მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 28.03.2024, 11:12
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 21 » ( ..დრო ყველაფრის მკურნალია) – (ნიკო გომელაური)
12:14
( ..დრო ყველაფრის მკურნალია) – (ნიკო გომელაური)
  დრო ყველაფრის მკურნალია,
  ოღონდ ჩემი არა.
  საოცარი უნარია
  დარდი წარა-მარა.

  რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
  უმარტივეს ლექსად.
  წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
  ვერ ვიშორებ ვერსად.

  როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
  მახსენდება პაპა.
  ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
  დედაჩემის კაბა.

  ცის ცრემლებზე მახსენდება
  მე სიტყვები მამის . . .
  ღვინო სანამ გამეხსნება,
  მეც ავტირდე ლამის.

  ღამე სმაში მათენდება
  დამეკარგა ღერძი . . .
  კიდევ რა არ მახსენდება,
  კიდევ რას არ ვებრძვი.

  საოცარი უნარია
  დარდი წარა-მარა.
  დრო ყველაფრის მკურნალია
  -ოღონდ ჩემი არა...
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 932 | დაამატა: Admin-Gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024