მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
პარასკევი, 29.03.2024, 10:09
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » მოთხრობა

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია. 

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს! 



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1532 | Добавил: Admin-Gio | Дата: 10.04.2011 | Комментарии (4)



- ბალღები სადღა არიან? - იკითხა იოთამმა, როცა სახლში შევიდა, - ისრით იღლიაგაგმირული, ტყავგაუხდელი არჩვი კერაზე დააგდო ისე დაუდევრად, რომ ნადირის წვერმოკაუჭებულმა რქებმა მიწაც კი მოჩიჩქნა. ვერ იყო იოთამი კარგს გუნებაზე: თავიდან ფეხებამდის წურწურით წყალი გასდიოდა, ავდარს დაესველებინა; მშვილდი და კაპარჭი (საისრე) დედაბოძზე წნელით მიმაგრებულს ირმის რქაზე ჩამოჰკიდა და აჩქარებით კერაზე გახურებულს ცეცხლს მიაშურა; გასათბობად ხელები მიუპყრო; ტანზე გარექცევ ნაცვამი ჯიხვის ტყავის კალთებიდან ორთქლმა დაუწყო პირისახეზე ადენა; თბებოდა ცეცხლზე და თანაც ცოლისაგან პასუხს ელოდა, რომელიც იქვე, კერის შორი-ახლოს იწვა არხეინად, ძუ ვეფხვსა ჰგვანდა. გველ-ხოკერასავით სქელი, შავი ნაწნავები ზოგი უკან ბეჭებზე ჰქონდა გადაყრილი, ზოგიც წინ, გულ-მკერდზე ელაგა. პირისახე მოსინულ სპილენძს მიუგავდა. პატარა ბიჭს, იოთამთან ნაყოლს, ძუძუს აწოვებდა. ბავშვი ორის ხელით ჩაჰბღაუჭებოდა და გაშმაგებით სწოვდა ტუჩების ტკბარუნით. ვეფხვის ლეკვი ვეფხვის რძეს შაექცეოდა. დედა-შვილნი განცხრომაში იყვნენ. ლოგინად არჩვებისა, ირმისა და მგლის ტყავები ეგოთ, ხავსსა და ლელზე დაფენილი. 

ეს მეორე ცოლი იყო იოთამისა, მოტაცებული, ნანადირევი. ტყეში შეხვდა, სანადიროდ ნამყოფი, სტაცა ხელი, არც აცივა, არც აცხელა, პირდაპირ თავის ქოხში ამოაყოფინა თავი. შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი მონა-მორჩილიო. მდევრად წამოსული ცოლის ძმები ისრით დახოცა, სიმამრს ქვით გაუტეხა თავი, კინაღამ ისიც საიქიოს გაისტუმრა. იოთამი ძალიან მძლავრი, მამაცი ადამიანი იყო. 

ქმრის გამოხმაურებაზე ცოლმა მხოლოდ გადმოიხედა და ცეცხლივით შავი თვალები გადმოანათა. ოდნავაც არ შენძრეულა. 

- ბალღები სად არიან-მეთქი, შენ გეკითხები? - განუმეორა იოთამმა. 

მოუხეშავს, ბრიყვს, სასტიკს იოთამს ძალიან უყვარდა პირველ ცოლიდან დარჩენილი შვილები, ქალ-ვაჟი, მზია და ვეფხვია. 

- ძროხები დაუკარგიათ, იმათ საძებნელად დავგზავნე, - უპასუხა ცოლმა. 

- ოჰ, ოჰ, ჩამწარდა წუთისოფელი, სიცოცხლე შხამი გახდა შენს ხელში, დედაკაცო! ხუთი-ექვსი წლის ბალღები ამ უკუმეთს ღამეში რა ძროხებს მოგიძებნიან?! ვინ იცის, რა დაემართებათ ამ უკუმეთს ღამეში? გინდა ისინიც ნადირს დააჭამო? ამდენს ჩემს სულით ტანჯვას და ჩემი შვილების წვალებას ბარემ ერთხელ თავები დასჭერ, მორჩი და გაათავე, შენც დაისვენე და მეც დამასვენე, - სთქვა გაჯავრებულმა იოთამმა. 

- შენ გააჭირე საქმე და შენმა შვილებმა!.. რა გახდა შენი შვილები, გველის წიწილები ცოტაა ქვეყანაზე? - უპასუხა გარისხებულმა ცოლმა. 

გაშტერებული იოთამი დიდხანს უცქეროდა ცოლსა. 

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1052 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

დალაქი ბუნბულა ფარსმანიშვილი მეტადჩვილი, გულნაზუქი მახსოვს,-- მოსიყვარულე, უწყინარი, ძვირუხსენებელი, მეგულკეთილე, თან გაგებული, შესმენილი კაცი.

__არავის აწყენინო, მოშიშება უნდა გქონდეს, ჩვენი ბოლო სამი ფიცარია!-ზედ დააყოლებდა ამ სიტყვებს, სამართებელს რომ ღვედზე ლესვას დაუწყებდა. კარგი მემუსაიფე იყო, ხალხის შემაქცევარი. სიტყვის თავზე ,,ჩემი ხარ ბატონი" არ დაა-

ვიწყდებოდა.

__სიწმინდის დარზე ვიდგეთ, და-ძმობაზე ვიაროთო!

__თავი და თავი გულის მოსავალია! ჯერ გულის მოსავალი მოირეწე და მოკრიფე, მერე მიწისა!

ბუნბულას მიერ შემეცნებულნი თავს აკანტურებდნენ ნიშნად თანხმობისა და თვით ბუნბულას საპატიურობისა.

დალაქის აზრით, სიგიჟით მოგებული არაფერია სინდისით, მოგებულთან! ადამიანს რომ შეხვდები, მარტო საქმეზე კი არ უნდა ელაპარაკო, გუნებიერად მოიალერსე, გუნება მოიმყუდროვე, ორივეს ჯანი და აგებულობა დაგიმშვიდდებათო!

იმდენად სათნო და წმინდა ადამიანი იყო ბუნბულა, რომ მისმა მტერ-მოყვარეებმა ხმა დაუყარეს, ბუნბულამ სთქვაო, ჩემს ჯეელობაში ქალები სულაც არ ყოფილანო!

იყვნენ თუ არა ქალები მის ახალგაზრდობაში, არ ვიცი, მაგრამ თითონ თორმეტი შვილი კი ჰყავდა: გოგოები- თათია, ნია, ფაცაცი, მზესა, გაია; ბიჭები-ბატატა, საჩინო, ჯაბა,გეგენა, ბათუა, ხოხორა, ბაბღია. ზოგი დაოჯახებულიყო, ზოგი ახლად იდგამდა ფეხს.

მე მიკვირდა, როგორ ეტეოდა ამოდენა ხალხი ბუნბულას ორ პატარა ოთახში? ერთხელ კიდევაც შევეკითხე.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1230 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

აყვავებული ვაშლის ხის ქვეშ ახალგაზრდა ქვრივი დედა ეალერსებოდა ყრმას, რომელსაც აბრეშუმივით ხვეულ კუკულებში ნიავისაგან მონაბერი ვაშლის ყვავილის თეთრი ფერფლი ჩაჰფენოდა.

__ რა გითხრა ვარდის დედამა, დილილა დედილასა! __ ძუძუმწოვარს ჩაესიტყვებოდა აკვანში.

ყრმა იცინოდა...

დედა ეტიტინებოდა,--- გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე! შენს სიცილზე ღრუბლები იფანტებიან, შუბლს თუ შეიკრავ --- შავად იკუმშებიან! გაიცინე, გენაცვალე, გაიცინე, ღრუბლები გადიკარგებიან.

ჩემი დეიდა მაიკო იყო.

დეიდას დედის სუნი ასდისო! მართალი ყოფილა. არასდროს დამავიწყდება დეიდა მაიკოს ალერსიანი შემოცქერა.

შინგაზრდილი იყო, მაგრამ გონებაგახსნილი, დიდად მეტყველი, მიყვარდა მისი ნაუბრის მოსმენა ზამთრის გრძელ ღამეებში, თითისტარი ბზრიალში, ბევრი რამ ,,საღვთო" ჩამრჩა ხსოვნაში იმ ღამეებიდან, ბევრიც ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ...

ახლაც გულზე მაქვს დაჭდეული დეიდა მაიკოს სიტყვები:


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 3695 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (1)

რამდენიმე ხნის წინათ გადავწყვიტე, დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა: არ ვიცოდი, რა მექნა. რაღაც დაიბადა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა უფლისციხის ისტორია. პირველადვე წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში, მაგრამ აღარ დამიხევია უკან. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომლებიც აქ გადიოდა. გავეცანი მის მიდამოებს; სადღაც აესხა მძივი. შევადგინე კონსპექტი: უფრო კარგად ვიგრძენი უფლისციხე.

ახლა საღამოა.

ვზივარ შინ და ვკითხულობ კონსპექტს; ის სულ უფრო მითრევს: რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში.

უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისი მიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1312 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

ზღვაზე უმთვარო, მოწმენდილი ცა იყო. წყნარი, პატარა ტალღების ხმა ძლივს ისმოდა ქვიშიან ნაპირზე, წყალში ვარსკვლავების სინათლე იდგა; იქ მათ ბაც შუქში კატარღა მიცურავდა.იმ ნაპირის გასწვრივ, სადაც სიბნელეში მოჩანდა მკრთალი მბჟუტავი ნათურები. ზღვა წყნარი იყო, ნაპირზე სინათლეები ჩანდა და გემბანზე მშვიდად უკრავდა მეზღვაურის გარმონი. ასე იცურებდა კატარღა დილამდე, მერე შევიდოდა ნავსადგურში, აიღებდა სანოვაგეს; შუადღისთვის უკან დაბრუნდებოდა ზღვაში; ღამის სიწყნარეში ისევ გამოჩნდებოდნენ ნაპირის სინათლეები, ზოგი კაშკაშა, ზოგი მბჟუტავი; სხვა სინათლე კი სულაც არ ჩანდა კატარღიდან, არ ჩანდა სანაპიროდან მოშორებული შუქი, არ ჩანდა ფარდაჩამოფარებული სახლებიდან ის სინათლე, რომელიც ძლივსღა ბჟუტავდა კერაზე.
აქ, ნაპირზე, მიმქრალ ცეცხლთან იჯდა ბებერი მეთევზე. მუნჯი ახმედი გამხდარი, ჩამოყრილი მხრებით და უძლური სხეულით სიცოცხლეს უნარჩუნებდა კერას; ნახევრად დამწვარ ფიჩხს შეწევდა ღრმად, ალი მაღლა იწევდა, ამ დროს კატარღიდან ჩანდა ეს შუქი სხვა სინათლეებთან ერთად, მერე ისევ ეფარებოდა ნაცარი ალს, ნაცრის ქვეშ ძლივსღა ცოცხლობდა ცეცხლი. მიმქრალ ნაღვერდალს ხელახლა აღვივებდა ახმედი. ალი უნათებდა შეკრულ კრიჭას, დანაოჭებულ სახეს და ბერვის დროს წინ გაშვერილ ტუჩებს. ძაღლის ლეკვი იწვა ცეცხლის პირას, პატრონის შიშველ, ცივ ფეხზე ედო თავი და თვლემდა. ძაღლის სითბოს გრძნობდა პატრონი. ახმედი იყუდებდა თუნგს, დიდი, მძიმე ყლუპებით სვამდა წყალს. მერე შემოვიდოდა სედა, მოხუცებული ქალი, რომელიც სიბერისას შეიკედლა მეთევზემ, ისიც დაჯდებოდა ცეცხლის პირას და ყვინთავდა.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1422 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

I

გურამი ყოველდღე სულ უფრო და უფრო ცოტა ძალას გრძნობდა იმისთვის, რომ მუშაობა გაეგრძელებინა. თითქმის ძალით გადაიკითხა ბოლო ნოველა ხევსურების ცხოვრებიდან: ამღელმა სამუკა წიკლაურმა შეირთო იათამზე, რომელიც ძმადნაფიცებთან ერთად მოიტაცა წინ ხადუდან და არხოტში გადაიყვანა; მთელი კვირა არ იცოდნენ ქალის კვალი მისმა ნათესავებმა; სამუკა ახიელელმა ოჩიაურმა გასცა, რომელსაც თვითონ უყვარდა იათამზე; ქალის ბიძაშვილებს ერთ დროს შუღლი ჰქონდათ წიკლაურების გვართან და ახლა გაიხსენეს, უღელტეხილზე ჩაუსაფრდნენ, წინ ხადუში ვერცხლისმჭედელ თავალექასთან მომავალი ჯურხა წიკლაური მოკლეს და შუღლი განაახლეს; ამღელებმა ქალის უკან გაგზავნა მოსთხოვეს სამუკას და მაგიერი სისხლის აღება დააკისრეს. ღამით გააპარა იათამზე სამუკამ ქისტეთში თავის ჯარეგოელ ძმადნაფიცთან, სოფლის გარეთ აიშენა ქოხი _ დაულოცველად შეუღლდნენ შეყვარებულები. ნოველა თავდებოდა ასე: ფერდობზე ჩრდილში იწვა თოფ-იარაღში ჩამჯდარი სამუკა, ჩამავალი მზე ანათებდა ქედის იქიდან ნახირთან ერთად ღიღინით მომავალ

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1316 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

_დათუნა! დათუნა! _მოესმა ბავშვს შორიდან დედის ხმა.
დათუნამ ერთხანს ყური მიუგდო, მერე ჯოხის ცხენს შემოჰკრა მათრახი და პატარა ბარდებზე ხტუნაობით წყაროსკენ გაიქცა.
_დათო! – კვლავ მოეწია წყაროსთან დედის ხმა.
დათუნა შემობრუნდა, დაიფრუტუნა, დაიჭიხვინა და ბუზღუნით სახლისკენ გამოჭენდა, "უჰ, ახლა გოგლი-მოგლი გამიჭირებს საქმეს, ან რძე, უჰ” – გააჟრჟოლა ტანში ბავშვს, უცებ წინ ხვლიკმა გაურბინა. მან სწრაფად მოიმარჯვა თავისი ჯოხის ცხენი და ქვეწარმავალს დაარტყა. ხვლიკმა კუდი ადგილზე დატოვა, თვითონ კი სასწრაფოდ მიიმალა. დათუნამ დაიწყო ჯაგების ქექვა, შემდეგ რაღაცა სორო იპოვა და ჯოხით ამოჩიჩქნა.
_დათო, ბიჭო, არ გესმის, დედა რომ გეძახის? წამო ახლავე სახლში, - წყნარად უთხრა თავზე წამომდგარმა მამამ, დათუნა დაემორჩილა და ფეხმოთრევით გაჰყვა.
_ბიჭო, შენ ახლა უკვე ბავშვი კი აღარა ხარ, ხვალზევით თოთხმეტი წლისა ხდები.
დათუნამ ეშმაკური თვალებით გახედა წყალზე საწუწაოდ მიმავალ ტიტლიკანა სწორებს და უნებლიეთ ხელი გამოსტაცა მამას, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
მამამ წყნარად გამოხედა, მერე მხარზე დაადო ხელი და საუბარი განაგრძო:
_ბიჭო, მე რაზე გელაპარაკები, შენ კი სულ ცელქობაზე გიჭირავს თვალი! ცელქობა კარგია, რა თქმა უნდა ძალიანაც კარგი, მაგრამ უნდა იცოდე დრო, მე სამი დღის მერე მივდივარ თბილისში და ოჯახი შენ უნდა დაგიტოვო, შენ იცი, როგორ დაუჯერებ დედას და მოუვლი შენს პატარა ძმებს. ახლა დედას გაუგონე ყველაფერი და დაბადების დღეზე ისეთ საჩუქარს მოგიტან, როგორიც არცერთ შენს ტოლს არ ექნება. მე მგონი, მისი ღირსი შენ უკვე ხარ.
დათუნამ ყურადღება დაძაბა.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 994 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

ხეს რომ დაველაპარაკე პირველად 14 წლისა ვიყავი, თვითონ ბებერი იყო, 55-60 წლისა, თითქმის ჩემი ბებიის ხნის. ხე ვაშლისა გახლდათ და სახელად ხაზარულა ერქვა.

მახსოვს, ადრე მისი ნაყოფი ბებიას ზამთრობით თბილისში ჩამოჰქონდა, დილით რკინიგზის სადგურიდან მოსული, სოფლის სურნელად აყვავებული და დაღვრილი, გულში ჩამიკრავდა, მუშტისოდება ცივ, შეუხედავ, შემჭკნარ ვაშლს ლოგინში შემომიგორებდა და მეტყოდა:

- აგი, ნენა, შენი ეზოს ხაზარულაა, კია ალმასხანას დაფინოსავით დაპრანჭული, მაგრამ მაგის უკეთესს ვერაფერს მოიხილავ უზმოზე, ჭამე, შენ შემოგევლოს შენი ბებია...

მართლაც უგემრიელესი იყო ეზოს ხაზარულა.

ომის დროს სოფლის ხიზანი გავხდი და ის ჩემი ხაზარულა პირადად გავიცანი. მარანზე იდგა ალაგ-ალაგ ფუღუროიანი, სიხმელე შეპარული, მაგრამ მაინც ამაყი, მკლავგაშლილი, ლამაზი, ღონიერი და უზარმაზარ ჩრდილიანი. კოპეებით, ორშიმოებით, ორჩხუშებით, პატარ-პატრა დოქებით ჩამოხუნძლული, თუმცა, რად გინდა, თურმე აგერ, მესამე წელია, აღარ ყვავილობდა და ცხადია, აღარც ნაყოფს ისხამდა.

1942 წელს ადრე გაზაფხულზე, სისხამ დილით ბებიამ გამაღვიძა. ხელში სამართებელივით პირალესილი და ალაპლაპებული ნაჯახი ეჭირა.





სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1055 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

ეს ამბავი 1941 წლის აგვისტოში დაიწყო და ზუსტად ორი წლისთავზე გათავდა. ომი სულ რაღაც ორი თვის გამოცხადებული იყო, მისმა სუსხმა რომ ჩვენს სოფელს მოაღწია. ასეა თუ ისე, შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულმა გლეხმა უცებ ვერ აწონა ქვეყნად მომხდარი საშინელება, უცებ ვერ დააგდო ხელგაშლილი ცხოვრება და უკვე აგვისტოში, ბევრის ბეღელი, ჭური და სალარო დაცარიელებული აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს ასე დაემართა.

წყალმანკით დაუძლურებული და ძვალგაციებული ბაბუაჩემი სპირიდონი დღედაღამ ბუხართან იჯდა და მთელი ოჯახის სიმძიმე მე მაწვა კისერზე. სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ტყიდან შეშისა და ფიჩხის თრევას ვერ ვუთავდებოდი, რათა ძვალგაციებულ ბაბუას ბუხარი არ გაპარვოდა.

1941 წლის 25 აგვისტოსთვის ყველაფერი გაგვითავდა. ბაბუაჩემმა განჯინიდან თავზე ტაროს ნაქურჩლებით დაცობილი, მისი ღვიძლის მომნელებელი, არყით სავსე ათლიტრიანი ბოცა გამომატანინა და მითხრა:

- ჩადგი გოდორში, წაიღე ჩოხატაურის ბაზარში და ერთ ფუთ სიმინდში გადაცვალე. ვინც ნაკლები შეგაძლიოს, დაამხვე თავზე ბოთლიანად და წამოდი. ამის ფასი მარტო მე ვიცი, ბჟოლისაა და 80 გრადუსია. - მერე სევდიანი თვალი გააყოლა ბოცას, ამოიოხრა და ხელით მანიშნა - წადიო.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1431 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

« 1 2 3 4 5 »

  Findout.Com - © 2024