მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 29.03.2024, 10:12
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 21 » "ფეიერვერკის შემდეგ” – (ოლდოს ჰაქსელი)
18:47
"ფეიერვერკის შემდეგ” – (ოლდოს ჰაქსელი)

გქონია სურვილი წერილი იმ მწერლისთვის მიგეწერა, ვისი ნაწარმოებიც ყველაზე მეტად მოგეწონა? მე – არასდროს. მით უფრო პირადი პრობლემების შესახებ მოყოლა არ მომდომებია. მგონი ფიქრადაც კი არ გამივლია და არც ერთის ნახვის სურვილიც არ გამჩენია, სულაც არ მინდა ხოლმე ვიცოდე როგორ გამოიყურებიან ან როგორ ცხოვრობენ. მთავარია, რას წერენ. არც იმას ვფიქრობ, რომ მწერლები უგზო უკვლოდ განათლებულები არიან და ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. მე მკითხველი ვარ და მწერალთან ურთიერთობა მხოლოდ წიგნის საშუალებით მხიბლავს.

ჰაქსლის "ფეიერვერკის შემდეგ” სწორედ მწერლისადმი მიწერილი წერილით იწყბა. პამელა მოხიბლულია მაილს ფანინგის აზროვნებით, საკუთარი თავისა დაპრობლემების შესახებ უყება მას, მერე შემთხვევით რომის ქუჩებში შეხვდებიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც აქედან იწყება. მწერალი სულ უფრო აბნევს თავისი განათლებით. "ჰომეროსი დიდ განხეთქილებამდე ცხოვრობდა, განხეთქილებამდე, რომელმაც ცხოვრება დაყო სულიერად და მატერიალურად, გმირებად და სასტიკებად, სათნოებად და ცოდვებად და ყველა დანარჩენ წყეულ ანტითეზებად” არადა, პამელა ერთი გაუნათლებელი გოგოა – არც ჰომეროსი აინტერესებს და არც ეტრუსკებზე წაკითხული ლექცია.

ურთიერთობაში ერთერთ პრობლემას ასაკობრივი სხვაობა ქმნის, ფანინგი 30 წლით დიდია პამელაზე. თუმცა გოგო ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ასაკს. ეს საკითხი ყველაზე უკეთ ჰაქსლმა ახსნა, ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მომეწონა, ზუსტი განმარტებაა, რაც კი მომისმენია:

"სხეულები არ ლაპარაკობენ, ლაპარაკობს მხოლოდ გონება და როცა ორი გონება განსხვავებული ასაკისაა, მათთვის ძალიან ძნელია ერთმანეთს გაუგონ ლაპარაკისას. ერთმანეთის გაგება მხოლოდ სხეულებს შეუძლიათ, იმიტომ რომ ისინი არ ლაპარაკობენ.”

ასე მგონია, ჰაქსლის ნაწერს ყველასგან გამოვარჩევ, იმდენად საკუთარი ხელწერა აქვს. მწერლისა და წიგნის გმირების ფრაზები ერთამანეთში ისე ირევა, თითქოს გეუბნებოდეს, ეგ მწერალიც მე ვარ და ჩემს ფიქრებს ახმოვანებსო. ფანინგისა და პამელას ხასიათი, ტიპაჟი მათივე დიალოგებიდან ჩანს, მესამე პირში დაწერილი ტექსტის გარეშე, რაც ძალიან მომწონს.  იმდენად ჩამოვაყალიბე მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომ უკვე ვფიქრობდი "ასე არ მოიქცევა, მაგის გამკეთებელი არ არის”, "ვერ ეტყვის, არ ჯდება მის სტილში”. მიყავრს ასეთი წიგნები შენც შიგ რომ შეჰყავხარ და მათი ცხოვრებით გაცხოვრებს, თუმცა დოჩანაშვილის არ იყოს, აქ ვგრძნობ ხოლმე მკითხველის უპირატესობას, იქ ვარ, მაგრამ ზედმეტი არ ვარ.

"სიყვარული შეიძლება არსებობდეს ვნების, გაგებისა და პატივისცემის გარეშე, მაგრამ შამპანურის გარეშე არ შეიძლება”, – 

ოლდოს ჰაქსლი

ამ ნაწარმოებში კულმინაციიური მომენტი ფეიერვერკის ღამეა,  მინდორზე გამოსული ხალხი უყურებს მაშხალებს. ფანინგსა და პამელას სექსი პირველად იქ აქვთ, როცა გათენდება გოგო სასტუმროში ბრუნდება, მთელი ურთიერთობა ჰაქსლიმ მხოლოდ ერთი ფრაზით გენიალურად აღწერა:

"დაბრუნებულმა კანქვეშ მიჭყლეტილი ობობა იპოვა. დიახ, ობობა და სხვა არავინ”.

მწერლისაგან მიღებული წერილიდან:

"თუ ჩვენ წამოვიწყებთ ურთიერთობას იქნება შემდეგი დანიშნულების ადგილის სერიების რეისი – სევდის, ურთიერთგაუგებრობის, გულის გატეხის, ულმობლობისა და ღალატის ბოლო გამარჯვებულის ადგილისკენ, რომელი ჩვენგანი გამიარჯვებს ამ რეისში? არავინ, რადგან  არ მოეწყობა არავითარი რეისი”.

რეისი მაინც მოეწყო, ოღონდ ისეთი ვერავინ რომ ვერ იფიქრებდა. დასასრული კი ისეთი აქვს, ხშირად რომ ხდება ხოლმე.  ვიცი, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შენს ურთიერთობებსაც გაიხსენებ, დახარჯული დრო რომ დაგენანება ან პირიქით. როცა შემდეგ აანალიზებ და ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

ოლდოს ჰაქსლის "ფეიერვერკის შემდეგ” ჩემს ფავორიტ წიგნებში შემაქვს!


კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1047 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024