მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:48
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 23 » ალექსანდრე ყაზბეგს – (ვაჟა–ფშაველა)
19:40
ალექსანდრე ყაზბეგს – (ვაჟა–ფშაველა)

შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,

სული დაჰლიე ტანჯვითა,

მიუხვალ მამა-პაპათა

ამოღებულის ხანჯრითა,

ცრემლად დამდნარის გულითა,

დაღლილი მტრისა ჯავრითა!..

ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,

ცრემლი მიგყვება საგძლადა

და ტრფობა შენის ქვეყნისა

უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.

თავს დგმული ეკლის გვირგვინი

ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,

მამულისათვის გამწყდართა

იმ საქართველოს შვილებსა.

ცოცხლად იმედით მცხოვრებო,

გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!

პირობა ქართველებისა,

ვგონებ, მიგყვება უბეში!..

უჩვენე შენი კალამი,

ნაწები სისხლის გუბეში!


1893 წ.

კატეგორია: ლექსი | ნანახია: 898 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024