მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
შაბათი, 20.04.2024, 09:32
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » მოთხრობა

დიეს ირაე, დიეს ილლა 
სოლვეტ საეცლუმ ინ ფავილლა. 


მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ `ქვეყანა გამოიცვალა~, როცა დიდმარხვის ორშაბათს, წმ. ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი ვეღარ ნახა, ჯვარი აღარ იყო სამრეკოზედაც.
სოფელი ყოველ წელლს უპირობდა შეკეთებას სამრეკლოებს და საყდარს. ახლა ჯვარიც მოეხსნათ.
აწვიმდა სამრეკოლს. აწვიმდა საყდარს.
ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას.
ცვლილება რომ ერთბაშად შეგვენიშნა, ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა და არავის დასჭირდებოდა მეორე ჯოჯოხეთის გამოგონება.
მნათე ოქროპირს ყურადღებაც არ მიუქცევია, რომ სოფლის მოზარდები `არულის~ ძახილი გამოუდგებოდნენ მოხუცებულ მღვდელს, არც ის გაჰკვირვებია, სოფელმა რომ უარი განაცხადა მღვდლისა და მანტის შენახვაზე.
მღვდელი გაიპარსა. თემშარაზე სამიკიტნო გახსნა.
ორშაბათ საღამოს ოქროპირიც ეწვია. 
დალიეს.
ძველი დრო ტკბილად მოიგონეს.
მღვდელი ნანობდა: `ეს მომგონებოდა, ახლა ჩემიცოლ-შვილი ყელამდის დოვლათში იქნებოდა, ჰე, ჰე, ჰე.~
ცბიერად აპაჭუნებდა წვრილსა და წიტიან თვალებს.
ამ ჟამად სოფელში ყველა ნანობდა.
მნათე ოქროპირს არაფერი ჰქონდა დასანანი, არც დიდი სიხარული ჰქონია, არც თუ დიდი სულიერი ღელვა.
რა ვუყოთ, ოცდახუთი წელიწადი რეკავდა. რეკავდა ცისკარზე, რეკავდა მწუხრზე. სხვას აღვიძებდა, მისი ცხოვრება კი მოსაწყენი და კოშმარული სიზმარი იყო. სიზმარი, რომელიც გამოფხიზლებულს არც მოაგონდება: როგორ იყო? რატომ იყო?
ამ ხელობამ უანდერძა მოზრდილი კოჟრები თითების სახსრებზე.
ეკლესია დაიკეტა. ორ თვეში ერთხელ წირვის მაგივრად `არსენა ყაჩაღს~ დასდგამდნენ. ხავსი მოედო საურავებსა და კედლებს.
აწვიმდა სამრეკლოს. აწვიმდა საყდარს.
ნახუცარი არ დარდობდა, გლეხებს ჯავრი არ ჰქონდათ (უხაროდათ, რომ გადასახადი შეუმცირდათ). მნათე ოქროპირმა ბოსტანი გაიშენა. ათასში ერთხე ძველ ბადეს მოსძებნიდა.
რა მნათე, რა მებადური! ხანდახან ზარების რეკვა მოუნდებოდა. იცოდა: ეს არავის სჭირდებოდა...
ცხოვრება გამოიცვალა. სოფელში სალოცავად არეცალათ. სდუმდა. გულში იკლავდა უმიზნო ჟინს. წინად მედავითნის და მნათეს მოვალეობას შეთავსებულად ასრულებდა.
მღვდლის ხელში მაინც...
არც ერთი ყურშა ძაღლი არ ისურვებდა ოქროპირასავით ცხოვრებას. ოქროპირა ბედს არ უჩივოდა. მისი სულის სიმშვიდე არაოდეს დარღვეულა.
არიან ადამიანები – ნებაყოფილობით მგლოვიარენი, ისინი არ გრძნობენ არც ძრწოლვას, არც მოწყენას, რადგან მათთვის უცნობია დიდი სიხარული.
ისინი არ გრძნობენ გლოვას, რადგან მათ სულში არავის დაუთესია იჭვის გესლი, ისინი უკეთესს ინატრიან, რადგან უკეთესი ვერ წარმოუდგენიათ.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1071 | Добавил: varse9788 | Дата: 21.04.2011 | Комментарии (0)

გქონია სურვილი წერილი იმ მწერლისთვის მიგეწერა, ვისი ნაწარმოებიც ყველაზე მეტად მოგეწონა? მე – არასდროს. მით უფრო პირადი პრობლემების შესახებ მოყოლა არ მომდომებია. მგონი ფიქრადაც კი არ გამივლია და არც ერთის ნახვის სურვილიც არ გამჩენია, სულაც არ მინდა ხოლმე ვიცოდე როგორ გამოიყურებიან ან როგორ ცხოვრობენ. მთავარია, რას წერენ. არც იმას ვფიქრობ, რომ მწერლები უგზო უკვლოდ განათლებულები არიან და ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. მე მკითხველი ვარ და მწერალთან ურთიერთობა მხოლოდ წიგნის საშუალებით მხიბლავს.

ჰაქსლის "ფეიერვერკის შემდეგ” სწორედ მწერლისადმი მიწერილი წერილით იწყბა. პამელა მოხიბლულია მაილს ფანინგის აზროვნებით, საკუთარი თავისა დაპრობლემების შესახებ უყება მას, მერე შემთხვევით რომის ქუჩებში შეხვდებიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც აქედან იწყება. მწერალი სულ უფრო აბნევს თავისი განათლებით. "ჰომეროსი დიდ განხეთქილებამდე ცხოვრობდა, განხეთქილებამდე, რომელმაც ცხოვრება დაყო სულიერად და მატერიალურად, გმირებად და სასტიკებად, სათნოებად და ცოდვებად და ყველა დანარჩენ წყეულ ანტითეზებად” არადა, პამელა ერთი გაუნათლებელი გოგოა – არც ჰომეროსი აინტერესებს და არც ეტრუსკებზე წაკითხული ლექცია.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1049 | Добавил: kela | Дата: 21.04.2011 | Комментарии (0)

მორჩა, ამოიწურა სამსახურის საათები, ეს ერთი დღეც გადაგორდა.
წავა ახლა სახლში, ცოტა დაასვენებს გონებას, მოითქვამს სულს, მოიკრებს მთელი დღის ნაფლანგ ენერგიას და კვლავ შრომას შეუდგება, ოღონდ ნებაყოფლობითს და, ამდენად, ასატანს.
არ ხდება განა, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სატანამ დასწყევლა უსაშინლესი, შემზარავი წყევლით? ვაი-ვიში რას შველის მაშინ? ვაი-ვიშით რა გამოვა? არაფერი. იცოდა ეს.
რამდენი უნდა იჯახიროს, რა განუზომლად უნდა დაიხარჯოს, რამდენჯერ უნდა დაიფლითოს სული და გული, რომ მიაღწიოს წარმატებას, რამ ფასოვანი შექმნას.
საშინლად ცივი შენობაა... მადლობა ღმერთს, გაზაფხულდა უკვე, საგრძნობლად დათბა. აქაური დერეფანი ყოველთვის ღრმა აკლდამაში შესასვლელ ყრუ და ბნელ ტალანს აგონებს, სამყოფელს, სადაც შეხვედი მოზეიმე ცხედარი და საიდანაც გზა აღარსაითაა, რადგან მტვერი არ ნიშნავს მარადისობას, არც უსასრულო დუმილი ცვლის სიმშვიდეს. მაინც რითი შეიძლება სიმშვიდის მოსყიდვა, ვინ აღმოაჩენს მის ტოლფას საუნჯეს? იქნებ... მაგრამ ეს ”იქნებ” მისთვის არაა ჩვეულებრივი, უწყინარ საუბარში გამოსარევი სიტყვა ან აზრიდან აზრზე მშვიდობიანად გადასასვლელი საფეხური, არამედ დამუხტული, ლამის

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1144 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)


იმისათვის, რომ დაეჭვებულმა მკითხველმა ეს წიგნი ოთახის კუთხეში არ მიაგდოს, თავიდანვე ვაფრთხილებ მას, რომ ეს მოთხრობა არ არის საგაზეთო ტელეფონი. აქ ვერ ნახავთ ვერც ყოვლისმცოდნე სახელოებაკაპიწებულ საქმიან რედაქტორს, ვერც ახლადგამომცხვარ ,,ღლაპ” რეპორტიორს, რომელიც ეს-ეს არის რომელირაც შორეული ფერმიდან ჩამოვიდა, ვერ ნახავთ ვერც სენსაციას, ვერც ფანტასიას, სრულიად ვერაფერს.

მაგრამ, თუ ნებას დამრთავთ, ჩემი მოთხრობის პირველი სცენა ,,დილის შუქურის” რეპორტიორთა სამფლობელოში გადავიტანო, ამ პატარა სიკეთის სამაგიეროს იმით გადაგიხდით, რომ ზუსტად დავიცავ ყველა ზემოთმოცემულ პირობას.

,,შუქურაში” დროდადრო შემთხვევით სამუშაოს ვშოულობდი და იმედი მქონდა, რომ მალე მუდმივ ხელფასზე გადამიყვანდნენ. კონგრესის ანგარიშებით, საბირჟო კურსებითა და გაზეთის ამონაჭრებით მოფენილ მაგიდაზე ნიჩბით თუ ფოცხით მომისუფთავებდნენ ხოლმე პატარა ადგილს, იქ ვჯდებოდი და ვმუშაობდი. ვწერდი ყველაფერზე, რასაც ჩამძახებდა, ჩამჩურჩულებდა, ჩამხითხითებდა დიდი ქალაქი, როცა დაუზარებლად დავეხეტებოდი მის ქუჩებში. ჩემი შემოსავალი არ იყო რეგურალური.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 994 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ძმის პირიდან ამოხეთქილმა ალისფერმა სითხემ კი არ შეაშინა, გააოცა. რამდენი სისხლი ჰქონიაო, გაიფიქრა და ცნობა დაჰკარგა. როცა გონს მოვიდა, პირქუში ბიძა ადგა თავს და კითხვის თვალებით დასცქეროდა.
_ რა მოხდა? _ამოისისინა კაცმა და სანადირო თოფს დაეყრდნო. 
ვართანმა არ იცოდა რა მოხდა. ძმამ იგი სამალავში დატოვა და წავიდა.
\"იცოდე, არ შეგვარცხვინო, თორემ სანადიროდ წასვლას ვეღარ ეღირსები!\" _ ასე მკაცრად გაფრთხილებულმა თავს ფიცი მისცა, რადაც გინდა დაჯდომოდა, მოეკლა ირემი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც ისე ადვილი იყო სველ მიწაზე ჯდომა და ლოდინი, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, აკაწკაწებული კბილების ჭახ-ჭახი დააფრთხობდა ნადირს. ესეც არ იყოს, სროლას გამბედაობა სჭირდებოდა, ეს უკანასკნელი კი სიცივისგან მოძიგძიგე ვართანს არ ჰქონდა. არა, რა თქმა უნდა, ამაში არასოდეს გამოტყდომია თავს, მაგრამ გუმანით, თუ რაღაცა სხვა ინსტიქტით გრძნობდა, რომ ასეც იყო. ასეც უნდა ყოფილიყო ალბათ, თორემ რატომ უნდა დაემადლებინა მასზე უმცროს ძმას სანადიროდ წასვლა, ან რა უფლებით უნდა დამუქრებოდა, აცილება არ გაბედოო?!



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1002 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

პატარაზე გაუღეს თუ არა კარი, ევროპა თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა წინა აზიაში: მოკლე კაბებით, ვიწრო შარვლებით, მოკასინებით, შეკრეჭილი და სტაფილოსფრად შეღებილი თმებით, წვრილი ქუსლებით, მცირეგაბარიტიანი ავეჯით მაგნიტოფონებით, ლუი ამსტრონგებითა და ჩაო–ჩაო ბამბინოებით.მე კი „მოპრმა" რომ მამაჩემს ოცდარვა წელს არტელ „ანტიბურჟუის" მიერ გამოშვებუი პატეფონი აჩუქა, ისევ ის მიდგას სახლში. კარგია მერე ეს?
ევროპაში ნამყოფი ჩემი მეგობრები დილით თურქული ყავითა და OC–ის მარკის კონიაკებით საუზმობენ. მე კი ისევ მურაბიანი ჩაითა და ცეკავშირის ყველით ვსაუზმობ.
ჩემი ამხანაგები ისეთი ვიწრო შარვლებით დადიან, ორი კაცი ეხმარებათ გაძრობაში. მე კი, ქამარს რომ შევიხსნი, მისით მძვრება. კარგია მერე ეს? რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ მოთხრობის შემდეგ გამოვსწორდები, რადგან ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს გარკვეული აღმზრდელობიტი დანიშნულება აქვს თვით ავტორისთვისაც.
ვიოლა კავშირგაბმულობის სახლის წინ შემხვდა. ამათვალიერ–ჩამათვალიერა, ქალს რომ კაცი შეეცოდება, ისე გამიღიმა და მკითხა:



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1352 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და  
  კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ
 
   

  ნადიმს – ამ უცხოური წარმოშობის სიტყვას, უკვე მკვიდრად რომ ზის ჩვენს „ვეფხისტყაოსანში", პურობის, სმა-ჭამის, სადილის, ლხინის შინაარსის გადმოსაცემად – ძვ. ბერძნები სიმპოზიუმს ეძახდნენ, ე.ი. ერთობლივ ჭამა-სმას. ბერძნული ანტიკურობისათვის დამახასიათებელი ნადიმების შესახებ ჩვენ ვიგებთ როგორც შემორჩენილი ლარნაკების მოხატულობებიდან, ასევე წერილობითი წყაროებითაც. ჩვენს მსგავსად ბერძნებიც საკვების მირთმევის პროცესს დროის, ადგილის, ფორმისა და შინაარსის მიხედვით მრავალი სიტყვით გადმოსცემდნენ: იყო ყოველდღიური სადილი, სამხარი, ვახშამი, ნაირგვარი ჭირისა და ლხინის სუფრა, საღმრთო, საშობელი და ნადიმი სპორტულ ასპარეზობებზე გამარჯვებულთა პატივსაცემად. ამ უკანასკნელს ფილოსოფოს ქსენოფანე კოლოფონელისა (ძვ. წ. 570-48) და ევრიპიდეს (-480-406) სახით კატეგორიული მოწინააღმდეგენი ჰყავდნენ (ვინაიდან მათი აზრით, თანამოქალაქეთაგან პატივისცემასა და ჯილდოს მხოლოდ სამართლიანი, ჭკვიანი, ბრძენი და ქალაქის გონივრულად მმართველნი იმსახურებდნენ და არა ბრიყვი ათლეტები. ასე რომ, ბრძენი მმართველისა და უტოპიური სახელმწიფოს იდეა სულაც არ იყო ოდენ პლატონის ფანტაზია და ახირება. ეს აზრი საუკუნის განმავლობაში მწიფდებოდა ბერძენთა სულში). მაგრამ ჩვენ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ. სიმპოზიუმი ეს იყო, როგორც წესი, ორგანიზებული ლხინი, ერთობლივი პურობის შემდეგ და იწყებოდა სამსხვერპლო ზედაშის შეწირვით, რასაც თამადა ხელმძღვანელობდა. მონადიმენი თავს სუფრული სიმღერებით – სკოლიონებით, გამოცანებითა და სხვა ინტელექტუალური თამაშებით ირთობდნენ. ლხინს რომ პეწი და ლაზათი შეჰმატებოდა, ჰეტერებს, მოცეკვავეებსა და მიმებსაც იწვევდნენ ხოლმე. ელინიზმისა და რომის იმპერიის ხანაში აღმოსავლეთიდან შემოტანილი საჭმლის სიუხვემ ხელი შეუწყო ჩვეულებრივი ნადიმების გადაქცევას ალიაქოთიან სუფრად. ჭამდნენ ფეხზემდგომელა, ან წამოწოლილნი. მონადიმენი ნალისებრ ლოჟებში ორ-ორ კაცად თავსდებოდნენ. ხან რამდენიმე პატარა მაგიდასაც დგამდნენ, ხან კი – ერთსა და დიდს. იყენებდნენ თიხის ან მეტალის ჭურჭელს, შეძლებული რომაელის სუფრას კი ძირითადად ვერცხლის ჭურჭელი ამშვენებდა. გამოიყენებოდა აგრეთვე კოვზი და დანა, იშვიათად ჩანგალი. ნადიმი ხშირად მსვლელობით სრულდებოდა.  
  პირველი, ვინც სიმპოზიუმი ლიტერატურული ფორმით აღწერა და თვით ნადიმის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი, პლატონი (ძვ. წ. 427-347) გახლდათ. შემდგომ ამ ჟანრის განვითარებაში მონაწილეობდნენ არა მარტო ბერძნები, არამედ რომაელნი და რომის იმპერიაში შემავალი სხვა ხალხთა შვილებიც.  

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1688 | Добавил: varse9788 | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

I თავი
 მამაჩემი სენბერნარია, მამა-კოლი, მე კი პრესვიტირიანელი ვარ.რა ვიცი, დედამ ასე მითხრა, მე კი მსგავს საკითხებში ვერ ვერკვევი. ჩემთვის ყველა ეს ლამაზი, გრძელი სიტყვებია, თანაც ყოველგვარ აზრს მოკლებული. დედა გიჟდებოდა ასეთ სიტყვებზე, სიამოვნებით წარმოთქვამდა ყველა მათგანს და დიდად ხარობდა როცა მისი განსწავლულობით გაოცებული სხვა ძაღლები რიდითა და შურით შეჰყურებდნენ. მაგრამ, აქ, მგონი განათლება არაფერ შუაში იყო, დედას უფრო თავის გამოჩენის სურვილი ამოძრავებდა: ასეთ სიტყვებს სასადილო და სასტუმრო ოთახებში კრებდა, და კიდევ საკვირაო სკოლაში, როდესაც თან ახლდა ჩვენი პატრონის შვილებს. ყოველთვის, როცა მორიგ გრძელ სიტყვას მოკრავდა ყურს, სულ ერთთავად იმეორებდა გულში, რათა ჩვენი უბნის ძაღლების „კონფერენციამდე" თავიდან არ ამოფრენოდა. დააგდებდა ხოლმე ასეთ სიტყვას და, პაწია ამუნიათი დაწყებული უზარმაზარი მასტიფით დამთვარებული, ყველა გაოცებას მოდიოდა. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.თუ ჩვენს შორის ვინმე უცხო, ანუ დამსწრე სტუმარი აღმოჩნდებოდა, ის უთუოდ დაეჭვდებოდა; პირველი შთაბეჭდილებით გაოგნებული მაშინვე მოითხოვდა, აეხსნათ მისთვის რთული სიტყვის მნიშვნელობა, და დედაჩემიც დაუფიქრებლად აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1103 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

წარმოიდგინეთ, რომ სადილის შემდეგ ათი წუთით გაისეირნეთ ბროდვეიზე სიგარის მოსაწევად. სეირნობისას ფიქრობთ ცხოვრებაში მომხდარ ტრაგიკომიკურ ამბებზე, ან უფრო სერიოზულ ამბებზე ვოდევილის ჟანრში და უცებ თქვენს მხარეს ეხება ვიღაცის ხელი. მოტრიალდით და ხედავთ, რომ თქვენს წინაა სიასამურის ქურქში გამოწყობილი, ბრილიანტის თვლებიანი სამკაულებით მორთული ლამაზი ქალი. იგი სასწრაფოდ გჩრით ხელში უზომოდ ცხელ კარაქწასმულ პურის ნაჭერს, პაწაწკინტელა მაკრატლით სწრაფად გაჭრით პალტოს მეორე ღილს, მრავალმნიშვნელოვნად წამოიძახებს ერთადერთ სიტყვას ,,პარალელოგრამი”, შემდეგ კი გარბიშ და თან შეშინებული უკან იყურება.

აი, ეს იქნებოდა ნამდვილი თავგადასავალი. ჩათვლიდით ამ ამბავს ჩვეულებრივ მოვლენად? მე მგონი, არა. თუ თქვენ არ ეკუთვნით იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს, რომლებშიც ჯერ არ ჩამკვდარა თავგადასავალთა მაძიებლის სული, აღშფოთებისა და დაბნეულობისაგან წამოწითლდებოდით, მორცხვად გადააგდებდით პურის ნაჭერს და აწყვეტილი ღილის ადგილზე ხელის ფათურით განაგრძობდით ბროდვეიზე სეირნობას.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 968 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა შეედრება!.. 

მაგრამ ამჟამად ყველაფერი მავიწყდება და თვალთ-წინ მიდგება მხოლოდ ერთი ხმელი წიფელი. ისიც უღრანს ტყეში დგას, ერთის კლდის თავზედ. ამ კლდესაც ხავერდივით მწვანე ხავსი გადაჰკვრია. ხმელს წიფელს სხვა ხეები შორს უდგანან, თითქოს განგებ გაჰშორებიან და ამაყად დასჩერებიან თავზე. ხმელის წიფლის ახლო რამდენიმე ჟოლის ფეხია მოსული, შველისა და ირმის ნაკვნეტის ფოთლებით. ისინი გადმოძაბულან და გადმოსცქერიან დაბლა მდინარეს, მის ფესვებში რამდენიმე ფეხი ძირტკბილა მოდის, ზამთარ-ზაფხულ მწვანე, დაკბილულ-ფოთლებიანი. ხმელს წიფელს წასვლია სიცოცხლის ნიშანწყალი: სამი ტოტი-ღა შერჩენია შუა წელს ქვევით, ზედა ტანი მოტეხილია და ხევში ჩაჩხატულა, გახიდულა. ამ სამს ტოტში წელიწადში მარტო ერთს გამოუვა ხოლმე სამი თუ ოთხი ფოთოლი, ისიც ფერწასული, დამჭკნარი, გაყვითლებული. სხვა ხეებს-კი რომ უყუროთ, დატვირთულნი დგანან ბუნების მინიჭებულის სარჩოთი. არაფრად აგდებენ ხმელს წიფელს, ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ ზამთრობით, როცა თითონაც შემოეძარცვებათ ხოლმე საპატარძლო ტანისამოსი და, ცოტად თუ ბევრად, დაუახლოვდებიან სიხმელეს და დაემსგავსებიან ხმელს წიფელს, მაშინ თუ შეაცქერდებიან, ისიც გაკვრით... ეს მოხდება სწორედ მაშინ, როდესაც პირბადრი, სახენათელი, თმაგაშლილი "ადგილის დედა” ბუნების სანუგეშოდ სიყვარულზე, სიწმინდეზე და სიცოცხლეზე ზღაპარს უამბობს. მაშინ შეუბუზღუნებენ ხმელს წიფელს: "რას გაშტერებულხარ, საწყალო? ყური დაუგდე, დედა რას ამბობსო!”. 


საბრალო წიფელი! ერთი დრო იყო, რომ ესეც ამაყად გაბარჯღული იდგა, სხვა ხეებს ბევრით მაღლა ასცილებოდა და თავის დიდრონ ტოტებითა და ფოთლებით ქოხივით ეხურებოდა თავს მთელს ტყეს. მთიდამ ბარად მომდინარი არწივი მის კენწეროზე ისვენებდა, მოჰყვებოდა ამაყად ყეფას. ეხლა კი სულთმაბრძოლს დაჰფერებია. წაქცევ-წაქცევაზეა მიმზადული. ტანზე რამდენსამე ადგილს საცოდავს გამხმარი ქერქი ასძრობია და ტიტველი გვერდები უჩანს. ერთს ალაგს უფრო გრძლად აჰყრია ქერქი და დედამიწისკენ გრძლად გადმოშვერილა; გეგონებათ, ხანჯალი დაუციათ და ნაწლევები გადმოუყრევინებიათო. ჭიაც ბევრი თუ აქვს ამ წიფელს, რომ რამდენჯერაც მის ახლო გავლა მომიხდება, ზედ მუდამ კოდალასა ვხედავ. ეს დასაქცევი ერთთავად ზედ აზის და, რაც ძალი და ღონე აქვს, ურახუნებს იმ გასახმობს, გასავერანებელს ნისკარტს; თან კიდეც დასჭყივის, დაჰკივის, თითქოს ნიშნს უგებსო. აგერ რამდენს ადგილას ამოუღრუტნია წიფელი გულამდის. საცაა გულსაც ფქვას დაუწყებს. წიფელი დგას, დგას შეუშფოთრად, წარბშეუხრელად; არც ავს ამბობს, არც კარგსა. 






სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1802 | Добавил: Admin-Gio | Дата: 10.04.2011 | Комментарии (0)

« 1 2 3 4 5 »

  Findout.Com - © 2024