მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 29.03.2024, 17:11
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » მასალის არქივი
სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა გულზე ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე. ობლად დარჩენილმა დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის, ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში გაეკვეხა თავით სამუდამოდ.

- ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! - გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები და სიცილით ასკდებიან ერთმანეთს.

- დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის სულს! - ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს.

- დიდროია ბურძგალა!

- დიდროია ხაბაკა!

- დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს გუთურელი ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და ცხელ ქვიშაზე სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის, მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ შარვლის ჯიბეში.




სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1110 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

- ჯემალ, სკრიპკა!
- იანგული, ლაწირაკო!
- ჯემალ, ქამო!
- იანგული, წუწკო ბერძენო!
- ჯემალ, წირპლიანო!
- პატარების ყოჩო!
- ვირისთავო!
- ვირის მწყემსო!
- გოგოების მაჩალკა!
- ხულიგანო!
- თბილისელო ჰარიფო!
- შენი დედა ვატირე, იანგული!
- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!



სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი.




სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1216 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

არასდროს არ დამავიწყდება სალიტერატურო საღამო, რომელშიდაც პირველად გამოვდიოდი. ხუმრობა იყო? სცენაზე ლექსი უნდა წამეკითხა!

დილიდანვე რაღაც საშინელების გრძნობამ შემიპყრო... შიშმა სრულიად დამიმონა...

ერთიც ვნახოთ, დამავიწყდა ლექსი! მაშინ?.. საზოგადოება დაინტერესებულია „ახალგაზრდა მგოსნით", იგი გაფაციცებით თვალყურს გადევნებს, მაგრამ იგი სრულიადაც არ შესწუხდება, თუ შენ ლექსი დაგავიწყდა და შუა ადგილას გაყინდი... რომელიმე დაურიდებელი პირი შემდეგ საყვედურით გეტყვის:

– Публика страдала из-за вас!

მე ძალზე გავიზეპირე ლექსი...

ამ დღეს სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ:

აკაკი, პეტრე გელეიშვილი, პ. ცახელი, იასონ ნიკოლაიშვილი, ვარლამ რუხაძე. იყვნენ სხვებიც. საღამო გელეიშვილის ლექციით დაიწყო, იგი მუსრს ავლებდა ახალგაზრდა მწერლებს. ახალგაზრდა მწერლები კი იქვე ისხდნენ აკაკის ირგვლივ. დათიკო მესხმა მეორე დღესვე ამ თემაზე იუმორისტული შენიშვნა დაწერა. ლექციის შემდეგ აკაკიმ თავისი კლასიკური ლექსები წაიკითხა, აკაკის შემდეგ კი ჩემი რიგი იყო.

მე დავიწყე, მაგრამ ხმა მიკანკალებდა. უეცრად აკაკის დაჟინებული შემოხედვა ვიგრძენი... აკაკი მიცქეროდა და...

ლექსი დამავიწყდა, უნდა გავჩერებულიყავი...

ცივმა ოფლმა დამასხა...

ბედად იმ რითმაზე, რომელზედაც გავჩერდი, მომაგონდა სრულიად ახალი რითმა, ექსპრომტად ავადმყოფური თავგანწირულებით ვქმნიდი ახალ სიტყვებს, ახალ აზრებს, რომელშიდაც საერთოდ არა იყო რა, მაგრამ ემ მსურდა სიტყვების კორიანტელით ამეხვია თვალი მაყურებლებისათვის. ცდა საუკეთესოდ დაგვირგვინდა. არც ერთს დამსწრეს არ შეუტყვია და არ უგრძვნია ჩემი კრიტიკული მდგომარეობა.

საღამო გათავდა. მე დავიფიცე, რომ ამ დღიდან სალიტერატურო საღამოში არ გამოვალ.


სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1067 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

აჰა, თენდება! ოქროსფერ სხივით 

ენთება შენი შარავანდედი, 

მტრედისფერ ცაზე სიხარულია, 

მტრედისფერ ცაზე გამოჩნდა გედი. 

მზისკენ - ვარდისკენ მისი სხივებით 

ანთებული და ფრთანათუთქარი 

ამოსაწუწნად მიდის ღრუბელი - 

ლურჯი ფუტკარი. 

ისარივით ზე აინავარდა 

და ახმაურდა ცად პროპელერი, 

მზის სადიდებლად გუგუნი ისმის, 

განახლებული მღერის სოფელი. 


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 935 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: "მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”. 

ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა. სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას. 

მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან. მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ. 

საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ. 

- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, - ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია. 

- ოღონდაც, ოღონდაც - სთქვა მეორემ, - თუ სხვას ვეღარას მოვიგდებთ გარეთ, ძაღლები მაინც მოვიტაცოთ. ხომ იცით ჩემი ამბავი? თქვენ ჩაგასაფრებთ, მე გამოვიტყუებ, გავუთამაშებ, ჩავუკვდებ-მოვუკვდები ქედანას, შემოგაგდებთ ზედ და მაშინ თქვენ იცით, როგორც გაირჯებით! 

- რა შვილებმა არ ვიცით ჩვენც, როგორ უნდა ჭამა ლეშისა, - სთქვეს სხვებმა სიცილით. თათბირობდენ ფარეხის გატეხაზე. ცხვრის მოგონებაზე ყველამ დაღებული, ცეცხლით ანთებული ლაშები უფრო დააღეს და ნაკვერჩხლებად გამოაჩინეს დიდრონი კბილები. გაჰკრეს, გაუსვეს კბილი-კბილს: აჩქამდა კბილები და საერთო, საშინელ ცეცხლად დაენთო, არე-მარე გაანათა.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 3922 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (1)

არ მიყვარს ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი. ასეთი არ იყო ლეო, მაგრამ მუდამ ვიღაცასა და რაღაცაზე უკმაყოფილო კი მეჩვენებოდა. ვისზე, ვერ გეტყვით, მგონი, თავის თავზე, თუ ჩვენზეც _ ნაცნობ-მეგობრებზე, მტერ-მოყვარეზე, ქვეყნის ბედზე... რა უნდოდა, არ ამბობდა ან იმნაირად მიკიბულ-მოკიბულად ამბობდა, ჩვენ ვერ ვუგებდით. კარგი სალამი, მოკითხვა, საუბარი, ზოგჯერ პატარა ხალისიანი კამათი, წახუმრებაც კი, და განშორება. არაფერი ზედმეტი, გადაჭარბებული, მაგრამ, როცა მარტო ვრჩებოდი, მეჩვენებოდა, რომ იგი ჩემით კმაყოფილი არ იყო. ვერ მივეცი ამ კაცს ის «რაღაცა» და გულს აკლდა. არ წუწუნებდა, არავის უჩიოდა, ღიმილიც იცოდა, სიცილიც და მაინც მეგონა, რომ მეტს თხოულობდა. რაღაც მაახლოებდა ამ კაცთან, მაგრამ ახლოს არ ვიყავი. ჩემზე უკეთესი მეგობარი, ვფიქრობ, არ ჰყავდა, მაგრამ ჩემისთანა კი, მგონი, ბევრი... ოჯახიც ჰქონდა, მტერიც ჰყავდა, მოყვარეც და, ჩემი ფიქრით თუ გუმანით, მაინც მარტო იყო.
ჩვენს უბანში ცხოვრობდა. შეხვედრით ხშირად ვხვდებოდით, უფრო მეტად ავტობუსში, სამსახურის შემდეგ.
ავტობუსში, სამსახურის დაწყებისას და დამთავრებისას, არასოდეს ტევა არაა, მუდამ ზედახორაა, მაგრამ ბილეთის გამყიდველ სქელს ქალს ყოველთვის ჰგონია, წინა კარისაკენ თავისუფლებაა და მძღოლი მანქანას უადგილო ადგილას ამუხრუჭებს, რომ გაჯიუტებული მგზავრები წინ გარეკოს. ავტობუსი ისეა სავსე, ამით არაფერი იცვლება, მაგრამ მებილეთე და მძღოლი თავისას არ იშლიან. ჩვენც ისე მიჩვეული ვართ, ის კი არა, ასე რომ არ მოხდეს, რაღაც გულს დაგვაკლდება.
იმ დღესაც, ერთი-ორჯერ, კარგა მაგრად შეგვახეთქა ერთმანეთს, შეგვამჭიდროვა და როცა ჩვენი უბნისაკენ აღმართს აუყვა, უკანა კართან ჩოჩქოლი ატყდა. მე კაბინასთან ახლოს ვიდექი. ხელიც კი არაფერზე მეკიდა, მგზავრებს შორის ისე საიმედოდ ვიყავი ჩაჭედილი.
ჩოჩქოლმა იმატა და ბოლოს გაკაპასებული ქალის ხმამ ყოველნაირი ხმაური დაფარა.
_ არა, არ გკადრებთ, რომ ხულიგანი გიწოდოთ... ჩემს თავს ვერ ვკადრებ... _ მერე უცებ შეიცვალა და მოულოდნელად ალერსიანი გახდა, _ კოტიკო, შენ რატომ იშლი ნერვებს, რატომ არ უფრთხილდები გულს... _ და სიცოცხლეზე გულგატეხილი ადამიანის ხმით განაგრძო, _ ღმერთო, მომკალი, როგორ წახდა ცხოვრება. გზაში ვერ გაუვლია პატიოსან ადამიანს... კოტე, შენი ჭირიმე, ნუ აყვები ნერვებს... სირცხვილია, მოქალაქევ, სირცხვილი... ადამიანმა რომ შემოგხედოს, კაცს ჰგავხარ.
_ ქალბატონო...
_ არა, _ არ აცალა ქალმა, _ რა ნახეთ ჩემში... რით ვგავარ «ისეთ» ქალებს?!
_ არავის უთქვამს, რომ ჰგავხართ...
ეს ხმა მეცნაურა. ადგილიდან ფეხის მოცვლა არ შემეძლო, თავი მოვაბრუნე, მაგრამ ისევ ვერ გავარჩიე მოდავეები.
_ როგორ?! _ იტკიცა ქალმა, _ იქნებ ისიც თქვათ, რომ მე მოვიგონე? კოტე, ხედავ, რას ამბობს?! კოტე, შენი ჭირიმე, არ აჰყვე!
_ მე არც ეს მითქვამს, _ ისევ ნაცნობი ხმა იყო.
თითის წვერებზე ავიწიე და იმდენი მოვახერხე, ზურგისაკენ მივტრიალდი.
_ უკან დაიწიეთ, უკან! _ წყრებოდა ქალი, _ თქვენ თუ კარგი კაცი ხართ, ბოდიშს მოიხდიდით! კოტიკო, გულს გაუფრთხილდი, არ დამღუპო, კოტე!
ასე გულს ამყოლი კოტეს ხმა ერთხელაც არ გამიგონია და მინდოდა, შემეხედა, რას სჩადიოდა ისეთს, რომ დაიღალა ქალი ამდენი ხვეწნა-მუდარით.
_ ასეთი კაცების სინსილა უნდა გაწყდეს...
_ ქალბატონო, თქვენც ხედავთ, ავტობუსში ტევა არაა... _ დაიწყო ნაცნობმა ხმამ, მაგრამ ქალი მაშინვე პირში ეცა:
_ მერე ამიტომ უნდა ისარგებლოთ?.. მერე ამიტომ არ უნდა ჰქონდეს საშუალება პატიოსან ქალს...
_ გაჩუმდი, _ გაისმა ბოლოს და ბოლოს კოტეს ხმა, _ გაჩუმდი-მეთქი! თქვენ, ამხანაგო!..
_ ამათ არ უყურებთ?! _ გაიოცა ბილეთების გამყიდველმა.
_ კოტიკო, ნუ აჰყვები, ნუ აღელდები!
_ აქ ხალხია და სხვაც დაინახავდა თუ...
_ ხედავთ?! _ იყვირა ქალმა, _ ხალხი, ხალხი დაინახავდაო?! კიდეც რომ დაენახა, ვინ იტყვის, ამოიღებს ვინმე ხმას? ჩვენ აქ ვინ გვიცნობს?..
_ ცნობა რა შუაშია?
_ როგორ თუ არაა, ნაცნობი და უცნობი ერთია?! _ გაკაპასდა ქალი.
_ რა ცნობა უნდა ამ შობელძაღლს, _ აყვირდა ბოლოს და ბოლოს კოტეც.
_ რა ამბავი შექენით! _ გაწყრა მებილეთე და წინ გასძახა, _ შოფერ, გააჩერე, ჩავიდნენ და იქ იდავონ და კისერიც უტეხიათ.
მანქანა მოწყვეტით დამუხრუჭდა და ჩვენ ერთხელ კიდევ მივაწყდით წინ.
_ ჩამოდით, ჩამოდით! _ კაპასობდა ქალი, _ ჩამოდით, მაგრამ თქვენ თუ დამნაშავე არა ხართ, თუ თქვენ მართალი ხართ, არ გაიქცეთ.
_ სად უნდა გავიქცე?! _ გაიკვირვა ნაცნობმა ხმამ, _ რად უნდა გავიქცე?!
_ თუ მართალი ხართ, ნურაფრის გეშინიათ.
_ მე არ მეშინია!
კართან მიიწ-მოიწიეს და ჩასვლისას ლეო ვიცანი.
_ ლეო! _ დავიძახე და ახლა მეც წავიწიე გასასვლელად, _ მოიცა, შოფერ, წინა კარიც გააღე! _ მგზავრებში წვალებით გავძვერი, კიბის საფეხურზე მდგართა შორის გაჭირვებით გავატანე და ძირს ჩავხტი.
მანქანა დაიძრა.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 981 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

ვარიაცია ჯ. ჯოისის თემაზე


სააბაზანოში წვეთავდა? _ არაა! ახსოვდა, ონკანი კარგად რომ დაკეტა, მაგრამ ხმა ხომ აშკარად იქიდან ისმოდა?!
ადგა. ჩუსტები ვერ იპოვა და ფეხშიშველამ გაირბინა ცივ იატაკზე. ონკანი ხელების ფათურით შეამოწმა და მშრალი იყო. ცერა თითები აამოძრავა და შეაჟრჟოლა. სააბაზანოში უფრო ბნელოდა და შეშინებული, კანკალით გაიქცა საწოლისაკენ. ლოგინი ოდნავ გაციებულიყო, საბანი გადაწეული დარჩა და გაციებულიყო. ჩახტა თუ არა, მოიკუნტა და თავი შიგნით ჩაყო. ორ წუთში გათბა და ნელ-ნელა ფეხების გაშლაც დაიწყო.
"შუქი ხომ არ ამენთო?!”
მაგრამ დაეზარა. რა იყო საშიში, კარი ურდულითაც დაკეტა, უბრალოდ...
ისევ წვეთავდა?
მთელი ძალით დაძაბა ყურადღება და... ისევ წვეთავდა!
_ წვეთავს და წვეთავდეს, რა ვქნა?! _ გაიფიქრა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, მაგრამ ვერც იქ მოისვენა, ბუზღუნით ადგა და ისევ გავიდა.
ონკანი მშრალი იყო.
_ ხვალ მოძღვარს მოვუყვები ყველაფერს! _ გადაწყვიტა და გამობრუნდა.
მოძღვარი ისეთი სათნო კაცი იყო, მასთან ყოველივე ავიწყდებოდა ლილის. რამდენჯერ მისულა უბრალოდ სალაპარაკოდ და ხმა ვეღარ ამოუღია, მაგრამ მამაო გვერდით მოისვამდა, რაღაცას ეტყოდა, გააცინებდა და ქალიც კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ.
თავდაპირველად, ცოტა მორცხვობდა, დაბნეული შედიოდა ტაძარში. ბევრ რამეს (განსაკუთრებით ინტიმურ ფიქრებს) მალავდა, მაგრამ მერე თანდათან შეეჩვია და დღეს, უკვე სრული სინანულითა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ენდობოდა მამა სოკრატეს:
_ წუხელისაც ვნახე, მამაო!.. ვითომ ტყეში ვიყავი; უზარმაზარი, უშველებელი ხეები იდგნენ იქ, მამაო! ხე რა გასაკვირია, მაგრამ თითქოს პირველად ვხედავდი. ეს რანაირი ყოფილა-მეთქი, ვამბობდი და ხელით ვეხებოდი.
მერე ის კაცი, არა სხვა კაცი მოვიდა და... ისევ ისე... იქ, მინდორში... მე... იმასმიქნა!..
და შენდობილი, თუმცა ოდნავ დატუქსული, მშვიდად გამოდიოდა ტაძრიდან.
_ მართალია რა! _ ფიქრობდა _ აღარა ვარ იმ ასაკის, მსგავსი სიზმრები რომ ვნახო; რაღა დროს ჩემი ეგეთებია?!
მაგრამ უეცრად აცნობიერებდა, რომ თავს იტყუებდა, რომ სიამოვნებდა, რომ კმაყოფილი იღვიძებდა. ამის აღიარება და გაწითლება ერთი იყო. აღელვებული გადაისვამდა შეღებილ თმაზე ხელს და ჩქარი ნაბიჯით გარბოდა ეკლესიის ეზოდან.
ორმოცდაათი წლისა გახლდათ; შვილი არა ჰყავდა კი არა, კაცის კოცნაც არ იცოდა.
მთელი სიცოცხლე სწავლასა და მუშაობას შეალია და ვეღარც შეამჩნია, როგორ გახდა ოცდათხუთმეტის. მერე დაიწყო ნათესავების მოყვანილი სასიძოების დაწუნება და ამასობაში, ორმოცდახუთსაც გადააბიჯა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, საყვარელს მაინც გავიჩენო და სანამ შესაფერის კაცს იპოვნიდა, რძალმა ეკლესიაში მიიყვანა თავის მოძღვართან.
ტაძარში სიმშვიდე იყო, სხვანაირი სიმშვიდე, არა ისეთი, როგორიც სახლში. შინ სიმარტოვე და სიცივე იდგა. და დაიწყო მამა სოკრატესთან სიარული, საყვარლის იდეამ კი სრული კრახი განიცადა; ხოლო, როცა მოძღვართან აღიარა, ამას და ამას ვაპირებდიო, მამაომ დაამშვიდა და უთხრა: თუ ღმერთს ნებავს მოგივლენს ქმარს, ცოდვაში კი არ ჩადგეო.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 973 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

შესავალი და მიმართვა 

დღეს იხარებს დავით, სულიერსა ჩანგსა თანა სულითა მღაღადებელი მეფე, და იტყვის: „აწ აღმისრულა აღმთქმელმან კეთილობამან, ვითარმედ: „ერთ-გზის ვეფუცეო წმიდასა 
ჩემსა დავითს!" რომლისა შემდგომი, მსგავსად სიტყვისა მის, მიეცემოდა მეფობა შენი! 
და ძეცა მისი ბრძენი იგი, სახელ-სახე სიბრძნისა და თანამძღვანველი, შენთვის დღეს ხელ-ჰყოფს შენისავე შესხმისა აფთრათისა წერად, კალამ-მიმხებელი თუმბუთურისა თანად მელნისა! 

ორნი იგი მეფეთა პირნი, ორ-ძალისა ხმათა შემწყობნი, ორკერძო გამარჯვებისა შენისა სიხარულსა მუსიკობენ 
და ორთა მათ მამა-ძეთა ბრძენთა მიერ თქვენ ორთა მამაძეთათვის მათ სამთა მეფეთა ძღვენნი შეიწირვიან: 
იგი მართალი მამა შურდულსა მრთმელობს, მრჩობლ კერძოთა გოლიათთა განმტვინველსა; ხოლო სხვა ესე ბრძენი მეფე კვერთხსა მას, უსამართლოთა განმხილველსა! 


და ესრეთ ყოველი სახლი დავითისი ხელ-აღტყველვილებრ განიშვებს, რამეთუ დღეს დაცემა იქმნა ქედ-მაღალთა მათ უცხო-თესლთა აგაროვანთა და აღსდგა პირი დავრდომილი ჩვენ 
ქრისტეანეთა! ქრისტეს მიერ საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით! შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისათა, რომელმან შექმნა ცანი და ქვეყანა! ქრისტე აღდგა და აღმადგინნა 
გონებრივისაგან მტერისა! 


ათინურთ ენა, 
ქველ-შესაძენა, 
შესხმის მოცალედ გშვენს წამის-წამად!
პლატონ, უმიროს 
პროკლეთურთ იროს, 
არისტოტელი ჰყვეს დასაწამად! 
ბრძენნი და მძენნი, 
ფრანგნი, ბერძენნი, 
ჩრდილო-სამხრელნი ხმა-შენადგამად 
მოკრბით სეფისდა, 
ქებად მეფისდა, 
სოლომონის-და ხილვად, სალამად! 


ბრძოლის საბაბი 

ოდეს ვისცა ეშმა ბრძოდეს, 
მუნ იცნობის კაცი კაცად; 
ოდეს ვინ სძლოს ძალსა მძლავრსა, 
ჯილდო უძღვინ ქვე-ცა და ცად; 
დიდთა-მდომთა საქმე-ცუდთა 
ბრძენი უწოდს არ მამაცად; 
მაშასადმე ჯერია და 
სიმდაბლე გვიჩნს ხელ-სატაცად. 

მართ გვანდა ნდომა აფხაზთა 
და ცუდნი გამორჩევანი: 
ბექირ-ბეგს ასტეხს ქელეშ-ბეგ 
და ზურაბს აღძრავს ლევანი; 
ოთხნივე ძმანი შეითქვნეს, 
შარვაშის ძენი მძლევანი, 
დესპანთა ფრენით მოიხმნეს 
ლაშქარნი ქვეყნის მმგვრევანნი. 



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1742 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)


დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.

ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა -ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!

ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა-ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: "ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო", დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.

შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა. უსაქმურ ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.

-მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, -მიმართა ელიოზს,-რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!

დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მიიყუდა, ჯერ პირში წყალი დაიგემოვნა, მერე დაახრიალა, ახლა ზედიზედ იწაფა და კმაყოფილმა, ბედნიერებით მიბნედილმა, წყნარად თქვა: ვაი, ჩემი თავი მოგიკვდეს და აღარა გყავდეს, თუ არ იცი, რა არის ვეშა-წყარო!

-სად არის ეგ წყარო?

-თეთრობიანის მთებში.

-რის წამალია?-მორცხვად იკითხა ელიოზმა.




სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1403 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

1 ეტაპი: როგორ დაიწყო ყოველივე

მე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდათა უმრავლესობა, უსაქმურობამ, ბანქოს, დომინოსა და ნარდის თამაშმა, ნარკოტოკული საშუალებების წევამ და უაზროდ სმამ დეპრესიაში ჩამაგდო. ჩემს ლექსიკურ მარაგში გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: _ ამ ცხოვრების დედა... რა გინდა აკეთოს კაცმა... ფუ, ეს ქვეყანა... დავიღალე... იქნებ მონასტერში მაინც წავსულიყავი... ყველაფერმა აზრი დაკარგა... აღარ მაინტერესებს... და ა.შ. ამასთან, საოცრად ბუნჩულა ბიჭიდან გადავიქეცი კონფლიქტურ, ავსიტყვა და დაუნდობელ პიროვნებად.
მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გამიჩნდა (უკვე მძულს: _ მამა, მომე ორი ლარი!), ნათესავებს დასანახავად ვეღარ ვიტანდი (წავიდნენ მაგათი, ვინ რაში გამოგადგება ნეტავ?), მეზობლები შემძულდნენ (მაგ ახვარს უნდა ჰყავდეს ეგეთი მანქანა?!) და ლამის პოლიციელიც კი გავხდი.
ნერვები უკიდურესად დამეძაბა. არც სამუშაო, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა. მოკლედ, ერთი ნატვრა-ღა მქონდა _ მალე დავბერებულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ამ დროს ხელში ჩამივარდა ამერიკული გამოთქმების წიგნი, რომელშიც ეწერა:

2 ეტაპი: რა ეწერა ამერიკულ გამოთქმათა წიგნში:

"როცა კაცმა არ იცის რა აკეთოს, ცოლი უნდა მოიყვანოს!”

სიმართლე გითხრათ, იდენად დამიჯდა ჭკუაში ეს აზრი, რომ სერიოზულად დავიწყე დაოჯახებაზე ფიქრი (ამასთან დავასკვენი, რომ ცოლის შერთვა მომგებიანია, რადგან მუდმივი სექსუალური პარტნიორი გიჩნდება), სასწრაფოდ შევიყვარე ერთი საოცარი ადამიანი და თვენახევარში ცოლადაც შევირთე. ქეიფებისა და თაფლობის თვეს გამოვტოვებ და გადავალ შემდეგ ეტაპზე.

3 ეტაპი: ყველაზე სოციალური ამბავი

მე და თიკო ისეაც გვიან ვიღვიძებთ ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ _ საღამოს ექვს საათზე გავახილეთ თვალი.
_ ადექი, გოგო, მიეხმარე იმ ქალს, რა არის, რა ზარმაცი ცოლი მყავხარ?!
_ შენ ნუ იტყვი მაგას, შე ნაცარქექია.
_ ნაცარქექია მეძახე და ამ ნაცრის ქექვაში იბადება გენიალური იდეები.
_ ოჰოჰოჰოჰო! რა ტრაბახა გიჟი მყავხარ, ჩემო გიჟო, გოჭო!
_ ნუ მაბავ და ადექი-მეთქი, ინამუსე!
_ ხუთი წუთიც, რა!
_ ეე, ადექი, თორე გადაგისვრი ლოგინიდან.
თიკო ბუზღუნით და ზლაზვნით ადგა და ჩაცმა დაიწყო. ძალიან ვნებიანი ჩაცმა იცის და 
_ მოდი, ჩემო კნუტო!
_ წადი რა, ამაგდე და ახლა?
_ მოდი, რა!


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1189 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

« 1 2 ... 9 10 11 12 »

  Findout.Com - © 2024