მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 19.03.2024, 08:31
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » რომანი

  როგორც პირველი მოცეკვავე შედგება და ელის, როდის ჩაამთავრებენ ცეკვას სხვები, როდის მიეფარება თვალს ბოლო მონაწილე, რათა თვითონ ჩაატაროს მასტერკლასი, სწორედ ასე იდგა ნაიარა გელაშვილი წლების მანძილზე, პერიოდულად ილეთებს ხვეწდა და ელოდა, სანამ გამომსვლელთა ერთი დიდი ნაკადი, ძირითადად ტანის დამსხვრეული მოძრაობებით, არ ჩაივლიდა. 

  საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის წლებში შექმნილმა სოციალურმა ფონმა, გენდერულმა დისბალანსმა, მემკვიდრეობით მიღებულმა

ისტორიულმა სტატუსებმა: ,,მეოჯახე კაცი”, ,,ქალი დედა და ქალი ცოლი” და მრავალმა სხვა ფაქტორმა ადამიანის აქტივობის შემცირება გამოიწვია.
 

სრულად ნახვა
Категория: რომანი | Просмотров: 1103 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ხიდთან დახოცილები უცბად აყროლდნენ. პალა ცკაევი დურბინდით უყურებდა სისხლს დახვეულ ბუზებს და გული ერეოდა. ბრძანება ასეთი იყო: იმდენი ხანი გაეძლოთ, სანამ რუსებს საბაბი არ ექნებოდათ ომში ჩასართველად. კაცმა არ იცის ეს საბაბი რამდენი დღე არ მიეცემოდათ, ამიტომ ჩასაფრებულები სოფლის მისადგომებს ამაგრებდნენ.
დილით ღორები მოვიდნენ და კომაევის ჭამა დაიწყეს. იქითა მხრიდან ვიღაცამ გაისროლა და ერთი ღორი მოკლა, დანარჩენები გაიქცნენ. ცკაევმა ვერ შენიშნა საიდან იყო გასროლა, თორემ ალბათ დაუშენდა.
ბიჭები გაღიზიანებულები იყვნენ. ერთსულოვნება არ იგრძნობოდა. ნაწილი მოითხოვდა ჩვენი ხელით დავხოცოთ მშვიდობიანი მოსახლეობაო, კერძოდ კი მოხუცები და რუსეთის შემოსვლაც დაჩქარდებაო, ნაწილი წინააღმდეგი იყო. თვითონ პალა ხმამაღლა არაფერს ამბობდა, თუმცა გულის სიღრმეში არც თავად იტყოდა უარს ერთი-ორი ბებრის გაგორებაზე. ბოლოსდაბოლოს, ახალგაზრდების სიკვდილს ამათი მოკვლა არ სჯობდა? თუ ქვეყანაში ომია, ყველამ უნდა დასდოს თავი.
სოფლიდან ქალები და ბავშვები კარგა ხნის წინ გაიყვანეს, მოხუცებს აეკრძალათ სახლების დატოვება და იყო ერთი ტირილი და ალიაქოთი. სახლებში შეიკეტეთ და არაფერი მოხდებაო, დაამშვიდეს ყველანი, მაგრამ ორი ბებერი პირველივე შეტაკებისას მოკვდა. ისინი ახლა ხიდთან, ყველაზე განაპირა სახლის ეზოში ეყარნენ. სახლს მიდგმულ ფარდულს გამთენიისას ჭურვი დაეცა და სამხრეთ კედელი ბოლავდა. თუ ცეცხლი სახლსაც მოედებოდა, დამწვარი გვამების სუნი იქაურობას მოწამლავდა. ქარი კი ამათ მხარეს უბერავდა და ერთმანეთში აზელილი მკვდრების და დამწვარი ხეების სუნი მოჰქონდა.




სრულად ნახვა
Категория: რომანი | Просмотров: 1099 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)


  Findout.Com - © 2024