მთავარირეგისტრაციაშესვლა Findout.Com
ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:39
შესვლის ფორმა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
მოთხრობა
რელიგია
მატიანე
რომანი
ლექსი
პოემა
ესე

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი მწერალი მოგწონს?
სულ უპასუხა: 167

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

მთავარი » 2011 » აპრილი » 28 » "ლამაზი ქალის მონადირება'' - (შალვა რამიშვილი)
12:10
"ლამაზი ქალის მონადირება'' - (შალვა რამიშვილი)
აჰა...
ვდგავართ და ვუყურებთ ამ პატარა კოხტა ქალაქს
ჩანს ზურმუხტისფერი ბასტიონები
ფირუზის გალავანიც ჩანს
მიწათხრილია გარშემო...
ნახე რა კარგად იცავენ ქალაქს ?!
მაგრამ, უნდა შევიჭრათ!
ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს...
ეს რომ არ ვქნათ
და სხვამ ქნას ეს
მერე ვინანებთ.
ჩვენ კი როდის გადავაგდეთ ეგა?
სინანული რა...
როდის მოვისროლეთ?
არ მახსოვს სირცხვილის გრძნობასთან ერთად თუ მანამდე...
 
აბა მოეწყეთ!
ისე, ვინა ვართ?
რამდენნი ვართ?
აბა, დაგთვალოთ:
თავხედობა, ცინიზმი,
სამი ოთხი ციტატა ერთი ორი წიგნიდან  
რვა სასიყვარულო ლექსი სამ ენაზე, თორმეტი სიმღერა.
ცოდნა იმისა თუ როგორ უნდა აკოცო და როგორ მოეფერო
და კიდევ ზღაპრების შეთხზვის უნარი
უჰ, ბევრნი ვართ ყაჩაღები !
ბევრნი ვყოფილვართ, ბეეევრნი J!
გამოცდილები... ათას ომგამოვლილები
რამდენი ქალაქი აგვიღია ჰა?
ზოგჯერ პირდაპირი იერიშით
ზოგჯერ მომქანცველი ალყით
ზოგჯერ გვირაბი გავთხარეთ
ერთხელ გალავანიც ავაფეთქეთ
 
ახლა რა ვქნათ?
კედლები მაღალია
კარიბჭე სპილენძისაა
მეციხოვნეებიც ფხიზლად დგანან.
ეს ბუნებრივია
მდიდარი ქალაქი ჩანს...
ალბათ ქუჩები ლამაზადაა მოკირწყლული ფერადი ქვებით
რძის შადრევანი სცემს მთავარ მოედანზე
იქვე სასახლეა იასამნისფერი ვეება ვიტრაჟით
ლურჯი საღამო წითელი ჩირაღდნების ალით ნათდება
მკაცრი დიდედა სეფექალების თანხლებით დახედავს სასახლის ცხრაკლიტულში დაცულ განძს
განძს, რომელსაც ჩვენ გვიმალავენ
უფრთხიან ჩვენნაირებს, ეშინიათ, რომ განძს ვტაცებთ ხელს და ...
 
 
ხრიკს უნდა მივმართოთ და
მოკავშირეებს ვუხმოთ
ამ კედლებს მიღმა ქალაქში მოკავშირეები გვეყოლება
ისე როგორ გაგვწირავს ბედი რომ უმოკავშირეოდ დავრჩეთ?!
აბა, ჩემო ამპარტავნებავ, შენ ყველაზე მაღალი ხარ
გადაიხედე გალავანს მიღმა, ვინმე ხომ არ გვიყურებს ჩვენ, გალავანთან შეკრებილ ყაჩაღებს?
ჯერ არავინ ხო?
მხოლოდ მეციხოვნეები ქირქილებენ ჩვენზე
უკვირთ არა?
ასეთები არ უნახავთ ჯერ
ჰმ...
 
კარგი, აბა ჩაბერეთ ბუკს!
 
ცრუ მანევრები განახორციელეთ
ფლანგებიდან შეუტიეთ
ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეთ
მეციხოვნეების ყურადღება გაფანტეთ
დაღალეთ ეგენი
 დაღალეთ და მოკავშირეებიც გამოჩნდებიან...
აი, ერთი გამოჩნდა
ვინაა ეგა?
პატარა გოგოს ოცნება ყოფილა
ამ სასახლის ეზოში რომ თამაშობდა და სულ რომ ფიქრობდა ქალაქის კედლებს მიღმა ნეტავ რა არისო. რომ ოცნებობდა თავისთვის: „აი, ერთ მშვენიერ დღეს გავაღებ სპილენძის კარიბჭეს და გავალ გარეთო"
მოდი, პატარავ, გამო...
ხომალდი გვაქვს აქ სწრაფმავალი
ფრენაც შეუძლია
 წაგიყვანთ ცხრა მთასა და ზღვას იქით
მოგიწყვეტთ ცეცხლის ყვავილს და ყინულის ტახტრევანს დაგიდგავთ
ვარსკვლვის ქიმზე შემოგასკუპებთ და სატურნის რგოლს მოგცემთ ხელში
ოღონდ ეს კარიბჭე გაგვიღე და...
ჰმ.. დაფრთხა და გაიქცა
ჩვენია ბრალია, ვარსკვლავის ქიმი კიდევ არაფერი,
 ეს სატურნის რგოლი რაღა იყო?!
გადავამლაშეთ!
ნუთუ დავბერდით და ყნოსვა დავკარგეთ?
არა, ჯერ ადრეა...
ეს გოგონაა უბრალოდ ძალზედ ფრთხილი და ეჭვიანი.
სხვა მოკავშირე გვინდა
აბა ვნახოთ თუ გამოჩნდება ვინმე
მანამდე კი კვლავ შეტევა!
ნუ დაიზარებთ...
 ეს ქალაქი ისეთი მსუყე ლუკმაა, რომ როცა მის განძს ხელში ჩავიგდებთ სალაშქროდ ალბათ აღარ წავალთ...
ნუ... ასე 5 წელი მაინც
მოიცა! ვინ გვიქნევს ქონგურებიდან თავსაბურავს?
ეს ქალის სიზმარია -
ჩვენი ახალი მოკავშირე...
გვიან ღამით, როცა მკაცრი დიდედა განძის ხელთუხლელობაში დარწმუნდება, დამშვიდდება და დაიძინებს, ქალაქში ეს სიზმარი შემოიზლაზნება.
ქალს ესიზმრება, რომ დაფრინავს მიწასთან ახლოს
ფეხის თითებზე ბალახები ელამუნება
ქარი კაბას უფრიალებს ...
უკან დარჩა კოხტა ქალაქი
იქ სადაც ყველაფერი ასე უსაფრთხოა და დიდედის ფხიზელი თვალი საშიშროებებს განდევნის
აქ გარშემო კი ტყეა..
მიწიდან ამოჩრილი ხის ფესვები კაბის ქვეშ მიძვრებიან ურცხვად
ქალი მიქრის და უკან ყვითელთვალება ბუ მიჰყვება ფრენით
მისი ფრთები ქალის შიშველ მხრებს ეცემა ხანდახან
ქალს სუნთქვა ეკვრის და მუცელი უმძიმდება
თითქოს უკვე დაფეხმძიმდაო.
ეს ესიზმრება ქალს ყოველღამე, როცა არავინ აღარ დარაჯობს მის გონებას.
ოოო... აი ეს მართლა ჩვენი მოკავშირეა, ეს სიზმარი
ბუ ჩვენ გავზარდეთ
ბარტყი იყო რომ ვიპოვეთ ჩრდილოეთის უსიერ ტყეში
ეს ხეები კი, რომელთა ფესვები კაბის ქვეშ მიძვრენიან ურცხვად, ჩვენ დავრგეთ.
მანდ, ტყეში მგელიც გვყავს
ბნელში ანათებს მისი თვალები
ქალს უთვალთვალებს
ქალი ჯერ ვერ ამჩნევს
რომ დაინახოს შეეშინდება და გამოიღვიძებს
მაგრამ მგელი იქაა, იქა J
ოჰ, მალე დაღამდეს და ეს წყეული მზე ჩაესვენოს
მერე ქალის სიზმარს გამოვიხმობთ
 ბუ იკივლებს, მგელიც იყმუვლებს
გამოფარფატდება ამ გალავნიდან სიზმარი და კარიბჭის გასაღებსაც გამოგვიტანს
ასე იქნება უცილობოდ
ქალის სიზმარი ხომ ყაჩაღების მოკავშირეა
აი, მზეც ჩადის
მისი დისკო სასახლის ქონგურს ეფარება!
ამ ღამით ქალაქს ცეცხლის ალში გავხვევთ
რძის შადრევანში დაღლილ ფეხებს დაგვბანენ
ჩვენ ცხრაკლიტულს დავამსხრევთ და განძსაც ხარბად ვტაცებთ ხელს
მანამდე კი ჩუ...
ჩუ...
დაე დაღამდეს და
ლურჯი საღამო წითელი ჩირაღდნების ალით შეიღებოს
კატეგორია: ლექსი | ნანახია: 1453 | დაამატა: kela | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

  Findout.Com - © 2024