სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
კალენდარი |
« აპრილი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
მთავარი » მასალის არქივი
დალაქი ბუნბულა ფარსმანიშვილი მეტადჩვილი, გულნაზუქი მახსოვს,--
მოსიყვარულე, უწყინარი, ძვირუხსენებელი, მეგულკეთილე, თან გაგებული,
შესმენილი კაცი.
__არავის აწყენინო, მოშიშება უნდა გქონდეს, ჩვენი ბოლო სამი
ფიცარია!-ზედ დააყოლებდა ამ სიტყვებს, სამართებელს რომ ღვედზე ლესვას
დაუწყებდა. კარგი მემუსაიფე იყო, ხალხის შემაქცევარი. სიტყვის თავზე
,,ჩემი ხარ ბატონი" არ დაა-
ვიწყდებოდა.
__სიწმინდის დარზე ვიდგეთ, და-ძმობაზე ვიაროთო!
__თავი და თავი გულის მოსავალია! ჯერ გულის მოსავალი მოირეწე და მოკრიფე, მერე მიწისა!
ბუნბულას მიერ შემეცნებულნი თავს აკანტურებდნენ ნიშნად თანხმობისა და თვით ბუნბულას საპატიურობისა.
დალაქის აზრით, სიგიჟით მოგებული არაფერია სინდისით, მოგებულთან! ადამიანს
რომ შეხვდები, მარტო საქმეზე კი არ უნდა ელაპარაკო, გუნებიერად მოიალერსე,
გუნება მოიმყუდროვე, ორივეს ჯანი და აგებულობა დაგიმშვიდდებათო!
იმდენად სათნო და წმინდა ადამიანი იყო ბუნბულა, რომ მისმა
მტერ-მოყვარეებმა ხმა დაუყარეს, ბუნბულამ სთქვაო, ჩემს ჯეელობაში ქალები
სულაც არ ყოფილანო!
იყვნენ თუ არა ქალები მის ახალგაზრდობაში, არ ვიცი, მაგრამ თითონ თორმეტი
შვილი კი ჰყავდა: გოგოები- თათია, ნია, ფაცაცი, მზესა, გაია;
ბიჭები-ბატატა, საჩინო, ჯაბა,გეგენა, ბათუა, ხოხორა, ბაბღია. ზოგი
დაოჯახებულიყო, ზოგი ახლად იდგამდა ფეხს.
მე მიკვირდა, როგორ ეტეოდა ამოდენა ხალხი ბუნბულას ორ პატარა ოთახში? ერთხელ კიდევაც შევეკითხე.
სრულად ნახვა
|
აყვავებული ვაშლის ხის ქვეშ ახალგაზრდა ქვრივი დედა ეალერსებოდა ყრმას,
რომელსაც აბრეშუმივით ხვეულ კუკულებში ნიავისაგან მონაბერი ვაშლის
ყვავილის თეთრი ფერფლი ჩაჰფენოდა.
__ რა გითხრა ვარდის დედამა, დილილა დედილასა! __ ძუძუმწოვარს ჩაესიტყვებოდა აკვანში.
ყრმა იცინოდა...
დედა ეტიტინებოდა,--- გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე! შენს სიცილზე ღრუბლები
იფანტებიან, შუბლს თუ შეიკრავ --- შავად იკუმშებიან! გაიცინე, გენაცვალე,
გაიცინე, ღრუბლები გადიკარგებიან.
ჩემი დეიდა მაიკო იყო.
დეიდას დედის სუნი ასდისო! მართალი ყოფილა. არასდროს დამავიწყდება დეიდა მაიკოს ალერსიანი შემოცქერა.
შინგაზრდილი იყო, მაგრამ გონებაგახსნილი, დიდად მეტყველი, მიყვარდა მისი
ნაუბრის მოსმენა ზამთრის გრძელ ღამეებში, თითისტარი ბზრიალში, ბევრი რამ
,,საღვთო" ჩამრჩა ხსოვნაში იმ ღამეებიდან, ბევრიც ცხოვრებაში
სახელმძღვანელოდ...
ახლაც გულზე მაქვს დაჭდეული დეიდა მაიკოს სიტყვები:
სრულად ნახვა
|
რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული
ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რა
მექნა. რაღაც დაიბადა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო
კი გადიოდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა უფლისციხის ისტორია.
პირველადვე წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში, მაგრამ
აღარ დამიხევია უკან. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო
გზებს, რომლებიც აქ გადიოდა. გავეცანი მის მიდამოებს; სადღაც აესხა მძივი.
შევადგინე კონსპექტი: უფრო კარგად ვიგრძენი უფლისციხე.
ახლა საღამოა.
ვზივარ შინ და ვკითხულობ კონსპექტს; ის სულ უფრო მითრევს: რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში.
უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის
დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისი
მიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს
ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც.
სრულად ნახვა
|
ზღვაზე უმთვარო, მოწმენდილი ცა იყო. წყნარი, პატარა ტალღების ხმა ძლივს
ისმოდა ქვიშიან ნაპირზე, წყალში ვარსკვლავების სინათლე იდგა; იქ მათ ბაც
შუქში კატარღა მიცურავდა.იმ ნაპირის გასწვრივ, სადაც სიბნელეში მოჩანდა
მკრთალი მბჟუტავი ნათურები. ზღვა წყნარი იყო, ნაპირზე სინათლეები ჩანდა და
გემბანზე მშვიდად უკრავდა მეზღვაურის გარმონი. ასე იცურებდა კატარღა
დილამდე, მერე შევიდოდა ნავსადგურში, აიღებდა სანოვაგეს; შუადღისთვის უკან
დაბრუნდებოდა ზღვაში; ღამის სიწყნარეში ისევ გამოჩნდებოდნენ ნაპირის
სინათლეები, ზოგი კაშკაშა, ზოგი მბჟუტავი; სხვა სინათლე კი სულაც არ ჩანდა
კატარღიდან, არ ჩანდა სანაპიროდან მოშორებული შუქი, არ ჩანდა
ფარდაჩამოფარებული სახლებიდან ის სინათლე, რომელიც ძლივსღა ბჟუტავდა
კერაზე.
აქ, ნაპირზე, მიმქრალ ცეცხლთან იჯდა ბებერი მეთევზე. მუნჯი ახმედი
გამხდარი, ჩამოყრილი მხრებით და უძლური სხეულით სიცოცხლეს უნარჩუნებდა
კერას; ნახევრად დამწვარ ფიჩხს შეწევდა ღრმად, ალი მაღლა იწევდა, ამ დროს
კატარღიდან ჩანდა ეს შუქი სხვა სინათლეებთან ერთად, მერე ისევ ეფარებოდა
ნაცარი ალს, ნაცრის ქვეშ ძლივსღა ცოცხლობდა ცეცხლი. მიმქრალ ნაღვერდალს
ხელახლა აღვივებდა ახმედი. ალი უნათებდა შეკრულ კრიჭას, დანაოჭებულ სახეს
და ბერვის დროს წინ გაშვერილ ტუჩებს. ძაღლის ლეკვი იწვა ცეცხლის პირას,
პატრონის შიშველ, ცივ ფეხზე ედო თავი და თვლემდა. ძაღლის სითბოს გრძნობდა
პატრონი. ახმედი იყუდებდა თუნგს, დიდი, მძიმე ყლუპებით სვამდა წყალს. მერე
შემოვიდოდა სედა, მოხუცებული ქალი, რომელიც სიბერისას შეიკედლა მეთევზემ,
ისიც დაჯდებოდა ცეცხლის პირას და ყვინთავდა.
სრულად ნახვა
|
I
გურამი ყოველდღე სულ უფრო და უფრო ცოტა ძალას გრძნობდა იმისთვის, რომ
მუშაობა გაეგრძელებინა. თითქმის ძალით გადაიკითხა ბოლო ნოველა ხევსურების
ცხოვრებიდან: ამღელმა სამუკა წიკლაურმა შეირთო იათამზე, რომელიც
ძმადნაფიცებთან ერთად მოიტაცა წინ ხადუდან და არხოტში გადაიყვანა; მთელი
კვირა არ იცოდნენ ქალის კვალი მისმა ნათესავებმა; სამუკა ახიელელმა
ოჩიაურმა გასცა, რომელსაც თვითონ უყვარდა იათამზე; ქალის ბიძაშვილებს ერთ
დროს შუღლი ჰქონდათ წიკლაურების გვართან და ახლა გაიხსენეს, უღელტეხილზე
ჩაუსაფრდნენ, წინ ხადუში ვერცხლისმჭედელ თავალექასთან მომავალი ჯურხა
წიკლაური მოკლეს და შუღლი განაახლეს; ამღელებმა ქალის უკან გაგზავნა
მოსთხოვეს სამუკას და მაგიერი სისხლის აღება დააკისრეს. ღამით გააპარა
იათამზე სამუკამ ქისტეთში თავის ჯარეგოელ ძმადნაფიცთან, სოფლის გარეთ
აიშენა ქოხი _ დაულოცველად შეუღლდნენ შეყვარებულები. ნოველა თავდებოდა
ასე: ფერდობზე ჩრდილში იწვა თოფ-იარაღში ჩამჯდარი სამუკა, ჩამავალი მზე
ანათებდა ქედის იქიდან ნახირთან ერთად ღიღინით მომავალ
სრულად ნახვა
|
_დათუნა! დათუნა! _მოესმა ბავშვს შორიდან დედის ხმა.
დათუნამ ერთხანს ყური მიუგდო, მერე ჯოხის ცხენს შემოჰკრა მათრახი და პატარა ბარდებზე ხტუნაობით წყაროსკენ გაიქცა.
_დათო! – კვლავ მოეწია წყაროსთან დედის ხმა.
დათუნა შემობრუნდა, დაიფრუტუნა, დაიჭიხვინა და ბუზღუნით სახლისკენ
გამოჭენდა, "უჰ, ახლა გოგლი-მოგლი გამიჭირებს საქმეს, ან რძე, უჰ” –
გააჟრჟოლა ტანში ბავშვს, უცებ წინ ხვლიკმა გაურბინა. მან სწრაფად
მოიმარჯვა თავისი ჯოხის ცხენი და ქვეწარმავალს დაარტყა. ხვლიკმა კუდი
ადგილზე დატოვა, თვითონ კი სასწრაფოდ მიიმალა. დათუნამ დაიწყო ჯაგების
ქექვა, შემდეგ რაღაცა სორო იპოვა და ჯოხით ამოჩიჩქნა.
_დათო, ბიჭო, არ გესმის, დედა რომ გეძახის? წამო ახლავე სახლში, - წყნარად
უთხრა თავზე წამომდგარმა მამამ, დათუნა დაემორჩილა და ფეხმოთრევით გაჰყვა.
_ბიჭო, შენ ახლა უკვე ბავშვი კი აღარა ხარ, ხვალზევით თოთხმეტი წლისა ხდები.
დათუნამ ეშმაკური თვალებით გახედა წყალზე საწუწაოდ მიმავალ ტიტლიკანა
სწორებს და უნებლიეთ ხელი გამოსტაცა მამას, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
მამამ წყნარად გამოხედა, მერე მხარზე დაადო ხელი და საუბარი განაგრძო:
_ბიჭო, მე რაზე გელაპარაკები, შენ კი სულ ცელქობაზე გიჭირავს თვალი!
ცელქობა კარგია, რა თქმა უნდა ძალიანაც კარგი, მაგრამ უნდა იცოდე დრო, მე
სამი დღის მერე მივდივარ თბილისში და ოჯახი შენ უნდა დაგიტოვო, შენ იცი,
როგორ დაუჯერებ დედას და მოუვლი შენს პატარა ძმებს. ახლა დედას გაუგონე
ყველაფერი და დაბადების დღეზე ისეთ საჩუქარს მოგიტან, როგორიც არცერთ შენს
ტოლს არ ექნება. მე მგონი, მისი ღირსი შენ უკვე ხარ.
დათუნამ ყურადღება დაძაბა.
სრულად ნახვა
|
ვუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს)
უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.
"ეჰ, რას ჰყაყანებთ, — დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, —
შინაც ძლივს ვუძლებთ დღე-მუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამა-შვილობას!
გვითხარი რამე, ბერო-კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული გაზრდილი ვაებითა, წვით და დაგვითა”.
ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:
სრულად ნახვა
|
მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა, და დრო გადიოდა.
ვითარცა ღვინო – ქვევრიდან ხაპში – ხაპიდან დოქში – დოქიდან ჯამში –
ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში...
სრულად ნახვა
|
ხეს რომ დაველაპარაკე პირველად 14 წლისა ვიყავი, თვითონ ბებერი იყო, 55-60
წლისა, თითქმის ჩემი ბებიის ხნის. ხე ვაშლისა გახლდათ და სახელად ხაზარულა
ერქვა.
მახსოვს, ადრე მისი ნაყოფი ბებიას ზამთრობით თბილისში ჩამოჰქონდა, დილით
რკინიგზის სადგურიდან მოსული, სოფლის სურნელად აყვავებული და დაღვრილი,
გულში ჩამიკრავდა, მუშტისოდება ცივ, შეუხედავ, შემჭკნარ ვაშლს ლოგინში
შემომიგორებდა და მეტყოდა:
- აგი, ნენა, შენი ეზოს ხაზარულაა, კია ალმასხანას დაფინოსავით
დაპრანჭული, მაგრამ მაგის უკეთესს ვერაფერს მოიხილავ უზმოზე, ჭამე, შენ
შემოგევლოს შენი ბებია...
მართლაც უგემრიელესი იყო ეზოს ხაზარულა.
ომის დროს სოფლის ხიზანი გავხდი და ის ჩემი ხაზარულა პირადად გავიცანი.
მარანზე იდგა ალაგ-ალაგ ფუღუროიანი, სიხმელე შეპარული, მაგრამ მაინც
ამაყი, მკლავგაშლილი, ლამაზი, ღონიერი და უზარმაზარ ჩრდილიანი. კოპეებით,
ორშიმოებით, ორჩხუშებით, პატარ-პატრა დოქებით ჩამოხუნძლული, თუმცა, რად
გინდა, თურმე აგერ, მესამე წელია, აღარ ყვავილობდა და ცხადია, აღარც
ნაყოფს ისხამდა.
1942 წელს ადრე გაზაფხულზე, სისხამ დილით ბებიამ გამაღვიძა. ხელში სამართებელივით პირალესილი და ალაპლაპებული ნაჯახი ეჭირა.
სრულად ნახვა
|
ეს ამბავი 1941 წლის აგვისტოში დაიწყო და ზუსტად ორი წლისთავზე გათავდა.
ომი სულ რაღაც ორი თვის გამოცხადებული იყო, მისმა სუსხმა რომ ჩვენს სოფელს
მოაღწია. ასეა თუ ისე, შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულმა გლეხმა უცებ ვერ
აწონა ქვეყნად მომხდარი საშინელება, უცებ ვერ დააგდო ხელგაშლილი ცხოვრება
და უკვე აგვისტოში, ბევრის ბეღელი, ჭური და სალარო დაცარიელებული
აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს ასე დაემართა.
წყალმანკით დაუძლურებული და ძვალგაციებული ბაბუაჩემი სპირიდონი დღედაღამ
ბუხართან იჯდა და მთელი ოჯახის სიმძიმე მე მაწვა კისერზე. სხვას რომ თავი
დავანებოთ, მარტო ტყიდან შეშისა და ფიჩხის თრევას ვერ ვუთავდებოდი, რათა
ძვალგაციებულ ბაბუას ბუხარი არ გაპარვოდა.
1941 წლის 25 აგვისტოსთვის ყველაფერი გაგვითავდა. ბაბუაჩემმა განჯინიდან
თავზე ტაროს ნაქურჩლებით დაცობილი, მისი ღვიძლის მომნელებელი, არყით სავსე
ათლიტრიანი ბოცა გამომატანინა და მითხრა:
- ჩადგი გოდორში, წაიღე ჩოხატაურის ბაზარში და ერთ ფუთ სიმინდში
გადაცვალე. ვინც ნაკლები შეგაძლიოს, დაამხვე თავზე ბოთლიანად და წამოდი.
ამის ფასი მარტო მე ვიცი, ბჟოლისაა და 80 გრადუსია. - მერე სევდიანი თვალი
გააყოლა ბოცას, ამოიოხრა და ხელით მანიშნა - წადიო.
სრულად ნახვა
|
|
|