მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:32
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 9 » ვახტანგი (მუხრან მაჭავარიანი) – ნაწყვეტი პოემიდან
15:46
ვახტანგი (მუხრან მაჭავარიანი) – ნაწყვეტი პოემიდან

(ნაწყვეტი პოემიდან)

ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო – 
ქვევრიდან
ხაპში – 
ხაპიდან 
დოქში – 
დოქიდან 
ჯამში – 

ქართული სისხლი,
ქართული სული, 
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში...

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა – 
და მოდიოდა, 
და მოდიოდა, 
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი...

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და...
მიუხედავად ამისა, მაინც – 
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს – 
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს – 
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს – 
სულხანის ნაქონი სისხლით – 
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი, 
ელისო,
ვაჟა, 
გიორგი, 
გივი.
და...
იოარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!
კატეგორია: პოემა | ნანახია: 1161 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024