მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
სამშაბათი, 19.03.2024, 11:23
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 18

ვერ განვაცხადებ, რომ შემიძლია ამბავი ისე მოვყვე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს.
მარტო იმას გეტყვით, რომ ვიცი, თუ როგორ უნდა მოყვე ამბავი, ვინაიდან წლების განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს გამოცდილ მთხრობელებთან ვატარებდი.
რამდენიმე სახის ამბავი არსებობს, მაგრამ რთული სახეობა ერთია-იუმორისტული. ახლაც ძირითადად ამ ერთზე ვისაუბრებ. იუმორისტული მოთხრობა ამერიკულია, სასაცილო-ინგლისური, მახვილგონივრული-ფრანგული. იუმორისტული მოთხრობა დამოკიდებულია მისი თხრობის მანერაზე; სასაცილო და მახვილგონივრული-ამბავზე.
იუმორისტულ მოთხრობას შეუძლია დიდზე გაიჭიმოს, რამდენიც ნებავს აქეთ-იქით იხეტიალოს და ბოლოს მივიდეს კონკრეტულად არსად, მაგრამ სასაცილო ან მახვილგონივრული ამბავი მოკლე და მკვეთრი უნდა იყოს. იუმორისტული მოთხრობა ნაზად ბუყბუყებს, დანარჩენები-ფეთქდებიან.

იუმორისტული მოთხრობა მკაცრად არის განსაზღვრული როგორც მხატვრული ნაწარმოები—მაღალი და დახვეწილი ხელოვნება_და მხოლოდ ხელოვანს შესწევს მისი თხრობის უნარი. მაგრამ დიდი ხელოვნება არ სჭირდება სასაცილო თუ მახვილგონივრული ამბის თხრობას; ეს ყველას ხელეწიფება. იუმორისტული ამბავი როგორც მონათხრობი, ანუ ზეპირად გადმოცემული და არა ნაბეჭდი, ამერიკაში შეიქმნა და აქვე, სახლში დარჩა.


სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 901 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?



სრულად ნახვა
Категория: ლექსი | Просмотров: 1259 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

1900 წლის 20 ნოემბერს ნიუ იორკში 19-ე საუკუნის კლუბში გამართულ სადილზე ბატონმა კლემენსმა წარმოთქვა სიტყვა "ლიტერატურის გაუჩინარება”. დოქტორმა გოულდმა კლემენსის წარდგენისას თქვა, რომ მან (სპიკერმა), გერმანიაში ყოფნისას მრავალჯერ მოიბოდიშა ერთი ლიტერატორის გამო, რომელიც გერმანელთა ენის გათავისუფლებას ახდენდა.
"სულ არ იყო აუცილებელი თქვენს თავჯმდომარეს ჩემს მაგივრად ბოდიში ეხადა გერმანიაში. სრულებით არ იყო საჭირო. ამის სანაცვლოდ მას უნდა დაეინტერესებინა საცოდავი ღამენათევი ტევტონელები იმ სამსახურის გამო, მათ რომ გავუწიე. მათ ენას მოწესრიგება ესაჭიროებოდა წლების მანძილზე. ამ საქმის კეთების სურვილი სხვას ვერავის შევატყე. ავდექი და ჩემს თავზე ავიღე ეს და ახლა საკუთარ თავს ვეპირფერები, რომ ამისაგან კარგი საქმეც გამომივიდა. გერმანელები თავიანთი ზმნების შეკვეცის არაჰუმანურ საშუალებას მიმართავენ. ახლა ამის გამო ზმნას საკმაოდ მძიმე დრო დაუდგა. ძალზე არაჰუმანურია მისი გახლეჩვა. მაგრამ ეს ისაა, რაც გერმანელებმა ჩაიდინეს. მათ აიღეს ზმნის ნაწილი და დადეს აქ, როგორც ფსონი, მერე აიღეს მეორე ნაწილი და მოაშორეს როგორც მეორე ფსონი, ხოლო ამ ორ ზღვარს შორის მათ უბრალოდ ჩატენეს გერმანული ენა. მე ვიმეორებ, რომ ბოდიში არ უნდა მოუხადო იმ ადამიანს, რომელიც დაეხმარა მათ ცოტათი მაინც შეეჩერებინა ასეთი დასახიჩრება.


სრულად ნახვა
Категория: ესე | Просмотров: 845 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

I თავი
 მამაჩემი სენბერნარია, მამა-კოლი, მე კი პრესვიტირიანელი ვარ.რა ვიცი, დედამ ასე მითხრა, მე კი მსგავს საკითხებში ვერ ვერკვევი. ჩემთვის ყველა ეს ლამაზი, გრძელი სიტყვებია, თანაც ყოველგვარ აზრს მოკლებული. დედა გიჟდებოდა ასეთ სიტყვებზე, სიამოვნებით წარმოთქვამდა ყველა მათგანს და დიდად ხარობდა როცა მისი განსწავლულობით გაოცებული სხვა ძაღლები რიდითა და შურით შეჰყურებდნენ. მაგრამ, აქ, მგონი განათლება არაფერ შუაში იყო, დედას უფრო თავის გამოჩენის სურვილი ამოძრავებდა: ასეთ სიტყვებს სასადილო და სასტუმრო ოთახებში კრებდა, და კიდევ საკვირაო სკოლაში, როდესაც თან ახლდა ჩვენი პატრონის შვილებს. ყოველთვის, როცა მორიგ გრძელ სიტყვას მოკრავდა ყურს, სულ ერთთავად იმეორებდა გულში, რათა ჩვენი უბნის ძაღლების „კონფერენციამდე" თავიდან არ ამოფრენოდა. დააგდებდა ხოლმე ასეთ სიტყვას და, პაწია ამუნიათი დაწყებული უზარმაზარი მასტიფით დამთვარებული, ყველა გაოცებას მოდიოდა. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.თუ ჩვენს შორის ვინმე უცხო, ანუ დამსწრე სტუმარი აღმოჩნდებოდა, ის უთუოდ დაეჭვდებოდა; პირველი შთაბეჭდილებით გაოგნებული მაშინვე მოითხოვდა, აეხსნათ მისთვის რთული სიტყვის მნიშვნელობა, და დედაჩემიც დაუფიქრებლად აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას.


სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 1102 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)

წარმოიდგინეთ, რომ სადილის შემდეგ ათი წუთით გაისეირნეთ ბროდვეიზე სიგარის მოსაწევად. სეირნობისას ფიქრობთ ცხოვრებაში მომხდარ ტრაგიკომიკურ ამბებზე, ან უფრო სერიოზულ ამბებზე ვოდევილის ჟანრში და უცებ თქვენს მხარეს ეხება ვიღაცის ხელი. მოტრიალდით და ხედავთ, რომ თქვენს წინაა სიასამურის ქურქში გამოწყობილი, ბრილიანტის თვლებიანი სამკაულებით მორთული ლამაზი ქალი. იგი სასწრაფოდ გჩრით ხელში უზომოდ ცხელ კარაქწასმულ პურის ნაჭერს, პაწაწკინტელა მაკრატლით სწრაფად გაჭრით პალტოს მეორე ღილს, მრავალმნიშვნელოვნად წამოიძახებს ერთადერთ სიტყვას ,,პარალელოგრამი”, შემდეგ კი გარბიშ და თან შეშინებული უკან იყურება.

აი, ეს იქნებოდა ნამდვილი თავგადასავალი. ჩათვლიდით ამ ამბავს ჩვეულებრივ მოვლენად? მე მგონი, არა. თუ თქვენ არ ეკუთვნით იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს, რომლებშიც ჯერ არ ჩამკვდარა თავგადასავალთა მაძიებლის სული, აღშფოთებისა და დაბნეულობისაგან წამოწითლდებოდით, მორცხვად გადააგდებდით პურის ნაჭერს და აწყვეტილი ღილის ადგილზე ხელის ფათურით განაგრძობდით ბროდვეიზე სეირნობას.



სრულად ნახვა
Категория: მოთხრობა | Просмотров: 965 | Добавил: Admin-Gio | Дата: 18.04.2011 | Комментарии (0)


  Findout.Com - © 2024