მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ორშაბათი, 19.11.2018, 09:48
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 154

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 24 » ცხრა ძმა ხერხეულიძე – (ლადო ასათიანი)
22:57
ცხრა ძმა ხერხეულიძე – (ლადო ასათიანი)
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?

ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!

საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,

რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!

მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,

ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!

იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,

აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!

ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების

თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?

მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,

ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,

ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:

ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!

ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,

იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!

ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?

ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —

დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…

მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!


1942
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 765 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0 Spam
1 yhztedhz  
gfhrgszfngx

სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2018