მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ორშაბათი, 21.10.2019, 22:49
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 155

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » ივნისი » 02

ეხ,შვილიერება ჩემი დასრულდა! სამემკვიდრეოდ ვაჟი არ მეყოლა! ცასა და ქვეყანაზე მარტო დავრჩი! დიდ გვარს, დიდებულს ღმერთმა შვილი არ მიბოძა. რა ვქნა, რომ ჩემს უკან არავინ რჩება ჩვენი დიდი გვარიდან! გვარია, განა მატყლია! ჭირს, განსაცდელს, შეწუხებას, ჭირდებულებას რამდენს შევებრძოლე, ისევ ღმერთს უნდა შევწირო მადლობა! __ამბობდა ნამგალივით მოხრილი, თვალზე ნისლ-წაკრული ნათავადარი ყადორი რევოლუციის პირველ დღეებში და თან პირჯვარს იწერდა._დიდება შენდა უფალო დაუსაწყისო! მაგრამ ვინ შესცვლის ზენასუფევას? 

_მითხარ , ყმაწვილო, რომელი ერთი ვიჩივლო? გვარის ამოწყვეტა, მხცოვანება თუ მამულიდან ცარიელათ დარჩომა? _ჩიოდა კომისრის კანცელარიის ზღურბლზე გვარის უკანასკნელი შთამომავალი, გვარის დამბოლოვებელი ყადორი, რომელიც ახლა უკანასკნელად თხოვნით მისულიყო კომისართან, რათა ნაკუთვნილარი საბალახე მთა უკან დაებრუნებინათ საზრდოდ, სარჩომად... ცხენი იქვე, მარგილზე გამოება. ყვავები და ყორნები სდარაჯობდნენ მოლოდინში თავადის რაშს....

ცხენიც მშიერი იყო, ბატონიც! მსახური ბიჭი "შავბეწვა"ღორისწველაშვილი გასცქეროდა.შინ აგარავინ ჰყავდა , გაციებული ოთახი ელოდა, იმასაც ართმევდნენ. ვერა და ვერ ჩამომშორდა იმ დღეს დამკრთალი, შეშინებული, ნათავადარი ყადორი, რომელიც უარით გამოისტუმრეს კანცელარიიდან, კიდეც უთხრეს, რომ მეორერდ აღარ მისულიყო ამ სათხოვარზე.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 667 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

დაგძინებია, ქალაო, 


ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, 

ნეტავი გამაგებინა, 

რა გესიზმრება, ღვთიანო?! 

მოფრენა უდაბურს ტყეში 

ღამით რისაგან გრგენია? 


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 662 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი. ცოლად მას ჰყავდა ყოვლად 


სრულად ნახვა
Категория: მატიანე | Просмотров: 1751 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს:
- დაწერე! დაწერე!
მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე. დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი... სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:
- სად არის მერვე? მე თქვენ გეკითხებით, სად არის მეცხვარე?
- მოვა პატივცემულო, ხომ იცით, შორს ცხოვრობს, - იმხანად ნათესავთან ვცხოვრობდი ლოტკინის გორაზე.
- აგე, აგე მოვიდა, - ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი, თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან.
- რატომ აგვიანებ, ჰა! - მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.
- ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.
- ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.
- მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 732 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები

სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოდური გახდა ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რისი თანაზიარი ხდება.

ჰელოუინი (ინგლ. Helloween) - ძველი კელტების წარმართული ზეიმია. იგი 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერსაც გრძელდება. მისი წარმომავლობა ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება.

მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.

ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.

ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას - სამჰეინს (Samhain). კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს და ასე წყვდიადში ეგებებოდნენ „დღესასწაულს". მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებელს, ბნელეთის ბოროტ სულს (იგივე სატანას) მსხვერპლს სწირავდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს „ნებას დართავდა" ამ დღეს თავიანთ სახლებში „ესტუმრათ". ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების ქუჩებში ხეტიალი - მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს.

დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია „ჯეკის ფარანი" (ინგლ. jack-o'-lantern), იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში. ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.


სრულად ნახვა
Категория: რელიგია | Просмотров: 767 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი)




ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა მოადგა სამშჳლდესა და წარიღო, და ივანე ძე ლიპარიტისი ტყუე ჰყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. ხოლო მას-ვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; და მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნეს ფარცხისს, სძლიეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი, რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის.

და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თჳსსა ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა, და განიყარნეს ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა. ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს. რომელნი-ცა აიხუნეს თურქთა და დაემკჳდრნეს მას შინა. და ვინათგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენ ზედა. რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოჴრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ჩუენ ქრისტიანეთა.

რამეთუ მათ ჟამთა შინა გიორგი მეფესა, ყუელს გარე-მდგომსა, დაესხნეს უგრძნეულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრიად მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა ქრისტიანეთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხჳ.

ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვეცხლისანი, ბაგრატეულნი სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი აიხუნეს იავარად და წარვიდეს. ხოლო გიორგი მეფე წარვიდა მეოტი აჭარით აფხაზეთად. მათ უკუე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა დაემთხჳვნეს ამირანი დიდნი, იასი ვინ-მე და ბუჟღუშ, და მათ თანა სიმრავლე ურიცხჳ თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა. რომელთა იხილეს რა ესე-ოდენი სიმრავლს ოქროსა და სიმდიდრისა რომელი ჰქონდა და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმა-ცა მათგან, ვითარმედ: \"რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქუეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესე-ვითარითა სიმდიდრითა\". ხოლო მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი.

და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის-პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკჳდრი ყოველი. და მას-ვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ ქუეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოსლვადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყჳდეს, თუ სად-ღა ვინ დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი და დიდი თურქობა; რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი ხოლო თუ ვინ-მე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადა-მე ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგრე-ცა მოისრა.

და განგრძელდა ესე-ვითარი ჭირი ქრისტიანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათ-ვე პირველთა საქმეთა-ებრ იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა. და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდეს-ვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოჴრებათასა. რამეთუ წმიდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თჳსთა, ხოლო საკურთხმველნი ღმრთისანი ადგილად არა-წმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნი-მე თჳთ შეწირვასა-ვე შინა საღმრთოსა მსხუერპლისასა მუნ-ვე მახვილითა შეწირულ იქმნეს და სისხლნი მათნი აღირივნეს მეუფისათა თანა და რომელნი-მე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნეს, მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩჩჳლნი მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლთანი. ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქუეყანისანი. და რათა თჳთ მათ იერემიასთა ვიტყოდით, რამეთუ ამან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება, ვითარმედ: \"ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არა-ყოფისათვის მათ ზედა მედღესესწაულეთასა. და ჴელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედებენ, არამედ საზრდელ თჳსსა ჰყოფენ თჳთ თჳსთა მათ საყუარელთა\".და ესენი ესრეთ და ფრიად-ცა უძჳრეს.

ამათ რა საქმეთა ესრეთ ხედვიდა მეფე გიორგი და რამეთუ არა-სადათ იყო ღონე ჴსნისა და შეწევნისა, არ-ცა რა დამ/ჴსნელი ამათ ძჳრთა, რომელ მოეცვა პირი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთა-ცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი მათ აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა. მაშინ ჰყო განზრახვა დიდებულთა თჳსთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვა მაღალსა სულტანსა მალიქ-შას წინაშე.

სრულად ნახვა
Категория: მატიანე | Просмотров: 825 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა
ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ ძემან დავითისმან.
ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე.იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია.ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია, იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ.ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა, იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ, იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი შჳდნი ძმანი,ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით პილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერის-თავად, და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.

ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

ხოლო ვინათგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან. მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ, კათალიკოზი მეცხრე.

მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ. ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ და გუარამ განაჩინეს ერის-თავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელ არს მცხეთას.

ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს და საჰაკ დაუზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა, ხოლო ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერის-თავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინ-მე დედა-კაცი.

და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი.

და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას.

სრულად ნახვა
Категория: მატიანე | Просмотров: 536 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია
TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
ქართლის ცხოვრება
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა,
ტომი 1,
თბილისი
1955
_________________
1
სრულ ყო რა დავით სრბა მეფობრივი ქრონიკონსა სამას ორმოცდახუთსა,
და მივიდა დაუსრულებელსა სუფევასა საუკუნოდ, სიცოცხლესა-ვე შინა
მისსა დასუა მეფედ ძე მისი დემეტრე, და დაადგა გჳრგჳნი თჳთ მისითა
ჴელითა. დაიპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა
მისათხრობელად ბრძენთა ქების-მოყუარეთათჳს. იტყჳს სოლომონ-ცა
მეფე: \"ჟამნი არიან მშჳდობისანი სარწმუნოება მეფეთა, პირველად
მოშიში იყო ღმრთისა. სჳანი და გამარჯუებული, სიმაღლესა და
სიმდიდრესა შინა მდაბალი, და გლახაკთა მოწყალე, ობოლთა და
ქურივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა. მღდელთა და
მონაზონთა კეთილის-მყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა
დიდებულთა სამეფოსა მათისათა და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად
მოუბარი, უხჳ და მბოძებელი. ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო
მისი: ოდეს დიდმან დავით ტფილისი აიღო, ჰერეთი და კახეთი მოირთო,
ციხეთა და ქალაქთაგან კიდე კაცი არსადა იყო. ჰერეთი, სომხითი,
ტაშირი, ჯავახეთი, ქუენა-არტანი და ზენა-არტანი ამათსა მეფობასა შინა
აშენდა, და ტაოს ნაპირნი.
ოდეს ჯერ არა იყო მეფე, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი
დემეტრე და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი
მისნი განაკჳრვნა, და აღიღო ციხე ქალაძორი, და აღივსო ალაფითა და
ტყჳთა ურიცხჳთა, გააქცივნა სუქმანეთნი (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა
დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაათი), თავი ყოვლისა
ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანი

2
სპარსეთობისა, დაჴოცნა და ამოსწყჳდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და
ლაშქარნი მისნი.
ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად
მწურთელი. ვინათგან არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-
ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა \"რომელმან იცოდის ნება უფლისა
თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად\". ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა
კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა.
წარვლო ცხოვრება, და მიიწია სრულ-ქმნილი სიბერესა. შეიმოსა ჩოჴა და
იკურთხა სქემითა. დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა.
და დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა.
შემდგომად მისსა დაჯდა ძე მისი-ვე გიორგი ქრონიკონსა სამას
სამოცდათხუთმეტსა.
ამას-ვე წელსა დემეტრე მეფე მოკუდა, და დაჲ დემეტრესი თამარ,
თიღჳსა აღმაშენებელი, იგი-ცა შემონაზონებული გარდაიცვალა. და დაჲ
მისი კატა დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.
ამის დავითის შვილი და გიორგის ძმის-წული დემეტრე დარჩა, და ოდეს
ორბელნი უკუ-ადგეს გიორგი მეფესა, იგი თანა-უკუ-იტანეს და ლორეს
შედგეს. მუნით გამოასხნა ორბელნი მეფემან, და იპყრნა და დაჴოცნა. და
დემეტრე კლდე-კართა დასუეს, უკანის თუალნი დასწუნეს და მოკუდა
და მცხეთას დამარხეს.
დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს მისგან-
ვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა. ქრონიკონი იყო სამას
სამოცდათოთხმეტი. დემეტრე აბულეთის ძესა ივანეს თავი მოჰკუეთა
ჩხერეს მერეს მეოცესა წელიწადსა მეფობისა მისისასა, და მეტეხთა
დადვა ფიცის არ გატეხისათჳს.
ცხოვრება გიორგი მეფისა
დაჯდა მეფედ გიორგი, უმაღლესი ყოველთა მეფეთასა, მძლე და
მორჭმული მტერთა და შეცოდებულთათჳს, კეთილის-მსახური ღმრთისა.
საყდართა, ეპისკოპოსთა მეუდაბნოვეთა, მღდელთათჳს კეთილის-
მყოფელი იყო და უკადრი შეცოდებისა დიდთა და ცოტათაგან, გლახაკთა
და ქურივთათჳს მოწყალე იყო და ერთგულთათჳს უხჳ და მბოძებელი
იყო.
სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და
მოხარკედ მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი
უშიშად ჰქონდეს.
ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანი

სრულად ნახვა
Категория: მატიანე | Просмотров: 588 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

ცხრიანი. კომპიუტერის ჯოისტიკი. კაცი ასკინკილა ხტუნაობს. უცხო ბებო ველოსიპედით კატაობს. წვერიანი კაცი წევს, დიდი მკერდი აქვს. დილა მწვანდება. მთა. მთის იქეთ კიდევ მთა. იქეთ კიდევ მთა. ქართულის მასწავლებელი _ სახელი და გვარი არ მახსოვს. ჩემი პირველი შეყვარებული ბაღში. ბრინჯის ფაფა. სადარბაზოში ნარწყევია. ის კაცი ხტუნაობს და ხტუნაობს. ვიღაც ქალი მოდის და მეუბნება: _ იქ წაგიყვან, სადაც ღმერთი არ არის, ღმერთი არ არის, ღმერთი არ...

შენი პრობლემა

იმაშია, რომ სამყაროში არ ცხოვრობ. ნებისმიერ საკითხს უღრმავდები, მაგრამ არ განიცდი. ადამიანობა თუ გსურს, გარედან კი არ უნდა უთვალთვალო ცხოვრებას, შიგნით უნდა შეხვიდე. შეიძლება გეტკინოს, შეიძლება გეწყინოს, შეიძლება ატკინო, შეიძლება აწყენინო, მაგრამ ამით არ მთავრდება ცხოვრება.
სამყარო ბოროტია, ეს ფაქტია, მაგრამ სამყარო ბოროტია თვით შენში ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანში. მთავარია მოიშორო დაძაბულობა, ბოლომდე გაიხსნა ყველაფრის მიმართ და დაკარგვის არ შეგეშინდეს. თუ დაკარგვის შეგეშინდება, მერე მთელი ცხოვრება ივლი შიშში.
მოკლედ, ეცადე და შიგნიდან ამოტრიალდი, რომ ახლა უფრო მგრძნობიარე გაგიხდეს კანი, თორემ სასაცილოა შენი თანაგრძნობა, როცა იმ სხვას მხოლოდ აკვირდები.
დახუჭე ერთხელ მაინც თვალი და ეცადე ყოველივე შეიგრძნო, კი არ გაიაზრო _ შეიგრძნო; ან ადექი და უკუნით სიბნელეში მიიღე შხაპი!


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 820 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1108 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,
როგორც დილეგს
და ფილტვებს აივსებს აისით, _
აისის
კვალდაკვალ
ივლის და
ირბენს
თავისუფლება და ხალისი...
მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, 
ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას
და დირიჟორივით
ჰორიზონტს განაგებს.
სიცხის საზომივით გატეხილ ღამეს
ვერცხლისწყლის წვეთებად
ეფანტება ჩემი ფიქრები, _
ისევ ველოდები უებარ წამლებს
და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...
შენ, სულო ჩემო, წიწილასავით
მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
_ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელე
და თავქვე მიდენის ბატებივით
ფარფატა ნისლებს,
მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,
რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.



სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1009 | Добавил: Admin-Gio | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

ომ-გადახდილსა პატარა კახსა 


ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, 

თავი მიეყრდნო უნაგირზედა, 

ტანზე ნაბადი გადაეფინა. 

აღარ სჩანს მტერი - ბრძოლის საგანი, 

თორემ გმირს ძილსა ომი ერჩივნა. 

დარაჯად ადგან შვიდნი ხევსურნი, 

ერეკლეს ცხენიც ბალახსა სძოვდა: 

მიგდებ-მოგდებით ყოფნას ჩვეული, 

თივას და ქერსა არავის სთხოვდა. 


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 679 | Добавил: kela | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)

ქაღალდი და მელანი

საწერ მაგიდაზე დასტად ელაგა სუფთა ერთნაირი ფურცლები. მაგრამ, ერთ დღეს, ერთ-ერთი მათგანი მარყუჟებით, ხაზებით, კაურებითა და წერტილებით სულ მთლად გადაჭრელდა. ეტყობა, ვიღაცას კალამი აეღო, მელანში ჩაეწო, ფურცელზე სიტყვები დაეწერა და ნახატებითაც მოეხატა.
_ რატომ, რისთვის მომაყენე ასეთი შეურაცხყოფა? – ჰკითხა სამელნეს გულნატკენმა ქაღალდმა, - შენმა მოუშორებელმა მელანმა დაალაქავა ჩემი ქათქათა სხეული და სამუდამოდ გააფუჭა იგი! ვის რაღად ვჭირდები ასეთი?
_ ნუ ღელავ! – ალერსით მიუგო სამელნემ, - შენი დამცირება და დათხვრა არც უფიქრიათ, მხოლოდ საჭირო რამ ჩაინიშნეს, ამიერიდან ქაღალდის უბრალო ნაგლეჯი კი არა, არამედ უსტარი ხარ. დღეიდან ადამიანის ნააზრევს იცავ და სწორედ ეს არის შენი პირდაპირი დანიშნულებაც და ფასიც.
კეთილი სამელნე მართალი გამოდგა. ერთ დღეს ადამიანი საწერ მაგიდაზე უწესრიგოდ მიმობნეულ ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს ალაგებდა. ყველას ერთად თავი მოუყარა და, როცა მათ აგიზგიზებულ ბუხარში შეყრა დაუპირა, უეცრად სწორედ ის "დალაქავებული” ფურცელი შენიშნა. ადამიანმა დამტვერილი, უვარგისი ფურცლები ბუხარში შეყარა, ის ფურცელი კი სათუთად შეინახა მაგიდის უჯრაში, როგორც გონების ეპისტოლე.

ტალი და კვესი

ერთ დღეს ტალს ისეთი მოხვდა კვესისაგან, რომ აღშფოთებულმა ჰკითხა:
_ რას მერჩოდი მხეცივით რომ მეცი? არ გიცნობ და არც მინდა გიცნობდე. შენ, ალბათ, ვიღაცაში გეშლები. თუ შეიძლება, თავი დაანებე ჩემს გვერდებს, მე ხომ არაფერს გიშავებ.
_ ტყუილად ნუ ბრაზობ, მეგობარო, - ღიმილით მიუგო კვესმა, - ცოტაც და ნახავ რა სასწაულსაც მოვახდენ შენი წყალობით.
დამშვიდდა ტალი და მოთმინებით იტანდა კვესის დარტყმებს. და ბოლოს, ტალიდან სასწაულმოქმედი ცეცხლი გამოკრთა. აი, ასე ღირსეულად დაფასდა ტალის მოთმინება.
ზღაპარი იმათთვის მოვყევი, ვინც სწავლაში არც ისე ყოჩაღია, მაგრამ თუ მოთმინებას იქონიებს და სიბეჯითეს გამოიჩენს, დათესილი თესლი აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებაო, - ნათქვამია.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 4312 | Добавил: varse9788 | Дата: 02.06.2011 | Комментарии (0)


  Findout.Com - © 2019