მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 19.03.2024, 12:01
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 08
შესავალი და მიმართვა 

დღეს იხარებს დავით, სულიერსა ჩანგსა თანა სულითა მღაღადებელი მეფე, და იტყვის: „აწ აღმისრულა აღმთქმელმან კეთილობამან, ვითარმედ: „ერთ-გზის ვეფუცეო წმიდასა 
ჩემსა დავითს!" რომლისა შემდგომი, მსგავსად სიტყვისა მის, მიეცემოდა მეფობა შენი! 
და ძეცა მისი ბრძენი იგი, სახელ-სახე სიბრძნისა და თანამძღვანველი, შენთვის დღეს ხელ-ჰყოფს შენისავე შესხმისა აფთრათისა წერად, კალამ-მიმხებელი თუმბუთურისა თანად მელნისა! 

ორნი იგი მეფეთა პირნი, ორ-ძალისა ხმათა შემწყობნი, ორკერძო გამარჯვებისა შენისა სიხარულსა მუსიკობენ 
და ორთა მათ მამა-ძეთა ბრძენთა მიერ თქვენ ორთა მამაძეთათვის მათ სამთა მეფეთა ძღვენნი შეიწირვიან: 
იგი მართალი მამა შურდულსა მრთმელობს, მრჩობლ კერძოთა გოლიათთა განმტვინველსა; ხოლო სხვა ესე ბრძენი მეფე კვერთხსა მას, უსამართლოთა განმხილველსა! 


და ესრეთ ყოველი სახლი დავითისი ხელ-აღტყველვილებრ განიშვებს, რამეთუ დღეს დაცემა იქმნა ქედ-მაღალთა მათ უცხო-თესლთა აგაროვანთა და აღსდგა პირი დავრდომილი ჩვენ 
ქრისტეანეთა! ქრისტეს მიერ საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით! შეწევნა ჩვენი სახელითა უფლისათა, რომელმან შექმნა ცანი და ქვეყანა! ქრისტე აღდგა და აღმადგინნა 
გონებრივისაგან მტერისა! 


ათინურთ ენა, 
ქველ-შესაძენა, 
შესხმის მოცალედ გშვენს წამის-წამად!
პლატონ, უმიროს 
პროკლეთურთ იროს, 
არისტოტელი ჰყვეს დასაწამად! 
ბრძენნი და მძენნი, 
ფრანგნი, ბერძენნი, 
ჩრდილო-სამხრელნი ხმა-შენადგამად 
მოკრბით სეფისდა, 
ქებად მეფისდა, 
სოლომონის-და ხილვად, სალამად! 


ბრძოლის საბაბი 

ოდეს ვისცა ეშმა ბრძოდეს, 
მუნ იცნობის კაცი კაცად; 
ოდეს ვინ სძლოს ძალსა მძლავრსა, 
ჯილდო უძღვინ ქვე-ცა და ცად; 
დიდთა-მდომთა საქმე-ცუდთა 
ბრძენი უწოდს არ მამაცად; 
მაშასადმე ჯერია და 
სიმდაბლე გვიჩნს ხელ-სატაცად. 

მართ გვანდა ნდომა აფხაზთა 
და ცუდნი გამორჩევანი: 
ბექირ-ბეგს ასტეხს ქელეშ-ბეგ 
და ზურაბს აღძრავს ლევანი; 
ოთხნივე ძმანი შეითქვნეს, 
შარვაშის ძენი მძლევანი, 
დესპანთა ფრენით მოიხმნეს 
ლაშქარნი ქვეყნის მმგვრევანნი. 



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1742 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)


დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.

ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა -ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!

ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა-ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: "ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო", დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.

შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა. უსაქმურ ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.

-მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, -მიმართა ელიოზს,-რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!

დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მიიყუდა, ჯერ პირში წყალი დაიგემოვნა, მერე დაახრიალა, ახლა ზედიზედ იწაფა და კმაყოფილმა, ბედნიერებით მიბნედილმა, წყნარად თქვა: ვაი, ჩემი თავი მოგიკვდეს და აღარა გყავდეს, თუ არ იცი, რა არის ვეშა-წყარო!

-სად არის ეგ წყარო?

-თეთრობიანის მთებში.

-რის წამალია?-მორცხვად იკითხა ელიოზმა.




სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1399 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

1 ეტაპი: როგორ დაიწყო ყოველივე

მე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდათა უმრავლესობა, უსაქმურობამ, ბანქოს, დომინოსა და ნარდის თამაშმა, ნარკოტოკული საშუალებების წევამ და უაზროდ სმამ დეპრესიაში ჩამაგდო. ჩემს ლექსიკურ მარაგში გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: _ ამ ცხოვრების დედა... რა გინდა აკეთოს კაცმა... ფუ, ეს ქვეყანა... დავიღალე... იქნებ მონასტერში მაინც წავსულიყავი... ყველაფერმა აზრი დაკარგა... აღარ მაინტერესებს... და ა.შ. ამასთან, საოცრად ბუნჩულა ბიჭიდან გადავიქეცი კონფლიქტურ, ავსიტყვა და დაუნდობელ პიროვნებად.
მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გამიჩნდა (უკვე მძულს: _ მამა, მომე ორი ლარი!), ნათესავებს დასანახავად ვეღარ ვიტანდი (წავიდნენ მაგათი, ვინ რაში გამოგადგება ნეტავ?), მეზობლები შემძულდნენ (მაგ ახვარს უნდა ჰყავდეს ეგეთი მანქანა?!) და ლამის პოლიციელიც კი გავხდი.
ნერვები უკიდურესად დამეძაბა. არც სამუშაო, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა. მოკლედ, ერთი ნატვრა-ღა მქონდა _ მალე დავბერებულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ამ დროს ხელში ჩამივარდა ამერიკული გამოთქმების წიგნი, რომელშიც ეწერა:

2 ეტაპი: რა ეწერა ამერიკულ გამოთქმათა წიგნში:

"როცა კაცმა არ იცის რა აკეთოს, ცოლი უნდა მოიყვანოს!”

სიმართლე გითხრათ, იდენად დამიჯდა ჭკუაში ეს აზრი, რომ სერიოზულად დავიწყე დაოჯახებაზე ფიქრი (ამასთან დავასკვენი, რომ ცოლის შერთვა მომგებიანია, რადგან მუდმივი სექსუალური პარტნიორი გიჩნდება), სასწრაფოდ შევიყვარე ერთი საოცარი ადამიანი და თვენახევარში ცოლადაც შევირთე. ქეიფებისა და თაფლობის თვეს გამოვტოვებ და გადავალ შემდეგ ეტაპზე.

3 ეტაპი: ყველაზე სოციალური ამბავი

მე და თიკო ისეაც გვიან ვიღვიძებთ ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ _ საღამოს ექვს საათზე გავახილეთ თვალი.
_ ადექი, გოგო, მიეხმარე იმ ქალს, რა არის, რა ზარმაცი ცოლი მყავხარ?!
_ შენ ნუ იტყვი მაგას, შე ნაცარქექია.
_ ნაცარქექია მეძახე და ამ ნაცრის ქექვაში იბადება გენიალური იდეები.
_ ოჰოჰოჰოჰო! რა ტრაბახა გიჟი მყავხარ, ჩემო გიჟო, გოჭო!
_ ნუ მაბავ და ადექი-მეთქი, ინამუსე!
_ ხუთი წუთიც, რა!
_ ეე, ადექი, თორე გადაგისვრი ლოგინიდან.
თიკო ბუზღუნით და ზლაზვნით ადგა და ჩაცმა დაიწყო. ძალიან ვნებიანი ჩაცმა იცის და 
_ მოდი, ჩემო კნუტო!
_ წადი რა, ამაგდე და ახლა?
_ მოდი, რა!


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1188 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

მკათათვე... გზის პირას მდუმარედ ამრეშებული ყანები. თავდაზნექილი თავთავები ფხიან ნამგალს უცდიდნენ. ნიავი სადღაც გახიზნულიყო. გზა დახეთქილი, მტვრიანი... ირგვლივ მხოლოდ სევდა და თვლემა...

შარაზე გამოჩნდა მარტოდმარტო ბერიქალა, არსაფერისად ეცვა, სხვადასხვა მხია¬რული, ჭყეტელა ნაჭრებისაგან შეკერილი კაბა. ცალი ხელით მოძველო ქოლგა ეჭირა, მეორეთი ჭრელი ბოხჩა. ძველებური შავი თათმანი ეცვა ხელთ და ადამის ხნის დაგლეჯილი, მაღალქუსლიანი, ჩაღილული, ყელიანი ფეხსაცმელი და მომტვრეული, შუაზე გადაჩეხილი ქუსლი ძალზე აწვალებდა. მოქანცული, შეოფლიანებული გმინავდა, შეწუხებული ცალკე სიცხით, ცალკე უხერხული ფეხსაცმლით, ცალკე თავისი მწარე ბედით!

– როდემდის, როდემდის, ამდენი წანწალი! – კვნესოდა და თან მკერდზე თათმანით ოფლს იმშრალებდა, – მალე სიარულსაც ვეღარ შევძლებ და სადღაც, ღობის ძირას, ამომხდება სული!

ერთხელ, სარკეში ჩაიხედა და სარკე მიწაზე დაანარცხა. სარკემ უთხრა, რომ პირის მთვარიანობა დიდი ხანია რაც ჩაჰქრობოდა, ბროლის ნათელი, ლალის ბრდღვიალი გაჰხუნებოდა, შუქდამდგარ საღამოს მიჰგავდა. მისი ყვავილიანი სამზეო დალეულიყო. წყალმა წაიღო სილამაზეც და თაყვანისცემაც!

ოდესღაც კი სილამაზისთვის „ფუფალა" უწოდეს!

– აგერ, ჩემი სოფელიც... ამდენ ცანს დასანატრელი... ჩემი კერა, სადაც აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი! ვინ გამომეგებება? ვინღა მეტყვის დედასავით ტკბილად, – შვილო, მშვიდობით მომიხველო? ჭირი მოგპარეო, – ვინღა მეტყვის? – არავინ! ვინა მყავს მათი ნაცვალგვარდა? მოხრეკილი საწუთრო, უდაბნო-უგულო!

– რა კარგი იყო ჩვენი მთვარიანი აივანი, ჩვენი ხეივანი!

– საწყალი მამაჩემი, ყარსის ციხის ამღები! ხელმწიფემ მისი სურათი რომ მოითხოვა, მამამ დიდი, რუსული ცხენის ნალი მოღუნა ხელში, ეს ნალი გაუგზავნეთ სურათის მაგიერო! და მისი შვილი, აზნაურის ქალი, ახლა ასე დავწანწალებ!

ფუფალამ მთაზე შეხედა ნგრეულ ნაშტს და პირჯვარი გადაიწერა.

რა კარგი იყო მისი დღეობა! განა აქ არ იყო, რომ თავზე ხელაღებული დოლენჯი, ფუფალას გულისთვის შვიდ ნაბადზე გადახტა შეკაზმული ცხენით! ზაზუნა კი, დარდიმანდი ზაზუნა, ეკითხებოდა, მზეღმერთი ხარო თუ ვინაო?

– აჩრდილივით, სულ თან დამდევდა არდაშელი: შენს იქით გზა არა მაქვსო, შემრისხე და შემიწყალეო! მაგრამ ქვა-ქალი ვიყავ, ვიღას ველოდებოდი უწამებელი, ურწმუნო?!

– ეს რა ხორშაკი ქარი ამომივარდა, რომ სულ ყველა ერთიანად შემომძარცვა?

გამოჩნდა ჩალური და წითელკრამიტიანი სახლები... ორღობეში აყოჩებულ სიმინდს თავი გადმოეყო, რეჰანის და კამის სურნელი მოდიოდა დარწყულ ბოსტნებიდან.

თავისი აოხრებული ნასახლარის დანახვაზე ფუფალას მოაგონდა წუხანდელი ნასიზმარი: ლოგინში მწოლარეს დედა ნაზად დაჰღიღინებდა:



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1336 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

აგერ რამდენიმე წელია მას აქეთ, რაც ლანჩხუთელებმა განიზრახეს ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება. იმ ხელად, ღვთის წინაშე, უნდა ვსთქვა, ძალიან კაგად დაიწყეს საქმე. კლასებისთვის კარგი, სუფთა ოთახებიანი სახლი უნდა აეგოთ და კარგი მასწავლებელი უნდა მოეწვიათ.ასე გასინჯეთ,სასწავლებლის მოსამსახურე ბიჭებიც კი რჩეულნი უნდა ჰყოლოდათ.ასე იყო იმთავითველანჩხუთის რჩეულთა აზრი და ვინ ენაყბდი გაჰბედავდა მაშინ იმის თქმას, რომ ეს განზრახვა ლანჩხუთელებისა აუსრულებელი დარჩებაო. ყველანი სიხარულით მოველოდით--აი ლანჩხუთელები გაჰმართავენ ორკლასიან სასწავლებელს, გაჩაღდება სწავლა და ლანჩხუთელ მოსწავლეებთან ერთად, იქნება, გარეშე სოფლელების ბავშვებსაც ხვდეს ერთი-ორი მონაგარდი სკამიო. მზად ვიყავითლანჩხუთის ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებლები, რომ, როცა ლანჩხუთელები სკოლის საქმეს შეუდგებოდნენ,ჩვენც ჩვენისმხრით, რაც შეგველო, შემჭეობა გაგვეწია იმათთვის.
გავიდა რამდენიმე წელი. ლანჩხუთელებმა ამ ხნის განმავლობაში ბევრი სასაფლაო გადათხარეს--კვნესა ისმის სასაფლაოდან და უეჭველად, მიცვალებულებს ბატონები დაემართებოდათო,--ბევრი \"პრიგოვორები\" შეადგინეს \"მარხვის მჭამელებისა\" და \"პარასკევის გამტეხლების\" დასასჯელად,ბევრი დედაბრების წინასწარმეტყველება ქადაგება ისმინეს, ბევრი, ბევრი ამისთანები მოიმოქმედეს, მაგრამ ორკლასიანი სასწავლებელი კი არსად არის!!! რატომ? რამ შეუშალათ ხელი? ნუთუ \"პრიგოვორების წერასა და სასაფლაოების თხრას ეგ კეთილი განზრახვა შეესრულებინათ, ის არ სჯობდაო? იკითხავს მკითხველი, დიაღ სჯობდა. ამაზე თვითონ ლანჩხუთელებიც დაგეთანხმებიან, მაგრამ რა ვუყოთ? ლანჩხუთელებმა ორკლასიანი სასწავლებლის დაარსების შესახებ იმდენი იფი჻რეს, რომ აზრი დაივიწყეს და ორკლასიანი სასწავლებლის მაგიერ კაცებმა ვერცხლის ქამრები გაიკეთეს, ქალებმა--ტურნურები და ამით დასრულდა საქმე.


სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1014 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

  1. ლუკიანე ბედნიერებას უსურვებს კრონიოსს (2). ბედკრულმა პერეგრინმა, ან როგორც თვითონ ეძახდა კმაყოფილებით საკუთარ თავს, პროტევსმა, ცხადია, იგივე განიცადა, რაც ჰომეროსის პროტევსმა. სახელის მოსახვეჭად ის ცდილობდა ყველაფერი ყოფილიყო, ათასნაირ სახეს იღებდა, სანამ ბოლოს და ბოლოს ცეცხლად არ იქცა. აი, როგორ იყო დიდების წყურვილით შეპყრობილი. ახლა კი ეს ღრმადპატივსაცემი პიროვნება ემპედოკლეს მსგავსად ნახშირად იქცა. იმ განსხვავებით, რომ ემპედოკლე შეეცადა ეს საქმე მალულად (3) მოემოქმედებინა და მალულად გადაშვებულიყო კრატერში. ამ კეთილშობილმა კი ხელსაყრელი დრო იხელთა, როცა ელინთა თავყრილობაზე ყველაზე ბევრი ხალხი იყო, სწორედ მაშინ გააჩაღა ვეებერთელა კოცონი და ამდენი მოწმის თანდასწრებით ჩახტა შიგ. ამას გარდა, ამ თავხედურ გადაწყვეტილებამდე არც თუ მრავალი დღით ადრე, ის ელინთა წინაშე შესაფერისი სიტყვითაც (4) წარსდგა.
  2. აი, გხედავ კიდეც, კრონიოს, რამდენს იცინი ბერიკაცის სიბრიყვეზე. უფრო მეტიც, მგონი, შენი გაოცების შეძახილებიც მესმის, რასაც ჩვეულებრივ ამბობ ხოლმე: "რა სიბრიყვეა”, "რა პატივმოყვარეობაა" და სხვა ამისთანანი, რაც ამგვარ შემთხვევებში აღმოგვხდება ხოლმე. შენ, რა თქმა უნდა, ამ ადგილიდან შორსა ხარ და უსაფრთხოდ, მე კი ცეცხლთან გახლდი, მანამდე კი უამრავ მსმენელს სიტყვით მივმართე. იმათგან ზოგს, ბერიკაცის ქმედებით აღტაცებულს, არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. სხვათა შორის, ისეთნიც იყვნენ, ვინც დასცინოდა მას. მაგრამ კინიკოსებს ცოტაღა დააკლდათ, რომ დავეგლიჯე ისე, როგორც დაგლიჯეს ძაღლებმა აქტეონი, ხოლო მენადებმა -აქტეონის ნათესავი პენთევსი.
  3. ამ დრამის მოქმედებათა მსვლელობა ასეთი იყო: მის შემოქმედს კი, რა კაციც იყო, იცნობ შენ და იცი, რამდენი ტრაგედიაც წარმოადგინა თავის სიცოცხლეში. ასე რომ, თვით სოფოკლე და ესქილეც კი ჩამოიტოვა უკან. მე კი ჩავედი თუ არა ელიდაში (5), გიმნასიონის ახლო-მახლო უსაქმოდ დავყიალებდი და თან ვიღაც კინიკოსს ვუსმენდი, რომელიც გზაჯვარედინიდან (6) მაღალი და ბოხი ხმით ყველასთვის ნაცნობ საკითხებზე საუბრობდა და ამავე დროს, მსმენელთ სიქველისაკენ მოუწოდებდა და ამუნათებდა კიდეც მათ. ამის შემდეგ მისი ყვირილი ჰროტევსის ქებით დამთავრდა. მე კი შევეცდები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მეხსიერებაში ადვიდგინო ის ამბები და გიამბო, რაც მაშინ ითქვა: შენ კი წარმოიდგინე ყველაფერი ცხადად, რადგან ხშირად მდგარხარ მათ გვერდით, როცა ისინი ყვირიან ხოლმე.
  4. კინიკოსი ამბობდა: "ვიღაცას ჰყოფნის თავხედობა პროტევსს პატივმოყვარე უწოდოს! ჰოი, დედამიწავ და მზეო, ჰოი, მდინარეებო და ზღვებო და შენც, ჩვენო ჰერაკლევ! პროტევსი ხომ ისაა, ვინც სირიაში ციხეში იჯდა, ვინც მშობლიურ ქალაქს ხუთი ათასი ტალანტი (7) უბოძა, ვინც გააძევეს რომიდან, ვინც მზეზე უნათლესია და ვისაც თვით ოლიმპოს მპყრობელთანაც შეუძლია გაჯიბრება! სიცოცხლესთან განშორება ცეცხლის მეშვეობით განიზრახა მან, რასაც ზოგნი მის პატივმოყვარეობას მიაწერენ. განა ჰერაკლეც (8) ასე არ მოიქცა? განა ცეცხლისაგან არ ივნენ ასკლეპიოსი და დიონისე? განა ვულკანის კრატერში არ აღესრულა ემპედოკლე?"
  5. თქვა თუ არა ეს თეაგინემ (9) - ასე ერქვა იმ მჭახეხმიანს, - მე ვკითხე შემოკრბალთაგან ვიღაცას, რას მიანიშნებდა ცეცხლის ხსენება, ან პროტევსის ჰერაკლესა და ემპედოკლესთან დაკავშირება, მან კი არცთუ დიდი ხნის შემდეგ მომიგო: "პროტევსი მალე დაიწვავს თავს ოლიმპიაში" (10). "როგორ" - წამოვიძახე მე - "რისი გულისთვის'?" (11) მაშინ ის შეეცადა, ყოველივე მოეთხრო ჩემთვის, მაგრამ კინიკოსი ისე გაჰკიოდა, რომ შეუძლებელი იყო სხვისთვისაც დაგეგდო ყური. ამიტომ კვლავ მისი მოსმენა მიწევდა. თეაგინე კი განსაცვიფრებელ და გადაჭარბებულ ამბებს აფრქვევდა ჰროტევსის მისამართით. მას ვერც სინოპელი (12.) შეედრება, ვერც მისი მასწავლებელი ანტისთენე და ვერც სოკრატე, ზევსიც კი გაიწვია პროტევსმა პაექრობაშიო, თუმცა, ბოლოს კი მოიფიქრა როგორღაც, ზევსი მის თანასწორად ეღიარებინა და ამით დაასრულა თავისი სიტყვა.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1936 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (1)

(ძველებური ამბავი)

რაჭველი აზნაური დათუნა გოციძიძე მის დროში განთქმული ვაჟკაცი იყო მთელ იმერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი დისწული, მისივე გაზრდილი, ივანე კვიტაშვილი არ წამოეზარდა. სახელოვანი მოწაფე გვერდში ამოუდგა სახელოვან მოძღვარს... რაღა სჯობია ამ ნეტარებას?!.. მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ჩამავალი მზე ამომავალ მზეს განზე უყურებსო". თავმოყვარეობის სიხარბემ შური შეაპარა ორივეს და მათი გმირული ზენა-მოყვრობა საქვეყნო მტერ-მოყვრობად შეიცვალა. მაგრამ მაინც მათი ცალ-ყბა მეგობრობა სხვების ორ-ფეხ მოყვრობაზე უკეთესი იყო, სანამ ყმაწვილურმა, აშვებულმა თავხედობამ ხმალი არ შეურცხვინა დამჯდარ, დინჯ მოხუცებულობას.

დადიანმა მეფეს საარაკო ნებიერი მიუძღვნა. მეჯოგეები ძლივს იმაგრებდნენ გაგარეულებულ ოთხფეხს. მეფე გეგუთის სასახლეში ბრძანდებოდა აივანზე გადამჯდარი და თვალს ადევნებდა მოზვრის ურჩობას.

- ნეტავ თუ ვინმემ შეძლოს, რომ ერთი მოქნევით თავი გააგდებინოსო, - ბრძანა მეფემ.

- მაგას დათუნას მეტი ვერავინ მიჰბედავსო, - მოახსენა სარდალ-წერეთელმა.

- ვერც მისი დისწულიო? - იკითხეს კარისკაცებმა.

- ვერც ისაო, - გადასწყვიტეს ერთხმად და დაიბარეს დათუნა.

ამ ამბავმა გული მოუკლა ახალგაზრდა კვიტაშვილს, მაგრამ რაღას იტყოდა?

მეორე დილას გეგუთის მინდორზე სასახლის წინ შემოხაზეს წრე, შემოავლეს გალავანი და აუშვეს ნებიერი. პირუტყვმა რომ თავისუფლება იგრძნო, შეხტა და შეინავარდა, იწყო ბღუილი და ტორებ-რქებით ბდღვირი ააყენა.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1213 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

სახლი

- მამა, ოცდაათი ლარი დამიტოვე, რა.
- რათ გინდა?
- სოფოს უნდა შევხდე, საბილიარდოში წავიყვან.
- რა გახდა, ეს შენი სოფო ასეთი, რო აღარ გაგვაცანი? _ ოთახში დედა
შემოვიდა და ყავაც დააქცია იატაკზე.
- შენი რა!
ზურამ რაღაცნაირად გახედა დედას, მერე მამამისს შეუტრიალდა და
- დატოვე რა, დავით!
მამამ საფულიდან ფული ამოიღო, პიანინოს თავზე დადო და პალტო მოიცვა.
- მა, 5 ლარი მოიტა, რა!
- წუხელ არ მოგეცი?
- ის წუხელ იყო.
- მამაა! მეც გოგოებთან ერთად კაფეში მივდივარ, რაღაც კონცერტია და ერთი ათი ლარი დატოვე! – თაკო ის-ის იყო სააბაზანოდან გამოვიდა.
- რა დროს კაფეა, დედაშენს მიეხმარე, გოგო!
- მივეხმარები, რო მოვალ. დატოვე რა!
მამამ ისევ გახსნა საფულე. როცა ხურავდა თითქოს რაღაც გაახსენდაო, რამდენიმე ოცლარიანი ამოაძვრინა და მამამისს გასძახა: _ მამა. მამა! მე ბაზარში ვერ გამოვივლი და იქნებ ჩასულიყავი?
ალექსანდრე ოთახიდან გამოვიდა: _ თორნიკე გამომყვება?
- გაყვები თოკო?
- მომცემ ხუთ ლარს?
- მოგცემ.
- ხოდა გავყვები!
- მამა, გოჭს მე ვიყიდი, ახლობელი აპირებს ჩამოტანა და იმისგან ავიღებ. დანარჩენი თქვენ იცით.
- კაი, შვილო. თორნიკე, ხო გამომყვები, ბაბუ?
- ცოტა მერე, ხო?
- ხო, შუადღისას.
დათო კარისკენ დაიძრა.
- თმას ნისიაზე არ ჭრიან დათო!
- ა, ხო შებრუნდა და ფული გაუწოდა ცოლს. – მეც ადრე მოვალ და ეცადეთ, ყველანი სახლში იყოთ. ეს ორი დღე მაინც ვიყოთ ერთად!
დათომ კარი გაიხურა და წავიდა.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 968 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011

ჩამოხია. ორი თვეა იშოვა. გაუკვირდა აქამდე რომ დაეტოვებინათ განცხადება და გზა განაგრძო.
ბაზარში შეპირებული ძვლები არ დაახვედრეს, მაგრამ გამყიდველმა ხორცი მისცა იაფად და ძვლებისათვის მეორე დღეს დაიბარა.
ნუგომ ძლივს შეიძინა ძაღლები, თუმცა მამლის დაბადების თარიღის სისწორეში ჯერაც ეპარებოდა ეჭვი, უბრალოდ, რაკი სხვა არჩევანი არ ჰქონდა დათანხმდა და იყიდა.
სახელებზე დიდხანს არ უფიქრია: - კობა და ნაირა, როგორც მშობლებს! თუმცა, ერთხანს იჭოჭმანა – იქნებ მხოლოდ ინიციალები დავტოვო და ვთქვათ, კვინი და ნიორა, ან რამე ძაღლური სახელი დავარქვაო, მაგრამ "ნორმალური ვერაფერი” მოიფიქრა და ისევ კობა და ნაირა დატოვა.
კარგად აჭმევდა. დილით არბენინებდა და ველოსიპედის საბურავზეც ავარჯიშებდა, მაგრამ კობა უფრო მფრთხალი ძაღლი გამოდგა. ჭამით ის მეტს ჭამდა, ვიდრე ნაირა, მაგრამ უფრო დამთმობი იყო და მხოლოდ მაშინ ჩხუბობდა, როცა ნუგო ჰყავდა გვერდით.
მეზობლები ეუბნებოდნენ: - გარეთ ხშირად გაიყვანე ხოლმე თორემ ადამიანს გადაეჩვევიან და ავები გახდებიანო, მაგრამ ნუგომ იცოდა თავისი საქმე და აღზრდის წესებიც კარგად მოეხსენებოდა, თუმცა, ყოველი შემთხვევისათვის, დღის განრიგი შედგენილი და მაცივარზე მიკრული მაინც ჰქონდა:

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1048 | Добавил: varse9788 | Дата: 08.04.2011 | Комментарии (2)

(ზღაპრული მოთხრობა)

იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი", ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ. მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!.. არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩვენების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას... ცარიელი გუდა ადვილი გასაბერავია!.. კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და გული, უფრო მალე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა. დიდი და პატარა ენად იყო გადაქცეული; ტიტინობდნენ და ლაქლაქობდნენ! ერთი მათგანი რომ იტყოდა, მაგალითად, „შარშან ზამთარში კურდღელი მოთოვაო", მეორე დაუმოწმებდა: „მართალიაო! და შიგადაშიგ შველიც გამოურიაო". ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი „მე, მე და მეო!" ასე რომ ბრმას რომ ყური დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიაც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო.

- თქვე უბედურო, ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას, - ურჩევდნენ შეგნებულები საბრალო თანამემამულეებს, - რა დროს ეგ წილადობილაა?.. რას გადაჰყოლიხართ მაგ „რწყილობია-ტილობიას"? ისე როგორ დაგაბრმავათ ცოდვამ, რომ ცხვირს იქით ვეღარასა ხედავთ? ქვეყანას ნადირ-მხეცები შემოსევიან, ლამის გაგვანადგურონ, ერთი ტყვილა შემქაქანებელიც არსადა სჩანს და თქვენ კი ჭიანჭველეთში გინდათ თავი ისახელოთ და ისიც უკუღმართობითო!..


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1013 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?!

არა... იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასადილო სამკაულებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: „გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო" და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: „სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო! სადაც ჩახვალ, მეც მაშინვე იქა ვარო" და სხვა. აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიოტული გრძნობა და ჩემი ნაციონალური მადა კუჭში იდგამს სამეფო ტახტსა! მაშინ მეც თავი მომწონს ქართველობით!..

განა შემიძლია შუშხუნა მწვადის ყურება ისე, რომ პირი პატრიოტული ნერწყვით არ მევსებოდეს? როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე, რომ ჩვენის წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს? ჯერ კიდევ შუა სმაშიაც არა ვარ ხოლმე, რომ ჩემი ქვეყნის მტრები თვალწინ მელანდებიან და მაშინ მეც თავი ვეღარ შემიმაგრებია, გაბრაზებული ზევით ჭერს ქუდსაც ვკრავ ხოლმე და ძირს სუფრაზე წითელ ღვინოს ვანთხევ.

დიახ!.. ამგვარად ხშირად აღვძრულვარ, აღვშფოთებულვარ და მაშ ვისღა შეუძლია სთქვას, რომ მე პატრიოტი არ ვიყო? არა თუ დღეს, როდესაც დიდი ბობოლა შევქმნილვარ, ადრე, ჭიაობაშიაც, გულით ვმამულიშვილობდი, თუმცა ამის გამოცხადებას კი სიტყვით ვერ ვბედავდი და საქმით ვერ ვახერხებდი.

და ან კი რა გამოვიდოდა გამოცხადებით? პატარაობაში რა გასავალი ექნებოდა ჩემს სიტყვებს? და დღეს, დიდკაცობის დროს კი, აღარ შემფერის ამჩატება!.. ახლა რომ პატრიოტულ ალიან-ჩალიანებს გამოვუდგე, არ იტყვიან: ე რა წვრილმანებს გამოსდგომიაო?

დიახ! იტყვიან და შემარცხვენენ!.. არა, არა!.. უდროოდ არა ვარგა რა!.. მოვუცდი ისევ იმ დროს, როდესაც ეს ორივე, დიახ საფუძვლიანი და თავის გასამართლებელი, მიზეზი თავისთავად მოისპობა და მაშინ გამოვაჩენ ჩემს მამულიშვილობას!

მესაყვედურებიან: „თუ შენ პატრიოტი იყო, შენის ქვეყნის მზეთუნახავს არ დააგდებდი და სხვისას არ დაუწყებდი ტრფიალსო!.." მაგრამ სცდებიან!.. რა იციან, თუ ჩემ გულში რა არის? აქ ანგარიშია, და ანგარიშს ჭკვიანი როდის გაქცევია? ჩემის ქვეყნის მზეთუნახავი ღარიბია! თვითონ რა აქვს, რომ მე მარჩინოს? რა ჰმოსია, რომ მე ჩამაცვას? რა შეუძლია, რომ გამაძლიეროს და თვითონ რა სახელგანთქმულია, რომ მე გამომაჩინოს? და უცხო ქვეყნის მზეთუნახავი კი ამაების ყველაფრის შემძლებელია! აი რისთვის ვეტრფი მას! და აი რად მიყვარს!..


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 913 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)

სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის, სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას.

ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს:

- ბატონო! ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგათ გარდა ერთი ორმოციოდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენს სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს ჩამოხრჩობას, მაშინ თანახმა გავხდები, მადლობა ღმერთსაო!

დაეთანხმა ხელმწიფე, მოაყვანინა ის დანარჩენი ორმოცი ქალიც და დაეკითხა მათაც. იმათ ერთხმად უქეს ხელმწიფეს მოპასუხე და შეევედრნენ მის გაბედნიერებას. გაკვირვებულმა ხელმწიფემ უბრძანა მოპასუხეს: „ეს რას ნიშნავს, ამდენი მოსისხარი მტერი გყოლია და ამდენი კი გულითადი მეგობარიო?"

- დიდებულო ხელმწიფეო! ჯერ ის დაათვალიერეთ, თუ იმ ათას ქალში უმახინჯო ერიოს და ამ ორმოცში ერთი მახინჯიო და მაშინ მოგახსენებთ პასუხსაცაო, - უპასუხა საწყალმა. მართლაც, დაათვალიერა ხელმწიფემ და როგორც იმ ათასში უმახინჯო ვერ შენიშნა, ისე იმ ორმოცში მახინჯი, და გაკვირვებით ბრძანა: „ეს მართლა, რას ნიშნავსო?"


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 2162 | Добавил: Admin-Gio | Дата: 08.04.2011 | Комментарии (0)


  Findout.Com - © 2024