მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 14.05.2024, 15:48
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » მასალის არქივი
ერთხელ კნუტ ჰამსუნმა ანკეტის შევსებისას ასეთი რამ ბრძანა: მარტოოდენ დროის მოსაკლავად ვწერო. ეგებ, გულწრფელიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ცდებოდა. მწერლობა, როგორც თავად სიცოცხლე, ესაა მოგზაურობა რაღაცის შეცნობის მიზნით. იგი მეტაფიზიკური თავგადასავალია: რეალობის არაპირდაპირი გაცნობიერების საშუალებაა, რომელიც ნებას გთავს მოიპოვო ერთიანი და არა შეზღუდული თვალსაზრისი სამყაროს შესახებ. მწერალი არსებობს ყოფის ზედა ფენასა და ქვედას შორის და მიემართება ბილიკით, მათ რომ აკავშირებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, თავად იქცეს ამ ბილიკად.
მე ვიწყებდი სრული დაბნეულობისა და შეცბუნება-განცვიფრების მდგომარეობით, სხვადასხვა იდეათა, განცდათა და ცხოვრებისეულ შეხედულებათა ჭაობში რომ ვიყავი ჩაფლული. დღესაც კი წინანდებურად მე არა ვთვლი საკუთარ თავს მწერლად ამ სიტყვის მიღებული მნიშვნელობით. მე, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების მთხრობელი ვარ და რაც უფრო შორს მივდივარ ამ მონათხრობით, მით უფრო ვგრძნობ მის უშრეტობას; იგი უსაზღვროა, როგორც თავად ამ სამყაროს ევოლუცია. და წარმოადგენს ყოველივე იდუმალის ამობრუნებას, მოგზაურობას ყველაზე წარმოუდგენელ განედებზე, სანამ რომელიღაც წეროტილში ანაზდეულად ნათელი არ გახდება შენთვის, რომ მონათხრობი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მოთხრობა. აი, სწორედ ეს თვისება, ხელოვნებისგან განუყოფელი, ანიჭებს კიდეც მას მეტაფიზიკურ იერსახეს, - ამის გამოა იგი ზეაწეული დროზე, სივრცეზე, იგი ეწევნება კოსმიურ რიტმს, შესაძლოა, მხოლოდ ამ რიტმით განსაზღვრული, ხოლო ხელოვნების \"სამკურნალო თვისება\" მდგომარეობს მის მნიშვნელობაში, მის უმიზნობაში, მის გაუსრულებლობაში.
მე ლამის პირველი ნაბიჯებიდანვე მშვენივრად ვიცოდი, რომ არავითარი მიზანი არ არსებობს. ყველაზე ნაკლებ იმას მოვითხოვ, მთელი მოვიცვა - მხოლოდ ვესწრაფვი, საკუთარი შეგრძნება მთლიანობისა - აღმოცენებული როგორც ხსოვნა ჩემი ხეტიალისა, - აღვბეჭდო ყოველ ფრაგმენტში, ყოველ წიგნში, რაკი სულ უფრო ღრმად ვხნავ ცხოვრებას: წარსულსაც, მომავალსაც და, აი, როცა ასე ხნავ დღიდან დღემდე, ჩნდება დარწმუნებულობა, რომელიც რწმენაზე ანუ დოგმაზე ბევრად არსებითია. მე ვხდები სულ უფრო გულგრილი ჩემი, როგორც მწერლის, ხვედრისადმი, მაგრამ სულ უფრო დარწმუნებული ჩემ ადამიანურ დანიშნულებაში.

სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 904 | Добавил: varse9788 | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ამ თემაზე-მწერლის მუშაობაზე-ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა. 
იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წეირს მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება - ისიც ექსპერიმენტალური! - არც კი არსებობს, ხოლო რაც არსებობს – მეტისმეტად ცვალებადია, დაუდეგარი და ჭრელი. შემაძრწუნებელია ის დრო, როცა ვინმე ვივი-სექტორი პოეტს ან კომპოზიტორს კეფაზე ახალნაირ აპარატს მიადებს და მისი აზრებისა და ლანდების სურათს გადაიღებს. თუმცა-გულმშვიდად იყავიტ, ხელოვანნო, ასეთი დრო არასოდეს არ დადგება, იმიტომ, რომ ის აპარატი მონადირესავით დააფრთხობს ნადირს – აზრს. ხიბლს, სახეს, ვინაიდან შემოქმედება და სიყვარული მეტიჩარა მეთვალყურეს თანაბრად გაურბიან.
მაგრამ რადგან შემოქმედებაც და მისი ფსიქოლოგიაც მაინც არსებობს, იმიტომ ზოგი ვინმესთვის სასარგებლო იქნება ცალი თვალით მაინც ჩაიხედოსი იმ იდუმალ კოლოფში, სადაც რომანი, პოემა, ოპერა, სურათი ან ქანდაკება მზადდება.
ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: ,,თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. 

სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1139 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ალერსის ბაღში 

გილიოტინაზე რომ აიყვანეს ანდრე შენიე, მან შუბლზე ხელი მიიდო და სთქვა: 

აქ იყო რაღაც! 

ჩემო კარგო, ჩემს გულშიაც იყო რაღაც, მაგრამ ახლა აღარ არის; ტყუილს ამბობენ, რომ სიყვარულის ადგილს სიძულვილი იჭერსო, მე არ ვგრძნობ სიძულვილს, სიცოცხლე ისევ მეძახის ვნების ძახილით და მეც მივდევ ამ ხმას. რად არ იცოდი, რომ ჩემი სიყვარული მრისხანე საგუშაგო იყო? რად არ იცოდი, რომ ჩემი სიყვარული შუადღე იყო უდაბნოში, მწველი? შენ ალერსად მიიღე ის სიმღერა, ჩემში რომ რღვევის ღმერთი მღეროდა? შენ შემოდი ალერსის ბაღში დასასვენებლად, ვერ შეამჩნიე როგორ იკლაკნებოდნენ გველები, მოშხამული ყვავილები სასიკვდილოდ როგორ თრთოდნენ!... ახლა გვიანაა!.. როდის ამდგარა საფლავით მკვდარი; როდის იყო, რომ ორჯერ ყვაოდნენ ყვავილები: გვირგვინმოხსნილ სიწმინდეს ვერ დაიბრუნებ!.. მაგრამ, შენც ხომ შველი იყავ ჩემს გულ-მკერდზე გამთბარი, შენც ხომ აფთარივით გწყუროდა ჩემი სისხლი? იყავ მშვიდობით. ცხოვრების გზაჯვარედინზე შევხვდით ჩვენ, რომ ერთმანეთს გავშორებოდით; ჩემი გაზაფხულის დღე და ღამე შენ გიმღეროდი; რა გენაღვლება სხვას ვუმღერო მკრთალი ჰანგი შემოდგომისა? 




სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 853 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ძმის პირიდან ამოხეთქილმა ალისფერმა სითხემ კი არ შეაშინა, გააოცა. რამდენი სისხლი ჰქონიაო, გაიფიქრა და ცნობა დაჰკარგა. როცა გონს მოვიდა, პირქუში ბიძა ადგა თავს და კითხვის თვალებით დასცქეროდა.
_ რა მოხდა? _ამოისისინა კაცმა და სანადირო თოფს დაეყრდნო. 
ვართანმა არ იცოდა რა მოხდა. ძმამ იგი სამალავში დატოვა და წავიდა.
\"იცოდე, არ შეგვარცხვინო, თორემ სანადიროდ წასვლას ვეღარ ეღირსები!\" _ ასე მკაცრად გაფრთხილებულმა თავს ფიცი მისცა, რადაც გინდა დაჯდომოდა, მოეკლა ირემი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც ისე ადვილი იყო სველ მიწაზე ჯდომა და ლოდინი, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, აკაწკაწებული კბილების ჭახ-ჭახი დააფრთხობდა ნადირს. ესეც არ იყოს, სროლას გამბედაობა სჭირდებოდა, ეს უკანასკნელი კი სიცივისგან მოძიგძიგე ვართანს არ ჰქონდა. არა, რა თქმა უნდა, ამაში არასოდეს გამოტყდომია თავს, მაგრამ გუმანით, თუ რაღაცა სხვა ინსტიქტით გრძნობდა, რომ ასეც იყო. ასეც უნდა ყოფილიყო ალბათ, თორემ რატომ უნდა დაემადლებინა მასზე უმცროს ძმას სანადიროდ წასვლა, ან რა უფლებით უნდა დამუქრებოდა, აცილება არ გაბედოო?!



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1005 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

პატარაზე გაუღეს თუ არა კარი, ევროპა თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა წინა აზიაში: მოკლე კაბებით, ვიწრო შარვლებით, მოკასინებით, შეკრეჭილი და სტაფილოსფრად შეღებილი თმებით, წვრილი ქუსლებით, მცირეგაბარიტიანი ავეჯით მაგნიტოფონებით, ლუი ამსტრონგებითა და ჩაო–ჩაო ბამბინოებით.მე კი „მოპრმა" რომ მამაჩემს ოცდარვა წელს არტელ „ანტიბურჟუის" მიერ გამოშვებუი პატეფონი აჩუქა, ისევ ის მიდგას სახლში. კარგია მერე ეს?
ევროპაში ნამყოფი ჩემი მეგობრები დილით თურქული ყავითა და OC–ის მარკის კონიაკებით საუზმობენ. მე კი ისევ მურაბიანი ჩაითა და ცეკავშირის ყველით ვსაუზმობ.
ჩემი ამხანაგები ისეთი ვიწრო შარვლებით დადიან, ორი კაცი ეხმარებათ გაძრობაში. მე კი, ქამარს რომ შევიხსნი, მისით მძვრება. კარგია მერე ეს? რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ მოთხრობის შემდეგ გამოვსწორდები, რადგან ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს გარკვეული აღმზრდელობიტი დანიშნულება აქვს თვით ავტორისთვისაც.
ვიოლა კავშირგაბმულობის სახლის წინ შემხვდა. ამათვალიერ–ჩამათვალიერა, ქალს რომ კაცი შეეცოდება, ისე გამიღიმა და მკითხა:



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1356 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ერთხელ კნუტ ჰამსუნმა ანკეტის შევსებისას ასეთი რამ ბრძანა: მარტოოდენ დროის მოსაკლავად ვწერო. ეგებ, გულწრფელიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ცდებოდა. მწერლობა, როგორც თავად სიცოცხლე, ესაა მოგზაურობა რაღაცის შეცნობის მიზნით. იგი მეტაფიზიკური თავგადასავალია: რეალობის არაპირდაპირი გაცნობიერების საშუალებაა, რომელიც ნებას გთავს მოიპოვო ერთიანი და არა შეზღუდული თვალსაზრისი სამყაროს შესახებ. მწერალი არსებობს ყოფის ზედა ფენასა და ქვედას შორის და მიემართება ბილიკით, მათ რომ აკავშირებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, თავად იქცეს ამ ბილიკად.
მე ვიწყებდი სრული დაბნეულობისა და შეცბუნება-განცვიფრების მდგომარეობით, სხვადასხვა იდეათა, განცდათა და ცხოვრებისეულ შეხედულებათა ჭაობში რომ ვიყავი ჩაფლული. დღესაც კი წინანდებურად მე არა ვთვლი საკუთარ თავს მწერლად ამ სიტყვის მიღებული მნიშვნელობით. მე, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების მთხრობელი ვარ და რაც უფრო შორს მივდივარ ამ მონათხრობით, მით უფრო ვგრძნობ მის უშრეტობას; იგი უსაზღვროა, როგორც თავად ამ სამყაროს ევოლუცია. და წარმოადგენს ყოველივე იდუმალის ამობრუნებას, მოგზაურობას ყველაზე წარმოუდგენელ განედებზე, სანამ რომელიღაც წეროტილში ანაზდეულად ნათელი არ გახდება შენთვის, რომ მონათხრობი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მოთხრობა.

სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1039 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და  
  კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ
 
   

  ნადიმს – ამ უცხოური წარმოშობის სიტყვას, უკვე მკვიდრად რომ ზის ჩვენს „ვეფხისტყაოსანში", პურობის, სმა-ჭამის, სადილის, ლხინის შინაარსის გადმოსაცემად – ძვ. ბერძნები სიმპოზიუმს ეძახდნენ, ე.ი. ერთობლივ ჭამა-სმას. ბერძნული ანტიკურობისათვის დამახასიათებელი ნადიმების შესახებ ჩვენ ვიგებთ როგორც შემორჩენილი ლარნაკების მოხატულობებიდან, ასევე წერილობითი წყაროებითაც. ჩვენს მსგავსად ბერძნებიც საკვების მირთმევის პროცესს დროის, ადგილის, ფორმისა და შინაარსის მიხედვით მრავალი სიტყვით გადმოსცემდნენ: იყო ყოველდღიური სადილი, სამხარი, ვახშამი, ნაირგვარი ჭირისა და ლხინის სუფრა, საღმრთო, საშობელი და ნადიმი სპორტულ ასპარეზობებზე გამარჯვებულთა პატივსაცემად. ამ უკანასკნელს ფილოსოფოს ქსენოფანე კოლოფონელისა (ძვ. წ. 570-48) და ევრიპიდეს (-480-406) სახით კატეგორიული მოწინააღმდეგენი ჰყავდნენ (ვინაიდან მათი აზრით, თანამოქალაქეთაგან პატივისცემასა და ჯილდოს მხოლოდ სამართლიანი, ჭკვიანი, ბრძენი და ქალაქის გონივრულად მმართველნი იმსახურებდნენ და არა ბრიყვი ათლეტები. ასე რომ, ბრძენი მმართველისა და უტოპიური სახელმწიფოს იდეა სულაც არ იყო ოდენ პლატონის ფანტაზია და ახირება. ეს აზრი საუკუნის განმავლობაში მწიფდებოდა ბერძენთა სულში). მაგრამ ჩვენ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ. სიმპოზიუმი ეს იყო, როგორც წესი, ორგანიზებული ლხინი, ერთობლივი პურობის შემდეგ და იწყებოდა სამსხვერპლო ზედაშის შეწირვით, რასაც თამადა ხელმძღვანელობდა. მონადიმენი თავს სუფრული სიმღერებით – სკოლიონებით, გამოცანებითა და სხვა ინტელექტუალური თამაშებით ირთობდნენ. ლხინს რომ პეწი და ლაზათი შეჰმატებოდა, ჰეტერებს, მოცეკვავეებსა და მიმებსაც იწვევდნენ ხოლმე. ელინიზმისა და რომის იმპერიის ხანაში აღმოსავლეთიდან შემოტანილი საჭმლის სიუხვემ ხელი შეუწყო ჩვეულებრივი ნადიმების გადაქცევას ალიაქოთიან სუფრად. ჭამდნენ ფეხზემდგომელა, ან წამოწოლილნი. მონადიმენი ნალისებრ ლოჟებში ორ-ორ კაცად თავსდებოდნენ. ხან რამდენიმე პატარა მაგიდასაც დგამდნენ, ხან კი – ერთსა და დიდს. იყენებდნენ თიხის ან მეტალის ჭურჭელს, შეძლებული რომაელის სუფრას კი ძირითადად ვერცხლის ჭურჭელი ამშვენებდა. გამოიყენებოდა აგრეთვე კოვზი და დანა, იშვიათად ჩანგალი. ნადიმი ხშირად მსვლელობით სრულდებოდა.  
  პირველი, ვინც სიმპოზიუმი ლიტერატურული ფორმით აღწერა და თვით ნადიმის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი, პლატონი (ძვ. წ. 427-347) გახლდათ. შემდგომ ამ ჟანრის განვითარებაში მონაწილეობდნენ არა მარტო ბერძნები, არამედ რომაელნი და რომის იმპერიაში შემავალი სხვა ხალხთა შვილებიც.  

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1695 | Добавил: varse9788 | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

1

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3

ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.




სრულად ნახვა
Категория: პოემა | Просмотров: 1455 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ხიდთან დახოცილები უცბად აყროლდნენ. პალა ცკაევი დურბინდით უყურებდა სისხლს დახვეულ ბუზებს და გული ერეოდა. ბრძანება ასეთი იყო: იმდენი ხანი გაეძლოთ, სანამ რუსებს საბაბი არ ექნებოდათ ომში ჩასართველად. კაცმა არ იცის ეს საბაბი რამდენი დღე არ მიეცემოდათ, ამიტომ ჩასაფრებულები სოფლის მისადგომებს ამაგრებდნენ.
დილით ღორები მოვიდნენ და კომაევის ჭამა დაიწყეს. იქითა მხრიდან ვიღაცამ გაისროლა და ერთი ღორი მოკლა, დანარჩენები გაიქცნენ. ცკაევმა ვერ შენიშნა საიდან იყო გასროლა, თორემ ალბათ დაუშენდა.
ბიჭები გაღიზიანებულები იყვნენ. ერთსულოვნება არ იგრძნობოდა. ნაწილი მოითხოვდა ჩვენი ხელით დავხოცოთ მშვიდობიანი მოსახლეობაო, კერძოდ კი მოხუცები და რუსეთის შემოსვლაც დაჩქარდებაო, ნაწილი წინააღმდეგი იყო. თვითონ პალა ხმამაღლა არაფერს ამბობდა, თუმცა გულის სიღრმეში არც თავად იტყოდა უარს ერთი-ორი ბებრის გაგორებაზე. ბოლოსდაბოლოს, ახალგაზრდების სიკვდილს ამათი მოკვლა არ სჯობდა? თუ ქვეყანაში ომია, ყველამ უნდა დასდოს თავი.
სოფლიდან ქალები და ბავშვები კარგა ხნის წინ გაიყვანეს, მოხუცებს აეკრძალათ სახლების დატოვება და იყო ერთი ტირილი და ალიაქოთი. სახლებში შეიკეტეთ და არაფერი მოხდებაო, დაამშვიდეს ყველანი, მაგრამ ორი ბებერი პირველივე შეტაკებისას მოკვდა. ისინი ახლა ხიდთან, ყველაზე განაპირა სახლის ეზოში ეყარნენ. სახლს მიდგმულ ფარდულს გამთენიისას ჭურვი დაეცა და სამხრეთ კედელი ბოლავდა. თუ ცეცხლი სახლსაც მოედებოდა, დამწვარი გვამების სუნი იქაურობას მოწამლავდა. ქარი კი ამათ მხარეს უბერავდა და ერთმანეთში აზელილი მკვდრების და დამწვარი ხეების სუნი მოჰქონდა.




სრულად ნახვა
Категория: რომანი | Просмотров: 1109 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ვერ განვაცხადებ, რომ შემიძლია ამბავი ისე მოვყვე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს.
მარტო იმას გეტყვით, რომ ვიცი, თუ როგორ უნდა მოყვე ამბავი, ვინაიდან წლების განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს გამოცდილ მთხრობელებთან ვატარებდი.
რამდენიმე სახის ამბავი არსებობს, მაგრამ რთული სახეობა ერთია-იუმორისტული. ახლაც ძირითადად ამ ერთზე ვისაუბრებ. იუმორისტული მოთხრობა ამერიკულია, სასაცილო-ინგლისური, მახვილგონივრული-ფრანგული. იუმორისტული მოთხრობა დამოკიდებულია მისი თხრობის მანერაზე; სასაცილო და მახვილგონივრული-ამბავზე.
იუმორისტულ მოთხრობას შეუძლია დიდზე გაიჭიმოს, რამდენიც ნებავს აქეთ-იქით იხეტიალოს და ბოლოს მივიდეს კონკრეტულად არსად, მაგრამ სასაცილო ან მახვილგონივრული ამბავი მოკლე და მკვეთრი უნდა იყოს. იუმორისტული მოთხრობა ნაზად ბუყბუყებს, დანარჩენები-ფეთქდებიან.

იუმორისტული მოთხრობა მკაცრად არის განსაზღვრული როგორც მხატვრული ნაწარმოები—მაღალი და დახვეწილი ხელოვნება_და მხოლოდ ხელოვანს შესწევს მისი თხრობის უნარი. მაგრამ დიდი ხელოვნება არ სჭირდება სასაცილო თუ მახვილგონივრული ამბის თხრობას; ეს ყველას ხელეწიფება. იუმორისტული ამბავი როგორც მონათხრობი, ანუ ზეპირად გადმოცემული და არა ნაბეჭდი, ამერიკაში შეიქმნა და აქვე, სახლში დარჩა.


სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 910 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

« 1 2 ... 6 7 8 9 10 11 12 »

  Findout.Com - © 2024