მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 12.12.2017, 05:21
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 149

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 2 » მწყემსის ქალი - (ვაჟა ფშაველა)
22:37
მწყემსის ქალი - (ვაჟა ფშაველა)
დაგძინებია, ქალაო, 


ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, 

ნეტავი გამაგებინა, 

რა გესიზმრება, ღვთიანო?! 

მოფრენა უდაბურს ტყეში 

ღამით რისაგან გრგენია? 

ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს 

ვეფხვი, დათვი, ან მგელია! 

ფეხთ ქალამნები აცვია, 

ტანთ კაბა გაცვეთილიო; 

თავი უდვია მკლავზედა, 

უჩანს თითები თლილიო... 

თუმც დაღლილს დასძინებია, 

მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო. 

ზურგზედა გუდა ჰკიდია, 

თავით კობალი უძევსო. 

ამ ტყის ანგელოზს გოგონას 

ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო. 

საბთხილო კია ზეცაო, 

შენ გევედრები ბეჩავი, 

იმ დღიდან ამ დღემდისინა 

მუდამ ვყოფილვარ ბედშავი: 

მა გოგოს კალთა აფარო, 

არიდო ყველა მას ავი. 

თუ მის თვალები გაჰქრება 

და სხივს არ მომაყრიანო, 

გულის წყლულს არ მომირჩენენ, 

ნისლებს არ გადმიყრიანო, 

რაც ქვეყანაზე მიწაა, 

სულამც მე მომაყრიანო. 

თქვენც გეხვეწებით, ხეებო, 

და შენც, მდინარევ ხმიანო, 

ე გოგო - ჩემი სიცოცხლე - 

არაფრით დამიზიანო!

კატეგორია: ლექსი | ნანახია: 400 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017