მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ორშაბათი, 21.10.2019, 23:08
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 155

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  ოქტომბერი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » მოთხრობა
სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა გულზე ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე. ობლად დარჩენილმა დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის, ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში გაეკვეხა თავით სამუდამოდ.

- ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! - გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები და სიცილით ასკდებიან ერთმანეთს.

- დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის სულს! - ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს.

- დიდროია ბურძგალა!

- დიდროია ხაბაკა!

- დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს გუთურელი ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და ცხელ ქვიშაზე სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის, მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ შარვლის ჯიბეში.




სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 763 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

- ჯემალ, სკრიპკა!
- იანგული, ლაწირაკო!
- ჯემალ, ქამო!
- იანგული, წუწკო ბერძენო!
- ჯემალ, წირპლიანო!
- პატარების ყოჩო!
- ვირისთავო!
- ვირის მწყემსო!
- გოგოების მაჩალკა!
- ხულიგანო!
- თბილისელო ჰარიფო!
- შენი დედა ვატირე, იანგული!
- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!



სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი.




სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 917 | Добавил: Admin-Gio | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრე და სხვების მოლოდინიც ჰქონდათ. ყმუილით, ნელის ბოხის ხმით აუწყებდენ ამხანაგებს: "მოდით, ნუ დაიგვიანებთო!”. 

ქვეიდან, შორს სოფლიდან გაურკვეველი ჟრიამული ისმოდა. სახლებიდან ამონადენი ბოლი ნისლად, ჯანღად ზედ გადასწოლოდა სოფელს, საბნად ეხურა, მაღლა ცა გავარვარებული, ვარსკვლავებით მოჭედილი, ხოლო პირმოკუმული, გაშტერებული დასჩერებოდა დედამიწას. 

მგლები ამაღამ სოფელს უნდა ესტუმრონ. - ესაა მათი ფიქრი და განზრახვა. თავს იმიტომ იყრიდენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. ერთი კვირაა მშივრები დალასლასებენ, მიწასაც კი ვეღარ თხრიდენ საჭმელად თოვლისა და ყინულისაგან. მოგროვდენ, დიდი ჯოგი გაკეთდა. ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ. 

საგულისხმო სანახავი იყო ამ დროს მგლების კრება: ზოგი იწვა თოვლზე, სხვა დაყუნტებულიყო, რიგიც იდგა ფეხზე კუდებდაშვებული, ხოლო ყველას პირები ჰქონდა დაღებული. ასე თათბირობდენ თარეშის, ლაშქრობის შესახებ. 

- კარგი დრო გავიდა, კარგი, ბიჭებო! როგორ ბნელა! აბა, ვისაც იმედი აქვს თავისა, ეხლა უნდა ეცადოს, - ამბობდა მოხუცი მგელი ტოტია. 

- ოღონდაც, ოღონდაც - სთქვა მეორემ, - თუ სხვას ვეღარას მოვიგდებთ გარეთ, ძაღლები მაინც მოვიტაცოთ. ხომ იცით ჩემი ამბავი? თქვენ ჩაგასაფრებთ, მე გამოვიტყუებ, გავუთამაშებ, ჩავუკვდებ-მოვუკვდები ქედანას, შემოგაგდებთ ზედ და მაშინ თქვენ იცით, როგორც გაირჯებით! 

- რა შვილებმა არ ვიცით ჩვენც, როგორ უნდა ჭამა ლეშისა, - სთქვეს სხვებმა სიცილით. თათბირობდენ ფარეხის გატეხაზე. ცხვრის მოგონებაზე ყველამ დაღებული, ცეცხლით ანთებული ლაშები უფრო დააღეს და ნაკვერჩხლებად გამოაჩინეს დიდრონი კბილები. გაჰკრეს, გაუსვეს კბილი-კბილს: აჩქამდა კბილები და საერთო, საშინელ ცეცხლად დაენთო, არე-მარე გაანათა.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 3376 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (1)

არ მიყვარს ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი. ასეთი არ იყო ლეო, მაგრამ მუდამ ვიღაცასა და რაღაცაზე უკმაყოფილო კი მეჩვენებოდა. ვისზე, ვერ გეტყვით, მგონი, თავის თავზე, თუ ჩვენზეც _ ნაცნობ-მეგობრებზე, მტერ-მოყვარეზე, ქვეყნის ბედზე... რა უნდოდა, არ ამბობდა ან იმნაირად მიკიბულ-მოკიბულად ამბობდა, ჩვენ ვერ ვუგებდით. კარგი სალამი, მოკითხვა, საუბარი, ზოგჯერ პატარა ხალისიანი კამათი, წახუმრებაც კი, და განშორება. არაფერი ზედმეტი, გადაჭარბებული, მაგრამ, როცა მარტო ვრჩებოდი, მეჩვენებოდა, რომ იგი ჩემით კმაყოფილი არ იყო. ვერ მივეცი ამ კაცს ის «რაღაცა» და გულს აკლდა. არ წუწუნებდა, არავის უჩიოდა, ღიმილიც იცოდა, სიცილიც და მაინც მეგონა, რომ მეტს თხოულობდა. რაღაც მაახლოებდა ამ კაცთან, მაგრამ ახლოს არ ვიყავი. ჩემზე უკეთესი მეგობარი, ვფიქრობ, არ ჰყავდა, მაგრამ ჩემისთანა კი, მგონი, ბევრი... ოჯახიც ჰქონდა, მტერიც ჰყავდა, მოყვარეც და, ჩემი ფიქრით თუ გუმანით, მაინც მარტო იყო.
ჩვენს უბანში ცხოვრობდა. შეხვედრით ხშირად ვხვდებოდით, უფრო მეტად ავტობუსში, სამსახურის შემდეგ.
ავტობუსში, სამსახურის დაწყებისას და დამთავრებისას, არასოდეს ტევა არაა, მუდამ ზედახორაა, მაგრამ ბილეთის გამყიდველ სქელს ქალს ყოველთვის ჰგონია, წინა კარისაკენ თავისუფლებაა და მძღოლი მანქანას უადგილო ადგილას ამუხრუჭებს, რომ გაჯიუტებული მგზავრები წინ გარეკოს. ავტობუსი ისეა სავსე, ამით არაფერი იცვლება, მაგრამ მებილეთე და მძღოლი თავისას არ იშლიან. ჩვენც ისე მიჩვეული ვართ, ის კი არა, ასე რომ არ მოხდეს, რაღაც გულს დაგვაკლდება.
იმ დღესაც, ერთი-ორჯერ, კარგა მაგრად შეგვახეთქა ერთმანეთს, შეგვამჭიდროვა და როცა ჩვენი უბნისაკენ აღმართს აუყვა, უკანა კართან ჩოჩქოლი ატყდა. მე კაბინასთან ახლოს ვიდექი. ხელიც კი არაფერზე მეკიდა, მგზავრებს შორის ისე საიმედოდ ვიყავი ჩაჭედილი.
ჩოჩქოლმა იმატა და ბოლოს გაკაპასებული ქალის ხმამ ყოველნაირი ხმაური დაფარა.
_ არა, არ გკადრებთ, რომ ხულიგანი გიწოდოთ... ჩემს თავს ვერ ვკადრებ... _ მერე უცებ შეიცვალა და მოულოდნელად ალერსიანი გახდა, _ კოტიკო, შენ რატომ იშლი ნერვებს, რატომ არ უფრთხილდები გულს... _ და სიცოცხლეზე გულგატეხილი ადამიანის ხმით განაგრძო, _ ღმერთო, მომკალი, როგორ წახდა ცხოვრება. გზაში ვერ გაუვლია პატიოსან ადამიანს... კოტე, შენი ჭირიმე, ნუ აყვები ნერვებს... სირცხვილია, მოქალაქევ, სირცხვილი... ადამიანმა რომ შემოგხედოს, კაცს ჰგავხარ.
_ ქალბატონო...
_ არა, _ არ აცალა ქალმა, _ რა ნახეთ ჩემში... რით ვგავარ «ისეთ» ქალებს?!
_ არავის უთქვამს, რომ ჰგავხართ...
ეს ხმა მეცნაურა. ადგილიდან ფეხის მოცვლა არ შემეძლო, თავი მოვაბრუნე, მაგრამ ისევ ვერ გავარჩიე მოდავეები.
_ როგორ?! _ იტკიცა ქალმა, _ იქნებ ისიც თქვათ, რომ მე მოვიგონე? კოტე, ხედავ, რას ამბობს?! კოტე, შენი ჭირიმე, არ აჰყვე!
_ მე არც ეს მითქვამს, _ ისევ ნაცნობი ხმა იყო.
თითის წვერებზე ავიწიე და იმდენი მოვახერხე, ზურგისაკენ მივტრიალდი.
_ უკან დაიწიეთ, უკან! _ წყრებოდა ქალი, _ თქვენ თუ კარგი კაცი ხართ, ბოდიშს მოიხდიდით! კოტიკო, გულს გაუფრთხილდი, არ დამღუპო, კოტე!
ასე გულს ამყოლი კოტეს ხმა ერთხელაც არ გამიგონია და მინდოდა, შემეხედა, რას სჩადიოდა ისეთს, რომ დაიღალა ქალი ამდენი ხვეწნა-მუდარით.
_ ასეთი კაცების სინსილა უნდა გაწყდეს...
_ ქალბატონო, თქვენც ხედავთ, ავტობუსში ტევა არაა... _ დაიწყო ნაცნობმა ხმამ, მაგრამ ქალი მაშინვე პირში ეცა:
_ მერე ამიტომ უნდა ისარგებლოთ?.. მერე ამიტომ არ უნდა ჰქონდეს საშუალება პატიოსან ქალს...
_ გაჩუმდი, _ გაისმა ბოლოს და ბოლოს კოტეს ხმა, _ გაჩუმდი-მეთქი! თქვენ, ამხანაგო!..
_ ამათ არ უყურებთ?! _ გაიოცა ბილეთების გამყიდველმა.
_ კოტიკო, ნუ აჰყვები, ნუ აღელდები!
_ აქ ხალხია და სხვაც დაინახავდა თუ...
_ ხედავთ?! _ იყვირა ქალმა, _ ხალხი, ხალხი დაინახავდაო?! კიდეც რომ დაენახა, ვინ იტყვის, ამოიღებს ვინმე ხმას? ჩვენ აქ ვინ გვიცნობს?..
_ ცნობა რა შუაშია?
_ როგორ თუ არაა, ნაცნობი და უცნობი ერთია?! _ გაკაპასდა ქალი.
_ რა ცნობა უნდა ამ შობელძაღლს, _ აყვირდა ბოლოს და ბოლოს კოტეც.
_ რა ამბავი შექენით! _ გაწყრა მებილეთე და წინ გასძახა, _ შოფერ, გააჩერე, ჩავიდნენ და იქ იდავონ და კისერიც უტეხიათ.
მანქანა მოწყვეტით დამუხრუჭდა და ჩვენ ერთხელ კიდევ მივაწყდით წინ.
_ ჩამოდით, ჩამოდით! _ კაპასობდა ქალი, _ ჩამოდით, მაგრამ თქვენ თუ დამნაშავე არა ხართ, თუ თქვენ მართალი ხართ, არ გაიქცეთ.
_ სად უნდა გავიქცე?! _ გაიკვირვა ნაცნობმა ხმამ, _ რად უნდა გავიქცე?!
_ თუ მართალი ხართ, ნურაფრის გეშინიათ.
_ მე არ მეშინია!
კართან მიიწ-მოიწიეს და ჩასვლისას ლეო ვიცანი.
_ ლეო! _ დავიძახე და ახლა მეც წავიწიე გასასვლელად, _ მოიცა, შოფერ, წინა კარიც გააღე! _ მგზავრებში წვალებით გავძვერი, კიბის საფეხურზე მდგართა შორის გაჭირვებით გავატანე და ძირს ჩავხტი.
მანქანა დაიძრა.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 702 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

ვარიაცია ჯ. ჯოისის თემაზე


სააბაზანოში წვეთავდა? _ არაა! ახსოვდა, ონკანი კარგად რომ დაკეტა, მაგრამ ხმა ხომ აშკარად იქიდან ისმოდა?!
ადგა. ჩუსტები ვერ იპოვა და ფეხშიშველამ გაირბინა ცივ იატაკზე. ონკანი ხელების ფათურით შეამოწმა და მშრალი იყო. ცერა თითები აამოძრავა და შეაჟრჟოლა. სააბაზანოში უფრო ბნელოდა და შეშინებული, კანკალით გაიქცა საწოლისაკენ. ლოგინი ოდნავ გაციებულიყო, საბანი გადაწეული დარჩა და გაციებულიყო. ჩახტა თუ არა, მოიკუნტა და თავი შიგნით ჩაყო. ორ წუთში გათბა და ნელ-ნელა ფეხების გაშლაც დაიწყო.
"შუქი ხომ არ ამენთო?!”
მაგრამ დაეზარა. რა იყო საშიში, კარი ურდულითაც დაკეტა, უბრალოდ...
ისევ წვეთავდა?
მთელი ძალით დაძაბა ყურადღება და... ისევ წვეთავდა!
_ წვეთავს და წვეთავდეს, რა ვქნა?! _ გაიფიქრა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, მაგრამ ვერც იქ მოისვენა, ბუზღუნით ადგა და ისევ გავიდა.
ონკანი მშრალი იყო.
_ ხვალ მოძღვარს მოვუყვები ყველაფერს! _ გადაწყვიტა და გამობრუნდა.
მოძღვარი ისეთი სათნო კაცი იყო, მასთან ყოველივე ავიწყდებოდა ლილის. რამდენჯერ მისულა უბრალოდ სალაპარაკოდ და ხმა ვეღარ ამოუღია, მაგრამ მამაო გვერდით მოისვამდა, რაღაცას ეტყოდა, გააცინებდა და ქალიც კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ.
თავდაპირველად, ცოტა მორცხვობდა, დაბნეული შედიოდა ტაძარში. ბევრ რამეს (განსაკუთრებით ინტიმურ ფიქრებს) მალავდა, მაგრამ მერე თანდათან შეეჩვია და დღეს, უკვე სრული სინანულითა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ენდობოდა მამა სოკრატეს:
_ წუხელისაც ვნახე, მამაო!.. ვითომ ტყეში ვიყავი; უზარმაზარი, უშველებელი ხეები იდგნენ იქ, მამაო! ხე რა გასაკვირია, მაგრამ თითქოს პირველად ვხედავდი. ეს რანაირი ყოფილა-მეთქი, ვამბობდი და ხელით ვეხებოდი.
მერე ის კაცი, არა სხვა კაცი მოვიდა და... ისევ ისე... იქ, მინდორში... მე... იმასმიქნა!..
და შენდობილი, თუმცა ოდნავ დატუქსული, მშვიდად გამოდიოდა ტაძრიდან.
_ მართალია რა! _ ფიქრობდა _ აღარა ვარ იმ ასაკის, მსგავსი სიზმრები რომ ვნახო; რაღა დროს ჩემი ეგეთებია?!
მაგრამ უეცრად აცნობიერებდა, რომ თავს იტყუებდა, რომ სიამოვნებდა, რომ კმაყოფილი იღვიძებდა. ამის აღიარება და გაწითლება ერთი იყო. აღელვებული გადაისვამდა შეღებილ თმაზე ხელს და ჩქარი ნაბიჯით გარბოდა ეკლესიის ეზოდან.
ორმოცდაათი წლისა გახლდათ; შვილი არა ჰყავდა კი არა, კაცის კოცნაც არ იცოდა.
მთელი სიცოცხლე სწავლასა და მუშაობას შეალია და ვეღარც შეამჩნია, როგორ გახდა ოცდათხუთმეტის. მერე დაიწყო ნათესავების მოყვანილი სასიძოების დაწუნება და ამასობაში, ორმოცდახუთსაც გადააბიჯა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, საყვარელს მაინც გავიჩენო და სანამ შესაფერის კაცს იპოვნიდა, რძალმა ეკლესიაში მიიყვანა თავის მოძღვართან.
ტაძარში სიმშვიდე იყო, სხვანაირი სიმშვიდე, არა ისეთი, როგორიც სახლში. შინ სიმარტოვე და სიცივე იდგა. და დაიწყო მამა სოკრატესთან სიარული, საყვარლის იდეამ კი სრული კრახი განიცადა; ხოლო, როცა მოძღვართან აღიარა, ამას და ამას ვაპირებდიო, მამაომ დაამშვიდა და უთხრა: თუ ღმერთს ნებავს მოგივლენს ქმარს, ცოდვაში კი არ ჩადგეო.

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 672 | Добавил: varse9788 | Дата: 09.04.2011 | Комментарии (0)

შესავალი და მიმართვა 

დღეს იხარებს დავით, სულიერსა ჩანგსა თანა სულითა მღაღადებელი მეფე, და იტყვის: „აწ აღმისრულა აღმთქმელმან კეთილობამან, ვითარმედ: „ერთ-გზის ვეფუცეო წმიდასა 
ჩემსა დავითს!" რომლისა შემდგომი, მსგავსად სიტყვისა მის, მიეცემოდა მეფობა შენი! 
და ძეცა მისი ბრძენი იგი, სახელ-სახე სიბრძნისა და თანამძღვანველი, შენთვის დღეს ხელ-ჰყოფს შენისავე შესხმისა აფთრათისა წერად, კალამ-მიმხებელი თუმბუთურისა თანად მელნისა! 

ორნი იგი მეფეთა პირნი, ორ-ძალისა ხმათა შემწყობნი, ორკერძო გამარჯვებისა შენისა სიხარულსა მუსიკობენ 
და ორთა მათ მამა-ძეთა ბრძენთა მიერ თქვენ ორთა მამაძეთათვის მათ სამთა მეფეთა ძღვენნი შეიწირვიან: 
იგი მართალი მამა შურდულსა მრთმელობს, მრჩობლ კერძოთა გოლიათთა განმტვინველსა; ხოლო სხვა ესე ბრძენი მეფე კვერთხსა მას, უსამართლოთა განმხილველსა! 


და ესრეთ ყოველი სახლი დავითისი ხელ-აღტყველვილებრ განიშვებს, რამეთუ დღეს დაცემა იქმნა ქედ-მაღალთა მათ უცხო-თესლთა აგაროვანთა და აღსდგა პირი დავრდომილი ჩვენ 
ქრისტეანეთა! ქრისტეს მიერ საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით! შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისათა, რომელმან შექმნა ცანი და ქვეყანა! ქრისტე აღდგა და აღმადგინნა 
გონებრივისაგან მტერისა! 


ათინურთ ენა, 
ქველ-შესაძენა, 
შესხმის მოცალედ გშვენს წამის-წამად!
პლატონ, უმიროს 
პროკლეთურთ იროს, 
არისტოტელი ჰყვეს დასაწამად! 
ბრძენნი და მძენნი, 
ფრანგნი, ბერძენნი, 
ჩრდილო-სამხრელნი ხმა-შენადგამად 
მოკრბით სეფისდა, 
ქებად მეფისდა, 
სოლომონის-და ხილვად, სალამად! 


ბრძოლის საბაბი 

ოდეს ვისცა ეშმა ბრძოდეს, 
მუნ იცნობის კაცი კაცად; 
ოდეს ვინ სძლოს ძალსა მძლავრსა, 
ჯილდო უძღვინ ქვე-ცა და ცად; 
დიდთა-მდომთა საქმე-ცუდთა 
ბრძენი უწოდს არ მამაცად; 
მაშასადმე ჯერია და 
სიმდაბლე გვიჩნს ხელ-სატაცად. 

მართ გვანდა ნდომა აფხაზთა 
და ცუდნი გამორჩევანი: 
ბექირ-ბეგს ასტეხს ქელეშ-ბეგ 
და ზურაბს აღძრავს ლევანი; 
ოთხნივე ძმანი შეითქვნეს, 
შარვაშის ძენი მძლევანი, 
დესპანთა ფრენით მოიხმნეს 
ლაშქარნი ქვეყნის მმგვრევანნი. 



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1269 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)


დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.

ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა -ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!

ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა-ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: "ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო", დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.

შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა. უსაქმურ ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.

-მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, -მიმართა ელიოზს,-რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!

დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მიიყუდა, ჯერ პირში წყალი დაიგემოვნა, მერე დაახრიალა, ახლა ზედიზედ იწაფა და კმაყოფილმა, ბედნიერებით მიბნედილმა, წყნარად თქვა: ვაი, ჩემი თავი მოგიკვდეს და აღარა გყავდეს, თუ არ იცი, რა არის ვეშა-წყარო!

-სად არის ეგ წყარო?

-თეთრობიანის მთებში.

-რის წამალია?-მორცხვად იკითხა ელიოზმა.




სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1077 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

1 ეტაპი: როგორ დაიწყო ყოველივე

მე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდათა უმრავლესობა, უსაქმურობამ, ბანქოს, დომინოსა და ნარდის თამაშმა, ნარკოტოკული საშუალებების წევამ და უაზროდ სმამ დეპრესიაში ჩამაგდო. ჩემს ლექსიკურ მარაგში გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: _ ამ ცხოვრების დედა... რა გინდა აკეთოს კაცმა... ფუ, ეს ქვეყანა... დავიღალე... იქნებ მონასტერში მაინც წავსულიყავი... ყველაფერმა აზრი დაკარგა... აღარ მაინტერესებს... და ა.შ. ამასთან, საოცრად ბუნჩულა ბიჭიდან გადავიქეცი კონფლიქტურ, ავსიტყვა და დაუნდობელ პიროვნებად.
მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გამიჩნდა (უკვე მძულს: _ მამა, მომე ორი ლარი!), ნათესავებს დასანახავად ვეღარ ვიტანდი (წავიდნენ მაგათი, ვინ რაში გამოგადგება ნეტავ?), მეზობლები შემძულდნენ (მაგ ახვარს უნდა ჰყავდეს ეგეთი მანქანა?!) და ლამის პოლიციელიც კი გავხდი.
ნერვები უკიდურესად დამეძაბა. არც სამუშაო, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა. მოკლედ, ერთი ნატვრა-ღა მქონდა _ მალე დავბერებულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ამ დროს ხელში ჩამივარდა ამერიკული გამოთქმების წიგნი, რომელშიც ეწერა:

2 ეტაპი: რა ეწერა ამერიკულ გამოთქმათა წიგნში:

"როცა კაცმა არ იცის რა აკეთოს, ცოლი უნდა მოიყვანოს!”

სიმართლე გითხრათ, იდენად დამიჯდა ჭკუაში ეს აზრი, რომ სერიოზულად დავიწყე დაოჯახებაზე ფიქრი (ამასთან დავასკვენი, რომ ცოლის შერთვა მომგებიანია, რადგან მუდმივი სექსუალური პარტნიორი გიჩნდება), სასწრაფოდ შევიყვარე ერთი საოცარი ადამიანი და თვენახევარში ცოლადაც შევირთე. ქეიფებისა და თაფლობის თვეს გამოვტოვებ და გადავალ შემდეგ ეტაპზე.

3 ეტაპი: ყველაზე სოციალური ამბავი

მე და თიკო ისეაც გვიან ვიღვიძებთ ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ _ საღამოს ექვს საათზე გავახილეთ თვალი.
_ ადექი, გოგო, მიეხმარე იმ ქალს, რა არის, რა ზარმაცი ცოლი მყავხარ?!
_ შენ ნუ იტყვი მაგას, შე ნაცარქექია.
_ ნაცარქექია მეძახე და ამ ნაცრის ქექვაში იბადება გენიალური იდეები.
_ ოჰოჰოჰოჰო! რა ტრაბახა გიჟი მყავხარ, ჩემო გიჟო, გოჭო!
_ ნუ მაბავ და ადექი-მეთქი, ინამუსე!
_ ხუთი წუთიც, რა!
_ ეე, ადექი, თორე გადაგისვრი ლოგინიდან.
თიკო ბუზღუნით და ზლაზვნით ადგა და ჩაცმა დაიწყო. ძალიან ვნებიანი ჩაცმა იცის და 
_ მოდი, ჩემო კნუტო!
_ წადი რა, ამაგდე და ახლა?
_ მოდი, რა!


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 794 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

მკათათვე... გზის პირას მდუმარედ ამრეშებული ყანები. თავდაზნექილი თავთავები ფხიან ნამგალს უცდიდნენ. ნიავი სადღაც გახიზნულიყო. გზა დახეთქილი, მტვრიანი... ირგვლივ მხოლოდ სევდა და თვლემა...

შარაზე გამოჩნდა მარტოდმარტო ბერიქალა, არსაფერისად ეცვა, სხვადასხვა მხია¬რული, ჭყეტელა ნაჭრებისაგან შეკერილი კაბა. ცალი ხელით მოძველო ქოლგა ეჭირა, მეორეთი ჭრელი ბოხჩა. ძველებური შავი თათმანი ეცვა ხელთ და ადამის ხნის დაგლეჯილი, მაღალქუსლიანი, ჩაღილული, ყელიანი ფეხსაცმელი და მომტვრეული, შუაზე გადაჩეხილი ქუსლი ძალზე აწვალებდა. მოქანცული, შეოფლიანებული გმინავდა, შეწუხებული ცალკე სიცხით, ცალკე უხერხული ფეხსაცმლით, ცალკე თავისი მწარე ბედით!

– როდემდის, როდემდის, ამდენი წანწალი! – კვნესოდა და თან მკერდზე თათმანით ოფლს იმშრალებდა, – მალე სიარულსაც ვეღარ შევძლებ და სადღაც, ღობის ძირას, ამომხდება სული!

ერთხელ, სარკეში ჩაიხედა და სარკე მიწაზე დაანარცხა. სარკემ უთხრა, რომ პირის მთვარიანობა დიდი ხანია რაც ჩაჰქრობოდა, ბროლის ნათელი, ლალის ბრდღვიალი გაჰხუნებოდა, შუქდამდგარ საღამოს მიჰგავდა. მისი ყვავილიანი სამზეო დალეულიყო. წყალმა წაიღო სილამაზეც და თაყვანისცემაც!

ოდესღაც კი სილამაზისთვის „ფუფალა" უწოდეს!

– აგერ, ჩემი სოფელიც... ამდენ ცანს დასანატრელი... ჩემი კერა, სადაც აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი! ვინ გამომეგებება? ვინღა მეტყვის დედასავით ტკბილად, – შვილო, მშვიდობით მომიხველო? ჭირი მოგპარეო, – ვინღა მეტყვის? – არავინ! ვინა მყავს მათი ნაცვალგვარდა? მოხრეკილი საწუთრო, უდაბნო-უგულო!

– რა კარგი იყო ჩვენი მთვარიანი აივანი, ჩვენი ხეივანი!

– საწყალი მამაჩემი, ყარსის ციხის ამღები! ხელმწიფემ მისი სურათი რომ მოითხოვა, მამამ დიდი, რუსული ცხენის ნალი მოღუნა ხელში, ეს ნალი გაუგზავნეთ სურათის მაგიერო! და მისი შვილი, აზნაურის ქალი, ახლა ასე დავწანწალებ!

ფუფალამ მთაზე შეხედა ნგრეულ ნაშტს და პირჯვარი გადაიწერა.

რა კარგი იყო მისი დღეობა! განა აქ არ იყო, რომ თავზე ხელაღებული დოლენჯი, ფუფალას გულისთვის შვიდ ნაბადზე გადახტა შეკაზმული ცხენით! ზაზუნა კი, დარდიმანდი ზაზუნა, ეკითხებოდა, მზეღმერთი ხარო თუ ვინაო?

– აჩრდილივით, სულ თან დამდევდა არდაშელი: შენს იქით გზა არა მაქვსო, შემრისხე და შემიწყალეო! მაგრამ ქვა-ქალი ვიყავ, ვიღას ველოდებოდი უწამებელი, ურწმუნო?!

– ეს რა ხორშაკი ქარი ამომივარდა, რომ სულ ყველა ერთიანად შემომძარცვა?

გამოჩნდა ჩალური და წითელკრამიტიანი სახლები... ორღობეში აყოჩებულ სიმინდს თავი გადმოეყო, რეჰანის და კამის სურნელი მოდიოდა დარწყულ ბოსტნებიდან.

თავისი აოხრებული ნასახლარის დანახვაზე ფუფალას მოაგონდა წუხანდელი ნასიზმარი: ლოგინში მწოლარეს დედა ნაზად დაჰღიღინებდა:



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 857 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

  1. ლუკიანე ბედნიერებას უსურვებს კრონიოსს (2). ბედკრულმა პერეგრინმა, ან როგორც თვითონ ეძახდა კმაყოფილებით საკუთარ თავს, პროტევსმა, ცხადია, იგივე განიცადა, რაც ჰომეროსის პროტევსმა. სახელის მოსახვეჭად ის ცდილობდა ყველაფერი ყოფილიყო, ათასნაირ სახეს იღებდა, სანამ ბოლოს და ბოლოს ცეცხლად არ იქცა. აი, როგორ იყო დიდების წყურვილით შეპყრობილი. ახლა კი ეს ღრმადპატივსაცემი პიროვნება ემპედოკლეს მსგავსად ნახშირად იქცა. იმ განსხვავებით, რომ ემპედოკლე შეეცადა ეს საქმე მალულად (3) მოემოქმედებინა და მალულად გადაშვებულიყო კრატერში. ამ კეთილშობილმა კი ხელსაყრელი დრო იხელთა, როცა ელინთა თავყრილობაზე ყველაზე ბევრი ხალხი იყო, სწორედ მაშინ გააჩაღა ვეებერთელა კოცონი და ამდენი მოწმის თანდასწრებით ჩახტა შიგ. ამას გარდა, ამ თავხედურ გადაწყვეტილებამდე არც თუ მრავალი დღით ადრე, ის ელინთა წინაშე შესაფერისი სიტყვითაც (4) წარსდგა.
  2. აი, გხედავ კიდეც, კრონიოს, რამდენს იცინი ბერიკაცის სიბრიყვეზე. უფრო მეტიც, მგონი, შენი გაოცების შეძახილებიც მესმის, რასაც ჩვეულებრივ ამბობ ხოლმე: "რა სიბრიყვეა”, "რა პატივმოყვარეობაა" და სხვა ამისთანანი, რაც ამგვარ შემთხვევებში აღმოგვხდება ხოლმე. შენ, რა თქმა უნდა, ამ ადგილიდან შორსა ხარ და უსაფრთხოდ, მე კი ცეცხლთან გახლდი, მანამდე კი უამრავ მსმენელს სიტყვით მივმართე. იმათგან ზოგს, ბერიკაცის ქმედებით აღტაცებულს, არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. სხვათა შორის, ისეთნიც იყვნენ, ვინც დასცინოდა მას. მაგრამ კინიკოსებს ცოტაღა დააკლდათ, რომ დავეგლიჯე ისე, როგორც დაგლიჯეს ძაღლებმა აქტეონი, ხოლო მენადებმა -აქტეონის ნათესავი პენთევსი.
  3. ამ დრამის მოქმედებათა მსვლელობა ასეთი იყო: მის შემოქმედს კი, რა კაციც იყო, იცნობ შენ და იცი, რამდენი ტრაგედიაც წარმოადგინა თავის სიცოცხლეში. ასე რომ, თვით სოფოკლე და ესქილეც კი ჩამოიტოვა უკან. მე კი ჩავედი თუ არა ელიდაში (5), გიმნასიონის ახლო-მახლო უსაქმოდ დავყიალებდი და თან ვიღაც კინიკოსს ვუსმენდი, რომელიც გზაჯვარედინიდან (6) მაღალი და ბოხი ხმით ყველასთვის ნაცნობ საკითხებზე საუბრობდა და ამავე დროს, მსმენელთ სიქველისაკენ მოუწოდებდა და ამუნათებდა კიდეც მათ. ამის შემდეგ მისი ყვირილი ჰროტევსის ქებით დამთავრდა. მე კი შევეცდები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მეხსიერებაში ადვიდგინო ის ამბები და გიამბო, რაც მაშინ ითქვა: შენ კი წარმოიდგინე ყველაფერი ცხადად, რადგან ხშირად მდგარხარ მათ გვერდით, როცა ისინი ყვირიან ხოლმე.
  4. კინიკოსი ამბობდა: "ვიღაცას ჰყოფნის თავხედობა პროტევსს პატივმოყვარე უწოდოს! ჰოი, დედამიწავ და მზეო, ჰოი, მდინარეებო და ზღვებო და შენც, ჩვენო ჰერაკლევ! პროტევსი ხომ ისაა, ვინც სირიაში ციხეში იჯდა, ვინც მშობლიურ ქალაქს ხუთი ათასი ტალანტი (7) უბოძა, ვინც გააძევეს რომიდან, ვინც მზეზე უნათლესია და ვისაც თვით ოლიმპოს მპყრობელთანაც შეუძლია გაჯიბრება! სიცოცხლესთან განშორება ცეცხლის მეშვეობით განიზრახა მან, რასაც ზოგნი მის პატივმოყვარეობას მიაწერენ. განა ჰერაკლეც (8) ასე არ მოიქცა? განა ცეცხლისაგან არ ივნენ ასკლეპიოსი და დიონისე? განა ვულკანის კრატერში არ აღესრულა ემპედოკლე?"
  5. თქვა თუ არა ეს თეაგინემ (9) - ასე ერქვა იმ მჭახეხმიანს, - მე ვკითხე შემოკრბალთაგან ვიღაცას, რას მიანიშნებდა ცეცხლის ხსენება, ან პროტევსის ჰერაკლესა და ემპედოკლესთან დაკავშირება, მან კი არცთუ დიდი ხნის შემდეგ მომიგო: "პროტევსი მალე დაიწვავს თავს ოლიმპიაში" (10). "როგორ" - წამოვიძახე მე - "რისი გულისთვის'?" (11) მაშინ ის შეეცადა, ყოველივე მოეთხრო ჩემთვის, მაგრამ კინიკოსი ისე გაჰკიოდა, რომ შეუძლებელი იყო სხვისთვისაც დაგეგდო ყური. ამიტომ კვლავ მისი მოსმენა მიწევდა. თეაგინე კი განსაცვიფრებელ და გადაჭარბებულ ამბებს აფრქვევდა ჰროტევსის მისამართით. მას ვერც სინოპელი (12.) შეედრება, ვერც მისი მასწავლებელი ანტისთენე და ვერც სოკრატე, ზევსიც კი გაიწვია პროტევსმა პაექრობაშიო, თუმცა, ბოლოს კი მოიფიქრა როგორღაც, ზევსი მის თანასწორად ეღიარებინა და ამით დაასრულა თავისი სიტყვა.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1455 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (1)

« 1 2 3 4 5 »

  Findout.Com - © 2019