მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ოთხშაბათი, 22.11.2017, 22:57
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 148

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 24 » საქართველოში – (ლადო ასათიანი)
22:47
საქართველოში – (ლადო ასათიანი)

საქართველოში იბადებოდნენ

და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:

ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.


თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს

ერთი იმედით: სიცოცხლე მარად

გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.


საქართველოში როცა კვდებოდნენ,

უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:

ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!


ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,

ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!

ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,

მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.


რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,

როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!


1939


კატეგორია: ლექსი | ნანახია: 378 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2017