მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 12.12.2017, 05:20
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 149

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 21 » მაგი წინაპარი – (ტიციან ტაბიძე)
12:29
მაგი წინაპარი – (ტიციან ტაბიძე)


გრძელია ჟამი, ღვდელმსახურობს 
რაც ჩემი გვარი. 
ვინ დათვლის წირვას, რაოდენი 
გამოიყვანეს. 

ეხლაც ეზოს წინ დაღვრემილი 
მოსჩანს საყდარი, 
ეს გერბი არი, ამაყ მგოსანს 
რომ დამიხატეს. 


ლოცულობს მამა მწუხრის ლოცვას, 
მუნჯად ვუცქერი, 
ფსალმუნი სულში შეფრინდება 
და იმარხება. 
შავ ანაფორას მეწამული 

გადაკრავს ფერი 
და ვხვდები ეხლა, თუ ქალდეა 
რად მენატრება.
ყვითელ სანთელზე მელანდება 
მე მზე ბრწყინვალე, 

მზის სადიდებლად აზიდული 
დიდი ტაძარი. 
ზვიად ქვის სვეტებს, თითქო ადნობს 
ჰანგი მხურვალე 
და მღერის მაგი, ვინც რომ ჩემი 

დაიწყო გვარი. 
ასე ადიდა წინაპარმა 
ასტარტა მწველი, 
ღვთისმშობლის ქება, ეხლა მამის 
ასველებს წვერებს. 

არ დალეულა ჩვენ მოდგმაში 
ჯერე მლოცველი, 
გადახდილ წირვის დათვლა თვითონ 
ღმერთს დააბერებს. 

წინაპართ ჩრდილნო, გულს არ დაგწყვეტთ 
ჩამომავალზე, 
მე მაბეზღებენ, რომ მხედავენ 
აქამდისინ მშვიდს. 

და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურგია 
მე თავის თავზე, 
ქვეყანას მაინც გადაუხდი 
ერთხელ პანაშვიდს... 
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 478 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017