მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 28.03.2024, 11:39
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 24 » უცნობი პოეტის რვეულიდან - (ლადო ასათიანი)
22:56
უცნობი პოეტის რვეულიდან - (ლადო ასათიანი)
შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,

ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები,

მაგრამ, კეთილო, მიხვდი, გაიგე

ადრე წასული კაცის ფიქრები.


მიხვდი, გაიგე, რომ მეც შენსავით

ერთ დროს ამ ქვეყნად კაცი ვიყავი,

მეც მყავდა შვილი და ნათესავი,

კაცი ვიყავი გაურიყავი.


მეც ვოცნებობდი ოპერის ბაღში

და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ…

ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ…


მე ერთი მქონდა მგოსანს ქონება, —

კადნიერება არწივებური.

და მეც შენსავით მქონდა გონება

კახური ღვინით გაბრწყინებული.


მეც განვიზრახე ლამის სიკვდილი,

სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა.

ეჰ .. მეც მიყვარდა და ფერმიხდილი

მეც დავდიოდი რუსთაველზედა.


მეც მიხაროდა, მეც ვღონდებოდი,

ეს მზე მეც შენებრ მახვევდა თავბრუს;

და, ეჰ… მეც შენებრ ვემონებოდი

თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს.


მეც მნახულობდნენ იქ, ავლაბარში.

მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი,


მეც მეოცნებე თვალები მქონდა

და გავყურებდი დილის ცის კარებს,

სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა,

მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს.


თბილისის ქალებს — დილის ცისკარებს,

ნაირ-ნაირი ძოწეულებით,

სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ,

ვით თეირანის ბროწეულები.


ახლა ხომ მხედავ? ვინა ვარ, რა ვარ —

უკანასკნელი პირვანდელს ვგავარ.


მზეს და სინათლეს გამოვექეცი,

მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი.


ვიშვი, ვიცხოვრე — ვითამაშე რა

„მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა".


შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,

ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ,

რად გეძახიან ჩემი ფიქრები -

რა იყავ, რა ხარ და რა იქნები!


1941
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 907 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024