგომ სავარძელში ჩამჯდარიყო და იკითხა:

- სადაა ფინჯანი ცხელი ჩაისათვის?

- ფანჯრის რაფაზეა. - მიუგო ქალმა.

რუდოლფმა, ჭიქა რომ აიღო და მაგიდასთან მობრუნდა, დაინახა, რომ სახეგაბრწყინებულ ქალს ქაღალდის პარკიდან კიტრის წნილი ამოეღო და მის შეჭმას აპირებდა. მან ღიმილით გამოართვა ქალს კიტრის წნილი და ფინჯანი რძით აუვსო.

- ჯერ ეს მიირთვით, მერე ცხელი ჩაი, შემდეგ ქათმის ფრთა. მხოლოდ ხვალ შეგიძლიათ კიტრი მწნილი. ახალ კი, თუ პატივს მომაგებთ და ჩამთვლით თქვენს სტუმრად, ვივახშმოთ ერთად.

რუდოლფმა მაგიდას მოუდგა მეორე სავარძელი და მის გვერდით დაჯდა. ჩაიმ სიცოცხლე შემატა ქალის თვალებს და მის სახეს ნორმალური იერი დაუბრუნა. მან ხარბად დაიწყო ჭამა. ქალს არ ეუხერხულებოდა რუდოლფთან ერთად ვახშმობა, რადგან გრძნობდა, რომ რუდოლფს გულწფელად ქალი შებოჭილად სურდა დახმარებოდა მას. თავდაპირველად ქალი შებოჭილი გრძნობდა თავს, მაგრამ შემდეგ დამშვიდდა და მოუთხრო თავის თავგადასავალი. ეს იყო ერთი ამბავი იმ მრავალთაგან, ყოველდღიურად რომ ხდება დიდ ქალაქში - თავგადასავალი მაღაზიის მცირეხელფასიანი გამყიდველი გოგონასი, რომელსაც ავადმყოფების გამო ჯერ შეუმცირეს რეალური ხელფასი ”ჯარიმებით”, მერე კი საერთოდ დაითხოვეს სამსახურიდან. გაუცემელი თანხაკი დაემატა მაღაზიის მოგებას. გოგონას გადაეწურა იმედი და შემდეგ... თავგადასავალთა მაძიებლის კაკუნი მწვანე კარზე.

რუდოლფისათვის ეს მოთხრობა ისევე დრამატულად ჟღერდა, როგორც ”ილიადა” ან ”ჯუნის სიყვარულის გამოცდა”.

- ეს იყო რაღაც საშინელება. - აღელვებით თქვა გოგონამ.

- ამ ქალაქში ნათესავები ან მეგობრები გყავთ?

- არავინ.

- მეც მარტო ვარ ამქვეყნად. - თქვა რუდოლფმა.

- ფრიად სასიამოვნოა. - ანგარიშმიუცემლად წარმოთქვა გოგონამ. რუდოლფს რაღაცნაირად ესიამოვნა, რომ ქალს მოსწონდა მისი სიმარტოვე.

უცებ ქალს ძალი მოერია და დაამთქნარა.

- საშინლად მეძინება. - თქვა მან.

რუდოლფმა ქუდი აიღო და წამოდგა.

- ახლა კი დაგემშვიდობები. ღამის ხანგრძლივი და ღრმა ძილი სასარგებლო იქნება თქვენთვის.

რუდოლფმა ხელი გაუწოდა ქალს. გოგონამ ჩამოართვა და თქვა: - ღამე მშვიდობისა.

მაგრამ ქალის თვალები გამოხატავდნენ კიდევ რაღაც კითხვას თუ თხოვნას და იმდენად გამომსახველი, გულწრფელი და მგრძნობიარე იყო ეს კითხვა, რომ რუდოლფმა უთხრა:

- ხვალ შემოვივლი და გნახავ. ასე ადვილად თავს ვერ დააღწევ ჩემგან.

გოგონასათვის მეტისმეტად მცირე მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ მოხვდა რუდოლფი მის ბინაში, მაგრამ მაინც, როცა რუდოლფი უკვე კართან იყო მისული, ჰკითხა:

- როგორ მოხდა, რომ ჩემს კარზე დააკაკუნეთ?

რუდოლფმა შეხედა ქალს, გაახსენდა ბარათები და რაღაც ეჭვნარევი ტკივილი იგრძნო. რა მოხდებოდა, რომ ეს ბარათები სხვა თავგადასავალთან მაძიებელს ჩავარდნოდა ხელში? და მან უცებ გადაწყვიტა, გოგონას არასოდეს შეეტყო სიმართლე. რუდოლფი მას არ ეტყოდა,რომ იგი გაწაფული იყო ისეთი ამბების ძიებაში, რომელმაც ადამიანი შეიძლება ისეთ სტრესულ მდგომარეობამდე მიიყვანოს, როგორშიც ახლა გოგონა იმყოფებოდა.

-ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი, ფორტეპიანოს ამწყობი ამ სახლში ცხოვრობს, მე შემთხვევით დავაკაკუნე თქვენს კარზე.

და ვიდრე რუდოლფი კართან მივიდოდა, უკანასკნელი, რაც მას ამ ოთახში დაამახსოვრდა, იყო გოგონას ღიმილი.

სანამ კიბებზე ჩამოვიდოდა, რუდოლფი ერთხანს შეყოვნდა, ირგვლივ მიმოიხედა და ყურადღებით შეათვალიერა იქაურობა. შემდეგ ავიდა ერთი სართულით ზემოთ დაგანაგრძო დაკვირვება. ყველა კარი, რომლებიც კი მან შეათვალიერა, მწვანედ იყო შეღებილი.

გაოცებული რუდოლფი ჩამოვიდა ძირს და გაუყვა ტროტუარს. უცნაურად ჩაცმული ზანგი კვლავ თავის ადგილას იყო. რუდოლფი ბარათებით ხელში მივიდა მასთან.

- ხომ ვერ მეტყვით, რატომ მომეცით ეს მარათები მე და რას ნიშნავს ეს? - შეეკითხა იგი ზანგს.

მომღიმარე კეთილი ზანგი რეკლამირებას უწევდა მისი დამკვეთის საქმიანობას.

- ეს იმას ნიშნავს, რომ... - თქვა ზანგმა და თითი გაიშვირა ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობისაკენ. - მაგრამ ვწუხვარ, რომ პირველ აქტზე უკვე დაგაგვიანდათ.

რუდოლფმა გაიხედა იქით, საითაც თითი გაიშვირა ზანგმა და დაინახა თეატრის შესასვლელის ზემოთ მოკაშკაშე ელექტრონათურების შუქით განათებული ფირნიში, რომელზედაც ეწერა ახალდდადგმული სპექტაკლის სახელწოდება ”მწვანე კარი”.

- მე ამ ბარათებით ვაცნობ გამვლელებს, რომ ეს საუკეთესო სპექტაკლია. მათი წარმომადგენელი მე ამისათვის თითო დოლარს მიხდის. ამ ბარათებთან ერთად, ექიმის ბარათებსაც ვავრცელებ. ხომ არ შემოგთავაზოთ თქვენც ეს ექიმის ბარათი?

რუდოლფი კათხა ლუდის დასალევად და სიგარის მოსაწევად იმ კვარტლის კუთხეში მდებარე ბარში შევიდა, სადაც ის ცხოვრობდა. და როდესაც გამოვიდა ბარიდან მოკიდებული სიგართ ხელში, შეიბნია პალტოს ღილები, ქუდი უკან გადაიწია და შესძახა იქვე მდგარ ელექტროგანათების ბოძს:

- და მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ბედისწერის ძალამ ინება, ასეთი გზით მეპოვნა ეს გოგონა.

რუდოლფ სტეინერის ეს სიტყვები ადასტურებს, რომ იგი ჭეშმარიტი რომანტიკოსი და თავგადასავალთა მოყვარული იყო.

კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 968 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024