მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 18.04.2024, 22:18
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » რუხის ბრძოლა - (ბესიკი გაბაშვილი)
22:40
რუხის ბრძოლა - (ბესიკი გაბაშვილი)
შესავალი და მიმართვა 

დღეს იხარებს დავით, სულიერსა ჩანგსა თანა სულითა მღაღადებელი მეფე, და იტყვის: „აწ აღმისრულა აღმთქმელმან კეთილობამან, ვითარმედ: „ერთ-გზის ვეფუცეო წმიდასა 
ჩემსა დავითს!" რომლისა შემდგომი, მსგავსად სიტყვისა მის, მიეცემოდა მეფობა შენი! 
და ძეცა მისი ბრძენი იგი, სახელ-სახე სიბრძნისა და თანამძღვანველი, შენთვის დღეს ხელ-ჰყოფს შენისავე შესხმისა აფთრათისა წერად, კალამ-მიმხებელი თუმბუთურისა თანად მელნისა! 

ორნი იგი მეფეთა პირნი, ორ-ძალისა ხმათა შემწყობნი, ორკერძო გამარჯვებისა შენისა სიხარულსა მუსიკობენ 
და ორთა მათ მამა-ძეთა ბრძენთა მიერ თქვენ ორთა მამაძეთათვის მათ სამთა მეფეთა ძღვენნი შეიწირვიან: 
იგი მართალი მამა შურდულსა მრთმელობს, მრჩობლ კერძოთა გოლიათთა განმტვინველსა; ხოლო სხვა ესე ბრძენი მეფე კვერთხსა მას, უსამართლოთა განმხილველსა! 


და ესრეთ ყოველი სახლი დავითისი ხელ-აღტყველვილებრ განიშვებს, რამეთუ დღეს დაცემა იქმნა ქედ-მაღალთა მათ უცხო-თესლთა აგაროვანთა და აღსდგა პირი დავრდომილი ჩვენ 
ქრისტეანეთა! ქრისტეს მიერ საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით! შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისათა, რომელმან შექმნა ცანი და ქვეყანა! ქრისტე აღდგა და აღმადგინნა 
გონებრივისაგან მტერისა! 


ათინურთ ენა, 
ქველ-შესაძენა, 
შესხმის მოცალედ გშვენს წამის-წამად!
პლატონ, უმიროს 
პროკლეთურთ იროს, 
არისტოტელი ჰყვეს დასაწამად! 
ბრძენნი და მძენნი, 
ფრანგნი, ბერძენნი, 
ჩრდილო-სამხრელნი ხმა-შენადგამად 
მოკრბით სეფისდა, 
ქებად მეფისდა, 
სოლომონის-და ხილვად, სალამად! 


ბრძოლის საბაბი 

ოდეს ვისცა ეშმა ბრძოდეს, 
მუნ იცნობის კაცი კაცად; 
ოდეს ვინ სძლოს ძალსა მძლავრსა, 
ჯილდო უძღვინ ქვე-ცა და ცად; 
დიდთა-მდომთა საქმე-ცუდთა 
ბრძენი უწოდს არ მამაცად; 
მაშასადმე ჯერია და 
სიმდაბლე გვიჩნს ხელ-სატაცად. 

მართ გვანდა ნდომა აფხაზთა 
და ცუდნი გამორჩევანი: 
ბექირ-ბეგს ასტეხს ქელეშ-ბეგ 
და ზურაბს აღძრავს ლევანი; 
ოთხნივე ძმანი შეითქვნეს, 
შარვაშის ძენი მძლევანი, 
დესპანთა ფრენით მოიხმნეს 
ლაშქარნი ქვეყნის მმგვრევანნი. 

მოკრბა დას-დასად 
მწყობრ ბევრ-ათასად 
შარვაშის-ძეთა ეზო-კარებსა: 
ვინ იდგეს შორად 
ანუ მთა-გორად, 
ფეხ-მალიად ვლეს მათსა არებსა; 
ჯაჭვ-თოროსანნი, 
ისარ-ფრთოსანნი 
სიმრავლით სცემდენ თვალთა ზარებსა; 
აღთქმულნი ქრთამით 
ვლიდენ-ცა ღამით, - 
ვეჭვ, იმზადებდენ სასამარებსა! 

ყირიმელთ, ჯიქელთ, ალანელთ, 
კერმუგელთ ამცნეს ცნობითა, 
ყივჩაღთა შემოიწვევდენ, 
ინდობდენ სჯულის ძმობითა, 
აფხაზნი შეეფიცოდენ 
ქრთამით და აგრევ ძღვნობითა: 
მეგრელთა სისხლი სწყუროდათ, 
თუცა შეესვათ გობითა. 

შემოკრბენ და აღნუმს სახე 
დაუსახეს ხშირად ტევრად. 
ცხენ-თამამნი გარდარჩივნეს 
გარდახვეწილთ მოსაწევრად. 
ექვსნი გვარნი ექვს ენითა 
ერთ-ხმაობდენ ბევრის ბევრად. 
მინდა გკითხო, ზურაბ: „მითხარ, 
ვისი სისხლი დაიდევ რად?!"


მასმიოდა, ზურაბ, შენისა სიბრძნისა სიბერე, და ამად მიყვარდი, რომ შენის ძველის სახლის ზღუდესა ახლის შენობის პირი ედგა; აწ, მე უბრალო ვიყო და, - ხელი შეგიმართებიეს 
უმეცრების კედლის საშენებლად, რომემცა აღშენებული მკვიდრი გოდოლი დაგიტევებიან: აგრევ გვარისა სახელოვანი სიმტკიცე უწვრთელისა ჯორისა წიხნვითა შეგიმუსრავს 
და ცვილებრ ნაზელი ზრდილობისა წესი გზასა უვიცსა ქვად უხმარად დაგიგდიან. 

და ამისთვის თქმულია სამართლად ესე არაკი ტაეპად: 
„ოდეს გაგწირონ ბედმან და სვემან, 
მაშინ დაგცინონ კლდემან და ტყემან"; 
მის მსგავსად აღმიჩნდა თქვენი უცები მოგონება; და, თუ ვითცა ტყენი და კლდენი გეცინიან, ამა ამბავმან ბოლოდ ცნობიერად გარწმუნოს! 


სესხი და ვალი 

შილინგით მიმოხლტომელნი 
მოვლიდეს მეგრეთს მრებელნი, 
ზარბაზანთ წარმომძღვანელნი, 
იმედის მამაგრებელნი. 
დადიანთ ძენი ლხინად სხდენ 
ამისნი უაზრებელნი; 
ხმა „გვიშველეთო" მოესმათ; 
კაცნი იახლნეს მცნებელნი. 

ქუთაისს მორჭმით მჯდომელსა, 
ომისა მომანდომელსა, 
მეფესა ჰკადრეს: „მეგრელი 
მოჰფრინავს, ჰგავს ნაკრთომელსა."
მოვიდა, წიგნი მოართვა, 
ფიცი აქვს სწორეთ რომელსა. 
გაღიმდა: „ვალი ხრესილის 
აწ უთხოვია მშრომელსა!"

ვითა ბავლად გამზიდველის 
შავარდნისა შეხვდა შური, 
გუგას ცეცხლი მოდებული 
გამოაჩნდა ვით ალმური. 
მას ამბავსა თანა გაჰყვა 
გული წრფელი, არ მახმური. 
რიონს გავლის: გამოჩნება 
სიყვარული სიძე-ძმური. 

წყალი გავლო; თანა წაჰყვნენ, 
ვინ ახლდენ სრისა ყმანია; 
მსწრაფლ შეამოკლეს სიშორე 
გზისა, სიგრძე და განია; 
უძღვების მდაბლად სიმაღლე, 
არ დია მისთვის მნანია. 
დადიანთ მიესალამა 
საიმერეთოს ხანია. 


მისთვის თქმულია, მსმენელო: „ამო საჭვრეტელია ერთ-მტკიცე პირიო": 
„ერთ-პირობისა გზათა მრებელი 
არს სახალისო სასტუმრებელი. 
სადაა საქმე შეუძლებელი, 
იგი მუნ არის გამმარჯვებელი!„


თათბირი და აფხაზთა მოციქული 

აწ ესეცა გიანბო, თუ ვითა შეჰგვანდა სიყვარული ამიერთა სპათა, საქმეცა უდიდესი სიმდაბლითა მოიპოვეს, რომელიცა აწ ითქმის ლექსად. 
არა ცუდად მოუბარნი 
ვაზირობდეს ამა პირით: 
იტყვის კაცი დადიანი, 
ვრცელ-გონება, სიტყვა-ზმირით: 
ნუ მიხმობთო ფრიდონისებრ 
სისწრაფითა პურად-ძვირით! 
მივეგებნეთ მომავალთა, 
მივხვდეთ მომხდომთ ღონით-მირით!"

აზრი ყოველი მეფისა 
შებმა იყო და სუროდა; 
თქვა: „მისთვის მოველ, ჩემთა სპათ 
სისხლი ვასვა, ვით სწყუროდა!"
ჯილავ-დამართვით მიმართეს, 
ცხენი არ ვისი ბმუროდა. 
ზუბდითს გამოცდის საქმენი, 
ვინ ცუდად შეიჭუროდა. 

მისცეს სული ღმერთსა, აგრევ 
ღონე ყოვლი მიაბარნეს; 
სპანი მცირე წაიტანეს, 
მაგრა მათთვის ბევრად კმარნეს: 
ერთნი ათთა, ათნი ასთა, 
ასნი ათასთ შეეყარნეს. 
აწ ნახენით, სიმცირესა 
სიმრავლე სით გაეპარნეს! 

გაღმართ ენგურად სპა-უამარნილ 
სამ დასად მოდგეს, ბერვიდენ ბუკებს. 
იტყვის ქელეშ-ბეგ: „გავვლი და დავლი! 
ბრალი და ხმალი ჩემს ზურგს და სუკებს! 
ტყვე და ალაფი ვითღა მეკრძალვის? 
ცხენს მრავლად ვშოებ გავა-ნატრუკებს!"
გამოვლეს წყალი, მინდორს დარაზმდენ... 
აწ თუ არვისგან არ შეიფხუკებს! 

სამთა რაზმთა სამნი ძმანი 
უძღვინ: ზურაბ, ქელეშ, ლევან; 
მოყმედ კარგი ძმა მეოთხე, 
გარს ურბენდის ბექირ-მხნევან. - 
აქათ წარდგა სპასალარი 
წერეთელი გულ-სრულევან, 
გიორგიცა, ძველი გმირი, 
წულუკიძე მედგრულევან. 

იქით და აქეთ შეიქნა 
შეგვიანება ხანისა. 
შეექნათ რჩევა აფხაზთა: 
დავიწყდა ნახვა ხანისა. 
ჰსთქვეს: „ნუ თუ მეფე აქ იყოს?"
რიდი აქვსთ თავთა-ფხანისა! 
უჩარდი ამოციქულეს 
მართლისა მისატანისა. 
მოციქულის ბედი და მეფის რისხვა 

აწ მისი უკუღმართი ბედი უჩარდიას ეახლების და ფათერაკისა კარავსა დაუდგამს - მოწვევად სულისა კარვით განმპარველისა ხელმწიფისასა. ინებეთ და ჰკითხეთ მას მელსა განწირულსა: 
„შეყრილთა ლომთა თანა სიმწარისა ჟამსა რად მიხვალ, არა თუ რეგვენო და შლეგო?!" მე რა მგამა, მიხვალ და ნახავ და ინანებ-ცა! 

„ვაჲ-ვარირა"-ს მომღერალთა 
აფხაზთ შექნეს ცეკვა-ბასტი. 
იწინამძღვრეს მოციქული, 
წინ წარმოდგა სამი დასტი; 
ზურგად ქვევითს მოიქცევდენ: 
სიმაგრედ ჰსჩანს ვითა ლასტი 
რა ზარბაზანთ შექნეს ხველა, 
უჩარდიას მოხვდა ხრასტი. 

ჰაი, ჰაი! საწყალობელსა უჩარდიას მის შუა მკვდრისა კოზაკისა ხელი დაემართა. 

მეფე-მშვიდი ამას ზედან 
გულისობს და არა ლაღობს; 
გულსა მჯიღთა ნელ იკრვიდა; 
ყოვლთა გულიც მასთან დაღობს. 
„ღვთის-მშობელო!", - მთქმელობს; თვალით 
ცრემლსა რუებრ წარმონაღობს; 
ვეფხ-ფრთოვანად გარდისახობს 
გმირთა გმირი, საღთა-საღობს. 


ვით ორბი მაღლით მხედვარე, 
ხედვას მისცემდა ბაიას; 
ვით სონღულს, დრო ხვდა შეფრინვად 
წეროთა დამზარ ბაიას. 
წერეთელს ღვინოს მოსთხოვდა: 
„მანდიკს გაქვს, თუ აგბგაიას?"
მოართვამს მცირეს მათარით: 
„არ ვართ ქალაქ-დაბაიას". 

რა შესვა და საჭურველი 
მარჯვედ ყოვლი მოიხილა, 
ბრძანა: „სიკვდილს ვინ გადურჩა? 
ჩვენთვის იშვა და შობილა? 
რით ვინ რიდა მომავალსა? 
არ იქმნების, არცა ქმნილა! 
გვალეთ, შვილნო! ვისცა გინდესთ, 
აჰა ჟამი მოწევნილა!"


ომი ფიცხილი და მეფის გამარჯვება 

აწ ნახეთ ომი 
მჭვრეტელთ სანდომი: 
მიდგენ მარცხნითთა მარცხად მცირენი; 
კეისართ ტოლი, 
შავ ჩოხით მძღოლი, 
თეთრსა ზედან ზის თავ-გამწირენი; 
გაჰყვა ვინ გულით, 
მისთანა ბმულით, 
ჭირსა ჭირობდეს არ ცუდ-მღირენი; 
გნოლთ ჯოგთა ქორნი 
ფრთე-შენასწორნი 
როს ნახეს, გაფრთხენ ანატირენი.


მეფემ ვინმე წითლოსანი 
ერთი ნახა მათში ის როს, 
მყის მიმართა, მიიკმაკნა: 
„კარგი კარგმან უნდა სისროს!"
მშვილდი ფიცხლად მოემარჯვა, 
მაგრამ ხრმალი ვინ იკისროს? 
ოდეს ისარს ხრმალი ბასრი 
შეხვდეს, ვეღარ ღონით ისროს!


თუმცა-ღა ხოცდის უწყალოდ, 
არ ჰქონდა შიში, რიდია, 
ჰგავს, ევლო ბნელეთს საომრად, 
მით გული ედგა დიდია, - 
შიგან ღრუბელსა მზე ნახა, 
ანაზდად თვალ-საბინდია, 
გაკრთა და გადაიკარგა 
ცხენ-მალი იგი ფლიდია. 

რა იგი გაქრა, სხვათ შეხვდა 
მის ცეცხლს ჩავარდნა მდაგერა[ს]. 
მისრავს და მისრავს, სად ნახის, 
მტერი ჰყვა ვერას მაგე რა[ს]! 
სით გაგვეპარე, ქელეშ-ბეგ? 
რას ელდით გარდგვეკარგე, რა[ს]? 
თუ სადმე ნახო ზურაბი, 
უთხარ: „მეფეა აგერა[ს]!"

ჰოჲ, უბადონო! ოთხნო ძმანო, ვარგნო ყმანო! თუცა მასვე ღარიბსა უჩარდიასა შემობრუნება არ დააცადეთ, - აჰა იგი მეფე, და განიხილეთ მისი სახე, ვისცა გინდესთ! 
კარგთა მოყმეთა და ფალავანთა წესია: ვისცა ვინ ინებებს, ანუ მოყვარულად და ანუცა მტრულად შეეყრებიან; მაგრამ, ვითარ გსუროდათ მისსა პირსა თვალ-შედგმა, აწ მე გიამბობთ. 

რა ნახეს მეფე მიჭრილი, 
გულსა შეაქნეს ბაბანი, 
დაყარნეს ყოვლნი სახმარნი, 
გზა ძიეს გასასწრაფანი. 
ლეკურსა დრო ხვდა, მიჰკაფდა, 
ვით ნახა ზურგი ჯაბანი. 
ჰაერსა შიგან ფრინვიდა 
ხრმალი სისხლითა ნაბანი.

მნათობთა შური 

მზეს შეშურდა, მთვარეს იხმობს; 
მოდგენ იგიც განაკიდე! 
ვარსკვლავთ რაზმნი კიჟინს ჰსცემდენ. 
სხვაცა გითხრა განა კიდე: 
მარიხს ხმალი სამესისხლო 
მოეწვადა გან-ნაკიდე; 
ცისა მშვილდსა გარდაეცვა 
კილო ისრის განაკიდე. 

აწ ესეცა გითხრა საკვირველი შური ვარსკვლავთაგან მეფისა და თუ მასთან შემწედ ვინანი მოვიდოდეს, ოდეს მარტოდ 
მბრძოლი სიმაღლე მოიხილეს მათ ათორთა ციურთა, სვეტთა ცისათა. 

ათ-ორ რიცხვნი ცისა ზოდნი, 
ერთ-ერთის მომაწოდნი, 
მოქრინ მრბოდნი, არა-მგოდნი, 
ზარ-დამტეხნი, უწყლად მკოდნი, 
ზოგნი ისართ მარჯვე მცოდნი, 
ზოგთა ეპყრათ ხელთა ლოდნი, 
მათნი მსვრელნი, ვით ეროდნი, 
წარმწყმედნი საუკუნოდნი: 

ვერძი მშვიდი, რისხვითმრქენი, 
სისხლის მსმელობს, ვითარ ღვინის; 
კურო, მედგ ად მისეული, 
დამთხეველობს მათის ტვინის; 
მარჩბივი რთავს ფათერაკთა, 
კალოს ლეწავს მკვდართა ზვინის; 
ლომი ხმითა სასტიკობს და, 
ტოტს ჰკრავს ვისცა, მიაწვინის; 

კირჩხიბი ჰსწყლავს ოროლითა, 
შუა მუცლად გამპობელობს; 
ქალწულს ლმობა შეშლოდა და 
ქვას ჰკრავს, სისხლით დამლტოლველობს, 
ღრიანკალი გესლთა სწვიმდა, 
კუდის წერტით დამსწრობელობს; 
თევზი წყლისა მონაქონთა 
ბოლო-რტყმითა მაშთობელობს; 

საქანელმა ღრუბელთ ჯარი 
სისხლის წვიმად გარდუქცივნა; 
თხის-რქას ვაქებ; გრძლად იბრძოდა; 
მიკვირს, თავი არ ეტკინა; 
მშვილდოსანმან ჯილდო ირგო: 
ტყვე ხუთასნი გარდირჩივნა; 
სასწორი ჰსწონს ნაალაფევს, 
სარგებლამდის მიაწივნა. 


ორნი ძმანი დადიანნი 

მათ ვარსკვლავთა ფიცხელისა სახითა ქცევისა გულსა შური შემადგების მის დღისათვის, ვითა, მათებრივ რეცა უსხეულოდ
მფრინვალედ მორბედი, კაცია დადიანი მიმოქროლვითა თვალსა მიმტაცებს გონებისასა; და აწ მისი გითხრა: 


ეთერისა ცეცხლის მგვანი, 
ქების ღირსი დადიანი, 
სახელ კაცი, საქმე-ბრძენი, 
ხმალ-ძლიერად ვადიანი, 
ვით მზე, ლომსა ლურჯსა მჯდომი, 
გმირ-ტან-გამომცხადიანი, 
გვართ მაგვარედ განასარჯი, 
ქებად დაუზადიანი, - 

ხმა ლომის გვარად მიმზახი, 
მისჩეხდის, იტყვის ამასო: 
„ათი ათასნი დავფრეწო, - 
ვით-ღა შემიცდი, სამასო?"
ზურაბის შეყრა სუროდა: 
„ენის ისარი დამასო! 
თუ ვნახე, სისხლით დავსთვრეო, 
ხორცთა შევაქნევ ჭამასო!"

ორნი ძმანი ოთხთა ძმათა 
შერვაშიძეთ საპირდაპნი, 
გაქცეულთა განართხმიდეს, 
ვით ქორის ქვეშ მცირე ლაპნი; 
გიორგისგან განახლეჩთა 
კაცთა იდგა სისხლის ტლაპნი; 
მისძახდიან: „თქვენცა იცით, 
ასე გვრწვთნიდეს მამა-პაპნი!"

შური შემჭამს გიორგისი, 
ძმისა დადიანის ძისი: 
თუცა, - ვჰკადრებ, - ტანად მქისი, 
საქმით, ღმერთო, შესატყვისი, 
მარად მსწრაფი მკვრელი ხმლისი, 
გამკვეთიცა ალმასისი, 
სახით ამო, საწადისი 
და სახელით მხედრობს ისი! 


სარდალი წერეთელი 

აწ შენი მსურს ქების კონვა, 
ვინ სარდლობდი, წერეთელო! 
მაშინ ჰგავდი მეხთა ტეხას, 
ჯგუფთა, რაზმთა განმბნეველო, - 
ელვის სახედ მტეთთა თვალის 
დამჭუხებო, შემზარველო, 
გმირის ხმითა დამქუხებო, 
თხემთა ტვინის დამთხეველო! 


შეჰგვანდა მაშინ შენისა ლომთა-ლომისა მამისა მსგავსება, ოდეს მეფისაგან მარტოდ ჭირსა შიგან შესვლა მოიხილე, და, ვითარცა 
ჩვეულებისა-გვარი გაწვევდა უხილავი ცეცხლი, ეგრეცა მოგეხვია ერთგულსა გულსა ზედან. ამად, თურმე თქვეს: „კარგისა 
პატრონისა წინაშე ამოა ყმისა სიკვდილიო!" შენ თუცა არ გვითხრა ჭირი შენი, ჩვენ, ეგრეთცა ლხინად შემცვლელთა,
გიამბოთ ვალი თქვენისა გარჯილობისა, მოკლედ მრავლისა წარმწერელთა: 

შაბაშ, შაბაშ შენდა! ვაშა! 
თუმცა გამკე ვერა დია. 
შენი გვესმა მცირე ცეცხლი 
დიდთა ხეთა მწველადია; 
ისპად მსროლო თოფისაო, 
ლეკურის ხარ ბელადია: 
ბრძენთა ენამ როდეს გაქოს 
ყოვლთთვის შესაფერადია?! 


გიორგი წულუკიძე 

მუნამდე პირი კალამთა თემთა ზედა მუშაკობდეს, ვირე-მცა მართლისა შეცვლად უტყუებდეს! და მუნადმდე ცოცხალ ვიყო, 
ვირე-მცა არ-ღა ვაქებდე გიორგის, მრავალგზის პატრონისათვის მკვდარსა, წულუკიძეს! 

შეფრინდა მნდომი, 
ვის სურის ომი, 
დიდ გვართა ტომი 
გიორგი ლომი; 
ნახა რა ზომი, 
დასდვა საზომი, 
ცეცხლ-ანაგზომი 
მისდევს, გამწყრომი; 
ხმობდა მიმხდომი, 
ხოცდა მიმწდომი, 
სრევდა მიმხლტომი, 
სძლევდა მიმჭრომი. 
ვერ დასახსომი 
ძალი აქვს მდგომი, 
ტანი გმირ-გნომი, 
ღვთივ-დანაშთომი! 

ანუ იყო მას დღეს მგვანი 
სამფსონისა, მკვრელი ყბითა, 
ანუ ღეკტორ მარტო-მბრძოლი 
მირმიადონთ შეფრობითა; 
ვით მას ვინმე ახილევმან 
ფინდიხი ჰკრა უგვრობითა, 
ვსთქვი თუ: „მას ჰგავს„, ეგრევ სვრიდა 
და ჰფარვიდა გულს სწრობითა. 


ელიზბარ ერისთავი 

აწ მე რაცა ვსთქვა, მისსა სისხლსა კარგათ ასმია და მისი, ისრისაებრ მართალი, მოწამეცა იგია; მაგრამ აქა-სადამე 
ჯერია, დიდთათვისცა ენა მცირედ ვაუბნოთ, ვითა თქმულიცაა ბრძენთაგან არაკად მრჩობლედი: 


„ნუ გცონის, ღონევ, აუბენ ენა! 
კარგთა ამბავთა არ შვენის ქშენა: 
თუ არ უცილოდ, რაცა გაქვს ლხენა, 
მიგეღოს, იწყოს უკვალოდ რბენა!"

ჩემსა თვალსა და სასმენელსა რაც მოახსენებს, მას უმეცარი პირი ჩემი ქებად არა ჰრიდებს, რომემცა ქედსა ხმალი ბასრი მადგეს. 
აჰა, მსმენელნო, ცოტას მოყმესა ელიზბარს მოხედეთ, თუ ვითა თავი ერთგულად დაუცს, ერისთავსა და სიძესა მისსა, 
ხელმწიფისა წინაშე! 


გვართა სახის გადმომხატი 
შალვაობს და ელიზბარობს: 
სჯულისთვის და მეფისათვის 
სისხლთა დენას ვერ იკმარობს, 
შუა რაზმთა შევლის ფრეწად, 
წინა მდგომთა დამამწარობს, 
მათ თხათაებრ ლომი ხოცს და 
მისსავ თათსა დაიგვარობს. 


სიყრმით ჩვეული 
ომს, არ ძლეული, 
გულ-მედგრეული, 
დიდ-გვარეული; 
სარო რხეული, 
კეთილ-ზნეული, 
თვალ-სათნეული, 
საოცეული; 
თვალ-სისხლ-რეული, 
მტერთ სამტრეული, 
ხმალ-კვრით რჩეული, 
ანაზდეული; 
არ-გაქცეული, 
სისხლ-დაქცეული, 
მარჯვედ მხრეული, 
უურვეული! 


ავაზობდის, 
გავაზობდის 
დაჰქროლვიდის და ჰსთრთოლვიდის; 
ნავარდობდის, 
შავარდნობდის, 
მიწას დასცის, დაჰქოლვიდის; 
ანაზრობდის 
ანაზდობდის, 
განჰკაფდის და განსროლვიდის; 
მილაღობდის, 
თამაშობდის, 
განაბნევდის, განმსტროლვიდის. 


მისსა მცირესა სიყმესა სხვათა-მცა მეტი რა ექნა, რომელ მათსა სისხლისა ტბასა მისიცა სისხლი მდინარედ შესდინდებოდა, და, 
ვითარ მთით ნადენსა ტკბილსა წყაროსა, ომსა შიგან მორბედი ცხენითა, თვისსავე სისხლსა შეხვრეტდის, მის დღისათვის 
ღვთისა მმადლობელი. 


რომან ჩიჩოა 

მართლ რომან, შენი სახელი შენსავე ჭაბუკობასა შვენოდა და სამართლად თემთა ზედა გაისმა, ჩიჩოა გვარ-დიდო! მსურინ 
შენთვისცა მცირედი ქება, ვითა სხვანი მოწამენი ბრძანებენ! 


მას დღეს მსგავსი ავთანდილის, 
შეჭურვილი ჯაჭვით, ზუჩით, 
კისკასი და მკლავ-უებრო 
მისდევს ხმლისა ხლაჩი-ხლუჩით; 
ზოგნი ჩივან აფხაზები; 
„სით გავექცეთ? ვერ გადურჩით!"
ზოგთა წყლიდგან წამოითრევს, 
ვით მეთევზე თევზს ლაყუჩით. 

გაეხმოდის, 
გაეხლმოდის; 
დაისმოდის, 
დაისროდის, 
მიდ-მოხლტოდის, 
მიმოსროლდის, 
დაიქმოდის, 
დაითქმოდის; 
შეაყენნის, 
შეაქშენნის; 
დაითროდის, 
დაითმოდის; 
კვლავ არევდის, 
კვლავ არბევდის; 
მაიყმოდის, 
მაიხლმოდის!
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 1744 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024