მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 19.03.2024, 10:03
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 20
მე სიმშვიდე ვარ,
გახელების შემდეგ მოსული,
თავგზადაკარგულ კომეტებს რომ
ჩვევიათ ხოლმე
ის სიმშვიდე ვარ . . .


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 2238 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)



–სული ცხენზე–

გადააფურთხე თხის სისხლი,
ირბინე ნაპირზე პირში ქვებით,
ირბინე ქვებზე პირში ქვებით,
ირბინე ქვებზე მხრებზე ჩემით –
ეს მე ვარ ნაცარქექია,
ჩემს ცოლს მივაჭენებ
და ჩავძახი:
დაგახრჩობს ჩაბრუნებული წამწამი – ცრემლის ჩატეხილი ბეწვის ხიდი,
დაგახრჩობს ჩაბრუნებული დარდი – ცრემლის ჩატეხილი ბეწვის ხიდი,


სრულად ნახვა
Категория: პოემა | Просмотров: 883 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)


  როგორც პირველი მოცეკვავე შედგება და ელის, როდის ჩაამთავრებენ ცეკვას სხვები, როდის მიეფარება თვალს ბოლო მონაწილე, რათა თვითონ ჩაატაროს მასტერკლასი, სწორედ ასე იდგა ნაიარა გელაშვილი წლების მანძილზე, პერიოდულად ილეთებს ხვეწდა და ელოდა, სანამ გამომსვლელთა ერთი დიდი ნაკადი, ძირითადად ტანის დამსხვრეული მოძრაობებით, არ ჩაივლიდა. 

  საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის წლებში შექმნილმა სოციალურმა ფონმა, გენდერულმა დისბალანსმა, მემკვიდრეობით მიღებულმა

ისტორიულმა სტატუსებმა: ,,მეოჯახე კაცი”, ,,ქალი დედა და ქალი ცოლი” და მრავალმა სხვა ფაქტორმა ადამიანის აქტივობის შემცირება გამოიწვია.
 

სრულად ნახვა
Категория: რომანი | Просмотров: 1103 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

მორჩა, ამოიწურა სამსახურის საათები, ეს ერთი დღეც გადაგორდა.
წავა ახლა სახლში, ცოტა დაასვენებს გონებას, მოითქვამს სულს, მოიკრებს მთელი დღის ნაფლანგ ენერგიას და კვლავ შრომას შეუდგება, ოღონდ ნებაყოფლობითს და, ამდენად, ასატანს.
არ ხდება განა, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სატანამ დასწყევლა უსაშინლესი, შემზარავი წყევლით? ვაი-ვიში რას შველის მაშინ? ვაი-ვიშით რა გამოვა? არაფერი. იცოდა ეს.
რამდენი უნდა იჯახიროს, რა განუზომლად უნდა დაიხარჯოს, რამდენჯერ უნდა დაიფლითოს სული და გული, რომ მიაღწიოს წარმატებას, რამ ფასოვანი შექმნას.
საშინლად ცივი შენობაა... მადლობა ღმერთს, გაზაფხულდა უკვე, საგრძნობლად დათბა. აქაური დერეფანი ყოველთვის ღრმა აკლდამაში შესასვლელ ყრუ და ბნელ ტალანს აგონებს, სამყოფელს, სადაც შეხვედი მოზეიმე ცხედარი და საიდანაც გზა აღარსაითაა, რადგან მტვერი არ ნიშნავს მარადისობას, არც უსასრულო დუმილი ცვლის სიმშვიდეს. მაინც რითი შეიძლება სიმშვიდის მოსყიდვა, ვინ აღმოაჩენს მის ტოლფას საუნჯეს? იქნებ... მაგრამ ეს ”იქნებ” მისთვის არაა ჩვეულებრივი, უწყინარ საუბარში გამოსარევი სიტყვა ან აზრიდან აზრზე მშვიდობიანად გადასასვლელი საფეხური, არამედ დამუხტული, ლამის

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1143 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)


იმისათვის, რომ დაეჭვებულმა მკითხველმა ეს წიგნი ოთახის კუთხეში არ მიაგდოს, თავიდანვე ვაფრთხილებ მას, რომ ეს მოთხრობა არ არის საგაზეთო ტელეფონი. აქ ვერ ნახავთ ვერც ყოვლისმცოდნე სახელოებაკაპიწებულ საქმიან რედაქტორს, ვერც ახლადგამომცხვარ ,,ღლაპ” რეპორტიორს, რომელიც ეს-ეს არის რომელირაც შორეული ფერმიდან ჩამოვიდა, ვერ ნახავთ ვერც სენსაციას, ვერც ფანტასიას, სრულიად ვერაფერს.

მაგრამ, თუ ნებას დამრთავთ, ჩემი მოთხრობის პირველი სცენა ,,დილის შუქურის” რეპორტიორთა სამფლობელოში გადავიტანო, ამ პატარა სიკეთის სამაგიეროს იმით გადაგიხდით, რომ ზუსტად დავიცავ ყველა ზემოთმოცემულ პირობას.

,,შუქურაში” დროდადრო შემთხვევით სამუშაოს ვშოულობდი და იმედი მქონდა, რომ მალე მუდმივ ხელფასზე გადამიყვანდნენ. კონგრესის ანგარიშებით, საბირჟო კურსებითა და გაზეთის ამონაჭრებით მოფენილ მაგიდაზე ნიჩბით თუ ფოცხით მომისუფთავებდნენ ხოლმე პატარა ადგილს, იქ ვჯდებოდი და ვმუშაობდი. ვწერდი ყველაფერზე, რასაც ჩამძახებდა, ჩამჩურჩულებდა, ჩამხითხითებდა დიდი ქალაქი, როცა დაუზარებლად დავეხეტებოდი მის ქუჩებში. ჩემი შემოსავალი არ იყო რეგურალური.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 990 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ძვირფას მეგობარს, თანამებრძოლს, თანამოკალმეს,

ვის სიტყვას ვადრი სივრცეებში ანთებულ ალმასს,

გაკრიალებულს, უბრწყინვალესს ელვარე მზეზე - რომ ვუძღვნი ამ ლექსს, გულო ჩემო, აი, მიზეზი!


ძვირფას მეომარს, ძვირფას მესხის სიმთ მიმოჟღერას,

შეუდარებლად მოყვარულს და თანამომღერალს - შემდგომ თაობათ ბედ-იღბლისთვის უმახვილესი

რომ შექმნა ლექსი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!


მოუსყიდველი, მომავალის შემგრძნობი სვეტის,

ბრძოლებში იყო ბევრის მთმენი გული პოეტის,

ლითონზე უფრო უმძლავრესი და უმტკიცესი -

აი, მიზეზი გამარჯვების, აი, მიზეზი!



სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1109 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ვდღესასწაულობთ პირველ თაველებს

მოსასწაულე ვარდთა დაგებით,

აივნებს მალე ააყვავილებს

რტოების ნოხი და ფარდაგები.


ქალები ღამით წავედით ტყეში,

თვალებში ფეთქდა ელვა წყაროთა,

ყვავილს, რომელსაც ჰქვია - ნუგეში,

ჩვენ დავეძებდით და გვიხაროდა.



სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 834 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.

ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.

ამ მშვენიერ დღეს, ამ სისხამ დილას

ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.


კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს

სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს,

საკმარისია შეეხო ტოტებს,

და ნამი თავით კოჭამდე გივლის




სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1328 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

თვლემს ტყის ნაპირი თავჩაქინდრული,

უხმო ალერსით ეკვრის ტოტი ტოტს,

დასძინებია ალერსიან ბაღს,

დასძინებია სევდიან წალკოტს.

ვარსკვლავიანი შუაღამე ბრწყინავს,

შუაღამე იწვის, დნება ნელ-ნელა,

მოგონებათა ელვარებს სარკე,

მაგრამ ჩემს გულში ისევე ბნელა.


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1201 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ,

პირიმზე, ჩრდილი რაზე გფენია?

მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ,

შენ მაინც რაზე მოგიწყენია?

ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გული

ეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით?

რომ ვერასდროს კვლავ ვეღარ გიხილავთ,

და სამუდამოდ გემშვიდობებით?


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1080 | Добавил: kela | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

... და ალიონზე თეთრ დუქანთან 

სტირის არღანი. 

მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში 

თავი დავიხრჩო. 

სიყვარულისგან მეტ მოთმენის 

არა მაქვს ღონე, 

მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში 

თავი დავიხრჩო. 


სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1217 | Добавил: varse9788 | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის 
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის 
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

სრულად ნახვა
Просмотров: 1025 | Добавил: varse9788 | Дата: 20.04.2011 | Комментарии (2)

თანამედროვე პროზის მიმოხილვისას, თუნდაც მიმოხილვა მსუბუქი და ზერელე იყოს, შეუძლებელი იქნებოდა არ შეგვენიშნა, რომ წერის ტექნიკა ადრინდელთაგან შედარებით, ერთგვარად გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, რომ უბრალო ხერხებითა და პრიმიტიული მასალით ფილდინგი ჩინებულად სარგებლობდა და ჯეინ ოსტინი კიდევ უკეთესად. მაგრამ აბა, მათი შესაძლებლობები ჩვენსას შეუდარეთ. მათი შედევრები საოცარი სისადავით გამოირჩევა. და მაინც, შედარება ლიტერატურისა, ვთქვათ, ავტომობილების დამზადებასთან, ერთი შეხედვით, ნაძალადევ შთაბეჭდილებას ახდენს. საუკუნეების მანძილზე თმცა ბევრი შევითვისეთ მანქანების დამზადების შესახებ, საეჭვოა, რაიმე ახალი გვესწავლოს ლიტერატურაში. ჩვენ უკეთ წერა არ გვისწავლია; მთავარი, რაც შეიძლება ახლა ითქვას, ისაა, რომ წინსწრაფვა უნდა გაგრძელდეს თუნდაც მცირედ: აქეთ, მერე იქით, მაგრამ წრიულად, რათა მთელი გზა განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან ხელისგულივით გადაგვეშალოს. ალბათ ზედმეტიცაა იმის თქმა, რომ მწვერვალზე, ამ დიდებულ გადასახედზე, თუნდაც წამიერი დაყოვნების სურვილიც კი არ გვაქვს. ქვევით კი, ბრბოში მტვრით ნახევრად თვალდავსილები შურით გამოვყურებთ იმ ბედნიერ მეომრებს, ვისაც ბრძოლაში ისე უშფოთველად გაუმარჯვიათ, თავს ძლივსძლივობით თ ვიკავებთ კბილებში რომ არ გამოვცრათ, მათ ჩვენსავით სასტიკი ბრძოლები არ გადაუხდიათო. ამის გარკვევა ლიტერატურის ისტორიკოსს ევალება, მან უნდა დაადგინოს, დასაბამთან ვართ, შუაში თ ბოლოში ვდგავართ პროზის დიადი ეპოქისა, – რადგან ვაკეზ თვალთახედვის არე მოკლეა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მადლიერება და მტრობა შთაგვაგონებენ; გვეჩვენება; რომ ზოგი ბილიკი ნაყოფიერი მიწისაკენ მიგვიძღვის, ზოგიც ბორიაყისა და უდაბნოსაკენ; და ამის გამო ღირს, რომ კაცი რამეს ეცადოს.



სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 2101 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ერთხელ კნუტ ჰამსუნმა ანკეტის შევსებისას ასეთი რამ ბრძანა: მარტოოდენ დროის მოსაკლავად ვწერო. ეგებ, გულწრფელიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ცდებოდა. მწერლობა, როგორც თავად სიცოცხლე, ესაა მოგზაურობა რაღაცის შეცნობის მიზნით. იგი მეტაფიზიკური თავგადასავალია: რეალობის არაპირდაპირი გაცნობიერების საშუალებაა, რომელიც ნებას გთავს მოიპოვო ერთიანი და არა შეზღუდული თვალსაზრისი სამყაროს შესახებ. მწერალი არსებობს ყოფის ზედა ფენასა და ქვედას შორის და მიემართება ბილიკით, მათ რომ აკავშირებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, თავად იქცეს ამ ბილიკად.
მე ვიწყებდი სრული დაბნეულობისა და შეცბუნება-განცვიფრების მდგომარეობით, სხვადასხვა იდეათა, განცდათა და ცხოვრებისეულ შეხედულებათა ჭაობში რომ ვიყავი ჩაფლული. დღესაც კი წინანდებურად მე არა ვთვლი საკუთარ თავს მწერლად ამ სიტყვის მიღებული მნიშვნელობით. მე, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების მთხრობელი ვარ და რაც უფრო შორს მივდივარ ამ მონათხრობით, მით უფრო ვგრძნობ მის უშრეტობას; იგი უსაზღვროა, როგორც თავად ამ სამყაროს ევოლუცია. და წარმოადგენს ყოველივე იდუმალის ამობრუნებას, მოგზაურობას ყველაზე წარმოუდგენელ განედებზე, სანამ რომელიღაც წეროტილში ანაზდეულად ნათელი არ გახდება შენთვის, რომ მონათხრობი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მოთხრობა. აი, სწორედ ეს თვისება, ხელოვნებისგან განუყოფელი, ანიჭებს კიდეც მას მეტაფიზიკურ იერსახეს, - ამის გამოა იგი ზეაწეული დროზე, სივრცეზე, იგი ეწევნება კოსმიურ რიტმს, შესაძლოა, მხოლოდ ამ რიტმით განსაზღვრული, ხოლო ხელოვნების \"სამკურნალო თვისება\" მდგომარეობს მის მნიშვნელობაში, მის უმიზნობაში, მის გაუსრულებლობაში.
მე ლამის პირველი ნაბიჯებიდანვე მშვენივრად ვიცოდი, რომ არავითარი მიზანი არ არსებობს. ყველაზე ნაკლებ იმას მოვითხოვ, მთელი მოვიცვა - მხოლოდ ვესწრაფვი, საკუთარი შეგრძნება მთლიანობისა - აღმოცენებული როგორც ხსოვნა ჩემი ხეტიალისა, - აღვბეჭდო ყოველ ფრაგმენტში, ყოველ წიგნში, რაკი სულ უფრო ღრმად ვხნავ ცხოვრებას: წარსულსაც, მომავალსაც და, აი, როცა ასე ხნავ დღიდან დღემდე, ჩნდება დარწმუნებულობა, რომელიც რწმენაზე ანუ დოგმაზე ბევრად არსებითია. მე ვხდები სულ უფრო გულგრილი ჩემი, როგორც მწერლის, ხვედრისადმი, მაგრამ სულ უფრო დარწმუნებული ჩემ ადამიანურ დანიშნულებაში.

სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 894 | Добавил: varse9788 | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ამ თემაზე-მწერლის მუშაობაზე-ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა. 
იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წეირს მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება - ისიც ექსპერიმენტალური! - არც კი არსებობს, ხოლო რაც არსებობს – მეტისმეტად ცვალებადია, დაუდეგარი და ჭრელი. შემაძრწუნებელია ის დრო, როცა ვინმე ვივი-სექტორი პოეტს ან კომპოზიტორს კეფაზე ახალნაირ აპარატს მიადებს და მისი აზრებისა და ლანდების სურათს გადაიღებს. თუმცა-გულმშვიდად იყავიტ, ხელოვანნო, ასეთი დრო არასოდეს არ დადგება, იმიტომ, რომ ის აპარატი მონადირესავით დააფრთხობს ნადირს – აზრს. ხიბლს, სახეს, ვინაიდან შემოქმედება და სიყვარული მეტიჩარა მეთვალყურეს თანაბრად გაურბიან.
მაგრამ რადგან შემოქმედებაც და მისი ფსიქოლოგიაც მაინც არსებობს, იმიტომ ზოგი ვინმესთვის სასარგებლო იქნება ცალი თვალით მაინც ჩაიხედოსი იმ იდუმალ კოლოფში, სადაც რომანი, პოემა, ოპერა, სურათი ან ქანდაკება მზადდება.
ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: ,,თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. 

სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1132 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ალერსის ბაღში 

გილიოტინაზე რომ აიყვანეს ანდრე შენიე, მან შუბლზე ხელი მიიდო და სთქვა: 

აქ იყო რაღაც! 

ჩემო კარგო, ჩემს გულშიაც იყო რაღაც, მაგრამ ახლა აღარ არის; ტყუილს ამბობენ, რომ სიყვარულის ადგილს სიძულვილი იჭერსო, მე არ ვგრძნობ სიძულვილს, სიცოცხლე ისევ მეძახის ვნების ძახილით და მეც მივდევ ამ ხმას. რად არ იცოდი, რომ ჩემი სიყვარული მრისხანე საგუშაგო იყო? რად არ იცოდი, რომ ჩემი სიყვარული შუადღე იყო უდაბნოში, მწველი? შენ ალერსად მიიღე ის სიმღერა, ჩემში რომ რღვევის ღმერთი მღეროდა? შენ შემოდი ალერსის ბაღში დასასვენებლად, ვერ შეამჩნიე როგორ იკლაკნებოდნენ გველები, მოშხამული ყვავილები სასიკვდილოდ როგორ თრთოდნენ!... ახლა გვიანაა!.. როდის ამდგარა საფლავით მკვდარი; როდის იყო, რომ ორჯერ ყვაოდნენ ყვავილები: გვირგვინმოხსნილ სიწმინდეს ვერ დაიბრუნებ!.. მაგრამ, შენც ხომ შველი იყავ ჩემს გულ-მკერდზე გამთბარი, შენც ხომ აფთარივით გწყუროდა ჩემი სისხლი? იყავ მშვიდობით. ცხოვრების გზაჯვარედინზე შევხვდით ჩვენ, რომ ერთმანეთს გავშორებოდით; ჩემი გაზაფხულის დღე და ღამე შენ გიმღეროდი; რა გენაღვლება სხვას ვუმღერო მკრთალი ჰანგი შემოდგომისა? 




სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 845 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)

ძმის პირიდან ამოხეთქილმა ალისფერმა სითხემ კი არ შეაშინა, გააოცა. რამდენი სისხლი ჰქონიაო, გაიფიქრა და ცნობა დაჰკარგა. როცა გონს მოვიდა, პირქუში ბიძა ადგა თავს და კითხვის თვალებით დასცქეროდა.
_ რა მოხდა? _ამოისისინა კაცმა და სანადირო თოფს დაეყრდნო. 
ვართანმა არ იცოდა რა მოხდა. ძმამ იგი სამალავში დატოვა და წავიდა.
\"იცოდე, არ შეგვარცხვინო, თორემ სანადიროდ წასვლას ვეღარ ეღირსები!\" _ ასე მკაცრად გაფრთხილებულმა თავს ფიცი მისცა, რადაც გინდა დაჯდომოდა, მოეკლა ირემი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც ისე ადვილი იყო სველ მიწაზე ჯდომა და ლოდინი, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, აკაწკაწებული კბილების ჭახ-ჭახი დააფრთხობდა ნადირს. ესეც არ იყოს, სროლას გამბედაობა სჭირდებოდა, ეს უკანასკნელი კი სიცივისგან მოძიგძიგე ვართანს არ ჰქონდა. არა, რა თქმა უნდა, ამაში არასოდეს გამოტყდომია თავს, მაგრამ გუმანით, თუ რაღაცა სხვა ინსტიქტით გრძნობდა, რომ ასეც იყო. ასეც უნდა ყოფილიყო ალბათ, თორემ რატომ უნდა დაემადლებინა მასზე უმცროს ძმას სანადიროდ წასვლა, ან რა უფლებით უნდა დამუქრებოდა, აცილება არ გაბედოო?!



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 999 | Добавил: Admin-Gio | Дата: 20.04.2011 | Комментарии (0)


  Findout.Com - © 2024