მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ორშაბათი, 25.09.2017, 08:58
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 148

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » ისიც მოკლეს - (გურამ მეგრელიშვილი)
21:33
ისიც მოკლეს - (გურამ მეგრელიშვილი)
ჩამოხია. ორი თვეა იშოვა. გაუკვირდა აქამდე რომ დაეტოვებინათ განცხადება და გზა განაგრძო.
ბაზარში შეპირებული ძვლები არ დაახვედრეს, მაგრამ გამყიდველმა ხორცი მისცა იაფად და ძვლებისათვის მეორე დღეს დაიბარა.
ნუგომ ძლივს შეიძინა ძაღლები, თუმცა მამლის დაბადების თარიღის სისწორეში ჯერაც ეპარებოდა ეჭვი, უბრალოდ, რაკი სხვა არჩევანი არ ჰქონდა დათანხმდა და იყიდა.
სახელებზე დიდხანს არ უფიქრია: - კობა და ნაირა, როგორც მშობლებს! თუმცა, ერთხანს იჭოჭმანა – იქნებ მხოლოდ ინიციალები დავტოვო და ვთქვათ, კვინი და ნიორა, ან რამე ძაღლური სახელი დავარქვაო, მაგრამ "ნორმალური ვერაფერი” მოიფიქრა და ისევ კობა და ნაირა დატოვა.
კარგად აჭმევდა. დილით არბენინებდა და ველოსიპედის საბურავზეც ავარჯიშებდა, მაგრამ კობა უფრო მფრთხალი ძაღლი გამოდგა. ჭამით ის მეტს ჭამდა, ვიდრე ნაირა, მაგრამ უფრო დამთმობი იყო და მხოლოდ მაშინ ჩხუბობდა, როცა ნუგო ჰყავდა გვერდით.
მეზობლები ეუბნებოდნენ: - გარეთ ხშირად გაიყვანე ხოლმე თორემ ადამიანს გადაეჩვევიან და ავები გახდებიანო, მაგრამ ნუგომ იცოდა თავისი საქმე და აღზრდის წესებიც კარგად მოეხსენებოდა, თუმცა, ყოველი შემთხვევისათვის, დღის განრიგი შედგენილი და მაცივარზე მიკრული მაინც ჰქონდა:
1: - 8:00-9:00 – ორ კილომეტრიანი კროსი სკოლის გარშემო. ვარჯიში პაკრიშკით.
2: _ 9:25 ბანაობა და შემდეგ საუზმე (კბა დასასჯელია. გუშინდელი საქციელის გამო არ ისადილებს!)
3: _ 10:00 დაბარებულები ვართ აცრაზე.
4: _ 12:00 წვრთნა, ვარჯიში, სადილი.
5: _ შუადრის ძილი.
6: _ 14:15 საჭმელი.
7: _ 10:00 დან მოთხოვნისდა მიხედვით.
8: _ 20:00 საღამოს კროსი.
9: _ ვახშამი, ძილი.
ძაღლები თავიდან ეურჩებოდნენ, მაგრამ ცემამ და შიმშილმა თავისი გაიტანა და უბრალო შეხედვაც კი საკმარისი იყო, კუთხეში დამდგარიყვნენ და სანამ პატრონი ნებას არ დართავდა, არ განძრეულიყვნენ.
მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდა ისე, რომ ერთხელ ნაირა და კობა სახლიდან გაიპარნენ და ნუგოს მეზობელ პენსიონერს უკბინეს.
პენსიონერი მარტო ცხოვრობდა, შვილების საზღვარგარეთ იყვნენ და მშობელს შემოუთვალეს, გაყიდე ყველაფერი და ჩამოდი, ჩვენ მანდ დამბრუნებლები არა ვართო. ქალს ვერ წარმოედგინა რანაირად შეიძლებოდა გაეყიდა ის, რასაც მთელი ცხოვრება აგროვებდა, რადგან ყოველი ნივთის შეძენის თარიღი საყვარელი ადამიანის სახელივით ახსოვდა.
უკანასკნელ ხანებში, რაკი აღარაფრის ყიდვის საშუალება აღარ ჰქონდა, ინტერიერის განახლების მიზნით, ავეჯს ერთი კუთხიდან მეორეში აჩოჩებდა და ამით კმაყოფილდებოდა, თუმცა, ბოლოს ესეც მობეზრდა და, სიმართლე ვთქვათ, თავიც აღარ ჰქონდა. ჰოდა, რაკი სტუმრებიც აღარ მოსდიოდა, ბინის დალაგებასაც შეეშვა და ყველაფერი ერთთავად აყრილ-დაყრილი იყო. მეზობლებიც აღარ ემეზობლებოდნენ _ შემაწუხებელი მიჩვევა იცისო, ამბობდნენ და კარს აღარ უღებდნენ. მხოლოდ ერთი სტუდენტი აკითხავდა ხანდახან, ისიც, იმ იმედით, ბინას დამიტოვებსო, თუმცა გულის სიღრმეში მგონი იცოდა, რომ მოხუცი ბინას არავის დაუტოვებდა; ალბათ სწორედ ამიტომაც, მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ გამოივლიდა ისე, ყოველი შემთხვევისათვის, მცირე ხნით რჩებოდა, ნარდს ითამაშებდნენ და მიდიოდა.
ერთხანს ძველი მეზობელიც მოდიოდა _ რუსი ქალი, რომელიღაც ეკლესიაში დამლაგებელი რომ ყოფილა, მაგრამ მერე ის ქალიც აღარ გამოჩნდა; ალბათ დაიღუპა, ან მასაც უბრალოდ დაეზარა.
ღამ-ღამობით ყვიროდა პენსიონერი. მეზობლები ფანჯრიდან აგინებდნენ _ გაჩუმდიო, მაგრამ ის მაინც ყვიროდა.
_ მე მოვკვდები, ვაიმე, მოვკვდები! – გაიძახოდა ქალი და ცდილობდა არ დამჯდარიყო, რათა არ ჩაძინებოდა. ალბათ ფიქრობდა, ძილში უფრო ადვილად მომეპარება სიკვდილიო და ფხიზლობდა და როცა იღვიძებდა, უკვირდა _ ნეტავ როდისღა ჩამეძინაო.
ერთხელ გულის შეტევა დაემართა, ზედ კარებთან ჩაიკეცა და გონი დაკარგა, მაგრამ ბედზე ნუგომ დაინახა და სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფომ, რაკი გამოძახების ფული არავინ გადაიხადა, პირველ დახმარებაზე უარი თქვა და წავიდა, ერთი კია _ ქალი სახლში შეიყვანეს და საწოლში ჩააწვინეს.
ორი დღე ებრძოდა სიკვდილს. პირზე დუჟი მოსდიოდა და რაღაცეები ელანდებოდა, მესამე დღეს კი, წამოდგა და ვითომც აქ არაფერიაო, პურზე ჩავიდა.
მეზობლებმა თვალი გააყოლეს და მაგას რა მოკლავსო, ჩაილაპარაკეს.
ნუგო კი ამ დროს, სასტუმრო ოთახში იდგა და რიხით გაიძახოდა: _ ერთი, ორიი! აბა, წრე! ნუ ხარ უტვინო, კობა! მარხნიდან! ყოჩააღ!
მერე, როცა ძაღლმა უკბინა (ნუგომ კი ჰკითხა, რომელი იყო, რომ სამაგალითოდ დავსაჯოო, მაგრამ იმ წუთას რას დაიხსომებდა), ნატკენზე უფრო, შეშინებული იყო. თავიდან არ აპირებდა ჩივილს მაგრამ მერე ჭურჭლის რეცხვისას გაიფიქრა: _ რომ მოვმკვდარიყავი?! და პოლიციაში წავიდა საჩივრის დასაწერად.
პოლიციაში ორი საათი ალოდინეს, მერე თავისი ნებით დაელოდა უბნის ინსპექტორს და მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი!
ინსპეტორი, ნერგაძე სოსო, გამომძიებლობაზე ოცნებობდა და ძირითადად უფორმოდ დადიოდა. უყვარდა დეტექტიური რომანების კითხვა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყურება. სულ უნდოდა კომისარ კატანის მგვანებოდა, ან კუკარაჩა დაეძახათ უბანში, მაგრამ უბანში ცვეტნოის ეძახდნენ და კატანისაც თუნდაც იმიტომ არ ჰგავდა, რომ წითური იყო.
როდესაც პენსიონერმა საჩივარი დაწერა, სოსომ გაბრაზებით ჩაილაპარაკა _ ესღა მინდოდაო, მაგრამ მაინც მოუსმინა.
პენსიონერთან ერთად, ვინმე ექიმმა ხიჯაკაძე დიმიტრი იულონის ძემაც შეიტანა საჩივარი მისი ბინის გაქურდვის შესახებ, რაზეც, ინსპექტორმა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაზარალებულის ბინისაკენ გასწია (გამომძიებელი ადგილზე არ გახლდათ).
კარები გატეხილი არ იყო, გაეღოთ.
"პროფესიონალია, ახვარი!” _ გაიფიქრა დეტექტივის ტონით და ადგილის დათვალიერებას შეუდგა.
_ ხომ არავინ შემოგიშვიათ?
_ არა!
_ კიდევ კარგი მოიფიქრეთ. ეს რა ფეხსაცმელია? ა, გასაგებია! როდის გატეხეს?
_ დღეს!
_ ვინ გატეხა? ანუ ვიზე გაქვთ ეჭვი?
_ ...
მერე ძირისძირობამდე დაათვალიერა ყველაფერი და ოქმი შეადგინა.

ოქმი 5112178:
შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმი
12.11.02
ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საგამოძიებსამსახურის გამომძიებელმა
სოსო ნერგაძემ, ამავე სამსახურის გამომძიებლის ვახტანგ კუჭავას
მონაწილეობით და დამსწრე მოქალაქეების: ავეტისიანი რუბენისა და ლამარა
დოლიძის მცხ.(მის), ექსპერტ-კრიმინალისტის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის
თანდასწრებით შევადგინე აღნიშნული ოქმი შემდეგზე:
დღეისათვის მოვახდინე ადგილზე დათვალიერება მოქ. დიმიტრი ხიჯაკაძის ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
დათვალიერება დაიწყო შუადღის 13:12 საათზე ბუნებრივი განათების პირობებში.
შემთხვევის ადგილი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას განთავსებულს (მის). ბინაში შევდივართ ერთ ფრთიანი რკინის შავი ფერის კარით, რომელიც იღება საცხოვრებელი ბინის მხარეს. შესასვლელი კარის საკეტი დაზიანებული არ არის.
კარებიდან შევდივართ შესასვლელ ოთახში, რომლის ფართია 20 კვ/მ.
ოთახში განთავსებულია ორფრთიანი ხის კარი, რომლიდანაც შევდივართ სამზარეულოში.
სამზარეულოს მაგიდის შუა გულში განავლის გროვაა, საფერფლეში ჩაჭყლეტილია სიგარეტ ასტრას ორი გვარიანად ნაღეჭი ღერი, ხოლო მაგიდასთან აგდიასიგარეტ "პრეზიდენტის” დაჭმუჭნული ცარიელი კოლოფი (სავარაუდოდ, მძარცველები ორნი, ან ორზე მეტნი იყვნენ).
მისაღები და საძინებელი ოთახები არც გაუღიათ (ოთახებში შესასვლელი ორფრთიანი კარი დაკეტილი იყო).
სააბაზანოში აღმოჩენილია ერთ-ერთი მძარცველის ფეხის ანაბეჭდი. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს დაზარალებულის სააბაზანოში უბანავია.
მოქ. ხიჯაკაძის ბინიდან წაღებულია მხოლოდ ძველი, შავ-თეთრი ტელევიზორი, ძვირფასეულობა და ფული ადგილზეა. დაზარალებული გადაჭრით უარყოფს შურისძიების მოტივს და არც არავისზე აქვს ეჭვი.
ამოღებული ნივთმტკიცებები დალუქულია.
ლუქის #სბ213-1
ოქმი შედგენილია 14:25 საათზე
დათვალიერების შედეგად დამსწრეთაგან პრეტენზია არ შემოსულა.
გამომძ: კუჭავა
მონაწ: ნიკოლოზიშვილი
ოქმი შევადგინე: ნერგაძემ

ინსპექტორი კორპუსიდან გამოვიდა თუ არა, წინ ვიღაც მელოტმა კაცმა ჩაურბინა. კაცი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და თან უკან-უკან იხედებოდა. და რაგდანაც სოსო ისევ ქურდზე ფიქრობდა, ინსტიქტურად გამოეკიდა. მელოტმა, დაინახა თუ არა მომდევენო, უარესად მოუმატა და მოუმატა. სოსოს აღარ შეეძლო სირბილი. ქოშინით ეძახდა, გაჩერდი, თორემ გესვრიო, მაგრამ მელოტი ისე შორს წასულიყო, რომც ესროლა, საეჭვო იყო, რომ მოერტყა.
_ ნაღდად ერთ-ერთი იმათგანია! _ სიმწრით გაიფიქრა სოსომ და უძლურების ცრემლი მოაწვა.
კაცი კი გარბოდა და გარბოდა; მანამ გარბოდა, სანამ გადასასვლელზე მანქანა არ დაეჯახა და არ გადააგდო.
_ ვაიმე! _ ესღა აღმოხდა მელოტს და საავადმყოფოში მოვიდა გონს. თავს მომხიბვლელი მედდა ადგა. ისეთი პირი ჰქონდა, უეჭველად მოწყალე იქნებოდა, მაგრამ ნემსის გაკეთება არ იცოდა.
_ თქვენ საბუთები არ გქონდათ თან, მისამართი გვითხარით, თქვენებს შევატყობინებთ! _ გაუღიმა ექთანმა, მაგრამ მელოტს ისევ გული წაუვიდა. მერე კვლავ გაახსენდა როგორ დაბრუნდა სახლში, როგორ გაიხადა ჩვეულებისამებრ მარჯვენით მარცხენა ფეხსაცმელი და მერე _ პირიქით. როგორ შევიდა სააბაზანოში; გამოსულმა როგორ შეაღო სასტუმრო ოთახის კარი, როგორ დახვდა იქ ცოლის ხალათში გამოწყობილი საყვარელი, სიდედრი, მეზობლის რძალი და ძმისშვილი.
ერთი ხანობა, კი შეცბა საყვარელი რომ დაინახა, მაგრამ დროზე მოეგო გონს და ყველას მიესალმა.
"რატომ აცვია მარინას ხალათი?”
_ მარინა სადაა?
სიდედრმა გადაკოცნა და _ ვინ მარინა?
_ ვინ მარინა, _ ჩემი ცოლი!
_ მთვრალი ხარ? სასმლის სუნი არ გქონდა თითქოს...
_ არაა, რა მთვრალი _ დავიღალე. იმდენი ვიმუშავე... თან ნერვები მომიშალეს...
საყვარელი წამოდგა და გვერდით ოთახში გავიდა, მელოტი გაჰყვა.
_ აქ რას აკეთებ?
_ გავუმზადო რამე, შენც ხო მშიერი ხარ!
_ აქ რას აკეთებ, აქ, ჩემთან?!
_ სად შენთან?
_ ჩემთან, ჩემს სახლში, სადა ხარ არ იცი?
_ სადა ვარ და დედაჩემის და მამაჩემის ნაჩუქარ სახლში. შენ რა, მართლა დალიე?
_ ნუ ცანცარებ ახლა და... რო გნახოს იმან... თუ უკვე ყველაფერი იცის?!
_ რაებს ბოდიალობ, თავი ხომ არაფერს მიარტყი?
_ შენ გამოსირდი, ქალო?
სიდედრი შემოვიდა.
_ მარი, ლამარას რომ ძმა მოკვდომია, გაიგე?
"ესენი ხომ არაფერს?!.”
_ კი, მაგრამ ვერ წავედით. გასვენებაზე ვაპირებდი, მაგრამ ისეთი წნევები მქონდა, ფეხზე ვერა ვდგებოდი.
აქ კი უკვე იფეთქა მელოტმა და _ რას არტისტობთ, ვერ გავიგე? სად არის მარინა? ვინ არის ეს ჩათლახი, ჩემი ცოლის ხალათი რომ აცვია? რატომ შემოუშვით ვაფშემც ჩემს სახლში, ჰა?
სიდედრი გაკვირვებით უყურებდა, მერე კი, საყვარელს მიუბრუნდა და
_ ნასვამია?
_ რა ვიცი, ჭირი და ოხრობა მაგას! ნასვამია, თუ რა ჯანდაბაა, ღმერთმა იცის, სუნი კი არ ამოსდის და...
ყვირილზე გვერდითა ოთახიდანაც გამოვიდნენ.
_ მარინა დეიდა, ბარემ გამატანე საცერი და წავედი! _ თქვა მეზობლის რძალმა.
_ იჯექი, ნათი, რა გეჩქარება?! ყავასაც მოვადუღებ... ამას ვაჭმევ და დავაწვენ, მგონი...
_ თქვენ ვის ასულელებთ, ვერ გავიგე? თქვენ მე დებილი ომ არ გგონივართ? სად არის მარინა?
_ ვინ მარინას ეძებ, ვერ გავიგე? _ საყვარელსაც დაეტყო გაბრაზება.
_ ვინ მარინას და ჩემ ცოლს!
_ მე ვინა ვარ?
_ შენ... საყვარ... ტოისწ, ვიღაცა პრაშმანდოვკა და შემოვარდნილი.
ქალმა უეცრად ტირილი დაიწყო. მელოტს შეეცოდა და გაიფიქრა: _ მართლა მთვრალი ხომ არა ვარ, ხომ არ მეშლება, კაცო?
მაგრამ არა, ხომ იცოდა, რომ წვეთიც არ დაულევია, თანაც, აშკარად არ იყო მარინა, მარინას ხალათი კი ეცვა, მაგრამ მარინა არ იყო.
_ მისმინე, მოვეშვათ ხუმრობას. ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ და არ გვინდა ახლა...
_ მართლა მარინა დეიდაა, ნიკო ბიძია და...
აქ გული შეუხტა ნიკოს და რაკი პირველ ცდაზე ვერ ამოთქვა, მეორედ სცადა და ამოიკვნესა:
_ რა გინდათ ჩემგან?
სიდედრს უცებ სიცილი აუტყდა. ამან უარესად გატეხა მელოტი, მაგრამ უცბად იმედის ნაპერწკალი ჩაესახა _ ალბათ ახლა ეტყოდნენ, გეხუმრეთო!
_ ხუმრობის ხასიათზე ყოფილხარ, შე კაცო და რაღას გვანერ...
ნიკო უცბად ეცა საყვარელს, ხალათი შემოაგლიჯა და შიშველი, შეშინებული ქალი შემოატრიალა: _ აბა, თუ მარინაა, სადაა ხალი? სადაა მეთქი ხალი, თქვენი დედაც!..
ქალი გაუძალიანდა და ხელიდან დასხლტომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
_ ან როდის იყო, რომ ყვითელ საცვლებს იცმევდა მარინა, ჰა? როდის იყო? ვერ მოგართვით? ჩაიცვი და გაეთრიე, შე წაკლა, თორე დაგკლავ აქვე!
ქალები შეშინდნენ, მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხიათ და დაჟინებით მისჩერებოდნენ.
მელოტს უცბად გონება გაუნათდა და თითქოს; გვერდით ოთახში გავარდა, კომოდის უჯრა გამოაღო, საოჯახო ალბომი ამოიღო, ცოლთან ერთად გადაღებული სურათი იპოვნა და ქალებთან დაბრუნდა.
_ კარგი, თუ შენ მარინა ხარ, ეს ვინღაა?
_ საყვარელს წამით ფერი ეცვალა, მერე კი ჩაეღიმა, სურათი გამოართვა, დანარჩენებს უჩვენა და იკითხა:
_ ვინაა ეს?
ქალებმა ერთხმად უპასუხეს: _ შენ!
ნიკომ გამოგლიჯა ფოტო, ყოველი შემთხვევისათვის დახედა, შეადარა ქალს და მერე, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ჭურჭელი გადაყარა მაგიდიდან.
_ ამტვრიე რა, მაინც მარინა ვარ! _ მშვიდად თქვა საყვარელმა და სკამზე დაჯდა.
_ შემომაკვდება! _ გაიფიქრა მელოტმა, კარი გამოაღო და გაიქცა.
ის მირბოდა და მირბოდა. მირბოდა, სანამ მანქანა არ დაეჯახა, საავადმყოფოში არ მოხვდა და ხელმეორედ წაუვიდა გული.
გონს ნემსის ჩხვლეტამ მოიყვანა. ექთანი ისევ უღიმოდა და გამალებით უზელდა უკანალს.
_ ეს რაღას მეღრიჯება, ნეტავ? _ გაიფიქრა ნიკომ და კედლისაკენ გაიხედა.
ექთანმა კი შარვალი აუწია და გავიდა.
_ არა, ის არ არის! _ გაიფიქრა როცა გადიოდა _ იმას ასეთი ბოროტი გამოხედვა არ ექნებოდა, ის სხვანაირი იქნება!
თუმცა, კონკრეტულად რანაირი უნდა ყოფილიყო თვითონაც არ იცოდა, მაგრამ, რაღაცნაირად სწამდა, რომ თუკი სადმე გადაეყრებოდა, აუცილებლად იცნობდა.
მართალია რამოდენიმეჯერ შეცდა კიდეც, _ ვისზეც იფიქრა ეს იქნებაო, ყველამ მიატოვა და საბოლოოდ, მაგრამ იმედს ჯერაც არ კარგავდა.
როცა ეკითხებოდა კაცებს, _ შენ ხომ არა ხარ, მე რომ გადამარჩინა ისო, გაოცებით შეხედავდნენ და ფიქრობდნენ: _ ხომ არ უბერავს?
ერთი კი, ეტყობა ყველაზე გაქნილი, კარგა ხანს ატყუებდა, მე ვიყავი რომ გადაგარჩინეო, სანამ თვითონვე არ მობეზრდა სულელი გოგოს გაბითურება და არ გამოუცხადა, _ გატყუებდიო.
_ მატყუებდი? ესე იგი შენ არ გადამარჩინე მაშინ? შენ, შენ არ...
და იტირა.
კაცს შეეშინდა ისტერიკა არ დაემართოსო და წავიდა. ქალი კი მალევე დაწყნარდა და ძიება განაგრძო.
თორმეტი წლისა იყო, ელექტრო ბოძზე აძვრა. იქ დიდი ძაბვა გადიოდა და ელექტროშოკი მიიღო. როცა ძირს ეგდო და მის თვალებში ღრუბლები ირეკლებოდა, ყველას ეგონა რომ მკვდარი იყო და არ ეკარებოდნენ; მერე ექიმი მოვიდა, მაგრამ ექიმსაც ეგონა რომ მოკვდებოდა და დიდად არ გამოუდვია თავი. ის კი იწვა საკაცეზე და დედის ტირილი ესმოდა; მაშინ სურდა თავი მოეტრიალებინა და დაენახა, კიდევ ვინ ტიროდა, მაგრამ არათუ თავს, თვალებსაც ვერ ამოძრავებდა.
საავადმყოფოში მიყვანისას გუგებს რეაქცია არ ჰქონდათ სინათლეზე, მაჯისცემა იყო სუსტი, მხოლოდ ძუძუსთავებზე ჩქმეტისას შეირხა სხეული.
_ მაინც მოკვდება! _ ხმამაღლა თქვეს პრაქტიკანტებმა და პირველად მაშინ შეეშინდა.
ოთხი დღე ისე გადადიოდა ცხადიდან სიზმარში, თვითონაც არ უწყოდა. სულ რაღაც წერტილი ელანდებოდა, რომელიც ჯერ უზომოდ იზრდებოდა, ოთახის ხელა ხდებოდა, მერე კი კვლავ პატარავდებოდა და ყელში ეჩხირებოდა.
მასთან პალატაში, ორმოცდაორი წლის ქალი იწვა. ის თვითმკვლელობის ცდით შემოიყვანეს. ვენები ჯერ დანით დაეჩიჩქნა, მერე კი კბილებით ამოეგლიჯა და დაეღეჭა. ძლივს იხსნეს. მერე დედა უყვებოდა, სულ იმას ვფიქრობდი, თუკი ეს ქალი გადარჩა, რატომ ჩემი გოგო არ უნდა გადარჩესო და მართლა გადარჩიო. არადა, რა იცოდა დედამ, რომ მისი შვილი, მხოლოდ იმიტომ დარჩა ცოცხალი, რომ ვიღაცა კეთილმა ილოცა მისთვის. არა, ნაცნობმა არა, ნაცნობის ლოცვა ამ შემთხვევაში არა ჭრის, უთუოდ ვინმე უცხომ, რომ არ იცნობდა ისეთმა.
მას მერე ეძებდა იმ უცხოს, იქნებ ვიპოვნო სადმეო, თუმცა, პრინციპში, რომც ეპოვნა, რიტი უნდა გადაეხადა სამაგიერო? მაგრამ ამას მერე მოიფიქრებდა. მანამდე კი ეძებდა და რადგან მეტწილად ავადმყოფებთან ჰქონდა საქმე, უფრო მათ შორის ეძებდა.
როცა პალატიდან გამოვიდა, მთავარი ექიმი დაინახა. სურდა პირი მოერიდებინა, მაგრამ კაცმა შენიშნა და დაუძახა.
_ ნესტან!
ექთანი მიუტრიალდა და უხმოდ შეაბიჯა ცარიელ პალატაში. მთავარ ექიმს ცოლიც ჰყავდა შვილებიც, მაგრამ ეტყობა რაღაც მაინც არ აკმაყოფილებდა, ამიტომ, პერიოდულად, განტვირთვის მიზნით, მინეტს აკეთებინებდა ნესტანს. ექთანი წინააღმდეგობას არ უწევდა და ამ მორჩილი ხასიათის გამო თუ იყო, ხანდახან სასურველი ქალივით რომ ეფერებოდა მთავარი ექიმი:
_ Ты ангела мояб ты моя милинка! _ ამტვრევდა რუსულს კაცი და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
გაუგებარია, რატომ ეფერებოდა რუსულად, როცა დედ-მამით წინაპრებითაც სრულიად ქართველი, თელაველი ბალაშვილი იყო, თუმცა რას გაიგებ სიყვარულისას?!
სწავლობდა ყოველთვის ცუდად, მაგრამ სამსახური კარგი იშოვა, რაც აბსოლუტურად მისი მეუღლის მშობლების დამსახურება იყო, თუმცა არც არასოდეს უარყვია ეს.
_ არსებობს გამდიდრების ორი გზა, _ ამბობდა ის, _ ან უნდა იყო მდიდარი მშობლების შვილი, ან შენ უნდა ითხოვო ფულიანი კაცის გოგო. ვინაიდან მე ღარიბ ოჯახში დავიბადე, ავტომატურად ავირჩიე მეორე გზა, _ მგონი გაამართლა.
ცოლი შეუხედავი იყო, ამიტომ მასთან ნასვამზე წოლა დასჩემდა. ქალი უპრეტენზიო გახლდათ, შვილებმა კი საბოლოოდ მაინც დედა შეიძულეს.
უკანასკნელი თორმეტი წლის მანძილზე დადიოდა ამოჩემებულ აბანოში, სექსის დროს მაისურს არ იხდიდა და ერთი და იმავე დალაქთან იჭრიდა თმას.
მისი დალაქის აზრით, ნოდარი რთული ხასიათის კაცი იყო; მის ნერვუილ ბუნებას კი თმის არასწორი ვარცხნა განაპირობებდა, მაგრამ ექიმი მაინც ჯიუტად ისე იჭრიდა თმას, როგორც თვითონ სურდა.
_ მისმინე, ნოდარ! _ ეუბნებოდა დალაქი _ ხომ ხედავ, შენი თმა მარცხნივ იზრდება, შენ კი მარჯვნივ იწევ _ არ შეიძლება! შენ უნდა იყო პოეტი და არა ექიმი, უნდა გაუშვა თმაც და წვერიც და გაბედნიერდები.
ნოდარი კი იღლიებსაც იპარსავდა და თმაც მოკლე ჰქონდა.
_ მაგას ისეტი გაფშეკილი თმა აქვს, დიდი ძღრენუა და ჯიუტი ვინმე იქნებაო, იყო დალაქის პირველი დიაგნოზი და არც ცდებოდა.
საერთოდ, თუკი თმის ექსპერტი შეიძლებოდა გვეწოდებინა ვინმესთვის, ჟორა პირველი მათგანი იყო.
_ იმდენი თმა მაქვს შეკრეჭილი, რომ გადააბა, გაგრამდე ჩავაო, ამბობდა ხშირად და არ ტყუოდა, თუმცა, უფრო მეტ მანძილსაც გულისხმობდა ალბათ, როცა ამბობდა გაგრამდე ჩავაო, უბრალოდ, რატომღაც ყველაფერს გაგრასთან აკავშირებდა.
"_ ეგ რა ტუფლია, ტო, აი გაგრელებს რო ეცვათ ხოლმე!..”
"_ ერთი ტაქსისტი დადიოდა ჩემთან, ცოლი ჰყამდა... უჰ, გაგრელი რა!”
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჟორას გემოვნების ქალი მაინცა და მაინც ზღვაზე აღზრდილები ვერ იყვნენ. დალაქს, როგორც თვითონ ამბობდა, სუნსულა, ანუ დიდგაბარიტებიანი ქალები მოსწონდა (ჩემი აზრით, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჟორა ხორციანი საჭმელების მოყვარული იყო და დასანახავად ვერ იტანდა წვნიანებს და ბოსტნეულს). დამლაგებელი ქალი კი ეუბნებოდა, მოკლე ასო გაქვს და ალბათ იმიტომ მოგწონს სქელი ქალებიო, მაგრამ დალაქის სიცილით ვერ დაასკვნიდა კაცი, მართალს ამბობდა დამლაგებელი, თუ ტყუილს.
ფაქტი კი ერთია, ახალგაზრდობაში "პობედა” და "ოცდაოთხი” მოსწონდა, ახლა კი "რასკოშნი კადილაკზე” ოცნებობდა და სულ უნდოდა დიიდი სახლი ჰქონოდა, _ თვრამეტ საძინებლიანი (შესაძლოა ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა! _ ავტ. შენიშვნა)
ხშირად უთქვამს, რომ სხვა დალაქებისაგან განსხვავებით, კლიენტი მისთვის "თავი” კი არ იყო, არამედ უპირველესად "ადამიანი _ კერძო პირი!” (შესაძლოა ინდივიდს გულისხმობს) და ამიტომაც ჟორას შექმნილი ჰქონდა მსოფლიოში პირველი მეცნიერული (ზეპირი) გამოკვლევა ადამიანის თმასა და მის პიროვნულ მახასიათებლებს შორის კავშირზე.
ამ თეორიის შესახებ იცოდა ყველა მისმა მუდმივმა კლიენტმა, ამ კლიენტების ნაწილის ნათესავებმა და სილამაზის სალონის ხშირმა სტუმრებმა, ლოთებმა და დალაქივით გამომგონებლებმა.
სხვათაშორის, ჟორას სილამაზის სალონი სულაც არ გახლდათ მხოლოდ სილამაზის სალონი. აქ საინტერესო მეცნიერული მსჯელობები ჰქონდათ და ისტორიულ თუ პოლიტიკურ საკითხებსაც თამამად განიხილავდნენ.
ერთ-ერთი ასეთი უცნობი მეცნიერი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არყის დიდი მოყვარული, სიკვდილის მოშიში ლიოვა იყო. ლიოვა ოცდამეთერთმეტე ქარხანაში მუშაობდა ოდესღაც, ახლა კი კაცმა არ იცის რითი გაჰქონდა თავი. ჰქონდა ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ საინტერესო აღმოჩენები, რომელთაც, რატომღაც ლექსად წერდა.
ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენა იყო, თუ როგორ გავუხანგძლივოთ ადამიანს სიცოცხლე.
ლიოვას ამ საკითხზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი და აინტერესებდა, რატომ ცოცხლობდნენ მათუსალა და ბიბლიური პატრიარქები მეტხანს, ვიდრე თანამედროვე და შუასაუკუნეების ადამიანები. ეს მეტად რთული და ამაღელვებელი საკითხი გახლდათ და ლიოვამაც თავისებურად გადაჭრა: _ "საჭიროა დედამიწის ბრუნვის სიჩქარე გაიზარდოს; შესაბამისად გაიზრდება დროის დინება და შესაბამისად მოგვემატება ასაკიც.”
_ აი, მე ხო ვარ ახლა ორმოცდათხუთმეტის. წარმოიდგინეთ, დედამიწას რომ ორჯერ სწრაფად ეტრიალა, ხომ ვიქნებოდი... ას სამოცდა ხუთის?! და ბავშვის გაკეთება კიდევ შემეძლებოდა, აზრზე ხარ?
_ შეგეძლებოდა, თორე შენც რა!
_ რა რა?
_ რა რა და... _ აღარ დაუმთავრა თანამოსაუბრემ, მაგრამ ლიოვა მიხვდა, რასაც ის გულისხმობდა.
უხმოდ ადგა და სახლში წავიდა. გზაში შვილზე ფიქრობდა.
ჯაო ბავშვობიდან უცნაური იყო. სამი წლისამ აიკვიატა, ჰაერში რაღაცეებს ვხედავო და მას მერე დარწმუნებული გახლდათ, რომ ჰაერი ლაქებიანი იყო.
წლისაც არ იყო, როცა დედას ხელიდან გაუვარდა და ცხვირი გაუტეხა. ამ ცხვირის გამო, ყველა ბოქსიორ ჯაოს ეძახდა, თუმცა ყველაზე ცუდად ჩხუბი იცოდა.
ხუთი წლისამ პირველად ნახა მეტრო და ოცნებად ექცა ვაგონში, ზედა საკიდარისათვის მოეკიდა ხელი, მაგრამ როცა ნატვრა აისრულა მიხვდა, რომ არ ღირდა ასეთ უმნიშვნელო რამეზე ოცნება, თუმცა მეტრო დასჩემდა.
ცამეტი წლიდან ჯიბგირობდა. მერე უეცრად შეიცვალა, ცოლი მოიყვანა და სახლში დაჯდა, მაგრამ ერთ თვეში ცოლი გააგდო და ისევ ჯიბგირობა დაიწყო. ცოლთან დაშორების მიზეზს არ ასახელებდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით თავად ქალისაგან გახდა ცნობილი, ჯაოს ვერ აუტანია ცოლის მხრიდან "არატრადიციულ ორგანოებზე” მოფერების სურვილი.
ქალი მეორედაც გათხოვდა და ხშირად ხვდებოდა ჯაოს, ახალ ქმართან ხელბორკილებით გადაბმული. ესეც სიყვარულის თავისებური გამოვლინება იყო ალბათ, თუმცა ჯაო ფიქრობდა:
_ არა, არ უყვარს ქმარი. სიარულზე კი ეტყობა, რომ საკეისრო ოპერაცია გაიკეთა.
თავად ჯაო კარგახანს ნარკომანობდა კიდეც; მერე, ერთ დღესაც, დაღლილი სახით ეკლესიაში წავიდა და მამაო მონახა, აღსარების თქმა მინდაო. მამაომ შეხედა და უარი უთხრა. ჯაომ კვლავ ჯიბგირობას მიჰყო ხელი, მაგრამ ერთი წლის თავზე, იმავე მამაოსთან მივიდა და კვლავ სთხოვა აღსარება მიეღო. მამაო შეპირდა მივიღებ, ოღონდ ორი საათი დამელოდეო. ორი საათის შემდეგ კი კვლავ რაღაც მოიმიზეზა და უარი უთხრა. მესამე დღეს, ჯაო კიდევ მივიდა მამაოსთან, ოღონდ ამჯერად აღარაფერი უთქვამს. მამაომ მხარზე დაადო ხელი, ეკლესიაში შეიყვანა და აღსარება ათქმევინა.
ჯაო ორი დღე ცუდად იყო. მერე კი ადგა და ისევ საჯიბგიროდ წავიდა. ამასთან ეკლესიაში სიარულსაც მოუხშირა, თუმცა ტაძარშიც არ ამბობდა უარს სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფაზე.
რა უფრო დიდი ცოდვაა მოპარვა, თუ ტაძარში მოპარვა? _ ფიქრობდა ჯაო და მამაოს უყვებოდა ყველაფერს. მამაოს არ ესმოდა, რატომ ჯიბგირობდა ტაძარში ჯაო მაშინ, როცა მთელი გულით ინანიებდა ცოდვებს, მთელი არსებით ლოცულობდა და ყველა წირვას ესწრებოდა.
ჯაო თვლიდა, რომ უმეტესი დრო, ან მეტროში უნდა გაეტარებინა, ან ტაძარში. თვითონ ტაძარი ერჩივნა, მაგრამ მეტრო ასრებობისათვის სჭირდებოდა. მაშინ ადგა და ორიგინალური ხერხით ორივე სურვილი დაიკმაყოფილა _ ეკლესიაში ჯიბგირობდა.
მერე ამასაც შეეშვა და ხელის მტევნები წითლად შეიღება და მორჩილი გახდა. მამაო (და სხვათაშორის სხვა ყველაც ვინც ჯაოს იცნობდა) ბედნიერი იყო ჯაოს გარდასახვით, მაგრამ არ ესმოდა, რატომ შეიღება ჯაომ ხელის მტევნები.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს საკითხი არ აინტერესებდა, ტოტალიზატორა ბესო იყო.
ბესოს შემდეგნაირად ახასიათებდა ერთი ნაცნობი მძღოლი: _ როგორი კაცია, იცი? აი, როგორ გითხრა, კაცი რო მანქანის უკანა საბუქსირეს მოხსნის ეგ ტიპია, რა!
ნაცნობი მაღაზიის გამყვიდველის აზრით კი: _ მსხვილ კუპიურას რომ მოგცემს, რო ხურდის გამორთმევის არ შერცხვეს, _ ეგაა!
ან, ერთის თქმით, გასვენებაში, ჭირისუფალს მკერდზე რომ უყურებს და ცუდი განზრახვით რომ კოცნის და უსამძიმრებს, დაახლოებით მაგას ჰგავსო.
ძალზე ძნელი სათქმელია, დაეთანხმებოდა თუ არა ამ მოსაზრებას ბესო, ალბათ, ყველაზე სწორი იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ ნაკლებად დაინტერესდებოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების აზრი არ აინტერესებდა; სწორედაც რომ აინტერესებდა, რადგან უბნელების მიერ უარყოფითად შეფასებული "ჩაქუჩა ერიქსონი” ერთი ბეწო მოტოროლათი გამოცვალა.
თვითონ უფრო ერიქსონის აპარატი მოსწონდა, მაგრამ არა გამასხარავებული ერიქსონის. ამიტომ წავიდა, გამოცვალა და ვითომშემთხვევით ამოიღო უბნელებთან ახალი ტელეფონი. უბნელებს არ გამოპარვიათ ეს ფანდი და ვითომ ვერ შეამჩნიეს, ბესოს კი ეს არგამოპარვა არ გამოპარვია და ჩაიცინა.
ფული არ უჭირდა; თითქმის იმდენი ჰქონდა ხოლმე ჯიბეზე, რომ ხუტ კაცს რესტორანში დაპატიჟებდა, მაგრამ მისი დაპატიჟებული კაცი არავის უნახავს, თუმცა არც თვითონ დადიოდა სხვის ხარჯზე.
მანქანა და ტანსაცმელი დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ მაინც, ყველაზე გემოვნებით თვითონ იცმევდა და ყველაზე კარგი მანქანაც თვითონ ჰყავდა. ერთადერთი, რაც მართლა თავდავიწყებაში აგდებდა _ ფეხბურთი იყო. ფეხბურთის სიყვარულმა მიიყვანა ტოტალიზატორამდე, მაგრამ იქ იმდენი წააგო, რამდენიც არ უნდა წაეგო და უვებ გადაწყვიტა ამ საქმიდან თავადაც ეშოვნა ფული. ტოტალიზატორების კუშების მიხედვით, ნისიაზე უწერდა ხალხს ბილეთს და საკმაოდ კარგი მოგებაც ნახა. ორ თვეში, ტოტალიზატორებში აღარ უშვებდნენ, რადგან უამრავ კლიენტს ართმევდა მათ. მართალია ბევრს არ მოჰქონდა ვალი, ბევრი ვალს ვალზე იდებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოგებული იყო ბესო.
ტოტალიზატორა უბნელებმა შეარქვეს მას მერე, რაც ტოტალიზატორის კარებთან მდგომი, ფსონების მიღებაში გართული ბესო დააყაჩაღეს.
იმდენი ფული არ წაუღიათ, რომ გაკოტრებულიყო, მაგრამ ბესომ მაინც ძლიერ განიცადა.
მერე პირისპირ შეეჩეხა ერთ-ერთ ყაჩაღს და გაიხსენა საიდანაც ეცნობოდა, _ გვერდით უბნელი იყო. და ბესოს სისხლი მოაწვა ყელში, მაგრამ თავი შეიკავა და შური არ უძიებია.
რომ დავჭრა, _ ფიქრობდა ბესო, _ გამოჯანმრთელდება და სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებს, რომ მოვკლა, ათი იმდენის გადახდა მომიწევს პოლიციაში და შეიძლება ესეც არ მეყოს.
ასე რომ, ტოტალიზატორამ შეირჩინა ფულის წართმევა, თუმცა უფრო ფრთხილი გახდა, _ დიდი თანხის ჯიბეზე ტარებას შეეშვა და ჯაოს იყენებდა გვერდით.
ხანდახან (დაახლოებით ორ თვეში ერთხელ)იცვამდა უზარმაზარ ჩექმებს, ბუშლატას და ტყეში მიდიოდა. არც სასმელი, არც საჭმელი, არც იარაღი, არც ასანთი. უბრალოდ მიდიოდა და მთელი რამე რომელიმე ხის ქვეშ იჯდა. ვერ იტყოდით სიამოვნებს სიბნელეში და (ზამთარში) სიცივეში ჯდომაო, მაგრამ ის მაინც იჯდა. იმ ფიქრებით იჯდა, რომ შეუძლია გადაიტანოს მარტოობის, სიცივის, შიმშილისა და წყურვილის ეს ღამე, ეს საშინელი სიბნელე და ისევ დაბრუნდეს შინ.
ბესოსაგან განსხვავებით, მისი ძმა, შემდგომში დად წოდებული, სულ სხვა ხასიათის ადამიანი იყო. ბავშვობიდან რატომღაც მხოლოდ თოჯინებით ერთობოდა და მარტოდარჩენილი, კაბებს ატარებდა. თვრამეტ წლამდე ვერ ბედავდა მამისა და ძმისთვის ეთქვა, რომ ნიკოს მაგივრად სურდა რქმეოდა ნათია და რომ აღიზიანებდა საკუთარი უშველებელი ასო.
თვრამეტი წლისამ, საკუთარ დაბადების დღეზე, ჩუმად ნაყიდი კაბით გაიარა სტუმრებს შორის და რომელიღაც ცნობილი მომღერალი ქალის სიმღერა წაიღიღინა. მამამ დანის ჩარტყმა მოუნდომა შვილს, მაგრამ რატომღაც სწორედ მაშინ დაეწყო კენჭის გავლა თირკმელებში. ბესომ გვერდითა ოთახში გაიყვანა ძმა (და) და უღვთოდ ცემა. თხუთმეტიოდე წუთში, ძმა (და) აღარ იყო ისეთი ლამაზი, როგორც ცემამდე, მაგრამ მან ვერასოდეს გაიგო, რატომ არ შეიძლება ადამიანი იყოს იმ სქესის, რომელისაც უნდა რომ იყოს.
მერე ის სახლიდან გაიქცა და როგორც ოჯახის წევრები მალავდნენ, წერილი გამოაგზავნა, ოჯახზე უარს ვამბობ _ გავთხოვდიო.
მამა ღვთის რისხვად თვლიდა შვილს და ლოგინად ჩავარდნილი, საშინლად ნანობდა თავის მრავალრიცხოვან სასიყვარულო კავშირებს.
ერთმა სტუმართაგანმა კი, რომელმაც დაბადების დღემდე სამი დღით ადრე ნახა ნიკო (ნათია) იწინასწარმეტყველა:
_ მაგას ქალური სული უდგას!
მაშინ ცოლმა გააჩუმა, ნუ სცოდავო, მაგრამ როცა დაბადების დღეზე, ქალად გამოწყობილმა იუბილარმა გაიარა და უშნოდ გამობერილი კაბა ხელით დაიფარა, "წინასწარმეტყველმა” სიხარული ვეღარ დამალა:
_ აკი ვამბობდი?!
ნიაზის თქმით, ნიკომ (ნათიამ) ისე ჩამომარტვა ხელი, მივხვდი რაღაცაში რომ იყო საქმეო.
ერთხანს თვითონაც მოსწონდა ქალის სუნამოების ხმარება, მაგრამ მერე გადაეჩვია, თუმცა მაინც რბილ ტუალეტის წყლებს ისხამდა.
_ ქალური ტიპის ქალებს, ჩემი კაცური ჰაბიტუსით ვხიბლავ, კაცური ტიპის ქალებს კი _ ქალის სუნამოთი! _ ამბობდა ნიაზი და მართლაც უამრავი ქალი ჰყავდა.
სიძეს კი სიმთვრალისას ეჩხუბებოდა _ შენი ცოლი შავ საცვლებს ხმარობს. ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს _ ან ის ქვრივია, ან... ან შენ იძინებ მალე! როცა გათხოვილი ქალი შავ საცვლებს ატარებს, მას საკუთარი სექსუალური ცხოვრება არ მოსწონს.
საერთოდ, ნიაზი უცბად შეგიფასებდა ქალს მი-მოხვრით, ლაპარაკით, გამოხედვით და... საცვლების ფერით.
ჰქონდა საკუთარი თეორია ხელის თითებსა და საშოს ფორმას შორის არსებულ კორელაციაზე. ამტკიცებდა სექსის, ნადირობისა და ჩხუბის მსგავსებას და ამბობდა, რომ არსად შეხვედრია ჩაით გამაძღარი კაცი და სექსით გამაძღარი ქალი.
სუსტი სქესის წარმომადგენელთაგან, ყველაზე ადვილად დასაყოლიებლად თვლიდა "ულვაშებიანს” და მიაჩნდა, რომ ამაღლებულ ბალიშზე თავის დება სექსუალურ სიზმრებს იწვევს.
_ ქალი მაზოხისტია, ცემე ის და ეყვარები, _ ატკიცებდა ნიაზი და კაცის სადისტობის ბუნებრივობაში დარწმუნებული ირტყმევინებოდა.
ინტიმში დაჩაგრულად კაცს თვლიდა, როგორც გამღებს, ქალს კი მადლობა უნდა ეთქვა მიღებისათვის.
_ კაცი ნეტარებისათვის არ ირჯება, _ ეს ხომ წამებია! ქალს კი სექსი სიამოვნებს!
მერე სადღაც გაიგო, რომ ნარკომანების "პრიხდი” და ქალის ორგაზმი თითქმის ერთი და იგივე სიამოვნება იყო და ნეტარების წყურვილით, თუ უბრალოდ იმიტომ, რომ ალტრუისტი არ იყო, წამლის კეთება დაიწყო. კაიფში წვებოდა ქალებთან და ორმაგ სიამოვნებას იღებდა.
სიძე კი ვერასოდეს უბედავდა შეპასუხებას, ჩუმდებოდა და ცოლს ეუბნებოდა:
_ მამაშენი დაიღუპება და ჩემთან მოუწევს მოსვლა!
ცოლი ქმარზე უთქმელი იყო. თავს ხრიდა და ტიროდა. როცა ქმარი დაინახავდა ცოლის ტირილს, ისიც ტიროდა და მერე ბავშვებიც იწყებდნენ ტირილს.
მათ მაცივარში არასოდეს იდო ორი სხვადასხვა კერძი, მაგრამ შვილები მაინც არ წუწკობდნენ სხვასათან.
მამა დამკრძალავ ბიუროში მუშაობდა კატაფალკაზე და ხანდახან უმცროსი ვაჟიც მიჰყავდა ხოლმე გასასეირნებლად. ბავშვს უკვირდა, როცა მამა უცნობების კუბოებთან და საფლავებთან იცრემლებოდა, რადგან ჯერ იმ ასაკში არ იყო მიხვედრილიყო, რომ მამა ამას წრფელი გულით კი არ აკეთებდა, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჭირისუფლებს მეტად აჩუყებოდათ გული და მძღოლისათვის ფული ეჩუქებინათ, თუმცა, თუკი არ აჩუქებდნენ, კაცი ჩუმად მაინც არ შეიგინებოდა და ბოღმას არ ჩაიდებდა გულში.
ცოლიც ისეთი შეხვდა, როგორიც სურდა, თუმცა თავად არ იყო დარწმუნებული ისეთი ქმარი იყო თუ არა, ცოლი რომ ნატრობდა.
_ ცოტაც მოვითმინოთ, ცოტაც, წაგვივა მუშაობა და მერე... _ ეჩურჩულეოდა მეუღლეს ღამ-ღამობით და ბედნიერი იმედით გაბადრულები იძინებდნენ.
ცოლი ბაღში მუშაობდა, მაგრამ ყოველ დღე აპირებდა თავის დანებებას. ქმარი არაფერს ეუბნებოდა, ცოლს კი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა.
ბოლოს მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო: _ გამგემ სამსახურიდან დაითხოვა ქალი; ყველაფერი კი ასე იყო:
გამგემ, რომელსაც საბავშვო ბაღთან ერთად "სექსი-ტელეფონით” მომსახურების ოფისი ჰქონდა გახსნილი, უცხოური გრანტი მიირო უპატრონო ბავშვთა სახლის გასახსნელად საკუთარი ბაღის შენობაში. ბავშვთა სახლი გახსნა, მაგრამ ახლა ახალი გრანტი მიიღო ამ ბავშვებისათვის ექსკურსიების მოსაწყობად და მთელი ქვეყნის შემოსატარებლად.
ბავშვები ძირითადად უმცროსი ასაკისანი ჰყავდა, ამიტომ (ალბათ) სამართლიანად ჩათვალა, რომ ისისნი დიდად ვერაფრით გაარჩევდნენ სიამოვნებების ხარისხებს და ამიტომაც, ჩასხა საკუთარი აღსაზრდელები სამარშრუტო ტაქსში, აიყვანა კუს ტბაზე და უთხრა:
_ ბავშვებო, ესაა შავი ზღვა! აბა, გაიმეორეთ: _ შა-ვი ზღვააა!
ბავშვებისათვის პრინციპში მართლა შავი ზღვა იყო, მაგრამ ნიამ (ნიაზის შვილმა, ანუ ქმრის ცოლმა) ვეღარ მოითმინა და საგრანტო კომისიის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც ბავშვები უყვებოდნენ, თუ რა სიამოვნება მიიღეს შავ ზღვაზე და რომ იქ ნაყინები და ჰამბურგერები ჭამეს და კიდევ ნატრობენ იქ წასვლას, პირდაპირ და მოურიდებლად გაუმხილა, რომ არავითარი შავი ზღვა არ ყოფილა და რომ გამგე ბავშვების ფულს იჯიბავდა.
კომისიის წევრმა გაკვირვებით შეხედა ნიას და რატომღაც მეზობლის ქალი გაახსენდა.
ის ქალი სულ მუდამ აოცებდა თავისი ექსცენტრიული ჩაცმით, პირდაპირი ლაპარაკით და უცნაური გამოხედვით. გაგონილი ჰქონდა, რომ ქალი მანიით იყო შეპყრობილი, მანიით _ მასზე კარგი ელაპარაკათ. საკმარისი იყო გაეგო, ჩემზე ვინმე ცუდს ამბობსო, რომ მისულიყო ავის მთქმელთან და იმდენი რამე ეჩუქებიდა, ან ისე დახმარებოდა, რომ აუცილებლად კარგი ეთქმევინებინა.
ამ ქალს, ახალგაზრდობაში მსახიობობა სდომებია, მაგრამ სოფელში დაბადებულს, მამის თანხმობა ვერ მიუღია. განიცდიდა საკუთარ სიქაჩლეს და გრძნობების მაგდალინელი იყო; მაგრამ ხანდახან აუტანელიც კი გახლდათ ეს თავმდაბლობა და სურვილი რამე გეთხოვათ მისთვის.
კაცთან სიახლოვე არ უგემნია, თუმცა მაინც არ სძულდა კაცები და არც კაცებს სძულდათ იგი.
ერთი საიდუმლო გატაცება ჰქონდა ქალს _ წერილებს სწერდა ადამიანს, რომელსაც მხოლოდ შორიდან იცნობდა და რომელზეც ოცი წლით იყო უფროსი.

წერილი #1

ნეტავ იცოდე რა ამაზრზენი სიცილი გაქვს და რა საშინელი პირი. ნეტავ საერთოდ იხეხავ კბილებს?
როცა დადიხარ, მგონია, რომ ბატს ვუყურებ. ან ეს ამდენი ზიზღი საიდანა გაქვს სულში? ნუთუ ადამიანს არ გაუზრდიხარ?
ყველაზე საშინელი მაინც შენი მუწუკებიანი სახეა; რატომ გაქვს მუწუკები? წარმომიდგენია როგორ დგახარ ხოლმე სარკესთან და როგორ ირწყავ მათ, ან როგორ ისმევ მალამოებს. არ გიშველის, რაგდან ეგ შენი სულის მუწუკებია.

წერილი #2

ნეტავი ეკლესიაში როგორ დგება შენს გვერდით ხალხი? ან ის ხატი, შენ რომ ემთხვევი... როგორ უნდა ეამბოროს ამ ხატს სხვა? ნეტა ბანაობ საერთოდ? ან ეგ ჭუჭ... საერთოდაც უვარგისი ხარ. მე, შენს ადგილას თავს მოვიკლავდი, ჰო, მოვიკლავდი, რადგან ვის რად უნდიხარ ასეთი? არ გიფიქრია, რომ... შე ბაყაყო! ბაყაყივით რო გადმოგიყრია ეგ თვალები, რას გადმოგიყრია?

წერილი #3

შესახედაობა ხო შენ არა გაქვს და, შე ჭიაყელავ და თან მაგარი უტვინოც რო ხარ?! და არც ფული რომ არა გაქვს და... აზრზე ხარ? არაფერი შენ არა გაქვს _ უბედური ხარ, ღმერთისაგან დაწყევლილი ხარ, რა!
ნეტა შენთან თუ დაწვება ვინმე? ალბათ ვინმე პრინცესას ფსიქოლოგიის ქალი _ კიდევ რო სჯერა _ ბაყაყს თუ ვაკოცებ, უფლისწულად იქცევაო...
შე ვირგლა, შენა! ნეტა ადამიანად თუ განიცდი თავს, თუ რამე შეთითხნილი ცხოველი გგონია?
შენ არავის არ სჭირდები, არავის!
დედამიწაზე ხო ყველგან არასასურველი ხარ, არც ღმერთი მიგიღებს, არც სატანა. ვის რად ენდომები?მაგ გუჯმანა ტანში სულიც ერთი ბეწო და დახლართული გექნება, ვის რად ენდომები?
ნეტავ ერთი რამე ჩამარტყმევინა მაგ ოთხკუთხედ თავში!

ის, ვინც ამ წერილებს იღებდა, რატომღაც ფიქრობდა, რომ ბარათების ავტორი სართულის მეზობელი, ავტობუსის მძღოლი, მისივე თანატოლი ზურიკო იყო. ზურიკო მართლაც კი არის თავისებური ვინმე (ავტობუსში ფირნიში ჩამოკიდა: _ ვინც არ გადაიხადოს, იმისი დედაო!), მაგრამ ასეთ რამეს რატომ იზამდაო, გაიფიქრა მერე და სხვა სავარაუდო ავტორის ძებნა დაიწყო.
მიუხედავად ასეთი წარწერისა, ზურიკო სულაც არ იყო აგრესიული პიროვნება. არა, პრინციპში, გარეგნულად იყო _ მეზობელს ჩხუბში ბოთლი ჩაარტყა, მაგრამ შინაგანად არ იყო.
ზურიკოს რატომღაც მიაჩნდა, რომ შეუძლია ადამიანი თვალებით მოახედოს, ან ვინმე სასურველ პიროვნებას დაესიზმროს, ან სხვისი ტანჯვა და ტკივილი თვითონ იტვირთოს და ამით უშველოს. ეს აზრი განსაკუთრებით განუმტკიცა ერთმა შემთხვევამ, როცა მისი ბიძაშვილის თანაკლასელი გოგონა ელექტრო ბოძზე ავიდა, შოკი მიიღო, სასიკვდილო სარეცელზე დაწვა და ზურიკომ კი ამ სასიკვდილო სარეცლიდან "ენერგიის დაძაბვით” იხსნა. მაშინ მართლა სჯეროდა მე ვიხსენიო და ეს რწმენა მერეც გაჰყვა, მაგრამ რაც იზრდებოდა, მით ნაკლებად ცდილობდა "ეს უნარი” გამოეყენებინა.
ბავშვობაში დარწმუნებული გახლდათ, რომ ქრისტე იყო, მაგრამ მალევე მიხვდა _ ეს მხოლოდ სურვილი იყო მიებაძა წიგნში წაკითხულისათვის; მაშინ დაიჯერა, რომ მინიმუმ რამე მისია მაინც ეკისრა (ვთქვათ სხვები ხსნა და ადამიანებისათვის კარგის გაკეთება), მაგრამ ცხოვრებამ, უფრო ზუსტად კი ავტობუსის მძღოლობამ, ფირნიში ჩამოაკიდებინა:

ვინც არ გადაიხადოს, იმის დედა!

ამის გულისათვის, ერთხელ ვიღაც რეპმენებმა სცემეს და მარჯვენა ხელის ნეკა თითი მოაჭამეს, თუმცა ფირნიში არ ჩამოუხსნია.
ის რეპმენები დაიშალნენ მერე, სამი თუ ოთხნი დარჩნენ და სიმღერა განაგრძეს.
ერთ-ერთი მათგანი, ყველა მუსიკის ავტორი და სოლისტი, ბუკა ნოზაძე, ერთადერთი იყო, ვინც ხელი არ დაარტყა მაშინ მძღოლს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჰქონდა ახალი გაკეთებული და ნაკერების გახსნის ეშინოდა, არამედ იმადაც, რომ უბრალოდ შეეცოდა.
რატომ შეეცოდა? _ იმიტომ, რომ მამამისიც ავტობუსზე მუშაობდა და ხომ შეიძლებოდა ისიც... ასე... ვინმეს?!
სახლში ხმამაღლა უსმენდა ხოლმე საკუთარ შემოქმედებას და ამოუხსნელი სიამაყე იპყრობდა, თუმცა ეს სიამაყე საშინლად საცოდავდებოდა, როცა გაზის ბალონს მიათრევდა დასატენად, ან ნაგავი მიჰქონდა გადასაყრელად. სულ აქეთ-იქით იყურებოდა, ვინმე "ფანმა” არ დამინახოსო და ერთ სიცოცხლეს ათავებდა სანამ შინ მივიდოდა.
რა იცოდა გვერდით გამვლელმა უბრალო ადამიანმა, რომ ეს ჩაჩაჩულშარვლიანი, მსუქანა ბიჭი, ერთ-ერთი წარმატებული რეპმენი შეიძლება გამხდარიყო (ან შეიძლება რომ გახდეს), თუმცა თავად ბუკაც ვერ ხვდებოდა ვინ იყო მის ზევით მცხოვრები, "პაპკით” მოსიარულე ჭაღარაშერეული ახალგაზრდა კაცი.
ახალგაზრდა კაცი, ანუ სანდრო ადამია, შესახედაობით ფიზიკოსს, უფრო სწორად კი, წარუმატებელ ფიზიკოსს ჰგავდა; ჭკვიანი გამოხედვა, სათვალე, მაღალი შუბლი, ცერა თითის მოყვანილობა და ნაოჭების ტრაექტორია მის შინაგან ძალაზე მეტყველებდა; თუმცა სანდროს არასოდეს უსწავლია ფიზიკა და "პაპკასაც” მხოლოდ იმიტომ ატარებდა, რომ არავის ამოეცნო მასში პროფესიონალი მომპარავი.
უბნელი ბიჭები სანდროს დანახვისას ხალისდებოდნენ, თავისკენ უხმობდნენ და ეკაიფებოდნენ ხოლმე, მაგრამ სანდრო მუდამ უსმენდა; მერე, როცა უხერხული სიჩუმე ჩამოვარდებოდა, შეტრიალდებოდა და მიდიოდა. ბიჭებს გულზე არ ეხატებოდათ იგი, მაგრამ რომ სცოდნოდათ, როგორი კარგი სახელი ჰქონდა სანდროს ქურდებში, ალბათ აზრს შეიცვლიდნენ.
თუმცა, თავად ადამიას არ მოსწონდა ქურდები და არც "პადელნიკი” ჰყოლი როდესმე. ყოველთვის მუშაობდა მარტო და არასოდეს ჩავარდნილა. მისთვის ბინის გაქურდვა უბრალოდ გაქურდვა არ იყო _ ეს რიტუალს უფრო ჰგავდა, რომელსაც ქურუმივით ასრულებდა ხოლმე. ტეხავდა მხოლოდ პროკურორებისა და ექიმების ბინებს. პრინციპში, კი არ ტეხავდა _ აღებდა, რადგან მისი გასაღებების აცმა ყველა კარს ხსნიდა.
მიჰქონდა რაც იმ წუთას მოუვიდოდა თვალში, თუმცა შეიძლებოდა ისეთ ხასიათზეც დამდგარიყო, ორი-სამი გზა გაეკეთებინა და თეთრეულიც კი წაეღო.
ერთი აუცილებელი პირობა, რასაც არასოდეს გადაუხვევდა, იყო შემდეგი: _ შესულ ბინაში უნდა ებანავა და მაგიდაზე უნდა გასულიყო კუჭში. სანამ ამ ორ რამეს არ შეასრულებდა, ბინას არ ტოვებდა. სულაც რომ თავს წადგომოდა სახლის პატრონი, მაინც არ წავიდოდა _ თუმცა, უმართლებდა.
რატომღაც უცხოური სიგარეტების კოლოფებში აწყობდა ასტრას და იმას ეწეოდა, მაგრამ სიგარეტს არასოდეს არავის აწევინებდა.
მეგობრები არ ჰყავდა, ხალხს თითქმის არ ეურთიერთობებოდა. ერთადერთი, ვისთანაც ყველაზე ხშირი შეხება ჰქონდა იყო კაცი, რომელთანაც ჭადრაკს თამაშობდა.
კაცს რა ერქვა არ იცოდა, თუმცა არც კაცმა იცოდა მისი სახელი _ ისინი არასოდეს საუბრობდნენ!
ხან თვითონ იგებდა, ხან _ კაცი, ამგარ ვერასოდეს ფრე ვერ ითამაშეს.
კაცს სურდა ეკითხა რა გქვიაო, მაგრამ ერიდებოდა, ერიდებოდა სხვებისგანაც რომ გაეგო, თუმცა მოსარიდებელი არც არაფერი იყო ალბათ!
წერდა ლექსებს, ნოველ;ებს და ისტორიულ რომანებს, ტუმცა დაბეჭდვის საშუალება არ ჰქონდა.
გამოგონებული ჰქონდა წიგნიდან შემოსავლის მიღების ახალი საშუალება, რომლის დანერგვის ფარული სურვილიც ძალიან ჰქონდა.

ნიმუში:

ლევან დადიანი
(მოთხრობას აფინანსებს ცოცა-ცოლა)


და ასე შემდეგ!
ციტატა მწერლის ერთ-ერთი ნოველიდან:
"_ ეს თენგო ბაძაღუა, ის თენგო ბაძაღუაა?
_ არა, ეს ის თენგო ბაძაღუაა!
_ ხოო! ისე რაღაცით თამუნას არა ჰგავს?!
_ რა ვიცი! ე, მართლა გავს! მარა რითი?!”
ოცნებობდა რამე ისეთი დაეწერა, რაც არავის დაუწერია, ან ისეთი, როგორსაც მერე დაწერდნენ (მისი მეგობარი მუსიკოსი ამბობდა ახლანდელ ესტრადაზე ასე: _ ეე, რასაც ახლა ეგენი ჭყავიან, მე სამოცდაათიან წლებში უკვე გამოგონებული მქონდა, პროსტო ვერ ვაჩენდი!).
ცოლ-შვილი არა ჰყავდა და თუ გავითვალისწინებთ მეზობლის ცოლისადმი მის დამოკიდებულებას, მგონი ქორწინების საიდუმლოს მაინცადამაინც დიდ პატივს არა სცემდა.
იმ სხვის მეუღლეს კი ბავშვი არა ჰყავდა, თუმცა ალბათ არც სურდა ჰყოლოდა. ქმარმა იცოდა ცოლის ღალატის შესახებ, მაგრამ შეგუებული იყო. რაღაცნაირად რაღაცნაირი კაცი იყო, კარტის თამაშშიც სულ აგებდა და საერთოდ, მგონი არც არაფერში უმართლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაბოროტებული იყო, მაინც ცდილობდა კარგიც ეკეთებინა, მაგალითად, მუდმივად რგავდა ხეებს (თუმცა კაცმა არ იცის ვისთვის) ან სიგარეტს არ ეწეოდა, მაგრამ ყოველი საათის ბოლოს, ერთ ღერს ანთებდა. მისი აზრით, ეს ორმაგად კარგი იყო: _ ჯერ ერთი ნდომას ამით იკმაყოფილებდა და მეორეც, შხამს ანადგურებდა.
ეს მესამე ქორწინება იყო. პირველი ცოლი მოუკვდა, მეორეს დაშორდა, რადგან ეს უკანასკნელი ორი წელი იყო ორსულად და კაცი ბავშვის მოლოდინმა დაღალა. როგორც მერე გაირკვა, ქალი ორსულად კი არ ყოფილა, არამედ უბრალოდ გაბერილა. ყველაფერი კი გარდაბნელი მოლას გამოისობით მოხდა.
მოლა, სინამდვილეში მოლა არ იყო, უბრალოდ თვითონ დაირქვა ასე.
ორმოც წლამდე, ერთი ჩვეულებრივი სოფლელი კაცი იყო, რომელსაც მართალია რაღაც სიზმრები კი აწუხებდა, მაგრამ არაფერი არაჩვეულებრივი.
მისი დაბადების ზუსტი თარიღი არავინ იცის, რაგდან ბავშვი რეგისტრაციაში არ გატარებულა და არც პასპორტი აუღია. მოკლედ, თუ თანამედროვე გონებით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოლა არც არსებობდა.
თუმცა ალბათ ასრესობდა, რადგან მის შესახებ ყვებიან შემდეგს:
მოლას მამა, ცოლის შერთვისთანავე ყაზახეთში წასულა სავაჭროდ, მაგრამ იქიდან ვეღარ დაბრუნებულა. ასე რომ, ბიჭი შობამდე (შეიძლება ჩასახვამდეც) დაობლებულა. როდესაც მოლას წელი შესრულებია, დედაც ყაზახეთში წასულა ქმრის საფლავის მოსანახულებლად და ისიც იქვე გარდაცვლილა.
ობოლი მოლა ბაბუას და ბიძებს გაუზრდიათ. ოცდახუთ წლამდე უზრუნველად ზრდიდნენ, მერე კი წადი, გზას დაადექი, ხელი გაანძრიეო, უთქვამთ.
მოლა ერთ თვეში დაადგა გზას (ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით) _ საგზაო პოლიციის "დრუჟნიკად” დაიწყო მუშაობა და ამასთან, ცოლად შეირთო ორმოცი წლის ორჯერ დაქვრივებული ქალი.
მოლას კაკლისოდენა ხალი ჰქონია ზურგზე, ხოლო ფეხი _ ორივე მარჯვენა. ხშირად ემართებოდა კრუნჩხვები და გულყრები, რაც, სავარაუდოდ, მის ეპილეფსიით დაავადებულობაზე მეტყველებს.
მოლას რამოდენიმეჯერ თავის მოკვლაც უცდია, მაგრამ მერე გადაუფიქრებია, მოლა თვითდაურქმევია და უშვილოების მკურნალობაც დაუწყია.
რატომღაც მისი პაციენტები მხოლოდ ქრისტიანები იყვნენ, რომელთა დიდ ნაწილს მართლა შეეძინათ შვილები, რომლებიც, რაც იზრდებოდნენ, მით უფრო ემსგავსებოდნენ მოლას. ეს უფრო ბედნიერი და ჭკვიანი ნაწილი იყო ქალებისა, რომელთაც უცებ აუღეს ალღო მოლას მკურნალობის მეთოდიკას და ფართედ გაშალეს ფეხები. ხოლო იმ მცირე ნაწილმა კი, რომლებმაც ფეხი ფეხზე გადაიდეს, რაღაც სითხე მიიღეს საშვილოსნოში, რამაც შემდეგ წყლის დაგროვება და მუცლის გაბერვა გამოიწვია.
ასეთი მუცელგაბერილები ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ არც ისე ცოტანი იყვნენ, რომ გვეთქვა ცოტანი არიანო.
ბოლოს, მოლამ ისე გააფართოვა ბავშვის ჩასახვის წარმოება, რომ ქალაქიდან თავის სახლამდე სამარშრუტო ტაქსიც კი დანიშნა. მანქანის მძღოლი, კვირასი ორ დღეს დადიოდა მოლას ხაზზე და ხელფასს იღებდა. ის კმაყოფილი იყო იმით, რომ დანარჩენ ხუთ დღეს ატარებდა, როგორც სურდა და ისიც რომელიღაც შიგასაქალაქო ხაზზე მუშაობდა.
მძღოლმა არ იცოდა, რომ მოლა, საბოლოოდ, მაინც იყენებდა მას; სანამ ის ხელფასის ასაღებად შედიოდა ოთახში, კოჭლი ქისტი, მოლასთან რომ ცხოვრობდა, საბურავის თალბაქს ხსნიდა, შიგ ჰეროინით სავსე პარკს ამაგრებდა და ისევ ახურებდა. როვა მძღოლი ქალაქში ჩადიოდა და ავტოსადგომზე აჩერებდა მანქანას, იქ მომუშავე დარაჯი (ასევე ქისტი) ამ პარკს იღებდა და სახლში მიჰქონდა. მასთან სახლში ორი ქალი მოდიოდა, რომლებიც სად მიდიოდნენ მერე, კაცმა არ იცის.
მძღოლი კმაყოფილი იყო სამუშაოთი. ერთ წელში იმდენი დააგროვა, უკვე ავტოფარეხის აშენებას აპირებდა, მაგრამ რაღაცა აკავებდა. რა იცოდა, ეს რაღაც რომ არა, სამუშაოს დაკარგავდა, რადგან მოლას მანამ სჭირდებოდა ის, სანამ იმ ავტოსადგომზე აყენებდა მანქანას, რომელშიც ქისტი დარაჯი მუშაობდა.
და დადიოდა თავისი ფორდის მიკროავტობუსით ქალაქის რომელიღაც ხაზზე და ფიქრობდა:
"_ ვის აღარ შეხვდები ამ ქვეყანაზე, რამდენი დარტყმული არ დადის! აგე, იმ დღეს, ვიღაც ტიპმა ორი ძაღლი ამოიყვანა მარშუტკაში, სკამებზე დასვა და როცა ხალხი ამოდიოდა, ადგილი არავის დაუთმო. ჩასვლისას სამის გადაიხადა და წავიდა. ვერაფერი ვუთხარი, რა ვიცი ვინაა?! არადა დაწყვეტაზე მაქვს ნერვები. ყველას უნდა ეფერო, რა!
ხანდახან, უცბად ბრაზდებოდა, ნეტავი ვისთვის ვწვალობო, იტყოდა და სამუშაოსათვის თავის დანებებას დააპირებდა, მაგრამ მერე მიკროავტობუსში ერთი ქალის მიერ დატოვებული რვეული ახსენდებოდა და დანაღვლიანებული ხაზზე გადიოდა.
მძღოლს ოცდაორი წლის ერთადერთი შვილი ჰყავდა დაღუპული, რვეულში კი აი რა ეწერა:
"როცა შენ მოგკლეს, შვილო, მეგონა ჩემი ცხოვრებაც დამთავრდებოდა. თავდაპირველად, შემეშინდა სიკვდილის, მაგრამ მერე ჩემმა შიშმა შემაშინა და ვენები ჯერ დანით დავიჩიჩქნე, მერე კი კბილებით ამოვიგლიჯე და დავღეჭე, რათა არავის გადავერჩინე, მაგრამ ვიღაც ღვთისნიერმა ექიმმა ბოლომდე იბრძოლა და მიხსნა. მაშინ, როცა სიკვდილის სარეცელზე ვიწექი, სულ იმაზე ვფიქრობდი, შეგხვდებოდი თუ არა საიქიოში, მაგრამ სიცოცხლე ტკბილი ყოფილა, შვილო! მე ვცოცხლობდი და რაც მეტად ვცოცხლობდი, მით მეტად მიყვარდებოდა ეს დაწყევლილი ქვეყანა. ერთ დღეს, მოულოდნელად გამახსენდა, როგორ დავიჩიჩქნე ვენები და შიშისაგან ლამის გული გამისკდა, _ რომ მოვმკვდარიყავი?!
ამის გაფიქრებაზე შემრცხვა, _ შენ ხომ მიწაში იწექი, მაგრამ რა მექნა, შვილო, სიცოცხლე ტკბილი ყოფილა, მაგრამ ახლა იმის შიშები დამეწყო, რომ შესაძლოა კვლავაც გამჩენოდა თავის მოკვლის სურვილი.
უძილობისაგან და დარდისაგან ლამის მოვკვდი, მაგრამ თავს ვერაფრით მოვერიე და ეს იმდენად დიდი ტანჯვა იყო, შვილო, გადავწყვიტე კვლავაც მეცადა თავის მოკვლა, მაგრამ ამ დროს დაბრუნდა შენი მკვლელი.
ალბათ მანდაც გაიგებდი, შვილო, ფული გადაიხადა და გამოუშვეს. ის ისე ამაყად და თავმომწონედ დადიოდა, ყველა შიში და დარდი გამიქრა და ერთადერთი მიზნითღა ვსუნთქავდი _ შენი მკვლელი მომეკლა. გაგეცინება, შვილო, შენ რა შეგიძლიაო, მაგრამ...
გეფიცები, გეფიცები, შვილო, მოვკლავდი, აი, ამ ხელებით მოვკლავდი, მაგრამ შენს ოთახში დაკიდებულმა მაცხოვრის ხატმა გადამაფიქრებინა. არა, არ იფიქრო გაგიჟდა დედაჩემიო, დედა გენაცვალოს, ჩემო ბიჭო, მაგრამ ასეა.
იცი, შენი მაცხოვრის ხატი დამესიზმრა. უფალს ჩვენსას, იესოს, გატანჯული სახე ჰქონდა და წყალს ითხოვდა, წყალს, გესმის? ფეხებში ჩავუვარდი და შევტირე: _ რატომ დაუშვი ჩემი შვილის სიკვდილი, ის ხომ ჯერ ჩვიდმეტისაც არ იყო-მეთქი. მაცხოვარმა კი ხელები და განგმირული ფერდი მიჩვენა და მითხრა: _ ეც მომკლეს, მეც მომკლეს, დედიო და წავიდა.
გესმის, გესმის, შვილო, ისიც მოკლეს, მე რაღა მეთქმის?
მაპატიე, შვილო და შავების ჩაცმაც აღარ მინდა რაღაცნაირად...”

მძღოლმა კი ფირნიშის: _ "მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი” გვერდით, თავისი ბატიფეხურით დაწერილი აბრა გააკრა:

ისიც მოკლეს!
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 443 | დაამატა: varse9788 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
2  
ხო, მეც მომეწონა.

1  
Au Dzaan MaGaaRiIiiii MotxroooObaaa smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017