მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 29.03.2024, 03:04
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 18 » რომელი საათია? – (გალაქტიონ ტაბიძე)
23:23
რომელი საათია? – (გალაქტიონ ტაბიძე)
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი,

რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი

თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!” -

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?

1914
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 1261 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024