მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ოთხშაბათი, 22.11.2017, 22:56
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 148

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 24 » ციხის სიზმარი – (ლადო ასათიანი)
22:46
ციხის სიზმარი – (ლადო ასათიანი)
როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს

და ბნელს შემოიხვევს,

ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,

მძიმედ სძინავს ციხეს.

სძინავს ციხეს, ნატამალი

ხმაც არ აკრთობს სმენას,

სძინავს ციხეს და თამარის

საოცნებო სენაკს.

სძინავს, ფიქრებს ალამაზებს

და სიზმარში ხედავს,

რომ მის ბებერ გალავანზე

არწივები სხედან.

რომ კვლავ ისმენს ძველთა ველთა

ნიავ-ქარის ნანას,

რომ მის ბებერ საძირკველთან

ქართველები დგანან,

რომ დილისკენ, როცა დნება

მუქი შუქი მთვარის,

გალავანზე გადმოდგება

საქართველოს თვალი.

იხურება ჯიხურებად

დაღრუბლული სივრცე,

დედოფალი იყურება

არტანუჯის მხრისკენ.

სძინავს ციხეს, ჯანიანი

თრთის და სიზმრად ხედავს:

ეს ქართველთა ჯარი არის

თუ უღრანი ხეთა,

ეს ნისლია ჩვენებური ―

მზესავით რომ მოჩანს,

თუ ქართველთა ძველებური

ჩალისფერი დროშა.

ვისკენ მოაქვთ ეს ალმები,

ვის უხდიან ჩაჩქანს.

ეს ― თამარი ესალმება

საქართველოს ლაშქარს.

იხურება ჯიხურებად

დაღრუბლული სივრცე,

ეს ― თამარი იყურება

არტანუჯის მხრისკენ.

სძინავს ციხეს, მაგრამ დილით

მზე რომ იწყებს კაშკაშს,

ეღვიძება, როგორც ძილით

დასვენებულ ვაჟკაცს.

ეღვიძება, როგორც სისხლით

გაგიჟებულ მხედარს.

ეღვიძება, მაგრამ ძილში

ნახულს ვეღარ ხედავს,

ვეღარ ხედავს, გაავდება,

აშლის ხავსის ბალანს

და გრუხუნებს ნაადრევი

გაზაფხულის გვარად.

მერე ისევ ალამაზებს

სიზმრით თავის სვე-ბედს

და ხავსიან გალავანზე

არწივები თვლემენ.


1940
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 522 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1  
dzalian lamazi leqsia ulamazesi da ukargesi avtori hyavs lado asatiani <** <3

სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017