მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 19.04.2024, 04:03
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » თანამედროვე პროზა - (ვირჯინია ვულფი)
17:36
თანამედროვე პროზა - (ვირჯინია ვულფი)
თანამედროვე პროზის მიმოხილვისას, თუნდაც მიმოხილვა მსუბუქი და ზერელე იყოს, შეუძლებელი იქნებოდა არ შეგვენიშნა, რომ წერის ტექნიკა ადრინდელთაგან შედარებით, ერთგვარად გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ უბრალო ხერხებითა და პრიმიტიული მასალით ფილდინგი ჩინებულად სარგებლობდა და ჯეინ ოსტინი კიდევ უკეთესად. მაგრამ აბა, მათი შესაძლებლობები ჩვენსას შეუდარეთ. მათი შედევრები საოცარი სისადავით გამოირჩევა. და მაინც, შედარება ლიტერატურისა, ვთქვათ, ავტომობილების დამზადებასთან, ერთი შეხედვით, ნაძალადევ შთაბეჭდილებას ახდენს. საუკუნეების მანძილზე თმცა ბევრი შევითვისეთ მანქანების დამზადების შესახებ, საეჭვოა, რაიმე ახალი გვესწავლოს ლიტერატურაში. ჩვენ უკეთ წერა არ გვისწავლია; მთავარი, რაც შეიძლება ახლა ითქვას, ისაა, რომ წინსწრაფვა უნდა გაგრძელდეს თუნდაც მცირედ: აქეთ, მერე იქით, მაგრამ წრიულად, რათა მთელი გზა განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან ხელისგულივით გადაგვეშალოს. ალბათ ზედმეტიცაა იმის თქმა, რომ მწვერვალზე, ამ დიდებულ გადასახედზე, თუნდაც წამიერი დაყოვნების სურვილიც კი არ გვაქვს. ქვევით კი, ბრბოში მტვრით ნახევრად თვალდავსილები შურით გამოვყურებთ იმ ბედნიერ მეომრებს, ვისაც ბრძოლაში ისე უშფოთველად გაუმარჯვიათ, თავს ძლივსძლივობით თ ვიკავებთ კბილებში რომ არ გამოვცრათ, მათ ჩვენსავით სასტიკი ბრძოლები არ გადაუხდიათო. ამის გარკვევა ლიტერატურის ისტორიკოსს ევალება, მან უნდა დაადგინოს, დასაბამთან ვართ, შუაში თ ბოლოში ვდგავართ პროზის დიადი ეპოქისა, – რადგან ვაკეზ თვალთახედვის არე მოკლეა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მადლიერება და მტრობა შთაგვაგონებენ; გვეჩვენება; რომ ზოგი ბილიკი ნაყოფიერი მიწისაკენ მიგვიძღვის, ზოგიც ბორიაყისა და უდაბნოსაკენ; და ამის გამო ღირს, რომ კაცი რამეს ეცადოს.

ლასიკოსებთნ სადავო არა გვაქვს რა, და თ კი მ–რ უელსს, მ–რ ბენეტს და მ–რ გოლზუორთის ვედავებით; ნაწილობრივ ამის მიზეზია მათი ნამოღვაწარისაგან გამოწვეული გამუდმებული უკმარისობა, რომელიც გვაიძულებს ვეცადოთ მათგან გათავისუფლებას. მაგრამ ისიც მართალია, რომ თ მათც მადლობელნი ვართ უამრავი ძღვენისათვის; უსაზღვროდ ვემადლიერებით მ–რ ჰარდის, მ–რ კონრადს და , შედარებით ნაკლებად მ–რ ჰადსონს – წიგნებისთვის „მეწამული მიწა", „მწვანე სახლები" და „ძალიან შორს და დიდი ხნის წინათ". მ–რ უელსი, მ–რ ბენეტი და მ–რ გოლზუორთი ისეთ დიდ იმედებს იძლეოდნენ და ისე გაუცრუეს მკითხველს ეს იმედები, ამითაც ძლიერ დაგვავალეს, რომ გვიჩვენეს, რა უნდა ექნათ და რა ვერ შეძლეს; ჩვენ შესაძლოა ამდენს ვერ მივწვდენოდით, მაგრამ უეჭველია, რომ არც მოვინდომებდით. ცალკეული ფრაზები ვერ შეაჯამებენ მხარდაჭერას ან უკმაყოფილებას, რასაც განვიცდით მათი უზარმაზარი ნაღვაწისადმი – უამრავი წიგნისადმი – რომლისთვისაც მრავალი თვისებაა ნიშანდობლივი, მომხიბლავიც და მისი საპირისპიროც. თუ შევეცდებით ჩვენი აზრი ერთი სიტყვით გამოვხატოთ უნდა ვთქვათ, რომ სამივე ეს მწერალი მატერიალისტია; იმიტომ, რომ ისინი, სხეულს იკვლევენ და არა სულს, რითაც იმედს გვიცრუებენ და გვაფიქრებინებენ, რომ უახლოესი ინგლისური პროზა სცილდება მათ და, – რაც შეიძლება თავაზიანად, – უდაბნოში მიდის სულის ხსნისათვის. ბუნებრივია, რომ ერთი სიტყვა სამი განსხვავებული სამიზნისათვის არ გამოდგება, ეს სიტყვა მ–რ უელსის შემოქმედებას ყველაზე ნაკლებ ესადაგება; მაგრამ უელსის მატერიალისტობა მიგვანიშნებს მისი სულის საბედისწერო ნარევზე, თიხის მოზრდილ გუნდაზე, მისი შთაგონების სიწმინდეში რომ არეულა. ოღონდ ოღნდ მ–რ ბენეტი ალბათ ამ სამთაგან ყველაზე მეტად დამნაშავეა, რადგან მათში ყველაზე ბეჯითი მნიშვნელია. ამას შეუძლია ასე ააგოს წიგნი, ისე ოსტატურად, რომ ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებისთვისაც კი ძნელი დასანახი გახადოს თუ რა ნაბზარებიდან თუ ნაჩვრეტებიდან მოძვრება სიდამპლე. ისინი არც ისე დიდებია, როგორც ფანჯრის რაფებს შორისი ანდა ფიცრის ნასვრეტები. და მაინც, – თ სიცოცხლე აქ ვერ დაისვენებს? ესაა წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც „დედაბრების ამბის", ჯორჯ ქენონის, ედვინ ქლეიჰენგერისა და მრავალ სხვა გმირთა შემქმნელს მოეთხოვება. მისი გმირები მდიდრულად ცხოვრობენ, თითქმის წარმოუდგენლად მდიდრულადაც კი, მაგრამ მაინც გვებადება კითხვა, როგორ ცხოვრობენ ისინი? სულ უფრო ხშირად ტოვებენ მდიდრულად ნაშენ ვილას ხუთ ქალაქში, რათა რომელიმე რბილ, პიველი კლასის ვაგონში დრო გაატარონ, ზარი აწკარუნონ და წამდაუწუმ ღილაკს აწვებოდნენ; ეს გაფუფუნებული მოგზაურობა საბოლოოდ უეჭველად თავდავიწყებული ტკბობით მთავრდება ბრაიტონის საუკეთესო სასტუმროში. ძნელია –რ უელსზე თქვა, მატერიალისტიაო, მაშინ როცა იგი გვაჯადოებს თავისი ქმნილების სიმტკიცით. უხვი გონების მეშვეობით იგი გულმოდგინედ უკირკიტებს საგნებს, რათა დახვეწოს და რეალურობა მიანიჭოს. მ–რ უელსი მატერიალისტია წრფელი გულით, იგი ისეთ საქმეს იკიდებს მხარზე, რომლისგანაც თავის დახსნასაც სახელმწიფო მოღვწეები ეცდებოდნენ და იდეებისა და ამბების მრავალფეროვნებაში აღარც კი რჩება მოცალეობისა და განსჯის დრო, ან ივიწყებს იფიქროს იმაზე, რაც აუცილებელია – გმირის სიტლანქესა და უმწიფარობაზე. კრიტიკა იმაზე მეტ ზიანს ვერ მიაყენებს მის სამყაროს, ვიდრე ის, რომ აქ ჯოანები და პიტერები უნდა დასახლდნენ. განა მათი მდაბალი ბუნება არ აბუნდოვნებს იმ კანონებსა და იდეალებს, რომელსაც მათი შემოქმედების უხვი გონება ჰქმნის? ვერც მ–რ გოლზუორთის წინის ფურცლებზე ვპოვებთ სრულყოფილად იმას, რასაც ვეძიებთ, თუმცა პატივს ვცემთ მის ჰუმანურობას და პირდაპირობას.

თუ ამ წიგნებს, ყველას, ერთ იარლიყს მივაწებებთ, რომელზეც ერთი სიტყვა ეწერება „მატერიალისტები", ამით ვიგულისხმებთ, რომ ისინი უსარგებლოდ იხარჯებიან და რომ ფლანგავენ უზარმაზარ ოსტატობასა და უზომო ძალას, რათა ბანალური და წამიერი ამბები მართალი და სამარადისო გახადონ.

უნდა ითქვას, რომ მომთხოვნები ვართ, და ნათლად ვერც კი განვსჯით რა იწვევს ჩვენს დაუკმაყოფილებლობას. სხვადასხვა დროს შეკთხვას სხვადასხვაგვარად ვსვამთ. მაგრამ ის ჯიუტად იბადება ხელახლა მაშნ, როცა, რომანის წაკითხვისას ოხვრა აღმოგვხვდება, ვითომ ღირს რამედ? რა მიზნით დაიწერა? განა შეიძლება რომ, – მ–რ ბენეტი თავის ბრწყინვალე საშუალებებს იმისათვის იყენებდეს, რომ ცხოვრების თითო–ოროლა მახინჯი მხარე წარმოგვისახოს? სიცოცხლე მიჰქრის და ალბათ მეტი არც რაიმეა უფრო ღირებული ამქვეყნად. ამგვარი გმირების გამოყვანა მის არსში ჩაუწვდომლობის აღიარებაა, მაგრამ მაშინვე გამოვასწორებთ საქმეს, – ის, რაც კრიტიკოსებს ევალებათ, – რეალიზმზე მსჯელობით. რახან ვახსენეთ ჩაუწდომლობა, რაც მთელი რომანტიკის კრიტიკას ეხება, გავბედავ და გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ რასაც ვეძებთ, ის მოდური პროზის ნიმუშებს უფრო აკლიათ, ვიდრე აქვთ. მას თუნდაც სიცოცხლე ვუწოდოთ, თუნდაც სული, სიმართლე ან სინამდვილე. ეს ძირეული რამ განგვეშორა, გაგვცილდა და უარს ამბობს კვლავ იმ დასნებოვნებულ სამოსში დაიხუთოს, ჩვენ რომ ვთავაზობთ. ამისდა მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად, კეთილსინდისიერად ვაგრძელებთ გზას, ჩანაფიქრის მიხედვით ვქმნით ორ–სამ თავს, რომლებიც სულ უფრო და უფრო ემგვანება ჩვენს მიერ ნანახ ამბავს. ამდენად, უზარმაზარი შრომა, რომელიც ამბავს ცხოვრებასთან აახლოვებს, ამაოდ დახარჯული კი არ არის, არამედ უსარგებლო. რითაც ჩანაფიქრი კიდევ უფრო ბუნდოვანდება და სინათლე ეშრიტება. მწერალი იძულებულია არა თავისი ნებით, არამედ ნებით რაღაც ძლიერი და უპრინციპო ტირანისა, – რომელსაც დაუმონებია იგი, – შეთხზას სიუჟეტი, შექმნას კომედია, ტრაგედია, სატრფიალო ამბები და სინამდვილე ისე ასახოს, ისე უზადოდ, მისი გმირების ცხოვრებაში რომ გადმოვიდნენ, უკანასკნელ მოდაზე გამოწყობილები მოგვევლინონ. ტირანი დაკმაყოფილებულია: რომანი მზადაა. მაგრამ ხანდახან, რაც დრო გადის სულ ფურო გაგვიელვებს ეჭვი, ამბოხების ჟრჟოლა, როცა ვხედავთ< რომ გვერდები ჩვეული გზით ივსება. განა ეს არის ცხოვრება? განა ასეთ უნდა იყოს რომანი?

ცხოვრება სთ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ „ასეთი" სულაც არ ყოფილა. მაგალითისათვის ერთი საშუალო გონება შევამოწმოთ. ერთ ჩვეულებრივ დღს ერთ საშუალო გონება უამრავ შთაბეჭდილებას ითვისებს, ტრივიალურს, ფანტასტიკურს, წამიერსა და ფოლადის სიბასრით ამოკვეთილს. ყოველი მხრიდან გარს გვერტყმიან უთვალავ ატომთა შეუწყვეტელი ნაკადები და როცა ისინი იჭრებიან, როცა ფორმას იძენენ ცხოვრებაში რომელიმე ორშაბათ დღეს, მახვილი ადრინდელი ლიტერატურისაგან განსხვავებით დაისმის; მნიშვნელოვანი მომენტი აქ კი არ არის, არამედ იქ. ასე, თუ მწერალი თავისფულაია და არა მონა, თუ შეუძლია ეს წეროს, რაც სურს და ის, რასაც აიძულებენ, თუ შეეძლება შრომა თავის გრძნობაზე დააფუძნოს და არა თავსმოხვეულ კანონებზე, აღარც სიუჟეტი დასჭირდება, აღარც კომედია, აღარც ტრაგედია, აღარც სატრფიალო ამბები ად დადგენილ სტილით შექმნილი კატასტოფანი და ალბათ არც ერთი ღილი არ იქნება მიკერებული ისე, როგორც ბონდ სტრიტის მკერავები მიაკერებდნენ. ცხოვრება მწკრივად ჩარიგებული სათვალეების წყება კი არ არის; ცხოვრება მანათობელი წრეა, ნახევრადგამჭვირვალე გარსი, რომელიც ირგვლივ გვერტყმის ცნობიერების დასაწყისიდან დასასრულამდე. განა რომანისტის მოვალეობა არ არის, რომ გვიჩვენოს ეს ცვალებადი, შეუცნობი, და უკიდეგანო სული, თუნდაც რთულად და გაურკვევლად, მაგრამ ნაკლებ უცხოდ და ზედაპირულად? გაბედულებასა და გულწრფელობას სულაც არ ვიჩემებ, უბრალოდ ვაცხადებ, რომ რომანისთვის ნიშანდობლივი მასალა მცირედით განსხვავდება იმისაგან, რასაც, თუ დავიჯერებთ, დადგენილი ჩვეულება გვთავაზობს.

ყოველ შემთხვევაში, ეს დაახლოებით ისეთ სტილია, რომლითაც ვცდილობთ განვსაზღვროთ თავისებურებები, რაც განასხვავებს მრავალ ახალგაზრდა მწერალს,– რომელთა შრისაც მ–რ ჯეიმზ ჯოისი ყველაზე შესანიშნავია, – მათ წინამორბედთაგან. ისინი ცდილობენ უფრო ახლოს მივიდნენ ცხოვრებასთან და მეტი მკაფიობითა და გულწრფელობით აღწერონ ის, რაც აინტერესებთ და ბიძგს აძლევთ, მაშინაც კი როცა უხდებათ უკუაგდონ უმრავლესობა კანონებისა, რომელთაც საერთოდ მისდევს ხოლმე რომანისტი. მოდი, გონებაში შემოჭრილი ატომები ისევე ავსახოთ როგორც იჭრებიან, მოდი, მივყვეთ სტილს, – გარეგნულად როგორი დაუკავშირებელი და შეუწყობეიც არ უნდა მოგვეჩვენოს, – რომელსაც თვიეული შეხვედრა ან შემთხვევა ამოტვიფრავს ცნობიერებაში. მოდი, ნუ ვირწმუნებთ, რომ უფრო სრულყოფილი ცხოვრება ისაა, რასაც დიდად თვლიან, ვიდრე ის, რასაც პატარად მიიჩნევენ. ვისაც წაუკითხავს „ხელოვანის სიჭაბუკის პორტრეტი", ან რაც უფრო მეტ საიმედოს გვპირდება, „ულისე", ახლახანს რომ გამოჩნდა „ლითლ რევიუში", ეჭვქვეშ დააყენებდა იმგვარ თეორიას, რომლისაკენაც მ–რ ჯოისი ისწრაფვის, ჩვენ რომ გვკითხოთ, ასეთი ფრაგმენტი ეჭვს უფრო აღგვიძრავს, ვიდრე დამაჯერებლობას სძენს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზანი მთელი ნაწარმოებისა, უეჭველია, რომ ის საოცრად გულწრფელია და რომ შედეგი, – რთულად მივიჩნევთ თუ არასასიამოვნოდ, – აშკარად მნიშვნელოვანია მათგან განსხვავებით, ვისაც მატერიალისტები ვუწოდეთ. მ–რ ჯოისისათვის უპირატესი სულია. იგი ცდილობს რადაც არ უნდა დაუჯდეს გამოაჩინოს ციმციმი დაფარული ალისა, რომლის ნაპერწკლებსაც ირეკლავს გონება და რათა ეს სინათლე შეინარჩუნოს, თამამად უკუაგდებს ყველაფერს რაც კი შემთხვევითი ეჩვენება, თუნდაც რომ სინამდვილეს ჰგავდეს, ან შეესაბამებოდეს რომელიმეს იმ ნიშანთაგან, თაობების მანძილზე რომ ჰვებავდა მკითხველთა წარმოსახვას, როცა იმის წარმოდგენა ხდებოდა საჭირო, რაც მას არც ენახა და არც შეხებოდა. ვთქვათ, სასაფლაოს სცენა მისი სიდიადით და უმსგავსობით, მისი შეუსაბამობით, აზრის წამიერ ნაპერწკლებად გამოკრთომით, უეჭველია ისე ახლოს მოდის, ისე ღრმად იჭრება ონებაში, რომ პირველი წაკითხვისთანავე, რაც არ უდა მოხდეს, შეუძლებელია აღტაცებით არ მივესალმოთ ამ შედევრს, ცხოვრება თუ გვსურს, ისიც აქაა. მართლაც გაუგებრად ავლუღლუდეით< იმის გამოთქმას თუ შევეცდებით, კიდევ რას მოვიხოვთ და რატომაა, რომ ასეთი ორიგინალური ნაწარმოები ფერმკრთალდება, – თ ამაღლებულ ნიმუშებს მოვიშველიებთ, – „სიყმაწვილესთან", ან „კესტერბრიჯის მერთან" შედარებით. ფერმკრთალდება მწერლის გონების შედარებითი სიღარიბის გამო, – შეიძლება უბრალოდ ასე გვეთქვა დაგაგვეთავებინა. მაგრამ შეიძლებოდა ცოტა უფრო შორს წავსულიყავით და გაგვერკვია, ხომ არ გვერჩივნა ჩვენი შეგრძნებები ნათელ და მაინც ვიწრო, შემოზღუდულ და დაგმანულ ოთახში მოგვეთავსებინა, ვიდრე გადაგვეხსნა და თავისუფლად გაგვეშვა ყოველგვარი შეზღუდვებისაგან ის, რასაც მეთოდი ან თუნდაც გონება გვახვევს თავზე, განა მეთოდი შემოქმედებით ძალას ხელს უშლის? მეთოდის გამოა, რომ ჩვენ არც მხიარულნი ვართ და არც სულგრძელნი, არამედ გაწონასწორებულნი საკუთარ თავშ, ომელიც აღზნებული გრძნობების ჯიბრით არასოდეს იღებს ან ჰქმნის, რაც მის გრეშე ან მოშორებითაა? განა საჩოთიროს დიდაქტიკური გამძაფრება რაიმეს მატებს ცივსა და განყენებულის გამოხატვას? თუ ასეთი ორიგინალობისას, განსაკუთრებით თანამედროვეთათვის, უფრო იოლია იმის გაგება, რა აკლია მას, ვიდრე იმისა, რასაც გვთავაზობს? ყოველ შემთხვევაში, შეცდომა იქნება განზე განუდგე სასინჯ „მეთოდს". ყოველი მეთოდი სწორია, ყოველი მეთოდი მართებულია თ იმას გამოხატავს, რისი გამოხატვაც გვსურს, თუ მართლაც მწერლები ვართ და რომელსაც უფრო ახლოს მივყავართ რომანისტის მიზანთან, თუ მკითხველები ვართ. ამ მეთოდის ღირსება ისაა, რომ უფრო ახლოს მივყავართ იმასთან, რაც, მზად ვიყავვით, ცხოვვრებად მოგვენათლა; განა „ულისეს" კითხვა არ ჩაგვაგონებს, რამდენი რამ ყოფილა უარყოფილი ან უკუგდებული. და განა ის ერთი ხელის დაკვრით არ განგვიმარტავს „ტრისტრამ შენდის" ან „პენდენისს" და გვარწმუნებს, რომ არა მარტო სხვა მხარეებიც არსებობს ცხოვრებისა, არამედ უფრო მნიშვნელოვანიც.

რაც არ უნდა იყოს, თანამედროვე რომანისტის პრობლემაა, – წარსულშიც ასე იქნებოდა, – გამოიგონოს საშუალებანი, რითაც თავისუფლად დაწერს იმას, რასაც აირჩევს. მას უნდა ეყოს გამბედაობა თქვას, რაც მე მაღელვებს უვეკ „ეს" კი აღარ არის არამედ ისო; „იმის" მეოხები უნდა გამოარჩიოს თავისი თხზულება. თანამედროვეთათვის „იმითი" დაინტერესება ფსიქოლოგიის ბნელ ხვეულებში მოიპოვება. უეცრად, ამის გამო, მახვილი მცირეოდენი განსხვავებით დაისმის; ძლიერდება რაღაც აქამდე უარყოფილი; უეცრად ფორმის განსხავებული მონახაზი ხდება საჭირო, ჩვენთვის ძნელად მოსახელთებელი, წინამორბედთათვის კი მიუწვდომელი. გარდა თანამედროვისა და ალბთ რუსისა, არავის აღეძვროდა ინტერესი იმ სიტუაციისადმი, რომელიც ჩეხოვმა დახატა ნოველაში „გუსევი". რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გემბანზე წევს, გემს ისინი უკან, რუსეთისაკენ მიჰყავს. მათი ფიქრისა და საუბრის მხოლოდ ნაწყვეტებს ვისმენთ; შემდეგ ერთ–ერთი მათგანი კვდება და გაიტანენ: დარჩენილები ერთხანს აგრძელებენ საუბარს, ვიდრე თვით გუსევიც გარდაიცვლება და „სტაფილოსა და ბოლოკის მსგავსად" ბოროტს იქით არ გადაუძახებენ. ისეთი ადგილებია გამძაფრებული, რაც ერთ შეხედვით, მოსალოდნელი არაა; და მერე, როცა თვალი შეეჩვევა სიბნელეს და ოთახში საგნებს გაარჩევს, დავინახავთ, რა სრულყოფილი ყოფილა მოთხრობა, როგორი ღრმა, და რა სიმართლით ამოურჩევნია ჩეხოვს; თავისი მზერისათვის დაუმორჩილებია ესეც და ისიც და ერთად შეუკონია, რათა რაღაც ახალი შეექმნა, შეუძლებელია ვთვათ „ეს კომიკურის", „ის ტრაგიკულია", ისიც კი არ გვჯერა, მართლა ნოველა თა, რადგან გვასწავლიდნენ, როველა სხარტი და დასრულებული უნდა იყოსო, მაშნ როცა ეს დაუსრულებელი დაბუნდოვანია: და შეიძლება, რომ მას ნოველა ეწოდოს?

თანამედროვე ინგლისურ პროზაზე დართულ ყველაზე ელემენტარულ შენიშვნებშიც კი შეუძლებელია არ აღვნიშნოთ რუსული ლიტერატურის გავლნა და თუ რუსეს ვახსენებთ, შეიძლება აზრი დაგვებადოს, რომ პროზის წერა მათ გარდა სხვა რომელიმე ენაზე დროის გაცდენაა. თუ გვწადია სულსა და გულს ჩავწვდეთ, სხვაგან ასეთ სიღრმეს სად მოძებნით? თუ ჩვენი მატერიალისტები თავს გვაბეზრებენ, მათი რომანისტების ნაკლებ მნიშვნელოვან ნაწილს დაბადებითვე თანდაყოლილი მოწიწება აქვთ ადამიანის სულისადმი. „ისწავლე როგორ დაუახლოვდე ხალხს. . . მაგრამ ეს სიახლოვე გონებიდან გამომდინარე ნუ იქნება, – რადგან გონებისათვის ეს იოლია, – არამედ გულიდან, მათდამი სიყვარულით." ყველა დიდ რუს მწერალში შეგივძლია წმინდანის თვისებები ამოვიცნოთ; თანაგრძნობა სხვისი ტანჯვისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სწრაფვა, მიაღწიონ ყველაზე უფრო მკაცრად დასაზღვრულ ღრსეულ მიზანს სულისას, რაც წმინდანობას გულისხმობს. მა წმინდანობა გვიფორიაქებს ჩვენს ურწმუნოებასა და ტრივიალურობას და მრავალ ჩვენს სახელგანთმულ რომანს სიყალბედა და სიცრუედ აქცევს. ბოლო ასეთი მრავალმხრივი და ლმობიერი რუსული აზროვნებისა აუცილებლად უსაზღვრო სევდაა. უფრო ფრთხილად შეუძლება გვესაუბრა რუსული აზროვნების არადამაჯერებლობაზე. ესაა გრძნობა, როდესაც პასუხი არ მოიძებნება. ცხოვრებას გულწრფელად თუ შევხედავთ, კითხვებს კითხვებზე დავიხვავებს. ის რჩება და კვლავ და კვლავ მეორდება მოთხრობის დასრულების შემდეგ უიმედო შეკითხვად, რომელიც გვავსებს ღრმა, – და შიძლება აღმაშფოთებელიც კი ითქვას, – უიმედობით. ისინი ალბათ მართლები არიან; უეჭველია ისინი უფრო შორს იცქირებიან, ვიდრე ჩვენ, და ჩვენსავით არც უზარმაზარი დაბრკოლება ეღობებათ. მაგრამ ალბათ ჩვენ იმას ვხედავთ, რაც მათ ხოლვის მიღმა რჩება, მაშ, რატომ იჭრება და ირღვევა წინააღმდეგობის ხმა ჩვენს დაღვრემილობაში? ეს წინააღმდეგობის ხმა არის ხმა სხვა უძველესი ცივილიზაციისა, რომელმაც ჩვენში მოხიბვლისა და ბრძოლის უნარი უფრო აღზარდა, ვიდრე ტანჯვისა და წვდომისა. ინგლისური პროზა სტერნიდან მერედიტამდე იუმორით, კომედიით, მიწის სილამაზით, ინტელექტის ძლევამოსილებით და ფორმის ბრწყინვალებით ტკბობის სიბრძნითაა გაჯერებული. მაგრამ რა დასკვნაც არ უნდა გამოვიტანოთ ორი ერის პროზის შედარებიდან, ასე უსაზღვროდ რომაა დაშორებული ერთიმეორისაგან, ყველა უაზრო იქნება, გარდა ერთისა – ისინი გვავსებენ ოსტატობის უსაზღვრო შესაძლებლობებით და გვახსენებენ, რომ ჰორიზონტის ზღვარი არ არსებობს და რომ არაფერი – არც ერთი „მეთდი", არც ერთი ექსპერიმენტი, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებული, არ არის აკრძალული, გარდა სიყალბისა და მოჩვენებითობისა. არ არსებობს „პროზისთვის განსხვავებული მასალა", პროზაში ყველაფერი ნებადართულია, ყოველი გრძნობა, ყოველი ფიქრი, ყოველი თვისება გონებისა და სულისა შეიძლება გამოიხატოს. არც ერთი აღქმა გამოუსადეგარი არაა და თუ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ პროზის ხელოვნება ცოცხლობს და ჩვენს შორისაა, ის უეჭველად ითხოვს ვამსხვრიოთ და ვებრძოლო მას ისევე, როგორც განვადიდოთ და შვიყვაროთ, სწორედ ამით ახლდება მისი სიყმაწვილე და მტკიცდება მისი საბრძანებელი.
კატეგორია: ესე | ნანახია: 2107 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024