მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 19.04.2024, 22:50
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


რაც უნდა ვიყო მართლა მორჩილი,

ერთი ხმა მეც მაქვს - მომეცით სიტყვა;

არ მინდა ვიყო მე მონოზანი,

თუ მოგონება სირცხვილით მირტყამს.

ჩემო ტფილისო, როცა ვიგონებ,

რომ გალეწიეს ბავშვების კალო,

მეც მინდა ტანჯვა გავიზიარო,

მეც მინდა ცემით რომ დავიღალო.


სრულად ნახვა
Категория: პოემა | Просмотров: 1130 | Добавил: kela | Дата: 05.06.2011 | Комментарии (0)

კარი პირველი-
თორმეტი წლიდან მე არ მაცლიდნენ
ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები...
მე დამქაშები საიდუმლო ჰანგებში მცდიდნენ,
თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები.
ყოველდღე მოდის სიღარიბე...
დილები – ბურით...
გადამიშენდნენ დღეს წითელი ხარები,
დაობდა ზეცა, დაიფარა ბნელ ფაიფურით...
დაინგრა ტვინი... დავეხეტები.
მზიანს მიპირებს ღამე ჩათრევას;
ხანჯლიან შვადღეს ვერ ვიხედები,


სრულად ნახვა
Категория: პოემა | Просмотров: 910 | Добавил: kela | Дата: 05.06.2011 | Комментарии (0)

ჰოსპიტლიდან გამოვიდა და ძველი „06" ჟიგულისაკენ გაემართა.თხუთმეტი წლის წინ შეიძინა , ოთხმოცდა ექვსში, საბჭოთა პერიოდში ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა, ისიც ჩაეწერა რიგში და იყიდა. კარები გამოაღო , ჩაჯდა, წინა სავარძლებს შორის მოთავსებული დაფა ,ზედ რომ ტაქსი ეწერა, მარცხენა ხელით ავტომობილს ზემოთ მიამაგრა.
ჰოსპიტალში ქირურგის სანახავად იყო მისული. შუათანა ქალიშვილს ოპერაცია სჭირდებოდა.მანამდე კი მრავალ ექიმს შეხვდა.ყველამ ერთი და იგივე უთხრა, ხარჯი 300 დოლარზე ნაკლები არ იქნებაო.სამხედრო ქირურგი კი ბოლოს ერთმა, ძველმა ნაცნობმა ურჩია.„ის თავისი საქმის ოსტატია,თანაც ხარბი არაა".
მართლაც საუბარი კარგად წარიმართა.150–ზე შეთანხმდნენ, 50 დოლარი კი დამხმარეებზე დაიხარჯებოდა. 150 უკვე ჰქონდა. მას შემდეგ რაც ექიმებმა იგი ოპერაციის აუცილებლობაში დაარწმუნეს, ბავშვებს ლუკმა–პურს აკლებდა და როგორღაც მანეთ– მანეთ შეაგროვა.ახლა კი 50 დოლარი უკლდა. ფიქრობდა იქნებ ნაცნობ მეგობრებისაგან ესესხა და როგორმე 200 გაეხადა.„დაწყევლილი დროა,ვინმესგან ვალის აღებისასაც ოფლში იწურები – გულმართალსა და ჯომარდს ფული არ აქვს ,ფულიანს კი გული".
„ნარიმანოვის " მეტროსთან რომ მივიდა, გაიფიქრა, იქნებ სახლში შეევლო და ცოლი გაეხარებინა.მაგრამ შეამჩნია რომ , გაჩერებაზე რომელზეც თვითონ ჩერდებოდა და კლიენტებს ელოდა, სხვა ტაქსი არ იყო, გადაიფიქრა. შვიდ წელიწადზე მეტი იყო , რაც ეს გაჩერება მის სამუშაო ადგილად იყო ქცეული. ქუჩის ბოლოში მდებარე ქარხანა, სადაც ჩვიდმეტი წელი იმუშავა და ჯილდოს–ჯილდოზე იღებდა,ნელი–ნელ ამცირებდა თავის ნაწარმს, ბოლოს კი ყველას თვალწინ მოუკეტა კარები და ბოქლომი დაიდო. რამდენიმე თვე სამუშაოს ეძებდა. ყველა იმედი რომ გადაეწურა და მეზობელი ისლამის რჩევით საჭეს მიუჯდა, თავისი ჟიგული ტაქსად აქცია, ცოლ–შვილს მშიერს არ ტოვებდა. ისლამი ერთ დროს ცნობილ კულტ საქონლის სავაჭრო ბაზაში მუშაობდა.შეძლებულად ცხოვრობდა. მეზობლებსაც ხელს უმართავდა, ვისაც რა დასჭირდებოდა, საწყობიდან მოჰქონდა, თავის ფასში .ბაზის დახურვის შემდეგ, ისლამმა ბედი ვაჭრობაში სცადა,მაგრამ არ გაუმართლა, ვალებში ჩავარდა, რის ვაი– ვაგლახით გადაიხადა.მას შემდეგ ოჯახის სარჩენ ფულს ტაქსაობით შოულობდა.
თავიდან ცივად უარყო ისლამის წინადადება, შემდეგ კი იძულებული იყო დათანხმებულიყო. თავიდან ძალიან ეჩოთირებოდა, ნაცნობ მეგობრებს ხვდებოდა, ანდა მას იცნობდნენ. ფულის აღება ეთაკილებოდა.ერთხელ უნამუსო კლიენტი შუა გზაზეც კი ჩამოსვა და სახლში დაბრუნდა, მაგრამ მეუღლისა და შვილების განცვიფრებულ, კითხვის ნიშნით განმსჭვალულ მზერას ვერ გაუძლო და ისევ საჭეს მიუჯდა. უთქვამთ, „დრო ყველაფრის მკურნალიაო" და ისიც შეეჩვია თავის ახალ მდგომარეობას, კლიენტებს, სამუშაოზე ახალ მეგობრებს. მათ შორის ყოფილი რაიკომის თანამშრომლები, ინჟინრები, ექიმები იყვნენ.
...... ავტომობილის მინაზე კაკუნმა ფიქრებს მოსწყვიტა. უცხოელები იყვნენ. მსუქანი, დაბალი მამაკაცი და საშუალო ტანის გამხდარი ქალი. ხელში რამდენიმე სავსე პაკეტი ეჭირათ.„პლიზ ,პლიზ " თქვა ქალმა და უკანა, მარჯვენა კარი გამოაღო. ქალი შეეცადა მიეხვედრა, რომ ქალაქისკენ მიდიოდნენ.მეტროს შემოუარა და „მოსკოვის" პროსპექტზე გავიდა.სარკეში შეამჩნია ,რომ კაცი იღეჭებოდა ,გაიფიქრა „ესენიც ბევრს ჭამენ".პაკეტში ქექვის შემდეგ, ამერიკელმა ფახლავა ამოიღო და ყლაპვა დაიწყო, თითქმის დაუღეჭავად.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1165 | Добавил: varse9788 | Дата: 05.06.2011 | Комментарии (0)

ორის ბიშოპი, კორნელის უნივერსიტეტის რომანულ ლიტერატურის პროფესორი, სწორედ ის პიროვნება გახლდათ, რომლის ინიციატივით საუნივერსიტეტო კომისიამ ვლადიმირ ნაბოკოვი რუსული ლიტერატურის პროფესორის თანამდებობაზე მოიწვია. აქედან დაიწყო ნაბოკოვისა და ბიშოპის მეგობრობა, რომელმაც ოცდახუთ წელს გასტანა. ქვემოთ გთავაზობთ ბიშოპის მოგონებებს ნაბოკოვის შესახებ, რომლებიც მწერლის სამოცდაათი წლისთავისთვის დაიწერა.

დაახლოებით 1941 წელს ნაბოკოვის (ჩემი ამერიკული წარმოთქმის გამო ოდნავ შეცვლილი) გვარი საკუთარი ცნობიერების ნაწილად ვაქციე. მის მიერ \\\"ატლანტიკ მანსლიში\\\" გამოქვეყნებულმა მოთხრობებმა (ახლა ეს უკვე კლასიკაა) მომაჯადოვა აღქმის უჩვეულო სიმძაფრითა და ბრწყინვალე სტილით. ნაბოკოვის ზოგიერთი ფრაზა ახლაც მანუგეშებს ხოლმე, როდესაც ღამღამობით ნათელხილვები ძილს მიფრთხობს. სწორედ იმ დროს ფილიპ მოზლიმ, რომელიც კორნელის უნივერსიტეტში რუსეთის ისტორიას ასწავლიდა, მირჩია, აუცილებლად მოგვეწვია უნივერსიტეტში ნაბოკოვი. აქ მის გვარს კარგად იცნობდნენ: ვლადიმირის ბიძაშვილი, ნიკოლაი (\\\"ბაგაჟის\\\" ავტორი) თანამშრომლობდა მახლობელ ველს-კოლეჯში, იგი მუსიკის შესანიშნავი პედაგოგი გახლდათ. ერთხელ (მგონი, 1944 თუ 1945 წელს) ითაკას თვით ნაბოკოვიც ეწვია და მოხსენებით წარდგა (დიდი წარმატებით) \\\"წიგნისა და თასის\\\" სტუდენტურ კლუბში (არ ვიცი, ვინ ითავა ამ შეხვედრის მოწყობა. იმხანად იქ არ ვიმყოფებოდი).
ომის დამთავრების შემდეგ დამნიშნეს იმ კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც დაევალა ღირსეული კანდიდატის შერჩევა სლავური ლიტერატურის პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. კომისიამ \\\"ასპარეზს\\\" თვალი გადაავლო და \\\"შეამოწმა\\\" პრეტენდენტთა მონაცემები. არჩევანი შევაჩერეთ მაღალი სამეცნიერო ხარისხების მქონე რამდენიმე პიროვნებაზე. ერთ-ერთი კანდიდატი იყო ნაბოკოვი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში პეპლების კოლექციის მცველად მუშაობდა და, ამასთან, უელსლის კოლეჯში მიჰყავდა ლიტერატურული დაოსტატების კურსი. მის ერთადერთ ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომს წარმოადგენდა მონოგრაფია გოგოლის შესახებ. ეს თხზულება გენიალურ, თუმცა - ექსცენტრიულ თხზულებად ითვლებოდა. სიტუაცია მართლაც რომ განსაკუთრებული იყო. ნაბოკოვს არც ასპირანტურა დაემთავრებინა, არც მაღალი სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა მოპოვებული. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა ის ითაკაში მოიწვიეს და მოიხიბლნენ ნაბოკოვის ერუდიციითა და დახვეწილი მსჯელობით. კომისიაში შემავალი ცალკეული პიროვნებების ყოყმანის მიუხედავად, უნივერსიტეტმა მაინც შესთავაზა ნაბოკოვს სლავური ლიტერატურის ადიუნქტ-პროფესორის ადგილი. ის 1948 წელს შეუდგა მუშაობას და კორნელის უნივერსიტეტში დარჩა 1959 წლამდე.
ნაბოკოვი კითხულობდა რუსული ლიტერატურის საშუალო სირთულის კურსს და, აგრეთვე, სპეცკურსს მის მიერ შერჩეულ თემაზე: \\\"პუშკინის შემოქმედება\\\" ან \\\"მოდერნიზმი რუსულ მწერლობაში\\\". ის თაყვანს სცემდა დიდებულ რუსულ ენას და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, როდესაც ცუდად მომზადებული სტუდენტები ამ ენას ამახინჯებდნენ. ამერიკელი სტუდენტების მიერ ოჯახებიდან შეთვისებულ პოლონურსა და უკრაინულ აქცენტებს, მათ აბნეულ ლუღლუღს ნაბოკოვი პირად შეურაცხყოფად ღებულობდა (ამასთან, ეს იყო სრულიად კანონზომიერი სიტუაცია: სტუდენტთა უმრავლესობა რუსულ ენას სწავლობდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში და უფლება არა გვაქვს, გავაკრიტიკოთ პირველი სასწავლო წლის შესავალი კურსი მისი ელემენტარულობის გამო). ვლადიმირი არ მიმართავდა პედაგოგიურ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას: თუ სტუდენტები ვერ ერევიან დავალებებს, პროფესორები მათ დატვირთვას უმცირებენ და საკუთარ ნერვებს ზოგავენ.
ულ სამყაროს. მწერალს აინტერესებდა ადამიანის ქცევა და არა - ამა ქვეყნის ძლიერთა ფუჭსიტყვაობა.

სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 984 | Добавил: varse9788 | Дата: 05.06.2011 | Комментарии (0)

ჰმ!
ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული, მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად. თეორიები მრავალია, მაგრამ რა?..
ამ ამბის გაცხადება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ყოველი მკითხველი წერას ისწავლიდა (და შეუძლებელი საქმე შეიქნებოდა ყოველივე ხელოვნება). მე არ მინდა იმ ევროპელ მოგვებს დამადარონ, მწიგნობრობას კასტის საუფლოდ რომ აცხადებენ. მწიდნობრობა, ლიტერატურა სხვაა, პოეზიაკიდევ სულ სხვა. სამწუხაროა, დარვინისებური სელექციის კანონი ადამიანს რომ ვერ მიუყენეს.
ვეცდები ნაწილობრივად მაინც გიპასუხოთ. მე შემიძლია შემოქმედებითი მუშაობის გარეგნულ ვითარებათა გამო მოგითხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინმეს გამოადგეს ჩემი დაკვირვებანი). თუ ის ბალღები, ახლა რომ ქართველი დედების კალთაში, ან აკვნებში წვანან, ჩემზე უკეთ დაეუფლებიან ქართულ სიტყვას, ეს ფრიადაც გამეხარდება.
საერთოფ, ქვეშეცნეულად ვწერ. მეტწილად სათAაურიდან გამოვდივარ: ვერ გეტყვით თუ როგორ ხდება ეს, როგორ გამოუდგება ერთს ან ორ სიტყვას, სათაურში გახმაურებულს, ათასი და ათი ათასი (როგორც ახლად გაჩენილ დედას _ ნაყარი ფუტკარი). სათაურის დაწერიდან უკანასკნელ წერტილის დასმამდის შემდეგი პროცესებიც უნდა ვიგულისხმოთ. სამჯერ, ოთხჯერ, ხან მეათეჯერაც გადაწერა, მერმე მანქანაზე გადაბეჭდვა, გადანაბეჭდის კორექტურა, შემდეგ ანაწყობის მრავალკეცი შესწორება და შემოწმება. ჩემი ნაწერების კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის. წერისა და გადაწერის დროს მე დიდის სიყვარულით ვეთამაშები ქართულ ასოებს, გაოცებული შევსცქერი მათ. ანი ნამგლისათვის მიუმსგავსებია ქართველ ხალხს, ბანი ყელმოღერებულ ქართულ სურებს, დოქებს და ჭინჭილებს. განი ლაგვინებს და ქვევრებს ჰგავს. კბილიოანი ასოები ღ, ყ, ლ, დ, რაღაც ქვეწარმავალს მაგონებს, ზოგიც ხერხებს, სათლელ, სახლეჩ ან სატეხ ხელსაწყოებს. ძალიან მახარებენ ღერიანი ასოები, ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით წამოვლენ. განების, ყარების, დონების, ენების, ვინების ფეხები ხრმლებს, წერაქცულებს და წათებს მიაგვანან. ინები ცხენების ნალებს. ვინ იცის, ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიის ხრიოკებიდან ომითა და ზათქით წამოსულს.
ყოველი ქართული ასო რაღაც უცნაური სიმბოლიკის აღმძვრელია ჩემს წარმოდგენაში. მე დიდის სიამოვნებით დავსწერდი ანბანთქებას.
როცა წერით დავიღლები, თვალს შევავლებ ხოლმე ასოებს, გაოცებული შევცქერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ იეროგლიფებს. თანაც მოშაინესავით მიხარია, რომ ლინგვისტები და ფილოლოგები ვერაჟამს ჩასწვდებიან მათთვის ჩათქმულ საიდუმლოებას.


სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 900 | Добавил: varse9788 | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)


”რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

რუსთაველი.

I


აღმობრწყინდა მზე დიდებულადა

და განანათლა ქვეყანა ბნელი,

კავკასის მთების წვერთა მაღალთა

ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.

აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,

ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,

იგივ ზვიადი, იგივ მძვინვარი,

იგივ დიდებულ და დადუმებულ.

ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად

ცის გასარღვევად აღმოზიდულა,

მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად

თითქო განგებით შეყენებულა.

მისი ყინულით ნაკვეთი თავი

მოირთო მზისა ოქროს სხივებით,





სრულად ნახვა
Категория: პოემა | Просмотров: 1923 | Добавил: kela | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის გამორჩეული,


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1273 | Добавил: varse9788 | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური მიიღო.

ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი ანნას სახლიდან და ერთი ვიწრო თახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა, - დაღლილ მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტებით გაკეთებული ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი შრომა.

თავისი დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს წმიდათა წმიდაში შეთვისებული ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის განმარტოებით უშფოთველად ცხოვრობდა, გამუდმებულ შრომაში იყო; ლოცვა, წმინდა წიგნების კითხვა, ხელსაქმე და შინაური საზრუნავი მთლიანად ავსებდა მის მორჩილ და წყნარ ცხოვრებას: ადამიანთა შორის ის მხოლოდ ღმერთისთვის არსებობდა და იოსების ოჯახი მისთვის იგივე იყო, რაც სამლოცველო სახლი. ის ძველებურად ართავდა, საეკლესიო შესამოსლებს ქსოვდა და მისი ყველა ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო.

ბოლოს უფლის წელიწადის სანატრელი დროც დადგა: მოაღწია დღემ, რომელსაც ადამიანთა მოდგმა 5000-ზე მეტ წელს ელოდა. წმიდა მამათა თქმით, ქალწულმა მარიამმა საღვთო და საწინასწარმეტყველო წიგნებიდან იცოდა, რომ აღთქმული მესიის მოსვლის ჟამი მოიწია და დანიელის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწოდონ მას სახელი ემანუელ" და თავის წარმოსახვაში ხშირად ვარაუდობდა, რომ ეს კურთხეული ქალწული ამქვეყნად უკვე არსებობდა. მისი სული მხოლოდ ნანატრი მესიის სიყვარულით კი არ იწვოდა, არამედ იმ ქალწულისადმი თაყვანისცემით, რომელიც მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ცრემლით იმეორებდა თავის ლოცვებში, რომ ღირსეყო უფალს, აღთქმული მესიის დედა საკუთარი თვალით ენახა და მომსახურებოდა მას, თუნდაც მისი უკანასკნელი მხევალი გამხდარიყო.

გადმოცემა გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ ტაძარში ყოფნისას ქალწულმა მარიამმა მიიღო საიდუმლო ნიშანი, რომ მისგან სიტყვა ღვთისა შეისხამდა ხორცს. ერთხელ ღამით, როდესაც ჩვეულებისამებრ მეორე კრეტსაბმელის მიღმა ლოცულობდა, მაღლიდან სხივი დაეცა მას და მოესმა ხმა: „შენ შობ ჩემს ძეს".



სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 909 | Добавил: Admin-Gio | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

ქალწულებრივი სიწმინდე - იესო ქრისტეს მიერ სათნოყოფილი და ქრისტიანების მიერ პატივცემული, ებრაელთათვის სათნოებად არ მიიჩნეოდა. ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო. მით უმეტეს, ყველა ნორჩი, მოზარდი გოგონა დავითის სამეფო შტოდან მოვალე იყო, დაქორწინებულიყო იმ იმედით, რომ მეფე-მესიას წინასწარმეტყველი დავითის ტომიდან მოელოდნენ.

როდესაც ქალწულ მარიამს 14 წელი და 11 დღე შეუსრულდა, მღვდელმთავარმა მას განუცხადა, რომ წესის მიხედვით, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, გათხოვილიყო და საკუთარ სახლში დასახლებულიყო. ყოვლადწმიდა ქალწულმა მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, რომ იგი დაბადებიდან მშობლების მიერ ღვთისთვის იყო შეწირული, შემდეგ, როდესაც ასაკი შეუსრულდა, თვითონ დადო აღთქმა, რომ ქალწულებას სამუდამოდ დაიცავდა და ამ აღთქმის დარღვევა არ სურდა.

მღვდელმთავარი ასეთმა მტკიცე გადაწყვეტილებამ მეტად განაცვიფრა, ღვთისმსახურებიც შეცბუნდნენ. მათ არ შეეძლოთ, არად ჩაეგდოთ კანონი და ასევე არ შეეძლოთ, ქალწული იძულებული გაეხადათ, რომ აღთქმა დაერღვია. ყველა ტაძარში შეიკრიბა და მხურვალედ ლოცულობდა, რომ ღმერთს მათთვის თავისი ნება გამოეცხადებინა. მღვდელმთავარი წმიდა შესამოსელით შემოსილი შევიდა კრეტსაბმელის მიღმა და ღირს იქმნა, რომ ღვთის ნება შეეტყო. მას მოევლინა უფლის ანგელოზი და უთხრა: „ზაქარია, შეკრიბე იუდას ტომის, დავითის სახლის უცოლო მამაკაცები და უბრძანე, რომ ყველამ თავისი კვერთხი მოგიტანოს, ვისზედაც უფალი გარდამოავლენს ნიშანს, მიეცი მას ქალწული, რათა დაიცვას ქალწულება მისი". მაშინ იუდეის შემოგარენში მაუწყებლები დაგზავნეს და მათი მოწოდების თანახმად, მამაკაცების დიდი სიმრავლე შეიკრიბა. მღვდელმთავარმა თორმეტი ღვთისმოსავი და მოხუცებული კაცი აირჩია დავითის ტომიდან, ყველას გამოართვა კვერთხი, ტაძარში შევიდა და ლოცვა დაიწყო, რათა თვით უფალს გამოერჩია კაცი, რომელიც ქალწულზე დაწინდვის ღირსი იქნებოდა. კვერთხები მთელი ღამით დატოვეს ტაძარში. როდესაც მეორე დღეს მღვდელთმთავარი ეკლესიის მსახურებთან და თორმეტ მოხუცებულთან ერთად ტაძარში კვლავ შევიდა, ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლებულიყო, ხოლო, როცა მღვდელთმთავარმა ყველას დაუბრუნა კვერთხი და უკანასკნელი იოსებს გაუწოდა, დაინახეს, რომ ზეციდან მტრედი ჩამოფრინდა და კვერთხზე ჩამოჯდა. იოსები, რომელიც ქალწულ მარიამს ნათესავად ერგებოდა, მართალი იყო და მესიის მოსვლას მოუთმენლად ელოდა. მან ღრმა სიბერეს მიაღწია, ამ დროისათვის ის 80 წელზე მეტისა იყო, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, - თავისი ცოლის სალომეას სიკვდილის შემდეგ, ქვრივად ცხოვრობდა და ექვსი მოზრდილი შვილი ჰყავდა, ოთხი ვაჟი: იაკობი, იოსია, სიმეონი და იუდა და ორი ქალიშვილი: მარიამი და სალომეა (ზოგიერთი საეკლესიო ისტორიკოსი მათ თამარს და ესთერს უწოდებს. იოსებ დამწინდველის შვილებლი იესო ქრისტეს დებად და ძმებად იხსენიებიან; სალომეას ვაჟები - იაკობ და იოანე ზებედეს ძენი კი მის დისშვილებად). მღვდელთმთავრის სიტყვებზე, რომ მან დასაცავად უნდა მიიღოს საღვთო ქალწული, იოსებმა უპასუხა, რომ უკვე მოხუცი იყო, მოზრდილი შვილები ჰყავდა, მარიამი კი ისე ახალგაზრდა, რომ თვითონ ებრაელთა დასაცინი გახდებოდა. ამაზე მღვდელთმთავარმა მას დათანის, აბირონის და კორეას ხვედრი შეახსენა, როდესაც უფალთან შეწინააღმდეგების გამო მიწა განიპო და შთანთქა ისინი: „გეშინოდეს, რომ შენს სახლსაც იგივე არ შეემთხვეს".



სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 1098 | Добавил: Admin-Gio | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

ყრმა მარიამი ღვთის მადლით ცხებული და მშობლების მზრუნველობით გარემოცული იზრდებოდა და განმტკიცდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც იგი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანნამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: „ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ". ამის შემდეგ ანნამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურობა არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.

როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მეგობრები, სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა, ამ შეკრებაზე მან მარიამიც მიიყვანა და ყველას სთხოვა, რომ იგი დაელოცათ. „ღმერთო მამათა ჩუენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა". ამგვარი კურთხევა წარმოსთქვეს ღვთისმსახურებმა მარიამის მიმართ, ხოლო დამსწრეთ უპასუხეს: „ამინ, იქნას ესრეთ".

მარიამს ორი წელი შეუსრულდა. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი გულისა და გონების არაჩვეულებრივი განვითარებულობით, რომელიც ასაკს დიდად აღემატებოდა. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა, მარიამი თავისი ასაკის სხვა ბევშვებს არ ჰგავდა და მართალი იოაკიმე ჩქარობდა, იგი აღთქმისამებრ ღვთის ტაძარში მიეყვანა, მაგრამ ანნამ, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, სთხოვა, რომ კიდევ ერთი წელი გადაედოთ. ბრძენი მშობლები ასულს უფლის სამსახურისთვის ამზადებდნენ და მასში აყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან, რომ მშობლები ვერ მისცემენ იმას, რასაც ღმერთი მიჰმადლებს. „ისმინე ასულო და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ". - ამბობს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა ღვთის წინაგანგებულების საიდუმლოს აღსრულების დრო. წმინდა ყრმა შედის წმიდათა წმიდათაში, რითაც დასაბამს იღებს ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ის ხომ აურაცხელ ცოდვათა გამო აქამდე მოკლებული იყო სასუფეველს.



სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 845 | Добавил: Admin-Gio | Дата: 03.06.2011 | Комментарии (0)

1 2 3 ... 11 12 »

  Findout.Com - © 2024