მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 19.03.2024, 07:23
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 19
პატარაზე გაუღეს თუ არა კარი, ევროპა თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა წინა აზიაში: მოკლე კაბებით, ვიწრო შარვლებით, მოკასინებით, შეკრეჭილი და სტაფილოსფრად შეღებილი თმებით, წვრილი ქუსლებით, მცირეგაბარიტიანი ავეჯით მაგნიტოფონებით, ლუი ამსტრონგებითა და ჩაო–ჩაო ბამბინოებით.მე კი „მოპრმა" რომ მამაჩემს ოცდარვა წელს არტელ „ანტიბურჟუის" მიერ გამოშვებუი პატეფონი აჩუქა, ისევ ის მიდგას სახლში. კარგია მერე ეს?
ევროპაში ნამყოფი ჩემი მეგობრები დილით თურქული ყავითა და OC–ის მარკის კონიაკებით საუზმობენ. მე კი ისევ მურაბიანი ჩაითა და ცეკავშირის ყველით ვსაუზმობ.
ჩემი ამხანაგები ისეთი ვიწრო შარვლებით დადიან, ორი კაცი ეხმარებათ გაძრობაში. მე კი, ქამარს რომ შევიხსნი, მისით მძვრება. კარგია მერე ეს? რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ მოთხრობის შემდეგ გამოვსწორდები, რადგან ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს გარკვეული აღმზრდელობიტი დანიშნულება აქვს თვით ავტორისთვისაც.
ვიოლა კავშირგაბმულობის სახლის წინ შემხვდა. ამათვალიერ–ჩამათვალიერა, ქალს რომ კაცი შეეცოდება, ისე გამიღიმა და მკითხა:



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1347 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ერთხელ კნუტ ჰამსუნმა ანკეტის შევსებისას ასეთი რამ ბრძანა: მარტოოდენ დროის მოსაკლავად ვწერო. ეგებ, გულწრფელიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ცდებოდა. მწერლობა, როგორც თავად სიცოცხლე, ესაა მოგზაურობა რაღაცის შეცნობის მიზნით. იგი მეტაფიზიკური თავგადასავალია: რეალობის არაპირდაპირი გაცნობიერების საშუალებაა, რომელიც ნებას გთავს მოიპოვო ერთიანი და არა შეზღუდული თვალსაზრისი სამყაროს შესახებ. მწერალი არსებობს ყოფის ზედა ფენასა და ქვედას შორის და მიემართება ბილიკით, მათ რომ აკავშირებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, თავად იქცეს ამ ბილიკად.
მე ვიწყებდი სრული დაბნეულობისა და შეცბუნება-განცვიფრების მდგომარეობით, სხვადასხვა იდეათა, განცდათა და ცხოვრებისეულ შეხედულებათა ჭაობში რომ ვიყავი ჩაფლული. დღესაც კი წინანდებურად მე არა ვთვლი საკუთარ თავს მწერლად ამ სიტყვის მიღებული მნიშვნელობით. მე, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრების მთხრობელი ვარ და რაც უფრო შორს მივდივარ ამ მონათხრობით, მით უფრო ვგრძნობ მის უშრეტობას; იგი უსაზღვროა, როგორც თავად ამ სამყაროს ევოლუცია. და წარმოადგენს ყოველივე იდუმალის ამობრუნებას, მოგზაურობას ყველაზე წარმოუდგენელ განედებზე, სანამ რომელიღაც წეროტილში ანაზდეულად ნათელი არ გახდება შენთვის, რომ მონათხრობი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მოთხრობა.

სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 1032 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და  
  კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ
 
   

  ნადიმს – ამ უცხოური წარმოშობის სიტყვას, უკვე მკვიდრად რომ ზის ჩვენს „ვეფხისტყაოსანში", პურობის, სმა-ჭამის, სადილის, ლხინის შინაარსის გადმოსაცემად – ძვ. ბერძნები სიმპოზიუმს ეძახდნენ, ე.ი. ერთობლივ ჭამა-სმას. ბერძნული ანტიკურობისათვის დამახასიათებელი ნადიმების შესახებ ჩვენ ვიგებთ როგორც შემორჩენილი ლარნაკების მოხატულობებიდან, ასევე წერილობითი წყაროებითაც. ჩვენს მსგავსად ბერძნებიც საკვების მირთმევის პროცესს დროის, ადგილის, ფორმისა და შინაარსის მიხედვით მრავალი სიტყვით გადმოსცემდნენ: იყო ყოველდღიური სადილი, სამხარი, ვახშამი, ნაირგვარი ჭირისა და ლხინის სუფრა, საღმრთო, საშობელი და ნადიმი სპორტულ ასპარეზობებზე გამარჯვებულთა პატივსაცემად. ამ უკანასკნელს ფილოსოფოს ქსენოფანე კოლოფონელისა (ძვ. წ. 570-48) და ევრიპიდეს (-480-406) სახით კატეგორიული მოწინააღმდეგენი ჰყავდნენ (ვინაიდან მათი აზრით, თანამოქალაქეთაგან პატივისცემასა და ჯილდოს მხოლოდ სამართლიანი, ჭკვიანი, ბრძენი და ქალაქის გონივრულად მმართველნი იმსახურებდნენ და არა ბრიყვი ათლეტები. ასე რომ, ბრძენი მმართველისა და უტოპიური სახელმწიფოს იდეა სულაც არ იყო ოდენ პლატონის ფანტაზია და ახირება. ეს აზრი საუკუნის განმავლობაში მწიფდებოდა ბერძენთა სულში). მაგრამ ჩვენ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ. სიმპოზიუმი ეს იყო, როგორც წესი, ორგანიზებული ლხინი, ერთობლივი პურობის შემდეგ და იწყებოდა სამსხვერპლო ზედაშის შეწირვით, რასაც თამადა ხელმძღვანელობდა. მონადიმენი თავს სუფრული სიმღერებით – სკოლიონებით, გამოცანებითა და სხვა ინტელექტუალური თამაშებით ირთობდნენ. ლხინს რომ პეწი და ლაზათი შეჰმატებოდა, ჰეტერებს, მოცეკვავეებსა და მიმებსაც იწვევდნენ ხოლმე. ელინიზმისა და რომის იმპერიის ხანაში აღმოსავლეთიდან შემოტანილი საჭმლის სიუხვემ ხელი შეუწყო ჩვეულებრივი ნადიმების გადაქცევას ალიაქოთიან სუფრად. ჭამდნენ ფეხზემდგომელა, ან წამოწოლილნი. მონადიმენი ნალისებრ ლოჟებში ორ-ორ კაცად თავსდებოდნენ. ხან რამდენიმე პატარა მაგიდასაც დგამდნენ, ხან კი – ერთსა და დიდს. იყენებდნენ თიხის ან მეტალის ჭურჭელს, შეძლებული რომაელის სუფრას კი ძირითადად ვერცხლის ჭურჭელი ამშვენებდა. გამოიყენებოდა აგრეთვე კოვზი და დანა, იშვიათად ჩანგალი. ნადიმი ხშირად მსვლელობით სრულდებოდა.  
  პირველი, ვინც სიმპოზიუმი ლიტერატურული ფორმით აღწერა და თვით ნადიმის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი, პლატონი (ძვ. წ. 427-347) გახლდათ. შემდგომ ამ ჟანრის განვითარებაში მონაწილეობდნენ არა მარტო ბერძნები, არამედ რომაელნი და რომის იმპერიაში შემავალი სხვა ხალხთა შვილებიც.  

სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1669 | Добавил: varse9788 | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

1

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3

ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.




სრულად ნახვა
Категория: პოემა | Просмотров: 1443 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)

ხიდთან დახოცილები უცბად აყროლდნენ. პალა ცკაევი დურბინდით უყურებდა სისხლს დახვეულ ბუზებს და გული ერეოდა. ბრძანება ასეთი იყო: იმდენი ხანი გაეძლოთ, სანამ რუსებს საბაბი არ ექნებოდათ ომში ჩასართველად. კაცმა არ იცის ეს საბაბი რამდენი დღე არ მიეცემოდათ, ამიტომ ჩასაფრებულები სოფლის მისადგომებს ამაგრებდნენ.
დილით ღორები მოვიდნენ და კომაევის ჭამა დაიწყეს. იქითა მხრიდან ვიღაცამ გაისროლა და ერთი ღორი მოკლა, დანარჩენები გაიქცნენ. ცკაევმა ვერ შენიშნა საიდან იყო გასროლა, თორემ ალბათ დაუშენდა.
ბიჭები გაღიზიანებულები იყვნენ. ერთსულოვნება არ იგრძნობოდა. ნაწილი მოითხოვდა ჩვენი ხელით დავხოცოთ მშვიდობიანი მოსახლეობაო, კერძოდ კი მოხუცები და რუსეთის შემოსვლაც დაჩქარდებაო, ნაწილი წინააღმდეგი იყო. თვითონ პალა ხმამაღლა არაფერს ამბობდა, თუმცა გულის სიღრმეში არც თავად იტყოდა უარს ერთი-ორი ბებრის გაგორებაზე. ბოლოსდაბოლოს, ახალგაზრდების სიკვდილს ამათი მოკვლა არ სჯობდა? თუ ქვეყანაში ომია, ყველამ უნდა დასდოს თავი.
სოფლიდან ქალები და ბავშვები კარგა ხნის წინ გაიყვანეს, მოხუცებს აეკრძალათ სახლების დატოვება და იყო ერთი ტირილი და ალიაქოთი. სახლებში შეიკეტეთ და არაფერი მოხდებაო, დაამშვიდეს ყველანი, მაგრამ ორი ბებერი პირველივე შეტაკებისას მოკვდა. ისინი ახლა ხიდთან, ყველაზე განაპირა სახლის ეზოში ეყარნენ. სახლს მიდგმულ ფარდულს გამთენიისას ჭურვი დაეცა და სამხრეთ კედელი ბოლავდა. თუ ცეცხლი სახლსაც მოედებოდა, დამწვარი გვამების სუნი იქაურობას მოწამლავდა. ქარი კი ამათ მხარეს უბერავდა და ერთმანეთში აზელილი მკვდრების და დამწვარი ხეების სუნი მოჰქონდა.




სრულად ნახვა
Категория: რომანი | Просмотров: 1099 | Добавил: Admin-Gio | Дата: 19.04.2011 | Комментарии (0)


  Findout.Com - © 2024