მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 29.03.2024, 15:15
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა - (პაოლო იაშვილი)
15:43
პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა - (პაოლო იაშვილი)
კარი პირველი-
თორმეტი წლიდან მე არ მაცლიდნენ
ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები...
მე დამქაშები საიდუმლო ჰანგებში მცდიდნენ,
თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები.
ყოველდღე მოდის სიღარიბე...
დილები – ბურით...
გადამიშენდნენ დღეს წითელი ხარები,
დაობდა ზეცა, დაიფარა ბნელ ფაიფურით...
დაინგრა ტვინი... დავეხეტები.
მზიანს მიპირებს ღამე ჩათრევას;
ხანჯლიან შვადღეს ვერ ვიხედები,
ვეღარ უმღერი შვადღის შადრევანს.
ახ! პოეზია... მეგობრობა... ჩემი სარდლობა...
ასარგადონი... ოლოფერნი... ქალების თმები,
ხმა უმაღლესი და პლანეტის: "როდესაც ვკვდები”.

-კარი მეორე-
დამენახეთ, ამიგო წესი:
დღემოკლესავით გადავიცვალე,
და პოეზია უძვირფასესი
მე დამიტირებს ყველაზე ნალე.
მოაქვს სიკვდილებს ჩემთვის ცელენი,
მაგრამ ზვარკაში არა ვარ კენტი:
არ მიმეტებენ მე "ყანწელები”,
რემბო, ბოდლერი და დეზ-ესსენტი.
ღმერთმა სიგიჟე გადმომივლინა,
რადგანაც ხშირად მე ვარ მშიერი.
დედა მიტირებს მე ბაბილინა
და ჯიბრაელი მამა ძლიერი,
ქვეყნიერება ადრე დავტოვე,
სულ ზედმეტია ერის ნუგეში,
მომეგება ჩხიკვაძე ნოე
საიქიოში და დიდუბეში.

-ეპიტაფია-
გაგიჟდა... მაშასადამე გადაიცვალა
პოეტი პაოლო იაშვილი...
პოეზიისთვის ბევრი იწვალა,
მაგრამ არ იყო იმისთვის საშველი,
როდესაც იყო სუსტი, პატარა
მკითხავმა უთხრა: "იყავ გმირია”,
ოცდაოთხ წლამდე დრო გაატარა
და ოცდახუთზე გადაიარა.
იყოს უკვდავი მისი სამარა
და იქ შეევსოს ამ ქვეყნის ნაკლი,
იქ ყავდეს ცოლათ მეფე თამარი
და მყარად ყავდეს მეფე ირაკლი!
კატეგორია: პოემა | ნანახია: 909 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024